„… რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ღმერთმა დაიფაროს და ქვეყანაში რამე რომ შეცვლილიყო, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა“ –  ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროესებთან დაკავშირებით გააკეთა.

როგოც ღარიბაშვილი განმარტავს, რუსული ჯარის შემოსვლას ავცდით.

„2-3 წლის წინ წარმატებისთვის რომ მიეღწიათ და გადატრიალება მოეხდინათ, ქვეყანა აღარ იქნებოდა. რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული. ომი და უბედურება იქნებოდა, გავრცელდებოდა მთელ ტერიტორიაზე. რა იყო სააკაშვილის შემოსვლის მიზანი – რევოლუცია და ომის გადმოტანა, მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში. ეს საზოგადოებამ კარგად იცის, კარგად იცის საპატრიარქომ, ეკლესიამ. რადგან ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია. ამიტომ, საჭიროა სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მსგავსი თემები