მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლოების უმეტესობისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მაცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

კითხვაზე, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ სწორი, 26% არ იცვლება, 31%  – არასწორი.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

მსგავსი თემები