„მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე!”- კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე

„მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე! “- ასე ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევას.

მისი თქმით, ”პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება”.

,,ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად. ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან
დასაქმებულებად. ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია – აი, ეს არის სიმართლე!
პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება!,”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მსგავსი თემები