,,ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს საჭირო სამედიცინო მომსახურებას”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება.

„ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, ეს არის შეშფოთების საგანი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მან აღმოუჩინოს ის საჭირო დახმარება, რაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ზუსტად დიაგნოზის ცოდნა, თუ რა დიაგნოზია და ამის შემდგომ საჭირო დახმარების განსაზღვრა“, – აღნიშნა დეგნანმა.

მსგავსი თემები