„ის ადამიანი არ არის“ – ზელენსკი პუტინთან შეხვედრას არ აპირებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის წლისთავზე გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს, რადგან ამას აზრი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ შესთავაზა შუამავლობა. მოლაპარაკების ადგილად კი თურქეთი. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დრეს, საერთაშორისო მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აღნიშნულ შეთავაზებას ძალა დაკარგული აქვს. „პრეზიდენტმა ერდოღანმა იცის ჩემი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თემაზე ომის დაწყებამდეც ვისაუბრეთ. მე მას ვუთხარი, დასვით პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ შეიძლება სრულმასშტაბიანი ომის რისკის დაშვება. მაშინ მან ეს ვერ შეძლო, ახლა კი ფიქრობს, რომ შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა, ჩვენ…

მეტი...

გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

ეროვნულ მუზეუმში, გელათის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა შედგა.  შეხვედრაში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი,  საპატრიარქოს წარმომადგენლები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ. გადაწყდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს. რაც შეეხება დაფინანსება, ეს კულტურის სამინისტროს ევალება. „შევთანხმდით, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა,…

მეტი...

„ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ“ – სააკაშვილის მიმართვა

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართვა. მესამე პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი წალენჯიხის მერმა – გიორგი ხარჩილავამ წაიკითხა. „საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო – უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა. მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის…

მეტი...

„გამოხვალთ ბევრნი – 3 დღეში დასრულდებიან; გამოხვალთ ცოტანი – ერთ კვირაში“ – აკია ბარბაქაძე

„ესენი დასრულდებიან თავისით. გამოხვალთ ამდენი? – სამ დღეში დასრულდებიან; გამოხვალთ ნაკლები – ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან” – ასე მიმართა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ. როგორც ბარბაქაძემ აღნიშნა, ორშაბათიდან პერმანენტული აქციები დაიწყება, რომელიც მიმართული იქნება „ამათ“ დასასრულებლად. „ორშაბათიდან, 27 თებერვლიდან ქვეყანაში პერმანენტული აქციები იწყება. ყველანი გავერთიანდებით, საბჭოში შემოვა ყველა აქ მყოფი პარტია. „ნაციონალური მოძრაობა”, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი. ყველა პარტიას დაველაპარაკებით ძალა ერთობაშია. მონობა უნდა დასრულდეს. ორშაბათს არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო. უნდა გამოხვიდეთ, დადგეთ და მოითხოვოთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთვის,…

მეტი...

„ნამდვილად მინდა, გამარჯვებას წელს მივაღწიოთ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დარწმუნებულია გამარჯვებაში და დიდი სურვილი აქვს, რომ ეს გამარჯვება წელს დადგეს. „ნამდვილად მინდა, გამარჯვებას  წელს მივაღწიოთ. თუ ყველა ჩვენგანი – პარტნიორებიც და ჩვენც ქვეყნის შიგნით, ერთ მუშტად შეკრული დავრჩებით, თუ პარტნიორები იქნებიან ერთიანები და შეასრულებენ ყველა დაპირებას,  მჯერა, რომ გამარჯვება დადგება. ძალიან მინდა, ეს წელს მოხდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს, გვაქვს მოტივაცია, თავდაჯერებულობა, გვყავს მეგობრები, დიპლომატია. ვერც ერთი ქვეყანა გაუძლებდა დამოუკიდებლად ასეთ ომს. შესაძლოა, აშშ შეძლებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათ არ აქვთ საზღვარი რუსეთთან. უკრაინა ამ ომის…

მეტი...

„თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი… უნდა დავასრულოთ“ – აკია ბარბაქაძე აქციის მონაწილეებს

სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს, ხალხს მოუწოდა შექმნან მოძრობა  მთავრობის დასასრულებლად. „უნდა დავასრულოთ ეს კოლაბორაციონიზმი დღეს, აქ,  ამ მოედანზე, სადაც წყდება ყოველთვის ჩვენი ბედი.  დღეს დასრულდა აქ „ოცნების“ მანდატი. მანდატი არის აქ, თქვენში. ძალაუფლების წყარო არის ხალხი, კონსტიტუცია ამას გვეუბნება, თქვენშია ეს ძალაუფლება. გინდათ ხალხო აიღოთ ძალაუფლება ხელში?  აქ არის, აწიეთ ხელი, ვის გინდათ ძალაუფლება? აი ეს არის ნამდვილი მანდატი. აე, ეს არის ნამდვილი ძალაუფლება, თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი. ჩვენ ყველანი, პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები.  რა გინდათ თქვით. გინდათ რეალური თავისუფლევა და გამარჯვება? აქ…

მეტი...

აშშ-მა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, სანქციებში დამატებით 60-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი მოექცა. ამერიკის „შავ სიაში“ მოექცნენ კრემლის წარმომადგენლები,  მთავრობის წევრები, გუბერნატორები და მაღალჩინოსნები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის რეჟიმთან და უკრაინული მარცვლეულის მოპარვასთან. „შავ სიაში“ მოექცა ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი; კულტურის და სპორტის მინისტრები; ენერგეტიკის მინისტრი’ საგანგებო სიტუაციების მინისტრი; ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრი; ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა;  მთავრობის სხვა წევრები;  რუსი ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა. სანქციებში მოექცა ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ოთხ პირი და 22 კომპანია, რომლებიც…

მეტი...

თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

რუსეთის  მიერ უკრაინაში დაწყებული  ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს,  უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას.

მეტი...

თბილისში, აქციის მონაწილეებს უკრაინიდან კიევის მერმა – ვიტალი კლიჩკომ მიმართა

„დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება ჩქვენს გმირებს“ – ამ სიტყვებით დაასრულა უკრაინის მერმა თბილისში, სოლიდარობის აქციის მონაწილეებისთვის მიმართვა. როგორც უკრაინის მერმა აღნიშნა, საქართველო და უკრაინა გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. „ძვირფასო ქართველებო, მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის. თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს მას, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნებს ოკუპაციას. ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვემ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვემს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. პატივს ვცემთ 36 ქართველი…

მეტი...

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – სოლიდრობის აქცია თბილისში

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უკრაინის სოლიდარობის აქცია დაიწყო. აქციის ერთ-ერთი წამყვანი უკრაინის მოქალქეა, რომელიც შეკრებილებს და უკრაინის მოქალაქეებს უკრაინულად მიმართავს. აქციის მონაწილეები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უკრაინის მოქალაქეებიც არიან. პარამენტის შენობის წინ ფრიალებს საქართველოს, ევროავშირისა და უკრაინის დროშები. მთელ პერიმეტრზე გაფენილია საქართველოსა და უკრაინის უზარმაზარი დროშები. „უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გავიდა ღირსების 365 დღე“ – აღნიშნა უკრაინის მოქალაქემ, რომელიც აქციას უძღვება. აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა. აქციაზე მიხეილ სააკაშილის პლაკატიც გამოჩნდა. ამ წუტებში კი საქერთველოს ჰიმნი ისმის, რის შემდეგაც უკრაინის ეროვნული ჰიმნი გაჟღერდება.…

მეტი...

აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიემართებიან

უკრაინის სოლიდარობისთვის  რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან. საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით „აღჭურვილი“ აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართუებით სხვადასხვა ლოკაციიდან მიემიართებიან.  ისმის უკრაინის ჰიმნიც.  აქციის შემადგენლობაში უკრაინის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც უკრაინულად მრერიან.  

მეტი...

„უკრაინის უძლეველობის წლისთავი“ – რუსლან სტეფანჩუკი

„დღეს უკრაინის უძლეველობის წლისთავია. ზოგადად, თებერვლის თვე ყველაზე მოკლეა, თუმცა ისე მოხდა, რომ უკრაინელებისთვის 2022 წლის თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი თვეა. თუმცა, ჩვენ გავუძელით“ – განაცხადა უკრაინის რადას თავჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით. როგორც რადას თავმჯდომარემ აღნიშნა, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. „უმაღლესმა რადამ გამართა სხდომა.  ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის, პრეზიდენტების მიმართვებს მთელი მსოფლიოდან. ვიღებთ მხარდაჭერის დაპირებებს, რათა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს. დღეს პარლამენტი არის ერთიანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერაში, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ჩვენ ერთიანი ვართ და ერთად მივდივართ გამარჯვებამდე. მადლობას…

მეტი...

“რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს, ვერასდროს” – პრეზიდენტი ბაიდენი   

უკრაინაში რუსული ომის წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს. “დიქტატორი, რომელიც მიისწრაფვის იმპერიის აღდგენისკენ, ვერსადროს წაშლის თავისუფლების მიმართ ხალხის სიყვარულს. სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას. რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, ვერასდროს… დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე  უკრაინელმა მებრძოლებმა თავიანთი მიწა დაიბრუნეს. შარშან, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, – წერს პრეზიდენტი ბაიდენი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

შალვა პაპუაშვილი რადას თავმჯდომარეს წერილს უგზავნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის რადას სპიკერს რუსლან სტეფანჩუკს წერილს წერს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მალე დადგება უკრაინის გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. „ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი. აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს. ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ…

მეტი...

„საქართველოს გადასაწყვეტია, სურთ წინსვლა თუ იქ გაჩერება, სადაც ხართ“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს როგორც ელჩი აცხადებს, საქართველოს გადასაწყვეტია, სურს წინსვლა თუ გაჩერება. „საქართველომ  მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით დასრულებულია.  ჩვენ ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას,  საქართველო  გზაჯვარედინზეა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწყვეტილება ქართველებზეა – სურთ წინსვლა თუ იქ გაჩერება, სადაც არიან, თუ უკან სვლა სურთ. ჩვენ ღია ვართ. ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ დაადასტუროს მზაობა ევროკავშირის წევრობაზე. გაქვთ დრო შეცვალოთ რაღაცეები, რადგან ევროკავშირი ღიაა…

მეტი...

„ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და ყველა ჯერზე იმეორებს, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც. ელჩის თქმით, ამ ომმა მსოფლიო რუსეთის დაგმობის კუთხით გააერთიანა და საქართველოც ამ ერთობის ნაწილია. „ჩვენ კიდევ ერთი რეზოლუცია მივიღეთ, სადაც ვგმობთ და იზოლაციაში ვაქცევთ რუსეთს. მოხარული ვარ, ამ რეზოლუციის ერთ-ერთი კონტრიბუტორი საქართველოც იყო. საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებული და მონდომებულია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. ყველა ქვეყანას საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს ისე, როგორც შეუძლია. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ომი რაც…

მეტი...

ომის წლისთავზე პოლონეთმა უკრაინას „ლეოპარდი“ გადასცა

პოლონეთმა შეასრულა დაპირება, რომელიც მან უკრაინას სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მისცა. პოლონეთის მიერ გაგზავნილი „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია. როგორც პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი აცხადებს, საუბარია ოთხ ერთეულ ტანკზე. „უკრაინას პოლონეთიდან პირველი „ლეოპარდევი“ გადაეცა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვანია  უსაფრთხოებისთვის უკრაინასა და ევროპაში. მე აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ცოდნით, რომ ასეთ ბარბაროსულ აგრესიას ძალით უნდა გაეცეს პასუხი. დღეს, როგორც პირველი ევროპული ქვეყანა, სიმბოლურად გადმოგცემთ, ვოლოდიმირ,  ოთხ პოლონურ „ლეოპარდ 2“-ის ტანკებს”, – განაცხადა მორავეცკიმ.

მეტი...

უკრაინა საქართველოს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოწყალება გამოიჩინოს

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ თხოვნას აჟღერებს და მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. ის საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ამ საკითხში მოწყალება გამოიჩინოს. „მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი განსახილველია არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილში. უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს ის სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. ეს საჭიროა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ არ ვაფასებთ სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა“ – აღნიშნა კასიანოვმა მედიასთან.

მეტი...

,,6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა, პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას”- სულეიმან სოილუ

,,6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. ,,6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც სწორედ ამ თანადგომის გამოხატვა იყო. იგი პირადად ესტუმრა თურქეთს და პირადად გამოგვიცხადა სამძიმარი. ეს არის ის ამაღელვებელი ჟესტი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად მოტივაციის მომცემი იყო და ჩვენ თქვენმა თანადგომამ ნამდვილად გაგვაძლიერა,”- განაცხადა სოილუმ. მისივე თქმით, ქართული სამაშველო ჯგუფი პირველივე დღეებიდან არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში. თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა.„პირველივე დღეებიდანვე ქართული სამაშველო ჯგუფი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში და მსურს,…

მეტი...

,,ვგმობთ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას”- ანდრეი კასიანოვი

,,ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე,” – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება არ გაკვირვებია. „სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და…

მეტი...

,,პრესკონფერენციაზე გაჟღერდა პაციენტის პერსონალური მონაცემები ისე, რომ არ იყო შეთანხმებული პაციენტ სააკაშვილთან”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. მისი თქმით,  კლინიკა “ვივამედის” ექიმების პრესკონფერენციაზე, გაჟღერდა პაციენტის პერსონალური მონაცემები ისე, რომ ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული თავად სააკაშვილთან. ,,პრესკონფერენციაზე გაჟღერდა პაციენტის პერსონალური მონაცემები ისე, რომ ეს ყველაფერი არ იყო შეთანხმებული პაციენტ სააკაშვილთან, რითაც დარღვეულ იქნა უხეშად კანონი, პაციენტის უფლებები და ამასთან დაკავშირებით, შეტანილ იქნა (საჩივარი) პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან და ჯანდაცვის სამინისტროში, მარეგულირებელ ორგანოში. ჩაატარონ მოკვლევა და გაარკვიონ, რა ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

მეტი...

,,რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, კიშინიოვი, ჩვენი ძმები ლატვიაში, საქართველოში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უნდა დაივიწყოს საკუთარი მიზნები კიევის, ვილნიუსის, ლატვიის, საქართველოსა და ყველა იმ სხვა ქვეყნის შესახებ, რომელსაც ემუქრება. მისივე თქმით, რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. ,,რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას.  

მეტი...

,,სამხედრო დანაკარგების ზრდასთან ერთად იზრდება კრემლის სასოწარკვეთილება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,ბოლო დღეებში მოსკოვიდან მოსმენილი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სამხედრო დანაკარგების ზრდასთან ერთად იზრდება კრემლის სასოწარკვეთილება,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა კვლავ საფრთხის ქვეშაა და ამიტომ ახლა დახმარების გაზრდის დროა. ,,ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან, მაგრამ პუტინი გაჩერებას არ აპირებს. ის ფსონს ზრდის და ასიათასობით რუსს აგზავნის როგორც საზარბაზნე ხორცს. ბოლო დღეებში მოსკოვიდან მოსმენილი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სამხედრო დანაკარგების ზრდასთან ერთად იზრდება კრემლის სასოწარკვეთილება, ილუზიები და დეზინფორმაცია. ეს კი აჩვენებს, რამდენად ძლიერი ზეწოლის ქვეშაა პუტინის რეჟიმი. თუმცა, ეს ასევე აჩვენებს, რომ უკრაინა კვლავ საფრთხის ქვეშაა…

მეტი...

,,დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით“- გიული ალასანია

,,დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით“- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი კვლავ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. „რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, უკვე ხუთი თვეა ადამიანს მუდმივად სიცხე აქვს. მაგალითად, გუშინ საღამოს 38,3 ტემპერატურა ჰქონდა და დღეს ოდნავ დაეწია, გამუდმებით სიცხე აქვს. ჯერ როგორ უნდა ჭამოს, როცა ადამიანი მოწამლულია. ე.ი. ყველაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ ადამიანი მოწამლულია. აი, ეს არის მიზეზი რატომაც ვერ ჭამს. თქვენ “დაგუგლეთ” და ნახეთ, სიცხე რისი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ არ ნახავთ იქ მოწამვლას“, –…

მეტი...

,,თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრული ურთიერთობისა”- კალაძე წულუკიანზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თეა წულუკიანის უწყების მხრიდან სპორტის ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და წულუკიანთან კალაძის დაპირისპირებას ეხებოდა. თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას თეა წულუკიანთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კი ინფორმირებული არ არის. „დავიწყოთ იქიდან, რომ თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრული ურთიერთობისა. რაც შეეხება იმას, რომ სპორტულ ფედერაციებს შეწყვეტილი აქვთ დაფინანსება, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოება რომელიღაც ფედერაციასთან. რასაც მეკითხებით, არ არის სწორი ინფორმაცია და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ავრცელებთ სიცრუეს. მე თუმეკითხებით, მე გცემთ…

მეტი...

,,ყველაზე დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა”- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება. მისი თქმით, ყველაზე დიდი რისკი ამ ომში პუტინის გამარჯვებაა. ,,პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის კვლავ ემზადება ომისთვის. მას სურს, ისეთი სამყარო, სადაც შეძლებს მეზობლებს თავისი პირობები უკარნახოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა მან ამ ომში გაიმარჯვოს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეიცავს ესკალაციის რისკს. მაგრამ, რისკისგან სრულიად თავისუფალი ვარიანტები არ არსებობს, ყველაზე დიდი რისკი კი არის ის, რომ პუტინი გაიმარჯვებს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან”- კელი დეგნანი

,,ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან,”- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დგას დასავლეთის გვერდით და უკრაინის გვერდით და ეს ძალიან დასაფასებელია. ,,ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ გაცხადებულ ნებას, რომ ქვეყანამ იმოძრაოს ევროპის მიმართულებით. ხალხს უნდა ევროპა, უნდა ეკონომიკა, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე. საქართველოს სჭირდება კარგი მეგობრები და ჩვენ სწორედ ასეთები ვართ, ამიტომ იმ ხალხმა, ვინც ცდილობს, რომ დააზიანოს ეს…

მეტი...

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა პროექტის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტის პარტნიორია ფრიდრიხ ებერტის ფონდი. ღონისძიება გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა, ია თიკანაძემ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ. პროექტის – „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საჭიროებათა კვლევა – რეგულირების კუთხით ინფორმირებულობის…

მეტი...

„ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი, ეს არის რუსული კანონი – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი. მისი თქმით, ეს არის რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას,  სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულებების შემცირებას. „ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი. ამერიკული კანონი მიმართულია ლობიზმსა და ფირმებზე, რომლებიც დაქირავებული არიან უცხოური ქვეყნების მხრიდან, რათა ამ უცხოური ქვეყნების პოლიტიკური ინტერესი წარმოადგინონ. ეს კანონპროექტი არ ეხება ამას. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მიზნად ისახავს სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულებების შემცირებას. ეს კანონი შეაჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან სხვებს…

მეტი...

,,ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ”- ღარიბაშვილი

,,მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში,  ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით ჩვენი ქვეყნის სახელით, წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ თავიდან აიცილა მეორე ფრონტი და პროვოკაციები. „ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების…

მეტი...

,,საერთოდ არ არის საინტერესო დღევანდელ მოცემულობაში გიორგი გახარია რას იტყვის”- კახა კალაძე

საერთოდ არ არის საინტერესო დღევანდელ მოცემულობაში გიორგი გახარია რას იტყვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი. „რაც ოპოზიციაში გადავიდა, არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არის პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც მოდის ხალხის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ. ჟურნალისტის შეკითხვა, იყო თუ არა გახარია ქვეყნის ხერხემალი, დედაქალაქის მერმა დააზუსტა – „ხერხემალი ჩვენ ერთი გვყავდა. იცით, ვინ იყო ხერხემალი? ხომ იცით,…

მეტი...

,,ჩვენი ხელისუფლების გონივრული, ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეს ომი, მეორე ფრონტი, პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც  სტაბილურობისა და განვითარების წინაპირობაა. „აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება იყო და არის რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მათი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული ქმედება. მათი ამოცანა და მათი ქმედება საუბედუროდ არ ყოფილა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების გატარება, მაგრამ ვხედავთ, რომ ქართველი…

მეტი...

,,ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში,  ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა. „ჩვენ ვთანხმდებით რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას, უკრაინაში, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ დავუშვათ ომების გაგრძელება, ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი.…

მეტი...

დიღმის მასივში მანქანა იწვის

დიღმის მასივში მანქანა იწვის. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამ წუთებში, უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი და არიან თუ არა დაშავებულები შემთხვევის შედეგად.

მეტი...

,,უკრაინელო მებრძოლო, უკრაინელო გმირო შენზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა უკრაინა”- ზელენსკი

,,უკრაინელო მებრძოლო, უკრაინელო გმირო შენზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა უკრაინა. თქვენზე დამოკიდებული მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ  24 თებერვალს, დილით სოფიას მოედანზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე უკრაინელი დამცველები ეროვნული ჯილდოებით, კერძოდ უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა. ,,დიდება უკრაინას – ეს სიტყვები მთელი ერის სიტყვა და მიმართვა გახდა. ათასობით წელი ამ სიტყვებს ვიმეორებთ. ამ სიტყვებით ვიხსენებთ წინაპრებს, იმ ადამიანებს რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის ჩვენ თავისუფალ კიევში, თავისუფალ უკრაინაში ყვითელ და ლურჯ დროშას ეფრიალა. ამ სიტყვებით ვიხსენებთ ყველას ვინც დღეს იბრძვის, ყველას ვინც უკრაინის გამო მეომარი გახდა და…

მეტი...

,,მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად”- კახა კალაძე

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინელ ხალხს ტერიტორიულ ერთიანობას და მშვიდობას უსურვებს. როგორც მან მედიასთან საუბრისას განმარტა, საქართველომ ყველა პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა არაერთხელ გააჟღერა. „დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს, რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ვუსურვებ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული“, – განაცხადა…

მეტი...