უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ დაღუპულია 228 სპორტსმენი და მწვრთნელი

„მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გააკეთა. ზელენსკის შეფასებით,  ომის პირპბებში დაღუპულია 228 სპორტსმენი და მწვრთნელი. „მინდა გკითხოთ: თუ აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ან ოლიმპიურ თამაშებში გამოვლენ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ იქ თავისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე იქნებიან? ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხოლოდ დასწრებაც კი  ძალადობისა და უკანონობის მანიფესტაციაა”, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე…

მეტი...

მოლდოვის გადამდგარი პრემიერის ნაცვლად  დორინ რეჩანი წარადგინეს

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გადამდგარი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დორინ რეჩანი წარადგინა. რეჩანი ამ დრომდე  თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველის პოზიციას იკავებს. „ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას ახალ სიცოცხლე სჭირდება.  ახალმა მთავრობამ უნდა გაზარდოს უსაფრთხოების დონე და შეინარჩუნოს მოლდოვა თავისუფალი ქვეყნების მსოფლიოში. კონსულტაციები მქონდა საპარლამენტო ფრაქციებთან და წარვადგინე დორინ რეჩანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად“, – განაცხადა მაია სანდუმ. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დღეს დატოვა.  

მეტი...

რუსეთი საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის გამოქვეყნებას აანონსებს

კრემლი საგარეო პოლიტიკს გაუმჯობესებაზე მუშაობს. აღნიშნულის მისაღწევად კი ფედერაციაში ახალ დოკუმენტზე მუშაობენ, რომელიც საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის სახელითაა ცნობილი. როგორც კრემლის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, დოკუმენტი პრეზიდენტის მითითებების ასახვა იქნება. „ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმ გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რასაც ქვეყნის ხელმძღვანელობა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით გეგმავს.  პირველ რიგში, იგულისხმება, შევქმნათ ხელსაყრელი საგარეო გარემო რუსეთის შიდა განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამისკენ ისწრაფვის ჩვენი პრეზიდენტი. ამოცანა აისახება საგარეო პოლიტიკის განახლებულ კონცეფციაში, რომელზეც მუშაობა თითქმის დასრულებულია“ – აცხადებს ლავროვი. ბოლო პერიოდში, კრემლში არ მალავენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დარეგულირებული და მეგობრულია. არ არის გამორიცხული, რუსულ საგარეო კონცეფციაში…

მეტი...

რა ნივთები აღმოაჩნდა ბადრი ესებუას დაკავებისას?!

„საქართველოს ბანკის“დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის 2 წლიანი ძებნის შედეგად დაკავებული ბადრი ესებუას ჩანთიდან იარაღთან და ვაზნებთან ერთად, სხვა ნივთებიც ამოიღეს. ბადრი ესებიას დაკავებისას ჩანთაში ჰქონდა: ბესლან ანჩაბაძის სახელზე დამადებული აფხაზური პასპორტი; მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი; ვაზნები; საათი; პრადას საფულე; სათვალე;  3200  ლარი; 295 000 ათასი რუსული რუბლი; საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ბარათი – „მეტრომანი;“ სილქნეთის სიმბარათი; ერთი ცალი მაჯის საათი; ერთი ცალი კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი კბილის პასტა; ერთი სველი სალფეთქი, აეროზოლი; 4 ცალი ფრჩხილის საჭრელი, ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი „ფოვერბანკი“; ფისტოლეტის ჩასადები ჩიხოლი. როგორც ცნობილი გახდა, ის დაკავებისას გაქცევასაც კი…

მეტი...

„ჩვენ ვერ შევძელით სწრაფად რეაგირება“ – ერდოღანი მიწისძვრის ზონაში  

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ზონაში იმყოფება და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება. როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რეაგირება სწრაფი არ იყო. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით ალბათ უმსხვილესი სამძებრო-სამაშველო რაზმის მობილიზება, რომლის შემადგენლობაში 141 000-ზე მეტი წევრია, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა დაზარალებულებთან. ერდოღანის განცხადებით, სახელმწიფო უსახლკაროდ დარჩენილებს ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლის ქირას გადაუხდის. ასევე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მათ ერთ წელში ახალ სახლებს აუშენებენ და ასევე, ფულადი თანხითაც დაეხმარებიან.  

მეტი...

თუ კარგად ავაშენებთ, თბილისი 8 „ბალზე“ უნდა იყოს გათვლილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის შეფასებით, თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, შენობები ისე იყოს აშენებული, რომ მიწისძვრას გაუძლოს. „თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა, თუ კარგად ავაშენებთ, ახალი შენობები  უფრო საიმედო უნდა იყოს. ამის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიები ნამდვილად იძლევა, თუმცა, მნიშვნელოვანია როგორ ვიცავთ და როგორ ვაშენებთ. თბილისში აშენებული შენობები, წესების დაცვით და ხარისხიანად მშენებლობის შემთხვევაში, 8 „ბალზე“ უნდა იყოს გათვლილი“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“ მისივე შეფასებითმ სეისმური საფრთხის რუკა, რომლითაც საქართველო სარგებლობს, ძალიან ძველია, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

მეტი...

პოლონეთი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემას ითხოვს

პოლონური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არიან, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში გადაუვადონ და უმკურნალონ. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, ამ თემაზე არაერთი ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. „პოლონეთმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს. თუ საქართველოს სურს, რომ ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – აცხადებს პოლონეთის პრემიერი.

მეტი...

ბადრი ესებუამ სასამართლო დარბაზში მიყვანა მოითხოვა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა სასამართლო სხდომაზე დასწრებას ითხოვს. დღეს ის სასამართლოზე დისტანციურად ჩართეს, თუმცა, პროცესი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ სკაიპით ჩართვას აზრი არ აქვს და დარბაზში მიყვანა მოითხოვა. „არაფრის დამატება არ მინდა. მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – განაცხადა ესებუამ სასამართლოზე. მოსამართლემ მას უთხრა, რომ თუ რომელიმე მხარის პოზიცია არ ესმოდა, გაიმეორებდნენ, თუმცა, ესებუამ გამეორება საჭიროდ არ ჩათვალა და დარბაზში ყოფა…

მეტი...

„არაფრის დამატება არ მინდა”- ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდეს, რადგანაც მას პატიმრობა უკვე ჰქონდა შეფარდებული ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე.  გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. თავად ესებუა პროცესს დისტანციურად ესწრებოდა, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი. მისი თქმით, თავს დამნაშავედ არ ცნობს. „არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – განაცხადა ესებუამ.…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 18 991-მდე გაიზარდა, დაშავებულია მინიმუმ 75 523 ადამიანი. რაც შეეხება სირიას, დაიღუპა სულ მცირე 3 384 ადამიანი და 5 245 დაშავდა. ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

12 თებერვალს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვაკის პარკში მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს

12 თებერვალს 13:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვაკის პარკში, მედითეკის მიმდებარედ მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში მოქალაქეების მიერ გასაჩუქებლად გამოყვანილი მიუსაფარი ცხოველები დაბინავდებიან. ,,სააგენტოს წარმომადგენლები ცხოველების აყვანის მსურველებს მათი პასუხისმგებლობისა და მოვალეობების, ასევე, ცხოველისათვის სავალდებულო ვეტერინარული პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ამასთან ერთად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ. გაჩუქების აქცია მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს გაჩუქების მიზნით ცხოველის მოყვანის საშუალება ექნება. ღონისძიებაზე მკაცრად გაკონტროლდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვადასხვა მისამართიდან შემოყვანილი…

მეტი...

,,საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი, მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, პარტნიორებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სხვაგვარად გენოციდი ვერ შეჩერდება. “რუსეთი მთელი ღამე და დილა ბომბავს უკრაინის ქალაქებს. რუსეთის განზრახვა იგივეა: მასობრივი განადგურება და მკვლელობა. საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი. მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, ოპერატიული მარაგის ლოგისტიკა უკრაინისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გენოციდის შეჩერება შეუძლებელია”, – წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი”- ლევან ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილმა  უპასუხა კითხვას, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ. „პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სხვა ყოველდღიური საკითხების განხილვა ადამიანურად და მორალურად სწორი არ მგონია. თუმცა, ცხადია ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქრება”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

თურქეთში 20 დღის ჩვილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ, ჰათაის პროვინციაში,მაშველებმა ნანგრევებიდან 20 დღის ჩვილი ამოიყვანეს. ბავშვს ხელებში დედის თმა ჰქონდა დარჩენილი. ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თავს კარგად გრძნობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.

მეტი...

დაკავებულ გალიფ ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქის მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მან 2019 წლის დეკემბერში დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები, 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის შესახებ, შემდეგ კი იგივე ქონება 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე. “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე,…

მეტი...

,,პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია”- გია ვოლსკი

,,პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია,” – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერი, გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არაადეკვატურია. ,,ვითარებასთან შეუსაბამო, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს “ქართულ ოცნებასთან”, ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რატომ ამბობს, რა მოსაზრება აქვს, ვერ გეტყვით, ასე ცალსახად, მტკიცებით ფორმატში ლაპარაკი ახასიათებს ზოგადად, ვერ გეტყვით რატომ. ალბათ, სჭირდება თავის პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, მომავალში პოლიტიკური გეგმები, მიზნები აქვს, თავის პოლიტიკურ გზას სხვანაირად უყურებს შემდგომში, მაგრამ ვითარება რომ შევაფასოთ, დასკვნა ერთადერთი იქნება, არაადეკვატური განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა. ირაკლიმ აღწერა სიტუაცია, რაც ხდება და კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ, ეს არ არის…

მეტი...

,,მრავალათასიან პარტიას 54 კაცი შემოგრჩათ, არ ხართ გულწრფელები და თქვენებმაც გაგშიფრეს“- ირაკლი ზარქუა

,,ზუსტად ვიცი, იმ კვირაში პარლამენტში შემოხვალთ, რით „გააპრავებთ“ მერე ამას? ასეთი უსუსურები ხართ, უკვე თქვენებიც აღარ გიჯერებენ,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა  „ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ბრიფინგებს. მისი თქმით, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ირაკლი კობახიძის განცხადების ინტერპრეტაციით შეეცადონ ქულები დაიწერონ. ,,მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ ბრიფინგებს, რაც ჩემმა ხელმოცარულმა კოლეგებმა ჩაატარეს, მათ შორის, მათ განახლებული „ნაცმოძრაობა“ რომ დაარქვეს ხაბეიშვილი- მერაბიშვილის ინტერპრეტაციებს, ასევე მეორე ხელმოცარული რომ დარბის „ტროიკიდან“, რუსებზე გაქირავებული ბინებით რომ მდიდრდება, ეს ხელმოცარულები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ირაკლი კობახიძის განცხადების ინტერპრეტაციით შეეცადონ ქულები დაიწერონ. გუშინ რა კონტექსტშიც გაკეთდა…

მეტი...

თურქეთში, მამა, რომელმაც შვილი ჩახუტებით გადაარჩინა, კლინიკაში გარდაიცვალა

თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი, რომელიც 29 საათის განმავლობაში თავის შვილთან ერთად მიწის ქვეშ იყო. კაცს მთელი 29 საათის განმავლობაში 3.5 წლის შვილი ისე ჰყავდა მკლავებს შორის მოქცეული, მიხუტებული, რომ დაღუპვას გადაარჩინა. ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ დაშავებული ბავშვი კლინიკაში გაიყვანეს. ნათესავების თქმით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ბავშვის მამა კი, 28 წლის მეჰმედ თეკეში, რომელიც ასევე ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.  

მეტი...

სასამართლომ ძმები, დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები, დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო. მოსამართლის,  გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კაკულიებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გადაუკვალიფიცირდათ. ბრალდებულები მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში და საზღვრის უკანონო კვეთაში. ცნობისთვის, დავით და გურამ კაკულიებს გამოძიება 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.

მეტი...

,,ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა”- სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს მიმართავს და მასთან სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს. “საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის. იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.  

მეტი...

,,რუსულმა რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს” – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის რაკეტებმა ნატო-ს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. მისი თქმით, დილით რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდა. „დღეს, 11 თებერვალს, 10:18 საათზე „კალიბრის“ ტიპის ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვის რესპუბლიკასთან. დაახლოებით 10:33 საათზე ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც ისევ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, – წერს ზალუჟნი „ტელეგრამარხში“.

მეტი...

,,ერთადერთი „ომის პარტია“ პუტინი და რუსეთია, რომლებმაც უკრაინაში სისასტიკეები ჩაიდინეს”- ჯონათან კაცი

„გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაცი „გლობალური ომის პარტიის“ საქართველოში ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთია, რომლებმაც უკრაინაში სისასტიკეები და ომის დანაშაულები ჩაიდინეს. „ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთი არიან, რომლებმაც სისასტიკეები და ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ქართველებს ძალიან კარგად ესმით, რუსეთის აგრესია რას ნიშნავს კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და მიმდინარე ოკუპაციის, საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის, ნაბიჯ-ნაბიჯ არალეგალური ანექსიის გათვალისწინებით“, – აცხადებს ჯონათან კაცი ”ამერიკის ხმასთან”.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის საშიში, ახლა სასაცილო „ნაცმოძრაობას“ ვუყურებთ”- იაგო ხვიჩია

„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის საშიში, ახლა სასაცილო „ნაცმოძრაობას“ ვუყურებთ,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღარ არსებობს და მოხდა მისი გარდაქმნა საშიშიდან სასაცილომდე. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის ამ წუთას ყველაზე კარგი საქმეა, რომ სააკაშვილის გულშემატკივრები გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, რომელიც უკვე არ არის მიხეილ სააკაშვილის და არ შეიძლება, ერქვას „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ის ღონისძიებები, რომლებიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ხორციელდება, არავის აწყობს, გარდა „ქართული ოცნებისა“. ეს ღონისძიებები გამოყენებულია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გასაგრძელებლადაც და ქართველი…

მეტი...

დღეს საქართველოდან თურქეთში ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება – თურქეთის ელჩი

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალი ქაან ორბაის განცხადებით,  საქართველოდან თურქეთში დღეს ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თურქეთის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. „დღეს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დასატოვებლად იყვნენ საქარათველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მათ პირადად მითხრეს იმ ფინანსური დახმარების შესახებ, რომლის მობილიზებასაც საქართველო ახორციელებს, როგორც თურქეთის ნამდვილი მეგობარი. საქართველოს ოფიციალურ დახმარებასთან ერთად, ჩემს უკან არის სატვირთოები და ეს დახმარება ორგანიზებულია საქართველოში თურქეთის ბიზნესსაზოგადოების მიერ. ეს აჩვენებს ჩვენი ქართველი ძმებისა და დების, აქ მყოფი თურქული…

მეტი...

„შეხვედრა ბრიუსელში“ – ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში მიიწვია

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში მიიწვია. ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა. უნგრული მედიის ინფორმაციით, რვა ლიდერს შორის შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა და განხილვის მთავარი საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იყო. „ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ვუჭერთ მხარს, რათა თავიდან ავიცილოთ მეტი მსხვერპლი. უნგრეთი მშვიდობის ბანაკს ეკუთვნის“, – ციტირებს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი ზოლტან კოვაჩი ორბანის სიტყვებს ზელენსკისთან შეხვედრიდან. მოგვიანებით, ვიქტორ ორბანმა „ტვიტერზე“ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შეხვედრა ბრიუსელში“.

მეტი...

,,მინდა, ბოდიში მოვიხადო, გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და პატიებას ვთხოვ ყველას”- დემნა გვასალია

,,მინდა, ბოდიში მოვიხადო. გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და პატიებას ვთხოვ ყველას, ვინც ამით დაზარალდა”, – ამის შესახებ ”ბალენსიაგას” შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დემნა გვასალიამ ბრენდის კამპანიასთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,  ნანობს არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. ,,ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. ვერ მივხვდი, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების [სურათზე] დაყენება და ბავშვის შუაგულში ყოფნა. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი აზრი და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან. ჩვენ არ უნდა გამოგვესახა ბავშვები სურათებში, რომლებიც მოიცავდა მათთან შეუსაბამო ობიექტებს. არავის, მათ შორის არც მე არ დამიყენებია საკითხი, რომ ეს შეუსაბამო იყო. იყო საკონტროლო პროცესები, ჩართული…

მეტი...

,,მოუწევთ გაქცევა, იმიტომ, რომ რუსეთი დამარცხდება და ღალატი არ შერჩებათ”- გიორგი ვაშაძე

,,კობახიძე ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, სურს დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი, შეცვალოს რეალობა და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც კი არ ამბობენ,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკუთარ ბედს, „ქართული ოცნება“ პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. „მე მინდა მას და საზოგადოებას ჩამოვუთვალო და კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია, რომ რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ჩერნიგოვის ოლქი, ჟიტომირის, კიევის, სუმის, ხარკოვის ოლქი მთლიანად, ზაპოროჟიეს ოლქი მთლიანად, ნიკოლაევის ოლქი, ხერსონი და ეს მიწები უკრაინის მხრიდან არის გათავისუფლებული, უფრო მეტიც, ამ ბრძოლაში, ბოლო თვე ნახევრის მანძილზე…

მეტი...

ინფორმაციის საფუძველზე, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა, უწყება კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა, უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ საინფორმაციო სააგენტო “მთის ამბებში” განთავსებული სტატიის ავტორი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, “მთის ამბებში” გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ. როგორც ცნობილია,…

მეტი...

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-ინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს  შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ,  მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. რაჟდენ კუპრაშვილი დღემდე  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის“ დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის“ იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 6 თებერვალს,…

მეტი...

,,თუ არ დააყენე საკითხი, რომ თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინაში შედის, გჭირდება შენც, მაშინ ამას არავინ მოგცემს”- გიორგი ვაშაძე

,,აშშ-ში თავდაცვის მინისტრი მალულად ჩავიდა, რომ არ ყოფილიყო დისკუსია, თუ რა საკითხები დაეყენებინა,” – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პენტაგონში აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას. მისი თქმით, 33 მილიონი უხარია, მაგრამ 300 მილიონსაც მიიღებდა საქართველო თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის საკითხი რომ დაეყენებინათ. „მივესალმები ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ ნათქვამს, რომ ამერიკელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, მათ შორის თანამედროვე შეიარაღების მოწოდებით. ამას არ აკეთებს „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, მალულად, ჩუმად ჩადიან აშშ-ში, ამის თაობაზე საქართველოში არავინ ვიცოდით, დამალეს, რომ არ ყოფილიყო დისკუსია იმაზე,…

მეტი...

წმინდა სინოდის სხდომა 14 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ისქენდერუნში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მ.შ გარდაცვლილი იპოვეს. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. ჯამში თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს 4 მოქალაქე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი 3 377.

მეტი...

,,საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის. მისივე თქმით, მომავალში აბსოლუტურად არაფერია გამორიცხული. „მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეიძლება მომდევნო რამდენიმე კვირაში განხორციელდეს, რადგან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უცნობი თვითმფრინავების მართვისთვის საჭირო წვრთნებს და თვითმფრინავების მიწოდებას დრო სჭირდება. ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ,“ – განაცხადა მაკრონმა.  

მეტი...

ჩაუსაფრდა და ხუთი ტყვია ესროლა – სისხლიანი დაპირისპირება მარტყოფში

სისხლიანი დაპირისპირება მარტყოფში – მარტყოფში ახალგაზარდა კაცის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების განცხადებით, 34 წლის გოჩა ჯერენაშვილს ბავშვობის მეგობარმა ღამით დაურეკა, დაიბარა, ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლით ადგილზე მოკლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული და თავდამსხმელი ახლო მეგობრები და ნათესავები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მეტი...

,,კობახიძე იმსახურებს მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში”- ლევან ხაბეიშვილი

,,პუტინის ლაქია, მსახური, კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გევრდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში”,- ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,არ აქვს მნიშვნელობა არანაირ პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ქარველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი”. “მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხლახის აბსოლუტური…

მეტი...

,,ვიცავდით ქართულ ღირსებას, ამიტომ დავხვდით მდინარაძეს და დავხვდებით ყველას, ყავასაც ვერ დალევენ კაფეებში”- ნიკა ნარსია

,,მდინარაძეები ესხმიან თავს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ გუშინ გავეცით პასუხი და კიდევ გავცემთ პასუხს, ყავასაც ვერ დალევენ კაფეებში, ამას ვპირდებით,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ნიკა ნარსიამ განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ ქართულ ღირსებას იცავდნენ. „ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციები, მაგრამ სხვა გამოსავალს არ ტოვებს ხელისუფლება. ამიტომ ვართ აქციებზე, ამიტომ დავხვდით გუშინ მდინარაძეს, რომელმაც განცხადება გააკეთა იმის ფონზე, როდესაც ზელენსკის ხვდებოდნენ ინგლისის ლორდთა პალატაში. მთელ მსოფლიოში ხვდებიან, იხუტებენ გულში, მთელი ემოციებით ხვდებიან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ დროს მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთი მიიწევს წინ. ჩვენ გუშინ ვიცავდით ქართულ ღირსებას, ამიტომ…

მეტი...