„მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“ – ხვალიდან აქციები იწყება

„ნაციონალური მოძრაობს“ საპარლამენტო მუშაობას ეთიშება და ქუჩაში გადის. პირველი საპროტესტო აქცია დღესვე, 23:30 საათზე დაიგეგმა. „ყველაგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც თქვენ ჩაგრავთ და უნგრევთ ევროპულ მომავალს, ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ. ყოველდღიური პროტესტი და მღელვარება იქნება ჩვენი პასუხის. კონკრეტულ აქტივობას ვიწყებთ დღესვე“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მეტი...

თურქეთში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

​თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებული იქნება დროშები. შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ დამანგრეველ მიწისძვრას 2000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 11 000-ს აღემატება. ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.  

მეტი...

„ეს არ არის ევროპული გზა, არამედ სასიკვდილო განაჩენი“ – ევროპარლამენტარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აკეთებს. როგორც ის აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ევროპული გზა, ეს არის სასიკვდილო განაჩენი. „თბილისის, საქართველოს, სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა მძიმედ ავადმყოფი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ. ეს არ არის ევროპული გზა, არამედ სასიკვდილო განაჩენი ოპონენტისთვის”,- წერს ის. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

„პუტინმა პირობა დადო, რომ „კვერცხებით ჩამომკიდებდა“ და აკეთებს ამას“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის პუტინის პირობის შესრულება. „ქართული სასამართლო მოსმენა აბსოლუტური ხუმრობა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ჩვენი მტკიცებულება ეფუძნებოდა ზედმიწევნით ჩატარებულ გამოკვლევებს, რომლებიც ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების მიერ. თითქმის ყველა მათგანმა მომინახულა მე, ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმეც. ხელისუფლების ექსპერტებმა თავიც კი არ შეიწუხეს, რომ ერთხელ მაინც ვენახე, მაგრამ სასამართლომ მათ დაუჯერა და არა საერთაშორისო გუნდს, რომელშიც შედიოდა ნობელის პრიზიორი, რომელმაც თქვა, რომ თუ მე საპატიმროში დავრჩები, მოვკვდები. აქედან გამომდინარე, ახლა მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში…

მეტი...

„ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

მიხეილ სააკაშვილის დედის – გიული ალასანიას განცხადებით, მოსამართლისგან მას სხვა გადაწყვეტილების იმედი არც ჰქონდა. „ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ. არანაირი სხვა მოლოდინი არც მე მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო. არანორმალურები უნდა ვიყოთ, რომ სხვა მოლოდინი გვქონოდა. მშვენივრად ვიცით რა პირობებშიც გვიხდება ცხოვრება. ერთადერთი მოკავშირე ამ ხელისუფლებას ჰყავს რუსეთში. ეს არის დღეს რეალობა. მთელი პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეს. ახლა იქნება სტრასბურგი“, – განაცხადა გიული ალასანიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და…

მეტი...

„მე ვერაფერი გამტეხავს“ – მიხეილ სააკაშვილი

მოსამართლის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“, – წერს სააკაშვილი. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა – მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვეს  

მეტი...

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა – მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვეს

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არც გაათავისუფლა და არც გადაუვადა. „დასრულდა განხილვა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. კარგად ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის ფორმაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც, შესაბამისად მოგახსენებთ გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – განაცხადა მოსამართლემ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სიტყვით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გამოდიან და პატიმრის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ. დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას შემდეგ, არის მოლოდინი, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოიტანოს. სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად  მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება, ის პროცესს არც დისტანციურადაც  ერთვება.  

მეტი...

,,გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრაობას და სახალხო პროცესს”- ლევან ხაბეიშვილი

,,კარგია, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ფაქტობრივად, უკვე ბოლოში გავიდა პროცესი და დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწვეს მოსამართლეს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე. „მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთებას. ის აკეთებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. იცით, რომ მზად არის, მაგალითად, პოლონეთის ხელისუფლება, თავად უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა. მეორეა, რომ მოსამართლემ მიიღოს პოლიტიკურად ნაკარნახევი…

მეტი...

,,გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა”- ილია მეორე ერდოღანს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპულების გამო თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსამძიმრებს. „მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“, – ნათქვამიასაპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მეტი...

სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა. ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს. დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ…

მეტი...

,,პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“- შალვა ხაჭაპურიძე

,,მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ,,პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“. „საუბარი გვექნება დიაგნოზებზე, რითაც შესაბამის მოთხოვნას დავაყენებთ. ასევე საუბარი გვექნება სამხარაულის დასკვნაზე, დარღვევებზე, რაც მათ დასკვნებში იქნა აღმოჩენილი. რაც შეეხება გასვლით სხდომას, ამაზეც ვიმსჯელებთ, რამდენიმე წუთში მივიღებთ გადაწყვეტილებას, შევხვდები კოლეგებს. მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს. აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც…

მეტი...

ქართველი ქალი, რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა, ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა

თურ­ქეთ­ში დამანგრეველ მი­წისძვრას სე­ნა­კე­ლი 67 წლის ნანი ზა­რან­დია ემსხვერ­პლა. ‘გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ემიგ­რა­ცი­ა­ში 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ოჯა­ხის წევ­რებს ზა­რან­დი­ას გარდაცვალება იმ ოჯახ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, სა­დაც ქალი მუ­შა­ობ­და.   ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი.  

მეტი...

ოზურგეთში სკოლის დემონტაჟი დროს მუშა გადმოვარდა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

ოზურგეთში საჯარო სკოლის დემონტაჟი დროს მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. უბედური შემთხვევა ანასეულის უბანში, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

,,მელიას ფრთა და პარტიის ახლად არჩეული კომიკური ხელმძღვანელები ერთმანეთს ამუნათებენ”- მამუკა მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია,” – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ”. „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე დანაყოფის წარმომადგენლები ცდილობენ, მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ. მელიას ფრთა და პარტიის ახლად არჩეული კომიკური ხელმძღვანელები ერთმანეთს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იმავე სტანდარტებსო. არაფრის დამთმობები ისინი არ იყვნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებული გახდნენ, დაეთმოთ…

მეტი...

მიწისძვრა მოხდა რუმინეთშიც

მიწისძვრა მოხდა რუმინეთშიც. გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთში 10 საათის წინ 4,6 მაგნიტუდის მიწისძრა მოხდა. ბიძგები 2 საათის წინაც განმეორდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს – ცესკო

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. „დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ…

მეტი...

,,საქართველო სათაგურში გაება” – რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი

,,უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში გაება საქართველო თავისი ევროპისკენ სწრაფვით, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად,”- ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტატნტინ კოსაჩევი წერს. კოსაჩევი საქართველო-რუსეთს  შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას გამოეხმაურა. ,,გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველო გააფრთხილა რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციების შესახებ. ევროკავშირმა – საქართველო, არა ევროკავშირის წევრი, საქართველოს ურთიერთობაზე მესამე ქვეყანასთან, რომელიც ასევე არაა ევროკავშირის წევრი. საქართველო კი დუმს! ასე გამოიყურება სუვერენიტეტის სრული დაკარგვა. ასე გამოიყურება გეოპოლიტიკური მონობა, თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში…

მეტი...

ოზურგეთში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გაკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან. მისამართი: ოზურგეთი; ჩოხატაურის ქუჩა N 20. შპს. ‘’სააქიმო სამედიცინო ცენტრი’’; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, ეს…

მეტი...

,,ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ”- მიხეილ სააკაშვილი

,,უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას.მედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. მისი თქმით, ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ,,როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ დაჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას.მედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას”- პაპუაშვილი სააკაშვილზე

,,დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული. „სასამართლო პროცესი იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და ამაზე გადაწყვეტილებას არ იღებენ პოლიტიკოსები და არც ადვოკატები, მათ შორის. მოსამართლემ მოისმინა პოზიციები, მოისმინა ექსპერტების ჩვენებები და ამის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, საქართველოს, მართლმსაჯულებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და პროფესიული ამ მხრივ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ…

მეტი...

განმეორებითი მიწისძვრა თურქეთში – ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ახლოს იყო. მიწისძვრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა ბათუმშიც. ქალაქის ზოგ უბანში ხალხი სახლებიდან საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამოვიდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში 1 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის მხოლოდ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. დაშავებულია ათასობით ადამიანი.

მეტი...

,,არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრიანი ფასნამატი, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა”- ირაკლი ღარიბაშვილი

არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრიანი ფასნამატი, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ იმპორტიორები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გაითვალისწინებენ. „ჩემი დავალებით კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა, თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ საბოლოო სურათს, ჩვენი ჩარევის შედეგად გარკვეულწილად დარეგულირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემებით ვხედავ, რომ არსებობს ძალიან მაღალი მარჟები, მაღალი მოგებით მუშაობენ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია. ასე რომ, მინდა, მოგმართოთ ბატონო მინისტრებო, დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და მოვახდინოთ გონივრულ ზღვარზე  ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს…

მეტი...

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდს შეადგენდა. თურქული მედიის ინფორმაცცით, ბიძგები რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა. ბიძგები იგრძნობოდა ბათუმშიც.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვირს შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალქე დაიღუპა. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანია დაღუპული, 5 385 კი დაშავებული – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული. სტიქიის დაზარალებულ 10 რეგიონში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სირიაში ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 250-მდე სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 150-ზე მეტი კი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.

მეტი...

,,არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ,,ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი…

მეტი...

,,უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი, ლარის კურსი არის სტაბილური და მთავრობას დაგეგმილი აქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი, რომელიც წელს განხორციელდება. „მინდა, კიდევ ერთხელ შევაფასო არსებული სიტუაცია, მიმდინარე ვითარება. იცით, რომ გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული მონაცემები. კერძოდ, 10,1% არის 2022 წლის, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ორი წელია, ორნიშნა…

მეტი...

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში. „სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. „პირველ რიგში იწმინდება ცენტრალური გზები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. ამ ეტაპზე, შეფერხებები ძირითადად, არ გვაქვს. ინფორმაციას კონკრეტული პრობლემური ადგილების შესახებ საპატრულო პოლიციისა და ცხელი ხაზის საშუალებით ვიღებთ. სამუშაოები გაგრძელდება საჭიროებისამებრ“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა მძღოლებს ზამთრის საბურავების გამოყენებისკენ მოუწოდა. გზების…

მეტი...

,,მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს”- გიორგი სააკაშვილი

,,დღეს ან ვირჩევთ ევროპას და ვაჩვენებთ, რომ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა, ან ყველგან წარვდგებით სირცხვილით, ვინაიდან მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ამ დიაგნოზების მქონე ადამიანი უკვე თავისუფლებაზე იქნებოდა. „ვხედავთ, თავიდან როგორ გაიწელა სასამართლო პროცესი და შემდეგ დაჩქარდა, თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. დღეს ან ვირჩევთ ევროპას და ვაჩვენებთ, რომ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა, ან ყველგან წარვდგებით სირცხვილით, ვინაიდან მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და…

მეტი...

სენაკში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა

სენაკში, შხეფის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა. მეზობელმა 60 წლამდე მეზობელს  დაზიანებები ნაჯახით მიაყენა. კაცს ადგილობრივ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული კლინიკაში რჩება. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა.    

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 245 ადამიანი თურქეთის შვიდ პროვინციაშია დაღუპული, 237 სირიის მხარეს. ორივე ქვეყანაში, დაშავებულია ათასობით ადამიანი. მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 4:17 საათისთვის მოხდა, ეპიცენტრი მიწისქვეშ თითქმის 18 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მეტი...

,,მოსამართლემ არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის უნდა გააკეთოს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი დედის, გიული ალასანიას განცხადებით მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს „სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს“. მისი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სტრასბურგში საჩივრის შეტანას აპირებს. „რაც შეეხება მოლოდინებს, იმედი მაქვს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ის (მიხეილ სააკაშვილი) არაფერს ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. თუ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება (ღმერთმა ნუ ჰქნას), ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი პუტინის ინტერესებში იქნება. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილოდ განწირული იქნება. ახლა გიორგი არევაძე სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანს აკეთებს. დღეს ქართული სასამართლო და მთლიანად ქვეყანა გამოცდის წინაშე დგას. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სტრასბურგში საჩივრის შეტანას ვაპირებთ“,…

მეტი...

,,ერთადერთი სურვილი მაქვს შენთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლეს დაბადების დღეს  ულოცავს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „ჩემო ძვირფასო, მინდა მადლობა გადაგიხადო. იმისთვის, ვინც ხარ ჩემს ცხოვრებაში. ახლა აქ ყოფნისთვის. უკრაინის რწმენისა და გამარჯვებისთვის. ჩემი გაძლიერებისთვის, მთელი ამ წლებისთვის, საათებისთვის, წუთებისთვის… და კიდევ ერთხელ ამ წლისთვის. იმისათვის თუ, როგორ წარმოადგენ უკრაინას. მადლობა ჩვენი მშვენიერი ბავშვებისთვის. გილოცავ დაბადების დღეს. ერთადერთი სურვილი მაქვს შენთვის. დაე, უფრო ადრე დადგეს თქვენს ცხოვრებაში გამარჯვების დღე… ყველა ადამიანის ცხოვრებაში! გილოცავ სიყვარულით! შენი ვოლოდიმირი,“ – წერს ზელენსკი.  

მეტი...

თურქეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოებში ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში მიწისძვრის გამო, ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ…

მეტი...