ერდოღანმა ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა. ,,ჩვენ ვუყურებთ მათ, ვინც ისრაელს უპირობოდ უჭერს მხარს. ვინც დღეს თვალს ხუჭავს ხოცვა-ჟლეტაზე, ხვალ ინანებს. დასავლეთის ქვეყნებმა ღაზაზე გამოცდა ვერ ჩააბარეს. მათ დაკარგეს სანდოობა. გაჩნდა ფაშისტური აზროვნება, ვინც ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიას. მათ თვალები დახუჭეს ქალებისა და ჩვილების მკვლელობებზე”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

ალაბამას შტატში სიკვდილით დასჯის ექსპერიმენტულ მეთოდს პირველად გამოიყენებენ

ალაბამას შტატში სიკვდილით დასჯის ექსპერიმენტულ მეთოდს პირველად გამოიყენებენ. 25 იანვარს, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ კენეთ სმიტის სასჯელის აღსრულება, აზოტის გაზის გამოყენებით იგეგმება. სიკვდილით დასჯის ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენების წინააღმდეგ, მსჯავრდადებულის ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. სასიკვდილო განაჩენის ახალი მეთოდით აღსრულების ფორმას, გაეროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება ადამიანის წამებას უტოლდება.

მეტი...

მეფე ჩარლზს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

მეფე ჩარლზს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში მომავალ კვირას მოათავსებენ. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მეფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ის გაივლის მაკორექტირებელ მკურნალობას. ასევე, მისი საჯარო გამოსვლები გარკვეული დროით გადაიდება, სანამ ჯანმრთელობა სრულად არ აღდგება. კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია, არ არის მითითებული. ცნობილია, რომ წინა დღეს ჩარლზ III შოტლანდიაში უცხოელ მაღალჩინოსნებსა და კაბინეტის წევრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრები სამედიცინო მიზეზების გამო გაუქმდა.  

მეტი...

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს ამზადებს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავამდე უნდა დამტკიცდეს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საუბარი იყოს სანქციების სიებში დამატებაზე, ვაჭრობის დამატებით შეზღუდვებსა და არსებული სანქციების გვერდის ავლით ბრძოლის ახალ ზომებზე. გარდა ამისა, გრძელდება დისკუსიები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი ფონდის შექმნის გეგმებზე, რათა ხელი შეეწყოს დახმარების დაფინანსებას.

მეტი...

გერმანიის მოქალაქეობის მიღება მარტივდება – ბუნდესტაგმა ახალი კანონი დაამტკიცა

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში 8-ის ნაცვლად, 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, გერმანულის კარგი ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი კვალიფიკაცია. მთავრობის ინიციატივით, მოქალაქეობის მიღება უფრო რთული უნდა გახდეს ისეთი პირებისთვის, ვინც არ უჭერს მხარს გერმანიის თავისუფალ, დემოკრატიული წესრიგს. ცვლილებებს ეწინააღმდეგება კონსერვატიული ოპოზიცია, რომელიც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას ითხოვს. პარალელურად კი, გერმანია უცხოელი არალეგალებისთვის დეპორტაციის ზომებს ამკაცრებს.

მეტი...

რუსებმა დნიპროს რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დამბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა დნიპროს რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ,,რუსებმა ხერსონის დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს. 50 წლის ქალი საკუთარ ბინაში დაბომბვას ემსხვერპლა. ნამსხვრევებით დაზიანებები მიიღო 16 წლის ბიჭმაც”, – ნათქვამია ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეტი...

ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი

ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. ინფორმაციას “ბორჯომი ტვ” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა, დღის მეორე ნახევარში, სრიალის დროს მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა

2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით “თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებს.” მსოფლიოს ქვეყნებიდან დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი. მათივე მონაცემებით, დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65%-ზე მეტს ედავებიან “ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს”, “ყალბი ცნობების გავრცელებსა” და “ტერორიზმს”.

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.…

მეტი...

,,სააკაშვილს ვურჩევდი, მეტი გაბედოს, თავისი თამაში გაბედოს”- იაგო ხვიჩია

,,სააკაშვილს ვურჩევდი, მეტი გაბედოს, თავისი თამაში გაბედოს და ყველა რჩევა დაივიწყოს, რასაც მას თანაგუნდელები აძლევენ,”-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა ჯერ უნდა თქვას, რა შეცდომები დაუშვა და სამართლიანი სასამართლო როგორ წარმოუდგენია. „სააკაშვილი ამბობს, რომ მას შეცდომა ჯერ არ დაუშვია და ყველაფერს სწორად აკეთებდა – ხალხო, თქვენ ხართ ზარმაცი და უსაქმურები, რომ პატიმრობიდან არ გამოგყავართო. ამით ხალხი არ გამოდის. სააკაშვილმა ჯერ უნდა თქვას, რა შეცდომები დაუშვა და სამართლიანი სასამართლო როგორ წარმოუდგენია. მგონი, თავის მოკატუნებას უნდა მორჩეს, თითქოს სასამართლოში შეცდომა არ დაუშვია, ყველაფერი რიგზე იყო და ხალხმა…

მეტი...

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით – გერმანიის ფინანსთა მინისტრი

ევროპა ზედმეტად ბევრს საუბრობს დონალდ ტრამპზე იმის ნაცვლად, რომ მოემზადოს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი შესაძლო მეორე ვადისთვის, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა  განაცხადა. მისი თქმით, შეშფოთებულია  იმით, რომ ევროკავშირში ზოგიერთი პოლიტიკოსი მიდრეკილია მიბაძოს აშშ-ს, თითქმის ყველაფრის სუბსიდირებაში. „მე ვფიქრობ, რომ ევროპაში ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ დონალდ ტრამპზე და ჩვენ უნდა მოვემზადოთ დონალდ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით. ჩვენი საშინაო სამუშაოს შესრულება არის საუკეთესო მომზადება დონალდ ტრამპის შესაძლო მეორე ვადისთვის. ეს მოიცავს ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს. ეკონომიკურ, ნატო-ს ფარგლებში ტვირთის თანაბარი განაწილების თვალსაზრისით მიმზიდველ თანასწორ პარტნიორად ყოფნა არის…

მეტი...

,,განვიხილეთ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება”- ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს,, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას, უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, დეტალები და პერსპექტივები განიხილეს. “განვიხილეთ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, დეტალები და პერსპექტივები. შესაბამისად, განვიხილეთ, თუ რა უნდა შევიდეს თავდაცვის ახალ პაკეტში, რომელსაც ამჟამად საფრანგეთი ამზადებს. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური სანქციების საკითხზე. ყველა ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ჩვენმა პარტნიორებმა უფრო აქტიურად უპასუხონ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევას. საკითხი მოიცავს იმას, თუ როგორ აწარმოებს ტერორისტული სახელმწიფო იარაღის, მათ შორის რაკეტებს. რუსეთის მიერ სანქციების გვერდის…

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – დაშავდა ერთი ადამიანი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა. დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ,,57 წლის ადგილობრივი საცხოვრებელ კორპუსში პირდაპირი დარტყმის შედეგად დაშავდა. მას ჭრილობა მკლავისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინი ერთხელაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებსაც დაესხას თავს”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის,  ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა, რამდენიმე წელში დაესხას თავს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს შესაძლოა, ხუთი-რვა წლის შემდეგ მოხდეს“, – აცხადებს  პისტორიუსი.

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფის შესახებ. განკარგულება ვრცელდება რუსეთის ყოფილი იმპერიისა და საბჭოთაკავშირის ქონებაზე. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, საზღვარგარეთ ქონების მართვის სახელმწიფო კომპანია მიიღებს ფინანსურ უზრუნველყოფას ხარჯებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის უძრავი ქონების მოძიებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით. უძრავი ქონების ძიების გარდა, კომპანიას დაევალება რუსული ქონების სამართლებრივი დაცვა, ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. 11 იანვარს ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რიგის „მოსკოვის სახლის“ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას. ჩამორთმეული ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხის გადაცემას ლატვიის მთავრობა უკრაინისთვის გეგმავს. იმავე დღეს რუსეთის საელჩომ სეიმის…

მეტი...

,,დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის”- რობ ბაუერი

 ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის განცხადებით, დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის. მისი თქმით, ალიანსი რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება. „უნდა დავიწყოთ გაცნობიერება, რომ ყველაფერი არ არის გეგმის მიხედვით, ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. მე არ ვამბობ, რომ სიტუაცია გართულდება ხვალ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან მდგომარეობაში და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ თავისთავად ვიღებთ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეგმები, ვემზადებით რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის. თუ თავს დაგვესხმებიან. ჩვენ არ ვეძებთ რაიმე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა რობ…

მეტი...

,,მე ასეთი თმა მაქვს, ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?“- დავით თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავი უარყოფს, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული. მისი თქმით, ამდენი ტყუილის ატანა უკვე აღარ შეუძლია. ,,მორიგი რაღაც ტყუილებია, გავაფრენ ამდენი ტყუილის ატანა აღარ შემიძლია. ეს არ არის რომ ჩვენ ვართ, რატომაა ცუდი, თუ ვიღაც სადღაც მუხლებზე სადმე დგას, ამას ვერ ვიგებ. როდის დაიწერა ეს ხატი? – 2018 წელს და მე თმები არ მაქვს უკვე 10 წელიწადია, 10 წელიწადია მელოტი ვარ. მე ასეთი თმა მაქვს, ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?“, – აცხადებს თარხან-მოურავი.

მეტი...

გორში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 65 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას  ტრავმა თავის არეში აღენიშნებოდა. ინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქეით მიდლტონს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია წარმატებით ჩაირა. ქეით მიდლტონი საავადმყოფოში 10-14 დღე გაატარებს. “მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა 17 იანვარს ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, პრინცესა მოვალეობების შესრულებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაუბრუნდება” – ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

მეტი...

,,არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი”- ირმა ინაშვილი

,,არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი,” – ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად წმინდა მატრონას ხატზე სტალინის გარდა, თირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავიც არიან გამოსახულები. ,,არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი. ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე…

მეტი...

ბრაიანსკის ოლქის თავზე კიდევ ორი ​​დრონი ჩამოაგდეს – ოლქის გუბერნატორი

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, “ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი პოგარსკის და უნეჩსკის რაიონებში” გაანადგურეს. გუბერნატორის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ცნობისთვის, ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის. რუსეთში ნავთობის ბაზა იწვის

მეტი...

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-შიფას ჰოსპიტალთან საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა. 10 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი სახლის დაბომბვისას ქალაქ ხან იუნისში. გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში საერთო ჯამში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მშვიდობა რეგიონში მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ შეიძლება დამყარდეს. ისრაელის ოპოზიციის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, თუ პალესტინის ადმინისტრაცია სერიოზულ რეფორმებს გაატარებს, მას შეუძლია შეასრულოს როლი ღაზის მომავლის განსაზღვრაში ომის დასრულების შემდეგ.

მეტი...

ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების თანახმად, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 76 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულად. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც.

მეტი...

,,გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი ყველა ფრონტზე გაგრძელდება, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ. მისი თქმით, გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება. ,,ჰამასთან ომი ყველა ფრონტზე გრძელდება, და ომი ყველა ფრონტზე გაგრძელდება, სანამ ჩვენ ყველა მიზანს არ მივაღწევთ. გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის მიღწევა… ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს – ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას; კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ სამხედრო ზეწოლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას; ჰამასის ლიკვიდაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ღაზა ვეღარასდროს იქნება საფრთხე ისრაელისთვის. არ იარსებებს პარტია, რომელიც ასწავლის ტერორს,…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ წყალქვეშა ატომური იარაღი გამოცადა

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი წვრთნების პროტესტის ნიშნად წყალქვეშა ატომური იარაღი გამოცადა. ინფორმაციას სახელმწიფო გამოცემა ავრცელებს. Haeil-5-23-ის სისტემები, რომლებსაც ატომური იარაღის გადატანა შეუძლიათ, აღმოსავლეთ სანაპიროებთან გამოცადეს. კონკრეტული თარიღი ცნობილი არაა. ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ დასახელდა, აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია წვრთნების გამო “კატასტროფული შედეგების შესახებ” გააფრთხილა. ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში სამი ქვეყნის საზღვაო ძალებმა, ამერიკულ ავიამზიდ Carl Vinson-თან ერთად, სამდღიანი წვრთნები ჩაატარეს. უპილოტო საფრენი აპარატების ახალი სისტემა, რომელსაც Haeil დაარქვეს და “ცუნამის” ნიშნავს, პირველად 2023 წლის…

მეტი...

ნათლისღების დღესასწაული ფარავნის გაყინულ ტბაზე

მართლმადიდებელი ეკლესია  ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ფარავნის ტბაზე ხორციელდება ტრადიციული განბანის ცერემონია. ფარავნის ტბა საქარველოში, სამცხე ჯავახეთში, სოფელ ფოკაში მდებარეობს. აქ, 19 დეკემბერს, ნათლისღების დღეასწაულზე უამრავი ადამიანი ჩადის და ყველაზე დიდ, გაყინულ წყალში განბანვის რიტუალში მონაწილეობენ. ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგიის  შემდეგ ადამიანები ტბას ჭრიან, გაყინულ წყალში ჩადიან და  განბანის რიტუალში მონაწილეობენ. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით  ყოვეთვის იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.  

მეტი...

,,სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს”- თარხან-მოურავი

,,ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს,”- დავით თარხან-მოურავი უარყოფს, რომ ხატმწერმა მატრონას ხატზე ის და ირმა ინაშვილი გამოსახა. მისი  თქმით, ხატზე გამოსახულს მანდილოსანს, ირმა ინაშვილს ვერანაირად ვერ მიამსგავსებ. ,,მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი – მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, ვერ ცხვირით, თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება”, – განუცხადა დავით…

მეტი...

გერმანია არალეგალებისთვის დეპორტაციის ზომებს ამკაცრებს

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ. აღნიშნული  კანონი პარლამენტმა 18 იანვარს მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატების მხარდაჭერით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ჩხკრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით, მეტი უფლებამოსილება ექნება. ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.  

მეტი...

2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ჩოხატაურელი, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას   შოთო სიხარულიძე ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი  ერთი თვე მკურნალობდა. „გლოვობს ჩემი ჩოხატაური…  გარდაიცვალა 2 წლის გაბრიელ კეკელიძე… გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ  ახლადშესვენებული გაბო. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს… როგორ იტანჯე…. მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ… მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – წერს სიხარულიძე.  

მეტი...

ინდოეთში ჩაიძირა ნავი, რომელზეც პიკნიკზე მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ

ინდოეთში ჩაიძირა ნავი, რომელზეც პიკნიკზე მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათგან უმეტესობა ბავშვია. მაშველებმა რამდენიმე ბავშვის გადარჩენა შეძლეს, ისინი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოები ტბაში ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი, ნავზე დასაშვები წონის გადაჭარბება იყო.

მეტი...

დროთა განმავლობაში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 3+3 ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატს, რომელშიც მოსკოვს საქართველოს ჩართვის მოლოდინიც აქვს, დიდი პერსპექტივები აქვს. მისი თქმით, დასავლელი მეგობრების რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის მიმართულია დასაველთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ. ,,ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარდეს თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო და მათი სამი უახლოესი მეზობელი – რუსეთი, თურქეთი და ირანი. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს ფორმატი გახდება პერსპექტიული, მით უმეტეს, რომ ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ის თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური თამაშებისგან, რომელსაც…

მეტი...

რუსეთში ნავთობის ბაზა იწვის

რუსეთში, ქალაქ კლინციში, მასშტაბური ხანძარია –  ცეცხლი ნავთობის საცავში გაჩნდა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ”უკრაინელმა ტერორისტებმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ქალაქ კლინცის ობიექტებზე თავდასხმა სცადეს.” ,,როდესაც საჰაერო სამიზნე განადგურდა, საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს კლინცოვსკის ნავთობის საცავის ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის”,- აცხადებს გუბერნატორი ადგილზე 13 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.  

მეტი...

,,ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში – „საწყალი“ არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში”- დათო ლიკლიკაძე

ზამთრის კურორტებზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ეხმაურება. „ვიცი, ბევრი ვერ გაიზიარებს ამ მოსაზრებას. ბევრიც საერთოდ ვერ მიხვდება რას ვამბობ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში. ევროპის ბევრ ქვეყანაში უბრალო წახემსება 45 ევრო გვიჯდება. დიდი ამბავი ახლა ტურისტმა 45 ლარი თუ დახარჯა. ასე რომ რას იტყვიან უცხოელები, მოგვეჭრა თავი, ეს ასე არ არის. რაც შეეხება საწყალ ქართველებს, უკაცრავად, მაგრამ „საწყალი“ არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში. დიახ 45 ლარი უნდა ღირდეს და გამდიდრდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც უცხოელების ხარჯზე. და ვინც მაინც ღელავთ ასე ძვირ…

მეტი...

მომლოცველები ნათლისღების დღესასწაულს მდინარე იორდანეს ნაპირზე აღნიშნავენ

მართლმადიდებელი ქრისტიანი მომლოცველები ნათლისღების დღესასწაულს მდინარე იორდანეს ნაპირზე აღნიშნავენ. მომლოცველები იმ ტერიტორიაზე მიდიან, სადაც, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მაცხოვარი მონათლა. ტრადიციულ ცერემონიას იერუსალიმის მართლმადიდებელი ბერძენი პატრიარქი, თეოფილოს მესამე ხელმძღვანელობს.

მეტი...

შობის თარიღთან დაკავშირებით ენჯეო სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა – შალვა პაპუაშვილი

“შობის თარიღთან დაკავშირებით “ენჯეო” სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად. “მათ, ფაქტობრივად, დააპირისპირეს ეს ორი თარიღი ასე, რომ 25 დეკემბერი ეს არის ევროპა, 7 იანვარი კი თითქოს, არის რუსეთი. აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად. ამას სერიოზულად უნდა შეხედოს საზოგადოებამ. ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს…

მეტი...

​რუსეთის თავდასხმის შედეგად, ხერსონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ 18 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთმა ოლქს 67 ჭურვი ესროლა. ჭურვების სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები და კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა.  

მეტი...