,,კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია”- კახა კალაძე სააკაშვილზე

,,კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ზოგადად, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. არის კონკრეტული პატიმარი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როდესაც არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. მიზანმიმართულად არის პიარკამპანია მასთან დაკავშირებით და რა არის საბოლოო მიზანი? როგორმე მოხდეს მისი დასხნა ციხიდან, რაც შეუძლებელია. ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული. კანონის წინაშე კი, ყველა ვართ თანასწორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები