ბადრი ესებუა აცხადებს, რომ თბილისსა და ბათუმში ცხოვრობდა და ძარცვასთან კავშირი არ აქვს

საქართველოს ბანკის ყაჩაღობასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა აცხადებს, რომ ის არსად დამალულა და დედაქალაქში თავისუფლად გადაადგილდებოდა. როგორც ესებუამ „ტვ პირველთან“ აღნიშნა, მას არავინ ეძებდა, რადგან მოსაძებნი არც ყოფილა. „ტყეში არც ერთი დღე დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში“ – აცხადებს ბადრი ესებუა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიახლოვეს, ქირით ცხოვრობდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. მათ შორის, საკმაოდ ხშირად სარგებლობდა მეტროთი და ჰქონდა „მეტრომანის“ ბარათიც. მას იმედი აქვს, რომ…

მეტი...

„სადაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ იმდენი აქცია გამართონ“ – წულუკიანი ოპოზიციაზე

27 თებერვლიდან, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კომეტარს აკეთებს. როგორც მინისტრი აცხადებს, მათ არავითარი პროცესების მართვა შეუძლიათ და სადაც უნდათ, ვისთანაც უნდათ და რამდენიც უნდათ იქ გამართონ აქცია. „სადაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ იმდენი აქცია გამართონ და უნდა გამართონ, რადგან ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მეორე საქმეა, ეს აქციები მათთვის რას მოიტანს ან სახელმწიფოში რა ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს. ვფიქრობ, არაფერსაც არ მოიტანს, რადგან მათ ბოლომდე დაკარგული აქვთ ამომრჩევლის ნდობა, საზოგადოების ნდობა. ვხედავთ, ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან“ – აცხადებს კულტურის მინისტრი. მინისტრის შეფასებით, „ტაკიმასხარას“ არავინ…

მეტი...

„სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის და მან თვითდაზიანება უნდა შეწყვიტოს. „ყველა ღონეს იყენებენ, რათა დიდი თანხა დაიხარჯოს ლობისტურ პროცესზე, იმის ადვოკატირების პროცესზე, რომ თითქოს სააკაშვილი არ იხდის სასჯელს იქ, სადაც უნდა იხდიდეს. ვხედავთ, რომ კანონის საფუძველზე, სასჯელს საკმაოდ კომფორტულ პირობებში იხდის. რბილად რომ ვთქვა, არაერთი უმძიმესი დანაშაულისთვის. ალბათ, მომავალშიც გააგრძელებენ ამ თანხების ხარჯვას, იქნებ როგორმე მიაღწიონ ამ ადამიანის გათავისუფლებას, რომელიც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი იქნებოდა, რომ არ ჰქონდეს ეს დანაშაულები ჩადენილი პრეზიდენტის თანამდებობიდან. მე ვემხრობი სასჯელის აღსრულებას. მჯერა, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანებას, შეეგუება სასჯელს, იქნება ჯანმრთელად…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრის 139-ე საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 139-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 70-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 80 სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას დაესწრო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017…

მეტი...

კობა კობალაძემ ტაბახმელაში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა – მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა ტაბახმელაში, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. „ზუსტად 102 წლის წინ, ამ ადგილას იყო ერთ-ერთი ძლიერი თავგანწირვა და ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისათვის. გმირთა სახელები უკვდავია! დღეს ჩვენ, ყველანი პატივს მივაგებთ ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში კვლავ არიან გმირები! ეს ქვეყანა არის უკვდავი და…

მეტი...

„სანქციების სამიზნე არის, ვინც დამნაშავეა 6 000 ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის ამოქმედებულ სანქციების მე-10 პაკეტთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. „მიღებულია სანქციების მე-10 პაკეტი: ჩამოთვლილი 121 ფიზიკური პირი და სუბიექტი, მნიშვნელოვანი ახალი იმპორტი/ექსპორტი შეზღუდვები, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვა. ჩვენ ვრჩებით ერთიანნი ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავარღვიოთ რუსეთის ომის მანქანა. როგორც ჩვენი ჩამონათვალის ნაწილი, სანქციების სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის, რაც მე გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე განვაცხადე” – აცხადებს ბორელი. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა ისევ მოხდა  

თურქული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა ისევ განმეორდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მოსახლეობა პანიკაშია. ადგილობრივი ხელისუფლება კი ყველას აფრთხილებს, რომ ავარიულ შენობებს არც მიუახლოვდნენ და არც შევიდნენ.

მეტი...

პრეზიდენტის დედის თქმით, მისი შვილი ტკივილგამაყუჩებლებზეა

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ის ტკივილგამაყუჩებლებზეა. „ჯანმრთელობა ისევ მძიმეა. ადამიანს მუდმივად აქვს სიცხე. ძალიან კმაყოფილი დარჩა გუშინდელი აქციით. ხალხმრავლობა ძალიან მოეწონა. შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, ადამიანი მოჰყავთ, ზის, ზის ბოლო წუთამდე. უარი არ არის, მაგრამ, მერე, უკანასკნელ მომენტში არის უარი“ – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან. მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია მისი შვილის საკითხი მარტივად გადაწყვიტოს. „პრეზიდენტს შეუძლია, რომ ერთი ხელის მოწერით დაუსვას ამას წერტილი“ – აცხადებს ალასანია.  

მეტი...

2 წლის ბავშვზე ძალადობისა და მოტეხილობის მიყენებისთვის ბავშვის მამას ბრალდება წარუდგინეს

  საქართველოს პროკურატურამ, საკუთარ შვილზე განხორციელებული  განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბავშვის მამას ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ბრალდებულმა ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ ორი წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები მიიღო. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში 23 თებერვალს გადაიყვანა და მისი მკურნალობა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი…

მეტი...

უკრაინელების 38% თვლის, რომ უკრაინამ რუსეთის სამხედრო ობიექტებს უნდა დაარტყას

კიევის „სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ უკრაინელები გამოკითხა. კვლევა უკრაინის მხრიდან რუსეთზე შესაძლო დარტყმას ეხებოდა. გამოკითხულთა 90% თვლის, რომ რუსეთი იმსახურებს დარტყმას. რაც შეეხება დარტყმის ფორმებს, გამოკითხულთა  38%-ს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე უნდა განხორციელდეს; 39% თვლის, რომ სამხედრო ობიექტებთან ერთად, დარტყმა შესაძლებელია  ენერგეტიკულ ობიექტებზეც; 13% ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის ერთიანად უნდა შეუტიოს, ანალოგიურად, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში აკეთებს; 7% ფიქრობს, რომ თავდასხმა არ უნდა მოხდეს, 3%-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.

მეტი...

ყოფილი პირველი ლედი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ ფოტოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. „გადავარჩინოთ მიშა“ – ასეთია სანდრა რულოვსის გზავნილი.  ფოტოზე გამოსახულია მიხეილ სააკაშილი, სანდრა სულოვსი და მათი უმცხორი შვილი.

მეტი...

რუსეთს მორიგი სანქციები კანადამაც დაუწესა

ევროკვშირის პარალელურად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ოკუპანტი ქვეყანა კანადამაც „დააჯილროვა“. კანადამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს ინფორმაციით, სანქციებში რუსეთში მოღვაწე 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. სანქციები შეეხო ცნობილ ჰოკეისტ ვლადისლავ ტრეტიაკის; ყოფილი პრეზიდენტის და მოქმედი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლ-შვილი. სანქციები რუსული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტსაც ეხება.  

მეტი...

„თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს“ – ჯო ბაიდენი ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაზე“

ჩინეთის მიერ წარდგენილ ე.წ. სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ზელენსკის შემდეგ, კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტიც აკეთებს. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ეს გეგმა მოსწონს პუტინს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის კარგი ვერ იქნება. „თუ მას პუტინი ტაშს უკრავს,  როგორ შეიძლება, ეს კარგი გეგმა  იყოს? მე ვერ დავინახე გეგმაში ვერაფერი, რაც მიმანიშნებელია, რომ ამ გეგმის განხორციელება სასარგებლო იქნებოდა ვინმესთვის, რუსეთის გარდა“, – აცხადებს ჯო ბაიდენი. მისივე შეფასებით, შეუძლებელია, ჩინეთმა ოდესმე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შუამავლობა იკისროს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით პოზიცია პრეზიენტმა ზელენსკიმაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ კარგი ის არის, რომ ჩინეთი…

მეტი...

2 წლამდე ბავშვს, რომელზეც მამა ძალადობდა, ხელიც ჰქონდა მოტეხილი და არავინ დახმარებია  

2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა ისევ რთულია. მამის მიერ ნაწამები ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მამა კი ბრალდების წარდგენის მოლოდინშია. ბავშვი მძიმე დაზიანებებით გურჯაანიდან თბილისში რამდენიმე დღის უკან გადმოიყვანეს. მას სხეულზე დამწვრობები, სიგარეტის ჩაქრობის კვალი და სხვა დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვის ბებია კი ამტკიცებდა რომ ბავშვზე დედა, მისი რძალი ძალადობდა, როს გამოც პოლიცია გამოიძახა. ბავშვს სისხლჩაქცევები, სილურჯეები აღენიშნება და მუცელში სითხე აქვს დაგროვილი. როგორც გაირკვა, ბავშვს ხელიც ჰქონდა მოტეხილი, თუმცა, მას სამედიცინო დახმარება არ ჩატარებია.

მეტი...

სანქციების მეათე პაკეტი, რომლის ამოქმედებასაც ზელენსკი ითხოვდა, დამტკიცებულია

უკრაინის პრეზიდენტის თხოვნა, რომ ევროკავშირს ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების მეათე პაკეტი აემოქვედებინა, გათვალისწინებულია. ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ ახალი პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი ითვალისწინებს მეტ წნეხს ოკუპანტი ქვეყნისთვის. მასში ასევე გათვალისწინებულია  ექსპორტის შეზღუდვა; სანქციები ომის პროპაგანდისა და მხარდაჭერისთვის და სხვა არაერთი შეზღუდვა. აღნიშნული გზავნილით ევროკავშირი ადასტურებს სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. საერთო მიზანი კი ომში გამარჯვებაა.

მეტი...

უკრაინის სოლიდარობის მრავალათასიანი აქცია ფრეიბურგშიც გაიმართა

უკრაინას სოლიდარობა გერმანიაშიც მრავალათასიანი აქციით გამოუცხადეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე და მხარდამჭერი იყო წარმატებული ქართველი, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი, კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი. როგორც ელიკო წიკლაური აცხადებს, დღევანდელმა დღემ 2008 წელი გაახსენა და ღირსება და სამშობლოს სიყვარული არც იზომება და არც იყიდება. „დღეს ფრეიბურგში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა ჩვენც მხარი დავუჭირეთ, არაჩვეულებრივი სიტყვით გამოვიდნენ და მიესალმნენ დემონსტრაციაზე თავშეყრილ საზოგადოებას ქართველი ნანა ვოსნერი და თორნიკე სვანიძე და სხვა სტუდენტები. კარგად მახსოვს, როცა მე ვაწყობდი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის…

მეტი...

ზელენსკის თქმით, მის შვილებს უკრაინა არ დაუტოვებიათ, იყვნენ და არიან უკრაინაში

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიას უმასპინძლა და მათ ყველა კითხვას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მისთვის ყველაზე რთული კითხვა, რაც ჟურნალისტმა დაუსვა, სწორედ მის ოჯახსა და შვილებს ეხებათ. „კითხვა ყველაზე რთულია. მე ისინი (ოჯახი), რა თქმა უნდა, მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, ისინი ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მე მათ ხშირად ვერ ვხედავ. ჩემი მშობლები – მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ. მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით. მიხარია, რომ ისინი უკრაინაში არიან. როდესაც ომის დროს ხარ პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია შენი შვილები აქ გყავდეს, რადგან ქვეყანა აქ არის, რადგან…

მეტი...

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დღეს,  საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა.  

მეტი...

“შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ – ევროკავშირის წარმომადგენელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.  ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში…

მეტი...