“საქართველო ევროპულ იდეებს შორდება”- ლიეტუვის პრეზიდენტი

“საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება” – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით, საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანას წინაღობას უქმნის ევროპაში ინტეგრაციის გზის მშვიდად გაგრძელებაში.

„სამწუხაროდ, მოვლენები, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ნათლად აჩვენებენ, რომ ჩვენი ახლო ქვეყანა, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ, პირიქით, შორდება ევროპულ იდეებს… ეს ნამდვილად უქმნის წინაღობებს ევროპული ინტეგრაციის გზის მშვიდად გაგრძელებას. ამიტომ ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა ნაუსედამ.

მსგავსი თემები