,,სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროსა და „ვივამედს“- მარიამ ჯიშკარიანი

,,ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება,”- ასე ეხმიანება  ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი  „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“.

„კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ჩხაიძის დღევანდელი განცხადება არის თავდასხმა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ ცენტრმა „ემპათიამ“ გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორების: „გემრიელი საკვების არმიტანა“, „თვითდაზიანების რეჟიმში – დიეტური კვება“, „ათთვიანი ფსიქოგენური სიცხე“ და „კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის გარეშე“, „ინტოკსიკაციის გამორიცხვის შესახებ“, ბრალდებები, რომ პაციენტი არ ემორჩილება და ა.შ. ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს და ცდილობენ, ცენტრ „ემპათიის“ დისკრედიტაციას. ჩხაიძის განცხადებები არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი-პაციენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“. ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება. შევახსენებთ ჩხაიძეს და მთლიანად კლინიკა „ვივამედს“, ექიმის ფიცის ქვაკუთხედია: „არ ავნო“, – წერს მარიამ ჯიშკარიანი „ფეისბუქზე“.

,,ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოსძახონ”- ზურაბ ჩხაიძე

მსგავსი თემები