„საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა“ – ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე

„პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში, საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია“ – აცხადებს  ეკა ხერხეულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით და იხსენებს, რომ „ეს დამსახურებული ხალხი“ მიშას საკუთარი პარტიიდან აგდებდა. „სულ რამდენიმე ვიყავით მაშინ, მიშას საკუთარი პარტიიდან რომ აგდებდნენ და ეგ „დამსახურებული” ხალხი. ხოდა, იმ რამდენიმეს უმრავლესობა გაუშვიათ პოლიტსაბჭოდან -ზურა მელიქიშვილი (ენმ-ს დამფუძნებელია, სხვათა შორის), ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიაური, გიორგი პატარაია.. ცხადია, მე ამ სტატუსს არ დავწერდი, ჩემივე პარტიის არ დაზიანების გამო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა“ – აცხადებს ეკა ხერხეულიძე. მისივე შეფასებით,…

მეტი...

„ამ პროცესიდან პარტია გამარჯვებული გამოვა – იმათ ტვინში ჩამახედა ვინც ეს დაიჯერა,“ – ეკა ხერხეულიძე

ნიკა მელიას შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ვრცელ განცხადებას ეკა ხერხეულიძეც აქვეყნებს. როგორც მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და გუნდის ახლო წევრი აცხადებს, რომ ასი ნაბიჯით უკან დაიხიეს. “ცვლილებებით” შეპყრობილებმა მოითხოვეს არჩევნები. არჩეულმა თავმჯდომარემ, რომელსაც 2 წელი კიდევ ჰქონდა ლეგიტიმაცია, პირველივე გამოწვევაზე თქვა -“მოდით, სადაც გინდათ, როგორც გინდათ”..რომ არ დარჩენილიყო კითხვა, მთელ ამ გამოგონილ აღტყინებას მზაობით შეხვდა. თუ სხვები, ანუ,”ცვლილებებით ანთებულები” პოლიტსაბჭოს ფორმატით აპირებდნენ თავმჯდომარის ვადამდელ არჩევას, ნიკა მელიამ უარით უპასუხა, არეალი გაზარდა და მეტი ჩართულობისთვის ბლოკჩეინის სისტემით შესთავაზა ენმ-ს ამომრჩევლებს მონაწილეობის მიღება, სადაც შედეგები ასე გადანაწილდა -52% ხაბეიშვილი,40% მელია და შედეგების…

მეტი...

„ერთგულებაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი “მეგობრებით” ჩაანაცვლეს“ – მელია დღევანდელ ყრილობაზე

„ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით“ – აცხადებს ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით, სადაც ის პოლიტიკურ საბჭოშიც კი არ შეიყვანეს. „იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე. “ტექნიკური ყრილობის” დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ “გასაოცარ დემოკრატიასთან”, მივიდნენ…. ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე…

მეტი...

„ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება“ – ნიკოლოზ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამა მისი შვილის საქმის განმხილველ მოსამართლეს მიმართავს. ნიკოლოზ სააკაშვილი გიორგი არევაძეს მოუწოდებს, გადაწყვეტილების გამოტანისას ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს. „იფიქრეთ საქართველოზე. ღმერთმა არ ქნას მისი დაღუპვა და დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს. მაგალითად, მე რომ ვიყო დღეს რაღაც კომისიის თავმჯდომარე, ხელს მოვუწერდი მიშას კი არა, ნებისმიერს. ამ დროს, როდესაც ასეთი კაცი არის დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ ოპოზიციას მივმართავ, გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე, მერე დასხედით და მოილაპარაკეთ“ – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.  

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ბეჟაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი დაწინაურდა

„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნად პეტრე ცისკარიშვილი დაამტკიცეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად კი ლევან ბეჟაშვილი. გადაწყვეტილება დღეს ყრილობაზე მიიღეს. რაც შეეხება პოლიტიკურ საბჭოს, მას წარმოადგენენ:  ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე და გია ხარჩილავა.  

მეტი...

სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების დაფინანსება „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, შესაბამისი შტაბების გაძლიერება და დაფინანსება იქნება. „პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნა და უზრუნველყოფა ამ შტაბების ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების გაწევის, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრების მიმართვა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებისთვის. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, გიორგი ჩალაძეს პარტია დაეხმაროს ლოჯისტიკაში, მათ შორის პარტიის საბიუჯეტო სახსრები მიმართოს ამ მიმართულებით; ხელი შუეწყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ამ მიმართულების გააქტიურებას და პირველი ჩემი გადაწყვეტილება იქნება ამ შტაბების ჩამოყალიბება“ –  განაცხადა ხაბეიშვილმა, რომელიც პარტიის ყრილობამ დღეს…

მეტი...

„იქნება  გეგმა A, გეგმა B ან გეგმა C” – გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სამი გეგმა არსებობს. მისი თქმით, ან ერთი გაამართლებს, ან მეორე და ან მესამე. „შტაბის და პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებობს გეგმა, რომელიც განხორციელდება სავარაუდო გადაწყვეტილებიდან, რასაც მოსამართლე მიიღებს. იქნება ან გეგმა A, გეგმა B ან გეგმა C… ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნიდან დროულად გაიყვანენ. თუკი ეს ასე არ მოხდება, სამართლიანი პროტესტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია მწიფდება, მიიღებს იმ პროცესებს, რომელსაც თვითონ ხალხი მართავს, ვერ გააჩერებთ ვერავის“, – აღნიშნა ჩალაძემ.

მეტი...

სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რაიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები გაიხსნება. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს კი გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. „უკვე შევქმენით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. უახლოეს პერიოდში თბილისის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ახალი ოფისი. ჩავატარებთ თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას და ასევე დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ ახალგაზრდებს. დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა ყრილობაზე, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობს გიბრუნდებათ თქვენ“ – ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მე-10 ყრილობამ ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცა. ყრილობის ნონაწილეებს სიტყვით მიმართა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ პარტიის სიძლიერე ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, სწრაფ განვითარებასთან. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის, გაჭირვების და სიღატაკის მტერი. „ნაციონალური მოძრაობა“ დგას წესიერ, მშრომელ, გაუტეხელ, პატრიოტ ადამიანებზე, ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის ფაქტი“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით,  პარტიას აქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. „ვართ ისტორიის გზაგასაყარზე, ჩვენი ისტორიული ოჯახი, ევროპა, თუ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა იმართება

“ნაციონალური მოძრაობა” რიგით მე-10 ყრილობას მართავს. ყრილობაზე  ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად გადაიბარებს. ყრილობას პარტიის წევრები ესწრებიან. ყრილობას ნიკა მელია არ ესწრება. თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატებიდან ადგილზე მხოლოდ გიორგი მუმლაძე გამოცხადდა. ყრილობაზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ძმა – ნიკოლოზ სააკაშვილიც მივიდა. წერეთლის გამზირზე, სადაც ყრილობა იმართება, იმყოფებიან “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებ, გიგი უგულავა.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ბრძოლას სტრასბურგში აპირებს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, თუ სასამართლო დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არსებობს კიდევ სტრასბურგი, ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ იმართება, სადაც მხარეებმა საბოლოო სიტყვა უნდა თქვან. ამის შემდეგ კი მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

მეტი...

„უბრალოდ, სიკვდილი გარანტირებულია“ – გიული ალასანია

გიული ალასანიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და საკვები მიუტანა. როგორც ალასანიამ ჟურნალიტებს განუცხადა, ის მიუტანა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა. როგორც ალასანია აცხადებს, მისი შვილის განკურნება უკვე შეუძლებელია. „სიცხე 38 ჰქონდა, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები, ძალიან სუსტად ვარო, სულ მიმეორებდა. რა არის გასაკვირია, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძიმე მეტალები ორგანიზმშია, გარდა ამისა, ადამიანს წელიწადი და 6 თვეა ჟანგბადი არ აქვს, ცა და მზე არ დაუნახავს“ – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ალასანიამ. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს ის საკვები შეუტანა, რაც თავად მოითხოვა. „იგივე მოვიტანე, რაც ყოველდღე მომაქვს. დღეს ცოტა განსხვავებული…

მეტი...

უკრაინა ასიათასობით უპილოტო საფრენ აპარატს ითხოვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის – ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებს ასიათასობით უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება. „ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები იზომება ასობით ათასი სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატით. ამ საჭიროებებზე მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, ფართომასშტაბიანი ომის პირველ რვა თვეში უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ექსპლუატაციაში, ვიდრე ბოლო ხუთ წელიწადში”, – აცხადებს რეზნიკოვი. მისივე შეფასებით გადაუდებლად აუცილებელია აღნიშნული მიმართულების წარმოება, ბაზრის განვითარება და მხარდაჭერა.  

მეტი...

„ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება“ – შალვა ხაჭაპურიძე ხვალინდელ სასამართლოზე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას. როგორც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, ეს იქნება ისტორიული პროცესი, რადგან მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. „ჩვენ დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე და საქართველოს მომავალი“ – აცხადება შალვა ხაჭაპურიძე. მისი თქმით, მოსამართლემ საკუთარ თავში ძალა უნდა იპოვოს. „მთავარია, ახლა მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლის მიუხედავად, რაც ხორციელდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ზოგადად პოლიტიკოსებიდან, მან გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“,…

მეტი...

კანადიდან უკრაინაში „ლეოპარდი 2-ი“ ტანკი გაიგზავნა

კანადა უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებს და ომში მყოფ ქვეყანას საბრძოლო დახმარებას უგზავნის. კანადამ საბრძოლო ტანკი „ლეოპარდ 2“ უკრაინაში უკვე გაგზავნა. ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, კანადა მუდმივად იქნება უკრაინის გვერდით. „დღეს კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი „ლეოპარდ 2“ – საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის… ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვის“, – აცხადებს მინისტრი.  

მეტი...

„ადამიანი აღარ არსებობს“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი ძალიან ცუდ დღეშია და მის ჯანმრთელობაზე უკვე არც არის საუბარი. „საშინელი მდგომარეობა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის საუბარი, ადამიანი აღარ არსებობს – არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს“, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა. მისი თქმით, მის შვილზე მსოფლიო ლაპარაკობს და წუხს, საქართველოში კი პრობლემას ვერ ხედავენ. „ევროსაბჭომ და ევროკავშირმა რეზოლუციაც მიიღო. საგანგებო სხდომა ჩატარდა აპირებენ რეზოლუცია კიდევ მიიღონ. უკრაინის რადაც რეზოლუციას იღებს. არის სამიტი, სადაც მუდმივად ჩემს შვილზე საუბარია. არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე საქართველოში…

მეტი...

იანუკოვიჩის რამდენიმე ჩინოვნიკს ქონებას ჩამოართმევენ

უმაღლეს რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის დავით არახამიას განაცხადა, იანუკოვიჩის რეჟიმის რამდენიმე თანამდებობის პირს სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონებას ჩამოართმევენ. „შემდეგი ნაბიჯი იქნება მათთვის სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორატიული უფლებებისა და სხვა აქტივების გაყინვა და ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ“, – აცხადებს არახამია. საუბარია ყოფილ ჩინოვნიკებზე: ანდრეი კლიუევზე, დმიტრო ტაბაჩნიკზე, ალექსანდრე კლიმენკოზე, ვიტალი ზახარჩენკოსა და ალექსანდრე იაკიმენკოზე.  

მეტი...

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. თელავის სატყეო უბნიდან  უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 მ3-მდე მეორე ხარისხის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას მოქალაქე სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და თელავის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს. ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა. უკანონოდ მოპოვებული  საშეშე მერქანი თელავის „საქმიან ეზოში” დასაწყობდა, საიდანაც მისი რეალიზაცია მოხდება.  

მეტი...

გუდაური-კობის გზაზე გარკვეული ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მეტი...

რუსეთი ომში პატიმარ ქალებს გზავნის

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინაში საომრად პატიმარ ქალებს აგზავნიან. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში  აცხადებენ, ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ. „მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში დაახლოებით 50 ადამიანის რეკრუტირება მოხდა ქალების ციხიდან, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ქალაქ სნეჟნოეში მდებარეობს.  მომზადების გასავლელად ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გაგზავნილები”, – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.  

მეტი...