სოციალური მუშაკები “რუსული კანონის” წინააღმდეგ

სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი საქართველოში ამ პროფესიის დაფუძნება და განვითარება.

“ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის”, – აღნიშნულია განცახდებაში.

სოციალური მუშაკები ხელისუფლებას იმ პროექტს ახსენებენ, რომელიც დასავლელი დონორების მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოში.

“გახსოვთ დიდი ზომის ბავშვთა სახლები? 100-200 ბავშვი ერთ ჭერ ქვეშ, ერთნაირი მიდგომით რომ იზრდებოდნენ. ასეთი ტიპის ინსტიტუციებიდან ხშირად გვესმოდა როგორ უგულებელყოფილი იყო ბავშვების საჭიროებები, სურვილები, მისწრაფებები და სამწუხაროდ ძალადობრივი აღზრდის მეთოდებზეც გვსმენია. 2000-იანი წლებიდან ჩვენი პარტნიორების ევრიჩაილდი, ღია საზოგადოების ფონდისა და სხვათა მხარდაჭერით, სოციალური მუშაკების უდიდესი წვლილით ეს სახლები დაიშალა და ბავშვების დიდი ნაწილი ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გარემოში”, – აცხადებენ ისინი.

მსგავსი თემები