,,მთავარი კითხვა არის ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას?”- ელენე ხოშტარია

,,მთავარი კითხვა არის, თუ რას ვშვრებით ჩვენ – ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას? – ასე ეხმიანება„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარს

ხოშტარიას თქმით, ქართული საზოგადოების პასუხი არის  „არა“ და ეს ”არა” 24 თებერვალს რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს უნდა უთხრას საზოგადოებამ.

„ჩვენ მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ძალიან თბილი მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენს ოკუპაციაზე, არა ჩვენს უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე, რასაც ჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე რაღაცა საკუთარი კონკრეტული ინტერესების შესახებ. ასე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან რუსულ პოლიტიკას ატარებს.

მთავარი კითხვა არის, თუ რას ვშვრებით ჩვენ – ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას? – რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის „არა“ და 24 თებერვალი, განმსაზღვრელი საერთოდ დასავლეთ ცივილიზებული სამყაროსი არის ის დღე, როდესაც ეს „არა“ ჩვენ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ, უნდა უთხრას რუსეთს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები