,,საქართველოს მთავრობა დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით,  დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს.

მისი თქმით, ,,საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს”.

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად, მოთხოვნაზე საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე, ისინი ამბობენ: „მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები