„სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას“ – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს აამოქმედებს

ევროკავშირი რუსეთს სანქციებს კიდევ დაუწესებს. მორიგი, მეათე პაკეტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ამოქმედდება. აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გააკეთა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. ვიდრე რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით  რა ფასის გადახდაც მოუწევდა რუსეთს და ეს მან გადაიხადა კიდეც. ჩვენი სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. ამის ენერგეტიკული ღირებულება კი დღეში 160 მილიონი ევროა. „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კიდევ დავამატებთ ნავთობპროდუქტების ზღვრულ ფასს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები