„ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მინსკში აფხაზეთის  ე.წ. პრეზიდენტისა და ბელარუსის ლიდერის შეხვედრას გმობს და აცხადებს, რო ეს ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა. „მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს “ოფიციალურ შეხვედრას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტთან”. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.  

მეტი...

ოფიციალური ჩინეთის განცხადებით, აშშ რუსეთ-უკრაინის ომისგან დიდ სარგებელს იღებს

ჩინეთი აშშ-ს უპირისპირდება. კერძოდ, ოფიციალური ჩინეთი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომისგან დიდ სარგებელს იღებს. როგორც  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ვან ვენბინი აცხადებს,  ჩინეთი არასდროს მიიღებს აშშ-ის მითითებებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე. „აშშ-ი უკრაინის ბრძოლის ველზე იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ვაშინგტონმა ასევე გამოაცხადა კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. აშშ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ჩინეთის იარაღის მიწოდების შესახებ. რა არის მათი განზრახვა? აშშ აცხადებს, რომ სურს მშვიდობის შენარჩუნება. ის დიდ სარგებელს იღებს ომისგან. აშშ-ს სამხედრო ინდუსტრია უკრაინის ბრძოლის ველზე დიდ სიმდიდრეს იძენს. აშშ-ი ოდესღაც ატარებდა ავღანეთში ბოლო ავღანელამდე ბრძოლის პოლიტიკას.…

მეტი...

„გამარჯვების ნაცვლად, პუტინი დამწვარი ტანკებითა და დაბნეული ჯარით დარჩა“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში იმყოფება. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა პუტინი ახლა დამწვარი ტანკებისა და დაბნეული ჯარის იმედადაა დარჩენილი. „უკრაინელები ძალიან მამაცები არიან. ამერიკა, ევროპა, ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერების კოალიცია ძალიან ერთიანი ვიყავით. დემოკრატია ძალიან ძლიერი იყო. მარტივი გამარჯვების ნაცვლად, რომელსაც იგი განიხილავდა და წინასწარმეტყველებდა, პუტინი დამწვარი ტანკებითა და რუსეთის დაბნეული ჯარებით დარჩა. ის ფიქრობდა, რომ ნატო გატყდებოდა და დაიშლებოდა. ამის მაგივრად, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. მას ეგონა, რომ ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას, ევროპის სიმტკიცის გატეხვას შეძლებდა და ამის მაგივრად ევროპის რუსეთის საწვავზე დამოკიდებულების დასრულებაზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა სიტყვით…

მეტი...

ბელარუსის მოქალაქეებს აფხაზეთში უვიზოდ  ყოფნა გაუგრძელდებათ

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბელარუსის ლიდერს აფხაზეთში გზას უხსნის. როგორც ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე აღნიშნა, ბელარუსის მოქალაქეებს შეუძლიათ, აფხაზეთში თავისუფლად ჩავიდნენ და დაისვენონ. ორმა ე.წ. ლიდერმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „იცით, რომ აფხაზეთი ტურისტული ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ძალიან კომფორტული კლიმატი და ბელარუს სტუმრებს ყოველთვის მივიღებთ. მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ბელორუსის მოქალაქეებს აფხაზეთში უვიზოდ ყოფნა გაუგრძელდებათ. შეიქმნა სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია, ბელარუსის ტერიტორიაზე აფხაზური პროდუქციის მიწოდება. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან მაღალტექნოლოგიური პარკში კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ – აღნიშნა ბჟანიამ ლუკაშენკოსთან. მან დასავლეთი დაადანაშაულა იმაში,…

მეტი...

„ომის დაწყებიდან დღემდე, წლის განმავლობაში მთლიანად შემოვიდა 913 000 ადამიანი“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში შემოსულთა რიცხვი კატასტროფული ნამდვილად არ არის და ეს შეფასება გადაჭარბებულია. „2022 წელს 869 000 პიროვნებაა შემოსული. მილიონ ოთხასი კვეთა არის მთლიანად, რადგან ვიცით, ძალიან ბევრია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ვთქვათ, „ტაქსაობს“, ტვირთს ეზიდება, შეიძლება, დღეში სამჯერ ან ხუთჯერ გადმოვიდეს საზღვარზე. ომის დაწყებიდან დღემდე, წლის განმავლობაში მთლიანად შემოვიდა 913 000 ადამიანი და 866 000 უკან გავიდა. ასევე, 2019 წელს შემოსული იყო რუსეთის მილიონ 64 000 მოქალაქე და გავიდა მილიონ 67 000 მოქალაქე. გეთანხმებით, რომ 2020 და 2021 წლებთან შედარებით, წელს გაიზარდა, თუმცა 2018-ში და 2019-ში ბევრად…

მეტი...

„არასრულწლოვნების 93%, რომლებიც ტურისტებს ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეები არ არიან“  – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა  ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად და პრობლემად არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული დაასახელა. როგორც მინისტრმა პარლამენტში აღნიშნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასრულწლოვნების მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე თავდამსხმელი არასრულწლოვნების 93% საქართველოს მოქალაქე არ არის. „არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ნამდვილად პრობლემაა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. არაერთი ფაქტი მოხდა ზაფხულში, საკურორტო სეზონის დროს, ბათუმშიც იყო რამდენიმე ფაქტი უცხოეთის მოქალაქეების საფულეს გატაცება, ასევე, თავდასხმა ბავშვების. არასრულწლოვნები არიან დაახლოებით 7-8 წლიდან 12 წლამდე. 93% ჩვენი მოქალაქე არ არის. ხშირად პრობლემაა საზღვარზეც. ესენი გადმოდიან ე.წ. მწვანე საზღვარზე, არა გამშვები პუნქტით. ხდება მათი დაკავება. თუმცა,…

მეტი...

საგარეო უწყება ასლან ბჟანიას ბელარუსში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის  წარმომადგენლის ასლან ბჟანიას ბელარუსის რესპუბლიკაში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს” – აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

„ამბობენ, რომ უბედურება ხდება, ყველა მარიხუანას იყენებს“ – შს მინისტრი  

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფმა მინისტრმა ქვეყანაში „მარიხუანას“ მოხმარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებიდან საკმაოდ ბევრი შეტყობინება შემოდის. მინისტრს ამ საკითხზე კითხვა „გირჩის“ წარმომადგენელმა – იაგო ხვიჩიამ მიმართა: „მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანს მართვის მოწმობას ართმევენ, ან დიდი რაოდენობით ჯარიმა აქვთ. ხალხი ამ პრობლემას ლეგალური მცენარის მოყვანის გამო აწყდება. პოლიციამ ასეთი პრინციპი რომ გამოიყენოს – „არ მაჩვენო და არ ვნახავ“. მინისტრმა ხვიჩიას ასე უპასუხა: „ამ მიმართულებით გვინდა, თუ არა გვინდა, არის პრობლემა, თუმცა ამას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის კანონი, ასევე ვალდებულებებია გაეროს კონვენციით და ა.შ. მეორეს მხრივ,…

მეტი...

„პოლიციელი რომ მიდის, მან ღიმილით უნდა დააჯარიმოს, ეს მისაღები იქნება ყველასთვის“ – ფრიდონ ინჯია

საქართველოს პარლამენტის წევრმა ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მოადგილეს მიმართა, რომ პოლიციელებმა დამნაშავეები ღიმილით დააჯარიმონ. „როდესაც უცხოელი შემოდის, ის პირველ რიგში უყურებს იმ პოლიციელს, რომელიც ხვდება მას გაღიმებული, როგორ აცვია, როგორ იქცევა. ეს არის სახე  ჩვენი ქვეყნის. ამიტომ, ეს სახე … თქვე  საკმაოდ დადებითი მუხტი გაქვთ და არ გიჭირთ საზოგადოებაში ურთიერთობა. თუნდაც ღიმილი და საუბარი, მადლობა ამისთვის. მე ვისურვებდი, ასეთი ღიმილი, ასეთი ხედვა თქვენ გადასცეთ ყველა თქვენს თანამშრომელს, პოლიციელს. პოლიციელი რომ მიდის, უნდა  ღიმილით დააჯარიმოს,  ის მისაღები იქნება ყველასთვის“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მეტი...

სახელმწიფო ღალატისთვის ბელორუსმა სიკვდილით დასჯა დაამტკიცა

ბელარუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და სიკვდილით დასჯა დააკანონა. ეს ნორმა კი მათ შეეხებათ, ვისაც სახელმწიფო ღალატის ბრალდებას წაუყენებენ. სიკვდილით დასჯა ასევე შეეხებათ „სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირებსა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული სსკ-ის 356-ე მუხლით – „სახელმწიფოს ღალატი.“ კანონპროექტს ხელი ალექსანდრ ლუკაშენკომ უნდა მოაწეროს.  

მეტი...

სააკაშვილის მადლობა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი 20 თებერვალს, მის მხარდამჭერ აქციებს ეხმაურება და მხარდამჭერებს მადლობას იხდის. „დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა, მთელს მსოფლიოში ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

საქართველომ სამართლებრივი დევნა რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველომ რუსეთისა და ბელარუსის არაერთ მოქალაქეზე დაიწყო სს დევნა. „ომის დაწყებიდან, ანუ 2022 წელი მთლიანად რომ ავიღოთ, დანაშაული არის 0,5%. რიცხობრივად არის რუსეთის – 246 მოქალაქე, რომელზეც დევნა დაიწყო, 314 დანაშაულზე. რაც შეეხება ბელარუსს, ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა, 18 საქმესთან მიმართებით. მთლიანობაში კი, 0,5% -ია [დანაშაულის რიცხვი] რაც ქვეყანაში მოხდა. ასე რომ ამ კუთხით, რაიმე საფრთხე, კრიმინალის გაზრდის საფრთხე ქვეყანაში არ გვაქვს“ , – განაცხადა გომელაურმა საქართველოს პარლამენტში.  

მეტი...

„ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს“ – ხატია დეკანოძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ბოიკოტის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.  მისი შეფასებით, ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხი, რაშიც ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა  მიიღოს, სწორედ ანტიდასავლური პროექტის განხილვებია. „ჩემი პოზიცია იყო და ეს პოზიცია დავაფიქსირე შეხვედრაზე, რომ მათ შორის, ამ ყველაზე ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვებს, მათ შორის, საკომიტეტოს და სასესიოს უნდა დაესწროს ფრაქცია. დღეს ფრაქციის სხდომას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა, მაგრამ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას – პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ეტაპზე“ – განაცხადა…

მეტი...

ლუკაშენკოსთვის გაუგებარია, საქართველო მისი აფხაზეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას რატომ განიცდის

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის „ლიდერთან“, ასლან ბჟანიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციებზე ცინიკურად საუბრობს. როგორც ლუკაშენკო აცხადებს,  მისთვის გაუგებარია, რა ანერვიულებს ქართულ მხარეს. „არ მტოვებს აზრი, რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ აფხაზეთის წარმომადგენლებთან ჩვენს შეხვედრებზე“ – აცხადებს ლუკაშენკო. მისი თქმით, ის ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. „არ შეიძლება, იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა ადამიანებს შორის, ხალხებს შორის? შესაძლოა, ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობასა და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს ვგეგმავდით თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას. ვაკვირდები მდგომარეობას, რომელიც საქართველოში…

მეტი...

“თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას” – მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო პოლირიელებს წაახალისებს და ბინას აჩუქებს. როგორც გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა,  სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები. „2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა.  2023 წლიდან კი,  შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების –  10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების.  2022-2023 წლებში, სამინისტროს  თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას…

მეტი...

,,რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინის არმია რუსულ არმიას”- დმიტრო კულება

,,რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინის არმია რუსულ არმიას და უფრო მალე აღდგება მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში“,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და  ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა და პარტნიორები  ყველაზე მასშტაბურ ლოგისტიკურ ოპერაციას ახორციელებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ,,შევთანხმდით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ვუპასუხოთ სამ შეკითხვას – როგორ ვაწარმოოთ ვაჭრობა ყველაზე ეფექტურად, როგორ ვაწარმოოთ და შევისყიდოთ შეიარაღება და აღჭურვილობა, როგორ მივიტანოთ ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე,”- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი

რუსეთი ძალებმა 21 თებერვალს ხერსონი დაბომბეს.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. თავდასხმას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა. ,,რუსეთი მასობრივად ბომბავს ხერსონს. კვლავ უმოწყალოდ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს. დაზიანდა ავტოსადგომი, საცხოვრებელი ფართები, მაღალსართულიანი შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ამ ტერორისტულ თავდასხმებს, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა. მსოფლიოს არ აქვს უფლება ერთი წუთით მაინც დაივიწყოს, რომ რუსეთის სისასტიკესა და აგრესიას საზღვარი არ აქვს. ტერორისტული სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი ყველა მის არაადამიანურ დანაშაულზე ჩვენი ხალხისა და უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა…

მეტი...

,,პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს”- იენს სტოლტენბერგი

,,პუტინს არ სურს მშვიდობა, ის უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადება” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯოზეფ ბორელთან და დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი  თქმით, პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. „ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან. ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო უკანონო ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ფაქტები ყველასთვის ნათელია. არავინ ესხმის თავს რუსეთს. აგრესორი არის რუსეთი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას დაიცვას თავი, რომელიც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში. სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს იმპერიული დაპყრობითი ომი. ეს არის პუტინი, რომელიც აგრძელებს ომის ესკალაციას. მას ეგონა, რომ…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სურამთან – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე –  ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მეტი...

,,NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში  მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წელის მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. „ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის – „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

,,შეწყდება ბოიკოტი და ჩავერთვებით განხილვაში“- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია განიხილავს  „უცხოური გავლენების შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაში ჩაერთონ. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არის ანტიევროპული. „კანონპროექტი, რომელიც ახალი შემოტანილია, მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ა.შ. არის უპირველესად ანტიევროპული კანონპროექტი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ბოიკოტისა, ფიქრობს და აქტიურად განიხილება საკითხი, რომ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მოგვიწევს საპარლამენტო დებატებში ჩართვა, რადგან ეს არის ქვეყნის დასავლური კურსის გადამწყვეტი საკითხი. ეს არის ანტიევროპული კანონპროექტი და ამის მიღების შემთხვევაში, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს აგენტებად ვაცხადებთ. აგენტების კანონთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრობაში“ მიდის მსჯელობა, რომ…

მეტი...

,,გასულ წელს პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია”- ვახტანგ გომელაური

გასულ წელს პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია. ასევე დაკავებულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 62 პირი, დაიხურა 12 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ გასულ წელს 184 კიბერდამნაშავე დააკავეს, ტრეფიკინგის ბრალდებით კი პასუხისგებაშია მიცემული ხუთი პირი, ამასთანავე, ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით შექმნილმა მობილურმა ჯგუფებმა რისკის შემცველი ათეულობით ობიექტი შეამოწმეს. „დაკავებულია და სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 184 კიბერდამნაშავე. ტრეფიკინგის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული ხუთი…

მეტი...

,,ამოიღონ დოკუმენტაცია, რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა” – გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, საქმეში იკვეთება სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობაც. ,,ვთხოვ პროკურატურას, რომ უმოკლეს ვადებში, პირველი ამოიღონ ის დოკუმენტაცია, რომელი დოკუმენტაციითაც დგინდება, რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა. ვინაიდან, საქმე გვაქვს სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობასთან. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მასზედ რომ, მათ აქვთ უფლება, კონტროლი ახორციელონ იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებიც იხარჯება არა მარტო ამ კლინიკაში, არამედ სხვა კლინიკებშიც”, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა.   პროკურატურამ საქმეზე…

მეტი...

,,2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია”- ვახტანგ გომელაური

პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. „გასული წელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. უმთავრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სამთავრობო გეგმის მიხედვით გაწერილი სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია. „2022 წელს პოლიციამ კვლავ გააგრძელა დანაშაულთან…

მეტი...

,,კრემლის კაბინეტებში მიიღება გადაწყვეტილება”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ”მარია ზახაროვას გუშინდელი განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ მარია ზახაროვა იღებს ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას, კრემლის კაბინეტებში მიიღება გადაწყვეტილება.” „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროცედურულად, ხვალ ან ზეგ გადააგზავნიან, კვირის ბოლოს ან ორშაბათს გვეცოდინება, რომელ შემადგენლობას დაეწერება ეს საქმე. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან მეგონა, მოსამართლე იღებდა საქართველოში გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივნის, მარია ზახაროვას გუშინდელი განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ მარია ზახაროვა იღებს ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას,…

მეტი...

კაცი, რომელიც ცაგერში ზვავის ქვეშ მოყოლილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლებთან, ქულბაქთან და ჩქუმთან დამაკავშირებელ გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად კლდის მასის ქვემოთ მოყოლილ ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი წუხელ ჩამოწვა.  

მეტი...

,,ზახაროვამ პირდაპირ თქვა, რისთვისაც არის ეს ადამიანი აქ” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი ზახაროვას ამ გზავნილს “საჩუქრად” და მტკიცებულებად მიიჩნევს. ,,კარგი ის არის, რომ ზახაროვას კომენტარი გაჩნდა, ხომ? გამობრძანდა ქალბატონი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რისთვისაც არის ეს (სააკაშვილი) აქ. ეს პირდაპირ საბუთია გაცემული, რომ რას აკეთებს ეს ადამიანი და  მიზეზი, რატომ არის ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში. წაუკითხავს და მიაჩნია, რომ ეს პირდაპირ საჩუქარია,” – განაცხადა ალასანიამ. „სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს“ – მარია ზახაროვა

მეტი...

,,ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს ამ რთულ დროს”- ლუკაშენკო ბჟანიას

ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის გაუგებარია ოფიციალური თბილისის პოზიცია მისი და ოკუპირებული აფხაზეთის, დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვედრებზე. ლუკაშენკოს უკვირს, რატომ მოჰყვა უარყოფითი შეფასებები მის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის სექტემბრის ბოლოს. „მხოლოდ ერთი აზრი არ მტოვებს: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მკვეთრად ჩვენს შეხვედრებზე. მართლა შეუძლებელია ადამიანებს, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ? იქნებ ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ არასდროს დავგეგმავთ რაიმე ქმედებას თბილისის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ბელარუსის ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრა. ,,ჩვენი ურთიერთობები…

მეტი...

,,თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ, ბირთვული იარაღის გამოსაცდელად”- პუტინი

რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის მტკიცებით, აშშ, ნატოს დახმარებით, ულტიმატუმს უყენებს მოსკოვს, რომ  სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება მიიღონ. პუტინის თქმით,  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ, ბირთვული იარაღის გამოსაცდელად. „ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ზოგიერთი ფიგურა ვაშინგტონში, უკვე ფიქრობს მათი ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ავითარებს ბირთვულ იარაღის ახალ ტიპებს. ამ სიტუაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „როსატომმა“ უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის. რა თქმა…

მეტი...

იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში ჩავიდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მელონი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ანტისარაკეტო კომპლექს – SAMP/T-ს გაზაფხულზე მიიღებს. დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მეტი...

„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია”- პუტინი

„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინი კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციასა და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობას დასავლეთს და უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს. „დასავლური ელიტა არ მალავს თავის მიზნებს, როგორც ამბობენ – რუსეთის სტრატეგიული მარცხი. ეს პირდაპირი ციტატაა. რას ნიშნავს? რა არის ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს ჩვენს ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ ადგილობრივი კონფლიქტის  გლობალურ დაპირისპირებაში გადაქცევას. ჩვენ ზუსტად ასე გვესმის. ჩვენ მასზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის არსებობაზე, თუმცა შეუძლებელია, მათ არ იცოდნენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე…

მეტი...

,,ამ დონეზე მისვლა უხერხულია”- ლუკაშენკო სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებაზე

,,ამ დონეზე მისვლა უხერხულია,” – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადა. ლუკაშენკომ აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და დე ფაქტო საგარეო მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა. ,,ვადევნებ სიტუაციას საქართველოში, მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში და არც ისე კარგად გამოიყურება ეს ყოველივე, იქიდან გამომდინარე რომ ის ხომ მაინც პრეზიდენტი იყო. ამ დონეზე მისვლა უხერხულია”,- განცხადა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა.  

მეტი...

,,რატომ იღებს დღემდე აშშ რუსეთიდან ძალიან დიდი ოდენობით სასუქებს? – საკუთარი მოსახლეობის ინტერესები აწუხებს”- კობახიძე

,,ევროკავშირის ქვეყნები მთლიანობაში დღეში ერთ მილიარდზე მეტს უხდიდნენ რუსეთს მარტო ნავთობპროდუქტებში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსულ ნავთობპროდუქტებზე საქართველოს დამოკიდებულების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ”ერთი მხრივ, მხარს უჭერდნენ უკრაინას და მეორე მხრივ, აფინანსებდნენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ”. „ყველა სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ყველამ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნები მთლიანობაში დღეში ერთ მილიარდზე მეტს უხდიდნენ რუსეთს მარტო ნავთობპროდუქტებში, ერთი მხრივ, მხარს უჭერდნენ უკრაინას და მეორე მხრივ, აფინანსებდნენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა, ისევე როგორც ნებისმიერ…

მეტი...

,,პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებს და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ეკისრება”- პუტინი

,,უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტებს და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს“, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება. „ერთი წლის წინ ჩვენს ისტორიულ მიწებზე ხალხის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარე საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და თანმიმდევრულად გადავჭრით ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას და ატანას, რომ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომლის წინაშეც გვაქვს ფიცი დადებული, აბრალებდნენ ყველაფერს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტსა და უკრაინის რადას შორის ურთიერთობა არის ყველაზე თბილი და მეგობრული. „პოზიცია არის შემდეგი – ჩემს უკან დგას საქართველოს დროშა, ჩემს უკან არის საქართველოს გერბი, თქვენ როგორც ამ პარლამენტის წევრს, ფიცი გაქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე, თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ერთადერთი ქვეყნის, საქართველოს წინაშე. როდესაც თქვენს ქვეყანას აბრალებენ, მიდის დეზინფორმაციული ტალღა, დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, მწამებელს…

მეტი...

,,ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციული ნაკადები”- ბექა ოდიშარია

სახელმწიფო გადატრიალებამ ქვეყანაში, არსებულმა განუკითხაობამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა საქართველოდან მიგრაციის დიდი ტალღა წარმოქმნა 90-იან წლებში. ეს მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციული ნაკადები, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „2018-2021 წლებში საქართველოს მიგრაციულმა სალდომ 29 000-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი 37 000-ს უტოლდება. ასეთ საკითხებზე ისაუბრა თავის ფეისბუქპოსტში ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რასაც გაუთვითცნობიერებელი ხალხისგან, მავნებლებისგან დაუსაბუთებელი კრიტიკა მოჰყვა“, – განაცხადა ოდიშარიამ. მისი თქმით, ევროპული…

მეტი...