უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება.

მისი თქმით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუსეთის მიმართ ღია მტრულ პოლიტიკას ატარებს და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს დასავლეთის მოსაწონად.

„დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის ნატო-ში, მას აქვს მოლდოვის მოქალაქეობა და მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანდეს და ზოგადად მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები