ჩაფიძის გულის ცენტრი 139 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 139-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა…

მეტი...

უკრაინა რუსული ნადავლი ტანკების გამოფენას მოაწყობს

24 თებერვალს, უკრაინაში რუსული ომის დაწყების დღეს, უკრაინა  გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი  ავრცელებს. „დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები – გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის, ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და ნადავლს შეუძლიათ” – აცხადებს მინისტრი რეზნიკოვი.

მეტი...

ჯო ბაიდენი პირობას იძლევა, რომ შტატები დაიცავს ნატოს თითოეულ სანტიმეტრს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიენტი პოლონეთში ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის მეთაურებს შეხვდა.  “ბუქარესტის ცხრიანის” ლიდერების შეხვედრა ვარშავაში შედგა და მას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ხელმღვანელობდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოს თითოეულ სანტიმეტრს ვერავინ შეეხება და ის იქნება დაცული. „კოლექტიური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფებით და სხვებზე უკეთ იცით, ამ კონფლიქტში რაც დევს სასწორზე. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის თავისუფლებას. ნატო-ს მე-5 მუხლი წმინდა ვალდებულებაა, რომელიც აშშ-მა აიღო. ნათელია, რომ აშშ დაიცავს ნატოს თითოეულ სანტიმეტრს“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. „ბუქარესტის ცხრიანის” შემადგენლობაში შედის: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი,…

მეტი...

გამოძალვა, ძალადობამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნარკოტიკებია შეძენა-შენახვა – 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ძალადობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გამოვლენილი დანაშაულის ფარგლებში, ბრალდება კიდევ ერთ პირს – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის დასაწყისში, ბრალდებულები დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. 9 თებერვალს დანაშაულში მონაწილე პირებმა ეს უკანასკნელი ჩასვეს ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რა დროსაც სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.…

მეტი...

„პუტინმა ბჟანია არ მიიღო, ის ძალიან დაბალ დონეზე მიიღეს,  შემდეგ  კი მინსკში გადაამისამართეს“ – ჯემალ გამახარია

„მოსკოვი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ მიუხედავად ბჟანიას დიდი მცდელობისა, ბიჭვინთის აგარაკების შესახებ 2022 წლის იანვარში დადებული შეთანხმების რატიფიკაცია დღემდე ვერ ხერხდება“ – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მისი შეფასებით, აფხაზური საზოგადოების  90%  კატეგორიულად ეწინააღმდეგება  იმ დოკუმენტის რატიფიცირებას, რომელიც დე  ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გაფორმდა და  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის  რუსეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. „რა ხდება აფხაზეთის, ბჟანიას თავს?  რატომ არ იღებს მას პუტინი, მთავრობის თავმჯდომარე, ან რომელიმე მინისტრი?  რაშია საქმე?  ჩემი აზრით,  მოსკოვი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ მიუხედავად ბჟანიას დიდი მცდელობისა, ბიჭვინთის აგარაკების შესახებ 2022 წლის იანვარში…

მეტი...

„დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი თანხას სახელმწიფოსგან ითხოვდა“ – ესებუას საქმის პროკურორი

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის აცხადებს, რომ არაერთი დაზარალებული ადასტურებს თავდამსხმელის მხრიდან 500 000 დოლარის სახელმწიფოსგან მოთხოვნას. როგორც მირანდა წერეთელმა ბადრი ესებუას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, „ეს პირი“ ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი პირის დაკავშირებას. ,,დაზარალებულებმა, რომლებიც უშუალოდ მძევლები იყვნენ, ცალსახად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს. პირები, რომლებიც იყვნენ მძევლები და პირველი სართულიდან, მეოთხე სართულიდან, მესამე სართულამდე ჩამოიყვანა თავდამსხმელმა. მათი თანდასწრებით ხორციელდებოდა დაკავშირება მედია საშუალებებთან, მათ შორის 112-თან, მათ ცალსახად დაადასტურეს. რაც მოვისმინე, ეს პირი ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლის დაკავშირებას, ეს პირი, ამ შემთხვევაში…

მეტი...

„მოვუტანე ქათმის ნახარში, მჭადი, ვაშლის ალადები, შოკოლადი, პური, კიტრი“ – გიული ალასანია

გიული აკასანიამ ჟურნალისტებს ის საკვები აჩვენა რაც დღეს პარიმტობაშ მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიუტანა. მისი თქმით, სწორედ ეს არის ის,  რაც მის შვილს შეუძლია, რომ მიიღოს. „რას ნიშნავს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს?! ბატონი ზურაბი არის ექიმი და მან არაერთხელ მოისმინა დასაბუთება იმის, რომ ადამიანი არის მოწამლული და მის ორგანიზმში მძიმე მეტალებია. როგორ ფიქრობს, ადამიანი რამდენი თვე გაძლებს ასეთ მდგომარეობაში და ასეთი ადამიანი, როგორ შეიძლება ნორმალურად იკვებებოდეს, რომლის სხეულში მძიმე მეტალებია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ იღებს საკვებს, ეს არაერთმა ექიმმა თქვა. რომელ ექსპერტებს არ უნახავთ ანალიზების პასუხები, ძალიან მაინტერესებს?! ამერიკელმა ექიმებმა, ყველამ…

მეტი...

„დამისაბუთონ,  რა მაქვს მოხვეჭილი, თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ“  – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილის დედა გიული ალასანია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და ითხოვს დაუსაბოთონ, სად და რა აქვს მოხვეჭილი. გიული ალასანია ირაკლი კობახიძეს მიმართავს, დაასაბუთოს საკუთარი სიტყვები. „ძალიან ვცდილობდი, რომ შენიღბული ვყოფილიყავი და ეს არ გამემხილა, ყოჩაღ კობახიძეს, რომ ეს მაინც აღმოაჩინა, დამნაშავე! რომელი ქართველი ხალხის ხარჯზე მაქვს მოხვეჭილი ძალიან მაინტერესებს და დამისაბუთონ, აბა, საბუთებით დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი. თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ, ყველა ვინც ახლა მოვიდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, ხალხის ხარჯზე, მარტო საქართველოში 170 მილიონის…

მეტი...

“პუტინის გუშინდელი გამოსვლა, ეს იყო  დემაგოგიის, ცინიზმის, სიცრუის ერთგვარი ნაზავი; არაფერი კონკრეტული, არაფერი ახალი“ – ჯემალ გამახარია   

„პუტინის გუშინდელ გამოსვლამდე  როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ასევე, რუსეთში ჩვენი  ოკუპირებული რეგიონების,  აფხაზეთისა და ცხინვალის,  მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ ცხარე დებატები იყო“  – აცხადებს ჯემალ გამახარია. აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ეს დისკუსია კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ  რამდენად სწორია  ის პოლიტიკა,  რომელსაც საქართველოს მთავრობა  ამ ძალიან რთულ ვითარებაში ახორციელებს. „დიდი უმრავლესობა წერდა და ლაპარაკობდა იმაზე,  რომ პუტინი  ამ რეგიონების რუსეთთან მიერთებას გამოაცხადებდა, რაც ერთგვარი კომპენსაცია იქნებოდა  იმ წარუმატებლობისა, რომელსაც ის უკრაინაში განიცდის. ამ საკითხზე ფართო დისკუსია მიმდინარეობდა. როგორც ყოველთვის აფხაზები აცხადებდნენ, რომ ისინი რუსეთთან გაერთიანებას, რუსეთთან მიერთებას არ…

მეტი...

მარნეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.   სასამართლომ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.  ,,ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 ივლისს დააკავეს და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე,…

მეტი...

,,კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა”- ჯანდაცვის სამინისტრო

მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იმავე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა. ,,მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური…

მეტი...

,,ერთი ნაბიჯი გვაშორებს რეანიმაციულ ან სასიკვდილო შედეგის დადგომას”- გიორგი ჩალაძე

„ამ ბრიფინგზე ზუსტად იმავე შედეგს მივიღებდით, მაგალითად, დარაჯი ან ნებისმიერი დაწესებულების ღამის მორიგე რომ დაეყენებინათ, მათ შეასრულეს პარტიული დავალება“,- ასე აფასებს გიორგი ჩალაძე კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ქართულმა მედიცინამ ამოწურა თავისი რესურსი. „დინამიკა მიმართულია გაუარესებისკენ და ერთი ნაბიჯი გვაშორებს რეანიმაციულ ან სასიკვდილო შედეგის დადგომას. მესამეჯერ გაკეთდა განცხადება, რომ კლინიკა მეტს ვეღარაფერს გააკეთებს, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ქართულმა მედიცინამ ამოწურა თავისი რესურსი. ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხისმგებლობის გადატანა ბატონი სააკაშვილის მიმართ არის სირცხვილი და არ გამოდგება არც ამ სასამართლოში, არც…

მეტი...

,,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. პრემიერის თქმით, არჩილ ტატუნაშვილმა შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. „დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში…

მეტი...

,,ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად”- მიხეილ სააკაშვილი

,,ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“ და ახლა უკვე კლინიკა,”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, საქართველოდან ერთი თეთრი არ წაუღია. ,,მინდა, მივმართო ოლიგარქის გოშიას, ერთი მილიონი კი არა ერთი, თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად. სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში. ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“, ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ…

მეტი...

,,ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას”- ესებუა პროკურორებს

ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას, –  ამ სიტყვებით ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ საქმის პროკურორებს მიმართა. ბრალდებულმა ბადრი ესებუამ საქმის პროკურორებს მიმართა და მოუწოდა ხელოვნურად ნუ დაამძიმებენ მოწმის ემოციურ მდგომარეობას. “ეს მოწ­მე რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ი­თაა და პრო­კუ­რო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც­ნა­ი­რად და­ამ­ძი­მონ, ერთი ორ­ჯერ შევ­ნიშ­ნე და მე ვფიქ­რობ, რომ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ემო­ცი­ებს… ქალ­ბა­ტო­ნო მი­რან­და, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლოთ და წყალს მო­გაწ­ვდით ან რა­ღა­ცა… გა­უფრ­თხილ­დით მოწ­მეს“- განაცხადა ესე­ბუ­ამ. აღნიშნული განცხადებით შემდეგ,  ბრალდების მხარემ სასამართლოს მოწმეების მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

მეტი...

,,არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ მისი ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მხოლოდ ის იყო, რომ მისი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება. „კლინიკა „ვივამედის“ ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი. ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე. არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე! მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს. მინდა მივმართო…

მეტი...

ვარკეთილში მიკროავტობუსი გადაბრუნდა

რამდენიმე საათის წინ, ვარკეთილში მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მარადონასთან დაკავშირება”- ხვიჩა კვარაცხელია

,,წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მარადონასთან დაკავშირება და არც ვიცოდი, როგორი რეაგირება მომეხდინა,”- ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ოფიციალურმა გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქართველმა ფეხბურთელმა  მეტსახელ „კვარადონაზე“ ისაუბრა. ,,თავიდან ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ჩემი სახელი ფეხბურთის ლეგენდასთან თუ იქნებოდა დაკავშირებული. აერთოდ არ ველოდი, მაგრამ ამან დიდი სტიმული მომცა. არც ვიცოდი ამაზე როგორი რეაგირება მომეხდინა, მადლობა მეთქი ან სხვა რა გამეკეთებინა. ნელ-ნელა ვეჩვევი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ასეთ ფეხბურთელთან შედარება – ეს წარმოუდგენელია,”- განაცხადა კვარაცხელიამ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან

”ნაციონალური მოძრაობა” 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა და უკრაინის რადაში სესიას დაესწრება. პარტიის წევრის,  ანი წითლიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა”  მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა, 24 თებერვალს წავალთ უკრაინაში, მივიღებთ მონაწილეობას უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და მასთან ერთად იქნება ბოლომდე ამ ბრძოლაში. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გზებზე როგორ შეიძლება მისი…

მეტი...

,,ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ”- თეა წულუკიანი

,,ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა დარგი და სფერო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ,,ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში. მე მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს კანონპროექტი მათ შეიძლება იმიტომ არ მოსწონდეთ, რომ ფიქრობდნენ, რაღაცის გამჭვირვალობა, პროექტის თუ მიმართულების გამომზეურება შექმნის ალბათ რაღაც უხერხულობებს, არ ვიცი,…

მეტი...

,,ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი”- გიორგი გახარია

ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. ,,ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილი მეგობრების მტრებად შერაცხვა და დაუყოვნებლივ მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება,”- წერს გახარია.

მეტი...

ენერგეტიკის სექტორის კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართული კონფერენცია გახსნა. დავით ნარმანიამ შეაჯამა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ენერგეტიკის სექტორში მდგრადი და ძლიერი კიბერუსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მნიშვნელოვანია კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის კიბერ მედეგობის გაძლიერება და ამ კუთხით, ენერგეტიკის სექტორის სრული დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების გადამზადებაც. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის – „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრები იყო ნაყოფიერი და ხელი შეუწყო მონაწილეების ინფორმირებულობის დონის…

მეტი...

,,კლინიკა „ვივამედი“ თავდაცვის რეჟიმში გადავიდა”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა “ვივამედი” თავდაცვის რეჟიმში გადავიდა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებენ მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის. “დღეს ზურა ჩხაიძემ განაცხადა რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას. რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი? კლინიკა ,,ვივამედი “გადავიდა თავდაცვის რეჟიმში. სად არის აქ პაციენტის ინტერესები და უფლებები ? ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება? ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“. ყველაფერს აკეთებენ ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის. ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა…

მეტი...

2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა – ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევაში სახელწოდებით, ”საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა” ნათქვამია, რომ 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ…

მეტი...

,,ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე, კონფრონტაციულ ნაბიჯებს დგამს და ეს ყველაფერი საქართველოს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. „ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება როდესაც აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც ისინი პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ და პირდაპირ პროვოკაციულ ქმედებებს გვთავაზობენ, ასეთ დროს რა თქმა უნდა, ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ ჩვენს შესაძლებლობას, რომ ჩავერთოთ ოფიციალურ ფორმატებში. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა.…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდიდან მიიღებენ

დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს. „ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა იწვევს მას. ჩვენ ყოველწუთიერად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაკვირდებით მოძრაობას, ავტომობილების გადაადგილებას. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რადგან ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა,…

მეტი...

,,ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007”- ირაკლი კობახიძე

ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან ჯაშუშს და აგენტს. ქართული კანონპროექტი არც ერთ ადამიანს არ მოიხსენიებს აგენტად. საუბარია მხოლოდ იურიდიულ პირზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დისკუსია გაგრძელდება როგორც ტერმინებზე, ასევე სხვა საკითხებზე. ,,ტერმინს აქვს ორმაგი გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მათ შორის, აშშ-შიც აგენტი ნიშნავს მათ შორის აგენტს ვიწრო გაგებით, ანუ ჯაშუშის გაგებით. ჩვენი კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისგან აგენტს და ჯაშუშს, აშშ-ის კანონმდებლობაშიც იგივეა, მაგრამ ამერიკაში სიტყვა აგენტი გამოიყენება ჯაშუშის მნიშვნელობით, ოღონდ არა კანონმდებლობაში, მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო აგენტი 007,…

მეტი...

ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ საპარლამენტო რესურსი გამოიყენოს ყველა მიმართულებით – ხატია დეკანოიძე

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ საპარლამენტო რესურსი გამოიყენოს ყველა მიმართულებით მისი თქმით, საპარლამენტო რესურსი არ არის მხოლოდ პლენარულ სხდომებზე კითხვის დასმა. „ეს არის პარტნიორებთან ურთიერთობა და მათი მკაცრი პოზიციაა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უნდა იყოს. ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. ქუჩაში, პარლამენტში, კომიტეტზე, საერთაშორისო ასპერეზზე – ყველგან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ყველა სივრცის ამოვსების საშუალება ჰქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ პარტიის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. საფრთხეების გათვალისწინებით, რაც არსებობს საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ამ განხილვებში ჩავერთო. პარტიიდან ჩემს გასვლაზე საუბარი არ არის“, –…

მეტი...

,,თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს”- კობახიძე სააკაშვილზე

,,თვითდაზიანებაზე ცალსახად პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმარზე სათანადო ზრუნვა. „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სათანადო ზრუნვა, რასაც აკეთებენ 100 პროცენტით და 1000 პროცენტით სასჯელაღსრულების დაწესებულება, „ვივამედი“, იუსტიციის სამინისტრო. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. თვითდაზიანებას რაც შეეხება – დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ა.შ. – ამაზე პასუხისმგებელია მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი 100 პროცენტით. ყველგან ასეა, მარტო საქართველოში არა“, – განაცხადა კობახიძემ.  

მეტი...

,,გახარიას და ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ერთი პატრონი, ამის შედეგი იყო რაც გააკეთა 20 ივნისს”- ირაკლი კობახიძე

,,არ არის საინტერესო ეს კაცი, უბრალოდ მართლა საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არ არის,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, გახარია ”პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა და საქმის აღძვრა ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების ფუნქცია”. ,,მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა და გახარია გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ნაცმოძრაობა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, გახარია იყო მოაზრებული, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ “ქართულ ოცნებას” ვერ გადაელახა 43%-იანი ბარიერი, მაშინ აქტუალური იყო ის და მაშინ კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ ჩვენ, მათ შორის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ…

მეტი...

,,ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება, ვერ დავუშვებთ ეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს” – ჩხაიძე

,,ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, მაგრამ მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების კომპრომენტირების ხარჯზე,”- ამის შესახებ ”ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძე განაცხადა. კითხვაზე, იქნება თუ არა თქვენი რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ გადაყვანა, – ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემენ. ,,მესმის პაციენტის მდგომარეობა, და ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, იგივე ადვოკატების მიმართულებაც, მათი ხაზიც, მაგრამ მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების კომპრომენტირების ხარჯზე. არ დავუშვებთ იმის ხარჯზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების, მათი…

მეტი...

,,სააკაშვილის ოჯახს შეგნებულად მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, პოლიტიკურად მის ინტერესშია, წონაში დაიკლოს”- ირაკლი კობახიძე

,,სააკაშვილი უარს ამბობს, მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ოჯახს ამის სანაცვლოდ მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, რაც უბრალოდ გამაოგნებელია“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მიტანილ საკვებს არ იღებს. „კორუმპირებული ოჯახია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობებში. სააკაშვილის ოჯახს აქვს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ახლა ამოვარდა FARA-ს კანონის საფუძველზე დეკლარაციაში, რომ ამერიკაში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი. ეს ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია. ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს,…

მეტი...

,,ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი”- ბადრი ესებუა მოსამართლეს

,,ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი,”- ამ სიტყვებით მიმართა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ერთ-ერთი დაზარალებულის დაკითხვისას. პროცესზე, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა დაკითხვისას განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბანკს თავს დაესხა ისე იყო შენიღბული, მისი იდენტიფიცირება უჭირს. „ფიზიკურად ისეთი შენიღბული იყო, ნაცნობის რომ ყოფილიყო , ვერ გავაკეთებდი იდენტიფიცირებას. იყო მაქსიმალურად კარგად შენიღბული“,- განაცხადა ,,საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა. ამასთან, მოსამართლემ ბრალდებულ ესებუას მიმართა დაზარალებულისთვის კითხვა დაესვა. „ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ , რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში“, –…

მეტი...

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მოლდოვაში გამართულ სესიაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე რეზოლუცია მიიღო. ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალი რეალობაა. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა…

მეტი...

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – გარდაიცვალა 23 წლის ბიჭი

მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზაზე გუშინ საღამოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითს, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედაგად 23 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

,,ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს”- მედვედევი

,,ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს,” – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ მათ აქვთ უფლება, დაიცვან თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. „ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ვერ მიაღწევს გამარჯვებას, რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის…

მეტი...