თურქეთის მიწისძვრას 10 000-მდე დაღუპული ჰყავს

თურქეთში მიწისძვრით მიყენებული ტრაგედიის მასშტაბი საათობრივად იზრდება. ამ ეტაპისთვის, დაღუპულთა რაოდენობამ 9 000-სს გადააჭარბა. ნანგრევებში  მოყოლილთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ასი ათასობით უსახლკაროდ დარჩენილი კი შველას ითხოვს. სტიქიის ზონაში თურქეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.  როგორც ედროღანმა დაზარალებულებს განუცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსები ერთი წლის ვადაში აშენდება. ასევე, პრეზიდენტი უსახლკაროდ დარჩენილებს დაპირდა, რომ დახმარების სახით 10 ათას ლირას მიიღებენ.  

მეტი...

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

“თბილისი თქვენ გვერდითაა!“- თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.

მეტი...

თურქეთში ზღვის დონე გაიზარდა და ქალაქი დაიტბორა

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთს წყალდიდობა უტევს. თურქეთში ზღვის დონემ აიწია, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ზღვის დონე განსაკუთრებით  ჰათაის პროვინციის მიმართულებით ისკენდერუნის ოლქში გაიზარდა. დატბორილია როგორც გზები, ისე შენობები. გარკვეული შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაციაც მოხდა. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დაზიანებულ სახლებში არც შევიდნენ და არც  მიუახლოვდნენ.  

მეტი...

ბრიტანეთის შემდეგ ზელენსკი საფრანგეთში გაფრინდება და პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შეხვდება

პრეზიდენტ ზელენსკის საერთაშორისო ვიზიტი გრძელდება. დიდი ბრიტანეთიდან ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში გაფრინდება, სადაც პრეზიდენტ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. საფრანგეთის შემდეგ კი ზელენსკის ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე უმასპინძლებენ. უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიწვევით ჩავა.

მეტი...

„უკრაინაში ყოველი პილოტი მეფეა“ – პრეზიდენტი ზელენსკი ბრიტანეთის მეფეს ხვდება

დიდ ბრიტანეთში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წუთებში ბუკინგემის სასახლეში იმყოფება. მას სასახლეში ტაშით შეხვდნენ. შეხვედრამდე კი ზელენსკიმ ის გზავნილები გააჟღერა, რის თქმასაც ის მეფესთან აპირებს. „ვაპირებ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომავლისთვის. დიდ ბრიტანეთში მეფე სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტია. ხოლო უკრაინაში ახლა თითოეული პილოტი მეფეა. რადგან ასე ცოტანი არიან, ასე ძვირფასები არიან. ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს ვაკეთებთ, რათა მსოფლიომ თანამედროვე თვითმფრინავები გადმოგვცეს შესაძლებლობების გასაფართოებლად და პილოტების დასაცავად, რომლებიც ჩვენ დაგვიცავენ”, – აღნიშნა  ზელენსკიმ.

მეტი...

„ვისაც სჯერა, რომ მელიამ ვერ გამოიყვანა მიშა და ხაბეიშვილი გამოიყვანს… დარბოდა ქუჩაში და ირბინოს ქუჩაში“ – გია ხუხაშვილი

„ხაბეიშვილი ვის უნდა, რომელ დასავლეთს უნდა ერთი? ვისაც სჯერა, რომ მელიამ ვერ გამოიყვანა მიშა და ხაბეიშვილი გამოიყვანს, სად არის ლოგიკა“ – აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის არაფრისმაქნისობა უკვე სახეზეა და ის არაფრის გამკეთებელია. „სად არის ეს ხაბეიშვილი და რისი გამკეთებელია ერთი. რასაც ის აკეთებს ეს არის „ლაი-ლაი“. პარტია თავიანთი უგუნური მოქმედებებით გაანახევრეს.  ელექტორულურად პარტია განახევრდა და დაიყო. ახლა კიდევ გაუგონარ ბოდვებზე და ბოიკოტზე დაიწყეს ლაპარაკი. თუ ამის მეტი არაფერი იცოდი, რას ერჩოდი მელიას. დასავლეთშიც როგორც გაიფუჭეს საქმე. „ბექგრაუნდი“ დასავლეთთან ურთიერთობაში, ელჩენბთან ურთიერთობაში მელიასი და ხაბეიშვილის…

მეტი...

“ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” – რა აჩუქა ზელენსკიმ ბრიტანელ პოლიტიკოსს

ბრიტანეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს საჩუქრად უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა. ჩაფხუტი წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” საჩუქრის ადრესატმა ყველას აჩვენა და მადლობაც გადაუხადა პრეზიდენტს საჩუქრისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. „მჯერა, ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი – საავიაციო  კოალიციის ფორმირებაში. მოგმართავთ თქვენ და მთელ მსოფლიოს მარტივი და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებით: საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინისთვის! ფრთები თავისუფლებისთვის!” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტი...

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც დღეს დააკავეს,  ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც ის იმალებოდა. „ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. 2023 წლის 20 თებერვალს, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს, სადაც თვითონაც მოიყვანენ. ის არანაირ ბრალს – „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს. რაც მან მითხრა, ეს იყო, რომ მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე არსებობდა, რეალური შიში ჰქონდა ამის და აქედან გამომდინარე იმალებოდა. სად იმყოფებოდა, არ მისაუბრია, რადგან მასთან პირველად შევედი, ახლა გავიცანი, ზოგადად ვისაუბრეთ“,…

მეტი...

„ნურავინ იფიქრებთ, რომ თუ სააკაშვილს ციხეში წამებით მოკლავენ, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ“, – ხაბეიშვილი

„პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალთან“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე. მისი თქმით, პროტესტი გაიშლება და ყველა თანამდებობის პირს მიადგებიან. „საქართველოს ყველა რაიონში, ყველა ქალაქში იქნება პროტესტი. საზოგადოებას მივმართავ, ყველამ თქვენი ბრაზი გამოხატეთ ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ.  ვისაც რუსეთში ცხოვრება არ გინდათ, ვისაც გინდათ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის თქვენი საბრძოლი. ეს არის თქვენი პროტესტი, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. ნურავინ იფიქრებთ, რომ…

მეტი...

კარასინის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები აქვს და ამის გამო, დასავლეთი სჯის

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს დასავლეთს არ მოსწონს. „როგორც შეიძლება მოელოდეთ, დასავლეთი იწყებს საქართველოს ხელების გადაგრეხას რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა: გააკეთე ეს! ამაზე კომენტარის გაკეთება აზრი არ აქვს! – აცხადებს კარასინი.  

მეტი...

„დაიცავი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება“ – აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, საპროტესტო ტალღა  მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებას ითხოვენ. მათ სამინისტროს წინ უზარმაზარი პლაკატიც გაშალეს წარწერით „ავისუფლება მიშას“. აქციის მონაწილეები მიმართავენ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს და სკანდირებენ “მკვლელო”. მათივე  განცხადებით,  ვინც მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დატოვების პროცესის მონაწილეა, მისი მკვლელია. „,ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი არ აპირებენ, რომ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის წამება. ამიტომ ჩვენ სამოქალაქო პროტესტის გარდა სხვა გზა არ დაგვრჩენია. ვერავინ მშვიდად ვერ იქნება, სამოქალაქო ტალღა უფრო აზვირთდება. – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი…

მეტი...

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. და ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

შეიძლება თუ არა მშენებლობა ლისი ფერდობის ტერიტორიაზე – სეისმოლოგის განმარტება

,,სეისმურ რისკზე, მსხვერპლსა და ზარალზე თუ ვისაუბრებთ, აქ თბილისია ყურადღება მისაქცევი,”- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში არსებული მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის. ,,ცუდად შენდება შენობები. ადგილი კარგად უნდა იყოს შერჩეული, თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა. გაცილებით კარგად შეგვიძლია ვაშენოთ რთულ ადგილებშიც კი, თუ გათვალისწინებული იქნება ყველაფერი. არის რუკები, სადაც მონიშნულია ლისის ფერდობის ტერიტორია, რომ ეს არის მეწყრული უბანია. აქ საუბარი მიწისძვრაზეც აღარაა. ვერ ვიტყვით, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლება, ზოგიერთ ადგილას შეიძლება,…

მეტი...

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა არასრუწლოვნებს შორის- ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მოტივი.

მეტი...

ბადრი ესებუას ადვოკატი ხვდება

ბადრი ესებუას უფლებადამცველი ხვდება. ადვოკატი სოსო ჯანაშია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა. ადვოკატის თქმით, მას ესებუასთან ამ დრომდე  კომუნიკაცია  არ ქონია და მასთან გარკვეული  კითხვები აქვს. ადვოკატის თქმით, მომხდარის შესახებ მედიით შეიტყო და შესაბამისად, დაკავების შესახებ დეტალები არ იცის. შეგახსენებთ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დააკავეს.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. სანქციების ქვეშ მოექცა 6 კომპანია, რომელიც რუსეთს სამხედრო ტექნიკითა და თვითმფრინავებით ამარაგებს „რუსეთის მიერ უკრაინის მუდმივი დაბომბვის საპასუხოდ, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დაეხმარა პუტინს პირადი ქონების დაგროვებაში და იმ კომპანიების, რომლებიც იღებენ სარგებელს კრემლის ომის მანქანიდან“, – ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. სანქციები შეეხო  რუსეთის 8 მოქალაქეს – ბიზნესომბუდსმენ ბორის ტიტოვს, ნავთობმენეჯერ ნიკოლაი ეგოროვს,  “რეგნუმის”  მფლობელ სერგეი რუდნოვს, სვეტლანა კრივონოგიხსდა კიდევ რამდენიმე ბიზნესმენს.    

მეტი...

მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების წევრიც მიიღებს

საქართველოს ნაკრების წევრი, მოციგურავე ანასტასია გუბანოვა 14 თებერვალს, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში. როგორც ფესტივალის აღწერაშია ნათქვამი, ვალენტინობის დღეს, რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოციგურავეები ყინულზე იცეკვებენ და სტუმრების წინაშე სანახაობას დადგამენ. ფესტივალის ორგანიზატორი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია. რუსული მედიის ინფორმაციით, ღონისძიება რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება არენაზე გაიმართება. ,,ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფიგურულ სრიალში სიყვარულის ფესტივალზე გამოვა” – ამის შესახებ TASS-ს შოუს ორგანიზატორებმა განუცხადეს.

მეტი...

,,ყოველი დღე, როდესაც არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, მისი ბიუროკრატია იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ეს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. „მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2022 წლის 24 ივნისს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ეს დაადასტურა თავად ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით. დასრულდა შეფასება, სულ ახლახან მივიღეთ შედეგი და ჩვენ ვნახეთ, რომ ვართ ლიდერი ფუნდამენტურ საკითხებში, მათ შორის, მართლმსაჯულების და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვართ წინ არამხოლოდ მოლდოვასთან, არამედ ბოსნია…

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს. დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ თურქეთის ათ პროვინციაში, ბოლო მონაცემებით, 50 000-ს აღემატება.

მეტი...

,,პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას”- არჩილ თალაკვაძე

,,საქართველოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებს და იმ კამპანიას, რომელსაც ისინი წარმართავდნენ,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ პრეზიდენტზე ზეწოლა განაგრძოს. „პირდაპირ მიუთითებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ პრეზიდენტზე, რომ მას მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. მან პირდაპირ უპასუხა, თუ რა არის მისი არგუმენტები შეწყალებასთან დაკავშირებით. აქამდეც ჰქონდა განცხადება გაკეთებული, რომ „არა და არასდროს“ აპირებს შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ახლა თქვა მეტი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ხედავს, როგორც საშუალებას, რომ მიიღწეს მიზანი, რომელზეც კამპანია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ვფიქრობ, ამით საკითხი უნდა…

მეტი...

,,სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, აღიარება წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს”- ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს ”მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“. „რომელი დანაშაულები უნდა აღიაროს, სერგი თეთრაძის წამებას აღიარებს? ან ჯაჭვს რომ აბამდნენ და ზღვაში რომ ყრიდნენ, ადამიანებს რომ კლავდნენ, მაგას აღიარებს? თუ 2008 წელს რა უბედურებაც დააწია ქვეყანას, მაგას აღიარებს? თუ ვალერი გელბახიანის წამებას აღიარებს? თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებას აღიარებს? რას აღიარებს? ხომ ხედავთ, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება,…

მეტი...

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.  გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისივე ახლობლები ავრცელებენ. ცხედარი  ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ სირიასა და თურქეთში 11 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 40 000-მდე  ადამიანი.

მეტი...

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან კიდევ 40 მაშველი გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება. დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფ, ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სამაშველო ღონისძიებას და რომელთაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ქართველი მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ გააცილეს. „სამაშველო ჯგუფები თურქეთში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აეროპორტში ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა. ვრცელდება ინფორმაცია რომ ზელენსკი ვიზიტის დროს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით.  

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“- ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ბადრი ესებუას საკითხს  საზოგადოებას ყურადღების გადასატანად გამოიყენებს. „აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,კონტაქტი არ მქონია”- ბადრი ესებუას მამის პირველი კომენტარი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, შვილთან კონტაქტი მომხდარი ფაქტის შემდეგ არ ჰქონია. მისივე თქმით,ოჯახი, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს მისი ნათესავია. „დაკავებულია. თქვენც ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს. მეტი არაფერი ვიცი. ომიანე ჯიქია ჩვენი ნათესავია, მეუღლის ბიძაა, მაგრამ მათ ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ხუთი წლის წინ ვიყავი ოჯახში პანაშვიდზე. თუ რატომ აირჩია ბადრიმ ის ოჯახი, არც ეს ვიცი. ბადრისთანაც ამ ხნის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუ დამიჯერებთ. მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა, ჩემი შვილი არ მინახავს“, – განაცხადა ბადრი ესებუას მამამ.…

მეტი...

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“- ირაკლი კობახიძე

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“,-  ასე ეხმიანება ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის ადრესატიც თავად იყო. „ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო, ჩვენებს ვუთხარ ალბათ, ფეიკი იქნება თქო, მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა, რა ვქნათ“,- განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით,  ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს. ,,ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა…

მეტი...

მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

,,თბილისში აშენებული შენობა 8 ბალზე გათვლილი უნდა იყოს”- ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით,  თბილისში აშენებული შენობა 8 ბალზე გათვლილი უნდა იყოს. როგორც ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის. ,,სეისმურ რისკზე, მსხვერპლსა და ზარალზე თუ ვისაუბრებთ, აქ თბილისია ყურადღება მისაქცევი. მიუხედავად იმისა, რომ სეისმურად აქტიური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ სეისმომედეგი მშენებლობა იყო. კარგად აშენებული ახალი შენობა გაცილებით საიმედო უნდა იყოს. თბილისში აშენებული შენობა 8 ბალზე გათვლილი უნდა იყოს.…

მეტი...

,,ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”- შალვა პაპუაშვილი

2023 წლის თებერვალში ევროკომისია დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს. „2023 წლის თებერვალში ევროკომისია უკვე დაიწყებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პროგრესის შეფასებას. ამ მხრივ უკვე არსებული მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგების, 2023 წლის 3…

მეტი...

დონეცკში უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ქვრივები ქურქებით ”დაასაჩუქრეს”

ოკუპირებულ დონეცკში დაღუპული სამხედროების ქვრივებს მოსკოვიდან ქურქები გაუგზავნეს. მედიის ინფორმაციით,  უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, 21 ქურქი გადასცეს. ქურქების გადაცემის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის სამინისტროსთან“ ასოცირებული პირი ავრცელებს, რომელიც ასევე იბრძოდა დონბასის რეგიონში. ვიდეოში ქალები ბეწვის ქურქებით ხელში ქუჩაში დგანან და სხვა ქვრივების სახელით მზრუნველობისთვის მადლობას იხდიან. მედიის ცნობით,  რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში დაღუპული სამხედროების ოჯახებს მანამდე სასაჩუქრე ნაკრებებიც გადასცეს, რომელიც შავ, ნარჩენების შესაგროვებელ პარკში მოთავსებული პირადი ჰიგიენის ნივთებისგან, კონსერვებისა და სარეცხი საშუალებებისგან შედგებოდა.

მეტი...

,,საშუალო დონის მიწისძვრაც კი პრობლემაა ჩვენთვის”- ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

,,ჩემი აზრით, ასეთი ძლიერი მიწისძვრები, როგორიც თურქეთში იყო, საქართველოში მოსალოდნელი არ არის,”- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სუსტ მიწისძვრასაც კი ძალიან დიდი ზარალის და მსხვერპლის მოტანა შეუძლია. ,,ჩვენთან, გაცილებით სუსტ მიწისძვრას, თუ ის 5 მაგნიტუდის არის და დიდ ქალაქთან ახლოს ხდება, ძალიან დიდი ზარალის და მსხვერპლის მოტანა შეუძლია. სამწუხარო გამოცდილება უკვე გვაქვს, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ რა ზარალი მოიტანა, ხალხიც დაიღუპა. ჩვენთან მკვეთრად გამოხატული სეისმური საფრთხის მქონე ზონებია: კავკასიონის მთავარი ქედი, მისი ცენტრალური ნაწილი, აღმოსავლეთით კახეთის მხარე, ჯავახეთის ზეგანი. ეს…

მეტი...

,,ჩემი შვილის დანაშაული ერთადერთი არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს”- გიული ალასანია

,,ჩემი შვილის დანაშაული ერთადერთი არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს” – ასე პასუხობს გიული ალასანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით,  ყველას თავისი მორალი და ღირებულებები აქვს. ,,მე პრეზიდენტს არაფერს არ ვპასუხობ,  უბრალოდ, იცით რაშია საქმე, მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის დანაშაული ერთადერთი არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს. აი, ეს არის როგორც გამოირკვა მისი დანაშაული, მეტი არავითარი დანაშაული მე არ მაგონდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, თავისი ღირებულებები აქვს, ყველას თავისი მორალი აქვს. საერთოდ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არავითარი ოპტიმისტური…

მეტი...

,,პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა”- შალვა პაპუაშვილი

ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, მაგრამ პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რეალობა ის არის, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. „ეს შეგვიძლია დავინახოთ, როგორც დადებითი ან უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ეს არის ფაქტი, ამას ბევრი გარემოება განაპირობებს, რომელიც არ არის უნიკალური საქართველოსთვის. ამ ფონზე შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად, რიგ შემთხვევაში ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზების მცდელობებიც იკითხება. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს. ზელენსკი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. ეს არის ზელენსკის მეორე საერთაშორისო ვიზიტი ომის დაწყების შემდეგ. მანამდე, პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.

მეტი...

თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი

საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი . მათი ძებნის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „ვითარება დღეს დილისთვის არის შემდეგი: გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოგვდიოდა ზარები. ვიპოვეთ რამდენიმე ჩვენი მოქალაქე. ღამისთვის 6 მოქალაქის ძიება მიმდინარეობდა. საელჩო არის მუდმივად 24 საათიან რეჟიმში. საბედნიეროდ 4 მოქალაქე ვიპოვეთ, გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში. ჯანმრთელად არიან. 2 მოქალაქე ჩვენი რომელიც მოყოლილია ნანგრევებში ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები, ყოველ საათში ვუკავშირდებით თურქულ მხარეს. სტატისტიკა ასეთია: 100-ზე მეტი ნაპოვნი, 4 გადარჩენილი, 2 დაიღუპა და 2 დაკარგულია“ – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

მეტი...