,,აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან”- ზელენსკი

,,აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,  უკრაინა თვალს ადევნებს ასეთი სახელმწიფოების რუსეთთან თანამშრომლობის პროცესს და შესაბამის ფაქტებს ევროკავშირში კოლეგებს აწვდის. “ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველობის აღდგენის საშუალება. და ისინი ამას სხვა სახელმწიფოების მეშვეობით აკეთებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი (რუსეთის ფედერაცია) ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს. მაგრამ ისინი მათგან ზოგიერთს უვლიან გვერდს”, – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

,,რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ტექნოლოგიებს შეეხება. მისი თქმით, შეზღუდვების მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს. „რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მილიარდი ევრო იქნება” , – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

,,ნინო ნადირაძეს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ”- სახალხო დამცველის მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ნინო ნადირაძის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ნინო ნადირაძეს ცხოვრებაში არ შეხვედრია. „დღევანდელ პროცესზე ნინო ნადირაძეს უთქვამს სახალხო დამცველის მოადგილეს შევხვდიო და რაღაცები ვუთხარიო. ცხოვრებაში არ შევხვედრივარ, არც ვივამედში და არც სხვაგან“, – წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ განაცხადა: სახალხო დამცველის მოადგილე მეჯდა კაბინეტში, როდესაც გია გრიგოლიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი და ის ყველაფერზე დამეთანხმა, მაგრამ ამიხსნა, რომ ასეთი პოლიტიკა და პოზიცია, რაც მათ უჭირავთ, საქმე მოითხოვს და სხვა გზა არ აქვთ. სახალხო დამცველის მოადგილეც იქ იჯდა…

მეტი...

,,უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია”- შარლ მიშელი

,,თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენ საერთო ევროპულ კავშირში. თქვენი ბედისწერა – ჩვენი ბედისწერაა“,- ამის შესახებ შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. „ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ეს საჭიროა. ჩვენ ვერ დაგვაშინებს კრემლი, რადგანაც უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ.  ჩვენ ევროკავშირში ასევე მკაფიოდ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენ საერთო ევროპულ კავშირში. თქვენი ბედისწერა – ჩვენი ბედისწერაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში – მანქანა ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში  – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. ავტომობილის შეჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

მეტი...

,,საცივს რომ ჭამდეს ყოველდღე, 38 კილოს როგორ დაიკლებდა?”- გიული ალასანია

,,ეს არის ადამიანი, რომელსაც ჭამა უყვარს, მაგრამ ახლა ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია. ეს რომ საცივს ჭამდეს ყოველდღე, 38 კილოს როგორ დაიკლებდა? – ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ სასამართლოსთვის დღეს მიცემულ ჩვენებას. მისი თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. „მე რაც მოვისმინე სასამართლოდან, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საცივს მიირთმევს. ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევა ახალ წელს. მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი. ძალიან ცოტა შეჭამა და მერე გაუნაწილა იქ ადამიანებს, მაგრამ შემდეგ, მეორე და მესამე დღეს სულ პირღებინება ჰქონდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჭამა უყვარს, მაგრამ…

მეტი...

,,დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოტანით”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ერთი დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე შეფასებით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად, ციხეში ჩაესვათ. „ეს ყველაფერი იყო თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებები. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის კონტეინერით საქართველოში შემოტანით, იმ დღიდან დაწყებული, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან დიდი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირებას, არეულობას, რევოლუციას, მაგრამ ეს ამ ადამიანებს არ გამოუვიდათ, რადგან შესაბამისი სამსახურების…

მეტი...

,,ბახმუტს არავინ დათმობს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია”, – -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “უკრაინა-ევროკავშირი” სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლა არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდებიან. “ჩვენ ვთვლით, დაზვერვა და სამხედროები, რომ ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში ზეწოლა გაძლიერდება. რუსეთს რევანში სურს. და ეს რევანში ზუსტად იქ სურს, სადაც ძალიან სჭირდებათ. ჩვენი ამოცანაა ამის შესაძლებლობა არ მივცეთ ჩვენი არმიის შესაბამისი იარაღით გაძლიერების მომენტამდე. ვთვლი, რომ შანსი გვაქვს”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, მიშამ უნდა ჭამოს”- კახა კალაძე

„ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხებოდა. მისი თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები არ ასახავს სინამდვილეს და მიმართულია პოლარიზაციისკენ. „არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში. ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციისკენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობას, ხელისუფლება, პენიტენციური დაწესებულება ყველაფერს…

მეტი...

,,ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია”- კახა კალაძე

„ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქვეყანამ ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „ამ შეფასებას დღეს ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა და მინდა, მეც შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ რთულ გზაზე. რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს გამოწვევები, კიდევ არის…

მეტი...

ქორწინება იძულებით – მარნეულში 15 წლის გოგოზე ძალადობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს

მარნეულში 15 წლის გოგოზე ძალადობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით არასრულწლოვნის მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს იძულებით ათხოვებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე და 150-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას და არასრულწლოვნის იძულების ქორწინებას გულისხმობს.

მეტი...

,,ნინო ნადირაძის „ბჟუტური“, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია, ეს თვითონ დაადასტურა”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია. თვითონ დაადასტურა, არ ვარ მე ამ საკითხებში კომპეტენტურიო,” – ამის შესახებ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, „დადასტურდა, რომ სააკაშვილი იღებს საკვებს, მაგრამ არ ერგება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია“. „მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?!“ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

მეტი...

,,ნადირაძის ჭორაობა საზოგადოების დაცინვაა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება”- გიორგი ჩალაძე

,,ნინო ნადირაძის  ჭორაობა და დამცინავი საუბარი არის ჩვენი საზოგადოების დაცინვა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა. ჩალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე საათია, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. „ჩემი აქ მოსვლის მიზეზია და ჩემი განცხადება ეხება ქალბატონი ნინოს ცინიკურ, ირონიულ ჭორაობას, ეთიკის ნორმებისა და კანონის დარღვევას, სააკაშვილისა და სოციალური თემებით მანიპულირებას. ვფიქრობ, პაციენტის უფლების დარღვევის გარდა, ქალბატონი ნინოს ჭორაობა და დამცინავი საუბარი არის ჩვენი საზოგადოების დაცინვა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება. თუკი მსოფლიოში აღმოჩნდება ვინმე…

მეტი...

7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს – საქმის ახალი დეტალები

შიდა ქართლში, 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა  ბავშვმა თავდაპირველად მომხდარის შესახებ სკოლის მანდატურს უამბო. მანდატურმა ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორს მიაწოდა, სწორედ მათ შეატყობინეს მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონე ბიჭია. მსხვერპლის დედას მომხდარის არ სჯერა და ფიქრობს, რომ ბავშვმა ამბავი გამოიგონა.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 24-ე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებთან შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;  ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;  მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;  რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;  ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;  მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. ,,გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ერთმანეთს ქუჩის ცხოველებზე მზრუნველობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ბავშვებმა მეპატრონეების…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვაკის პარკში მეპატრონეების მიერ ცხოველების გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვა და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულება გადაამოწმა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვაკის პარკში მეპატრონეების მიერ ცხოველების გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვა და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულება გადაამოწმა. სააგენტოს თანამშრომლებმა ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი ფლაერები გადასცეს. ,,აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება, გარემოს დაბინძურებისა და გასეირნების წესის დარღვევების პრევენცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია: განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია; უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით; იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე; უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის…

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და GREDA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციას (GREDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ საგანმანათლებლო-სასწავლო კურსებსა და პროექტებს, ერთობლივ ღონისძიებებს, კონფერენციებსა და სხვადასხვა აქტივობებს. „ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და GREDA-ს შორის თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, პირველ რიგში, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის ხელშემწყობი რეგულაციების…

მეტი...

,,თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოვიდა, მიშა ბინძურია, ყარს, მეზიზღებაო”- ნადირაძე ხაჭაპურიძეს

ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე – ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე “ვივამედის” პასუხგაუცემელმა კითხვებმა გააღიზიანა. “ავადმყოფობის ისტორია არ ვიცი, კაცი მოკვდა არ ვიცი. აბა აქ თქვენ ჩემს ჩაცმა-დახურვაზე სასაუბროდ მოხვედით?” – მიმართა ხაჭაპურიძემ ნადირაძეს. რაზეც “ვივამედის” დირექტორმა უპასუხა – ,,თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოვიდა, მიშა ბინძურია, ყარს, მეზიზღებაო მითხარით. არ ვჭორაობ მე, ასე იყო”.

მეტი...

,,მე და შალვა ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩაცმაში, მინდა გავაკოტრო, მიშას დაცვაში აღებული თანხა დავახარჯინო”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. ნადირაძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძესაც მიმართა. „ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ“, – მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს. ,,ქალბატონო ნინო, თქვენ კითხვებს უნდა უპასუხოთ. კითხვები არ უნდა დასვათ,”- შენიშვნა მისცა მოსამართლემ ნადირაძეს. ,,ვიდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ დღეს ისე გამოწყობილი არ არის… მე და შალვა ვეჯიბრებით ერთმანეთს ჩაცმაში. მინდა გავაკოტრო. მიშას დაცვაში აღებული თანხა დავახარჯინო. ჩვენ, რიკოთს იქითა ხალხი სხვანაირები…

მეტი...

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. კიევში დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება. „დავბრუნდი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყოველ თქვენს ნაბიჯზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

,,ტანგო არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავის ხალხური ფოლკლორი, სიმღერები და ცეკვა”- თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე

,,ტანგო ნამდვილად არ არის ჩვენი ცეკვა, საქართველოს აქვს თავისი ხალხური ფოლკლორი, თავისი სიმღერები და თავისი ცეკვა, რომელიც მთელ მსოფლიოს ძალიან მოსწონს,”- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე. თალაკვაძის თქმით,  საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. „რაც შეეხება დღეს საქართველოს პოზიციას რეგიონში, საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და უპირველეს ამოცანად კვლავ აყენებს თავის ეროვნული ინტერესების დაცვას, ეს არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნის შემდგომი განვითარება, პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ასე ჭირდება. ამისთვის მუშაობს დღეს მთელი…

მეტი...

„ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან, ასეთი „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით?“- ნადირაძე ხაჭაპურიძეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. ნადირაძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძესაც მიმართა. „ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ“, – მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

მეტი...

,,როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში” – ბორის ჯონსონი

,,როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ0მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ,,როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ის გაიმარჯვებს, როცა პუტინს უკან დაიხევს ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში”- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ0მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

მეტი...

,,მიმაჩნია, რომ სააკაშვილისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია”- ნინო ნადირაძე

„დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზია ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემას ვერ ეგუება, არ შეუძლია“,- ამის შესახებ კლინიკა „ვვამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, კლინიკის პერსონალის სააკაშვილთან ერთად იხდის სასჯელს „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც წონის ინდექსი წამოვიდა თვალსაჩინო კლებისკენ, როდესაც პარენტელარულ კვებაზე დადგა საუბარი, პაციენტს შევთავაზეთ და უარი განაცხადა. ვუთხარით, რომ ეს არის მკურნალობაზე უარის თქმა და გთხოვთ, ხელი მოგვიწეროთ ისტორიაში დოკუმენტზე, რაზეც მან კატეგორიული უარი განგვიცხადა. თუ ამაზე ხელს მოაწერდა, მაშინ  ჩაითვლებოდა, რომ რახან მკურნალობას არ გადის და უარს აცხადებს, ამიტომ იძულებული გავხდებოდით,…

მეტი...

,,სააკაშვილს ახალ წელს სოფო ნიჟარაძის დედამ საცივი გაუკეთა, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. ნინო ნადირაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახალ წელს კლინიკის პერსონალს საჭმლით გაუმასპინძლდა. „ვივამედში“ ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით. საცივი ჰქონდა, სალათი ოლივიე. გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო. ერთად შეხვდნენ ისინი ახალ წელს… მე ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, სოფოსგან მაქვს ეს დასტური. შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომიის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს. მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

,,მიგვიანებთ ჩარიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო კლინიკამ”- ნინო ნადირაძე პენიტენციურს

,,მიგვიანებთ ჩარიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო კლინიკამ”- ამ სიტყვებით “ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ პენიტენციურ სამსახურს მიმართა. ნადირაძე ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე იკითხება. ,,თქვენ სხვათაშორის მიგვიანებთ ჩამორიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ და მე მთელი განყოფილება მიცდება. 1 პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივლისში და მეორეჯერ სექტემბერში და ახლა თებერვლის თვეა, კალკულაცია გამოგზავნილი მაქვს” ,- განაცხადა ნადირაძემ.

მეტი...

,,ნივრიანი პურის მოტანა და გაჭყლეტილი ნივრის მოტანა არ ვიცი რაში წერია, ვერ ვხვდები შილა ფლავის სოკოთი მოტანას”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არანაირ საშუალებას არ აკლებენ. ,,ჩვენ არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დაარწმუნონ პაცინეტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მირება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი”,– განაცხადა ნინო ნადირაძემ. ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის კვების…

მეტი...

,,პირველი დღიდანვე არის წნეხი, გვიცხადებენ უნდობლობას – მიწევს სტაფის ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება”- ნინო ნადირაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე იკითხება. ნინო ნადირაძის თქმით, პირველივე დღიდანვე ექიმები არიან წნეხის ქვეშ, არის მათზე ზეწოლა, რის გამოც მას უწევს თანამშრომლების ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება. ,,მთავარი არის ალბათ ის, რომ ამ პაციენტის მკურნალობაში მთავარი არის, რომ არის ძალიან დიდი წილად პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველივე დღიდანვე გვიცხადებენ უნდობლობას, ფაქტობრივად ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევას მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა…

მეტი...

იუსტიციის მინისტრის დაკითხვის თაობაზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შალვა ხაჭაპურიძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას  მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე ითხოვდა. „საჯარო სივრცეში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულებას. ესენია „ემპათიის“ დასკვნაზე და სამხარაულის ექსპერტიზაზე ჩატარებული ბრიფინგი. განაცხადა, რომ სააკაშვილი განზრახ ეწევა თვითდაზიანებებს და ექიმებს არ ემორჩილება. ბრეგაძის განცხადებები ლეტალური შედეგისკენაა მიმართული. მოწვეული უნდა იყოს და მისცეს ჩვენება, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ სააკაშვილი ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

მეტი...

ბოსტნეული და ბაღჩეული 26.5%-ით, პური და პურპროდუქტები 22.8%-ით, ზეთი და ცხიმი 4.7%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 26.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ყავა, ჩაი და კაკაო 17.1 პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი 16.7 – პროცენტით; ფასებმა 16.5 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 13.0 პროცენტით მოიმატა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.4 პროცენტით…

მეტი...

,,აქამდე რომ მივიდა ვისი პასუხისმგებლობაა?!”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი იღებს საკვების იმ რაოდენობას, რაც შეუძლია. ,,არავითარ მკურნალობაზე უარს არ ამბობს, ერთადერთი საუბარია იმ რაღაც კვებით დანამატებზე, რომელიც არის სახიფათო, არაერთხელ მოვისმინეთ ცნობილი, აღიარებული ექსპერტების აზრი, რომ ძალიან საფრთხილოა მაგის გაკეთება, თუ ძალიან დიდი გამოცდილება არ არის და აქ მაინც და მაინც დიდი გამოცდილება არ ჩანს ამ კლინიკაში მაგ საქმის. რამდენიც შეუძლია იმდენს იღებს, მეტი არ შეუძლია. ის კიდევ რითი მოკვდება იმით მოკვდება თუ ამით, სულერთია მაგისთვის, როგორც ჩანს. აქამდე რომ მივიდა, ვისი ეკისრება პასუხისმგებლობაა? კახექსია…

მეტი...

შიდა ქართლში, 7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

შემზარავი დანაშაული შიდა ქართლში –  7 წლის ბავშვის გაუპატიურებაში, მცირეწლოვანის ბიძაა ბრალდებული. არსებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ”- კობახიძე

,,უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თმქით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას შეგნებულად არ გააკეთებს. „მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელსუფლება, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, რაც არის უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად უკრაინის ხელისუფლება წლების მანძლზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე, ისინი ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს. მათ შორის არიან წამებასა და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად”- სახელმწიფო დეპარტამენტი

,,საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და მას მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება”- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ კომენტარშია ნათქვამი. მათი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ,,ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში.  

მეტი...

სამართალდამცავებმა პოლიციელისა და ორი მოქალაქის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი – 2003 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა ორ პირს. დ.დ.-მ ასევე დაჭრა შინაგან…

მეტი...