საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს.

კვლევის თანახმად, ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ.

კითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას:

18% ამბობს, რომ – ფული არ ჰყოფნით საკვებზე, 35% ამბობს, რომ ფული ჰყოფნით მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნით ტანსაცმელზე.

კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ადამიანი ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურების გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.

კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია

მსგავსი თემები