„ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია“ – ღარიბაშვილი

“ჩვენს საპატრიარქოს და ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, რადგან ისინი ჭეშმარიტებას იცავენ. იცავენ სიმართლეს. ეკლესია, საპატრიარქო საზოგადოებას ყოველთვის სწორი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოს წერილთან დაკავშირებით.

როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია.

„ჩვენი საზოგადოების 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია. რა თქმა უნდა, ყველა სარწმუნოებას პატივს ვცემთ. მრავალ რელიგიური, მრავალეთნიკური საზოგადოება ვართ. მაგრამ ჩვენი წამყვანი სარწმუნოება, რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, რამაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა.  ჩვენს საპატრიარქოს და ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, რადგან ისინი ჭეშმარიტებას იცავენ. იცავენ სიმართლეს. ეკლესია, საპატრიარქო საზოგადოებას ყოველთვის სწორი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს“ – განმარტავს ღარიბაშვილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,  საპატრიარქოს განცხადება  მორიგი სიმართლის განცხადება იყო.

„მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარს და პათოსს ვიზიარებ. საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია, მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ის პატარა განსაცდელი, რომელიც ახლა არის ქვეყანაში და საერთოდ, რეგიონში და მსოფლიოში. ძალიან რთული ვითარებაა, მეგობრებო, არ შეიძლება ამის ლოკალიზება, ამის დაყვანა რაღაც ვიწროპარტიულ გაუგებრობაზე. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაღაც დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენა-არ გადარჩენაზე“ – აღნიშნა მან.

ეკლესიის დისკრედიტაცია და ლგბტ თემის ცხოვრების პროპაგანდა – საპატრიარქოს განცხადება

მსგავსი თემები