,,ჩვენ ვიბრძვით ტოტალური გამარჯვებისთვის” – ნეთანიაჰუ

,,ჩვენ ვიბრძვით ტოტალური გამარჯვებისთვის”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ,,გამარჯვებას კიდევ ბევრი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ მის მოპოვებას ვაპირებთ. ჩვენ ვიბრძვით ტოტალური გამარჯვებისთვის. ვიდრე ჯარისკაცები იბრძვიან, საინფორმაციო სტუდიებში არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ომის შეჩერება მისი მიზნების მიღწევამდე დააზარალებს ისრაელის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

ევროპარლამენტმა უნგრეთის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა უნგრეთის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს, რომლების დაცვაც აუცილებელია ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს. ევროპარლამენტი ასევე გმობს უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართულ, მუდმივ და სისტემატურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების ძირის გამოთხრისკენ. ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ ვიქტორ ორბანის ქმედებებს, რომელმაც დაბლოკა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი, უკრაინის დახმარების პაკეტთან ერთად. დეპუტატები ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირებაზე საუბრობენ, რათა დასრულდეს ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენება და შანტაჟი.

მეტი...

ოკუპირებულ ახალგორში რუსებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს

რუსებმა ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაჯში, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება გამოცემა ,,საპაზე” დაყრდნობით ავრცელებს. „დაკავებული საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და გადაწყვეტენ, დააკისრონ თუ არა მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, – წერს გამოცემა. ამ დროისთვის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ უწყებებს ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...

ოზურგეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩაზე, რესტორან “თამარიონის” მიმდებარედ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “გურიაtv” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სახანძრო სამსახურმა ხანძრის დროულად ლოკალიზება შეძლო. ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

მეტი...

,,ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ” – პრემიერი

,,ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის არ არის საინტერესო ოპოზციის, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზციის მცდელობები. ,,დღეს რომ არჩევნები იყოს ქართული ოცნება მინიმუმ 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისევ, ჩვენს ხალხს რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ ასე…

მეტი...

ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს და ქვეყნიდან უშვებს. მიტროპოლიტს ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს. ,,ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიტროპოლიტ ევგენისთვის ბინადრობის ნებართვის განახლებაზე, რადგან მისი საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და მან არ შეცვალა თავისი ქცევა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა,” – განაცხადა ინდრეკ არუმ, ჩრდილოეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება რეშეტნიკოვის ბინადრობის ნებართვაზე მხოლოდ მის ქცევას ეფუძნება და მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესია ან მისი მრევლი კავშირში არაა. მიტროპოლიტი ესტონეთში 4 წელია დროებით ნებართვით ცხოვრობს, მისი ბინადრობა ბოლოს…

მეტი...

რუსეთის პროკურატურა იგორ გირკინისთვის ხუთ წლამდე პატიმრობას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო პროკურატურამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტთა ყოფილი მეთაურისა და ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინისთვის) 5 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. მოსკოვის სასამართლო განაჩენს 25 იანვარს გამოაცხადებს. სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ცნობისთვის, იგორ გირკინი 2023 წლის 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა. ამჟამად კი ის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. გირკინი დაუსწრებლად გაასამართლეს ჰააგაში, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზეც. გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის წარუმატებლობის გამო კი აქტიურად დაიწყო პუტინის კრიტიკა. ივნისში გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაში, გირკინმა…

მეტი...

NATO-ს უდიდეს წვრთნაში მონაწილეობას 90 000 ჯარისკაცი მიიღებს

NATO-ს უდიდეს წვრთნაში, რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას 90 000 ჯარისკაცი მიიღებს. ალიანსის მთავარი მეთაურის კრის კავოლისთქმით, ჯარები NATO-ს მოკავშირე ქვეყნებიდან და შვედეთიდან ჩავლენ. ,,ალიანსი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით”, – განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ.

მეტი...

ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

2024 წლის 18 იანვარს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები,  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში…

მეტი...

მიწა, სადაც ცნობილი, მდიდარი და წარმატებული დინასტიები ცხოვრობდნენ

ოპერა წყალზე, დასასვენებელი სივრცე საყვარელი ქალებისთვის, „სამი ჩიხი“ და შვიდი ჩიხი“; მიწა, სადაც 400-მდე ცნობილი,  მდიდარი და წარმატებული ოჯახები ცხოვრობდნენ –  ეს ქალაქი ფუჟოუა აღმოსავლეთ ჩინეთში. ის  მდინარე მინძიანგზეა გაშენებული და  ფუჯიანის პროვინციის დედაქალაქია. ქალაქის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 202 წელს იწყება.  თანამედროვე სახელი „ტანგის დინასტიის“ დროს მიიღო. ეს არის ძველი უბანი, უძველესი, ისტორიული, ხის ნაგებობებით, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად ორ მხარეში – ჟუზიფანგჯიე და სანფანგ ჩიქსიანგში. “სანფან ჩიქსიანგ” ნიშნავს “სამ ჩიხს და შვიდ ჩიხს”. მოედანზე თავმოყრილია არაერთი  არქიტექტურული ძეგლი და ცნობილი ადამიანების რეზიდენცია. იმპერატორების დროს ამ მიწის ნაკვეთზე 400-მდე მდიდარი და…

მეტი...

,,დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას ეხმიანება. მისი  თქმით, შავით თეთრზე წერია, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ,,დასკვნაში შავით თეთრზე წერია , რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ ვერ დაწერს. დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ვივა მედის ექიმები კი არ ღებულობენ გადაწვეტილებას, პენიტენციური დაწესებულება, ანუ სუს-ი ღებულობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე,”- განაცხადა ხაბეიშვილმა. ,,სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია”- ”წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა…

მეტი...

,,გამიხარდა, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან”- ვახტანგ მეგრელიშვილი

გამიხარდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან, საცხოვრებელი პირობები გადასარევი ჰქონია, ეს მას გარეგნულადაც ეტყობა. რომ დავფიქრდი, რატომაც არა, მზის შუქზე გასეირნება ადამიანის უფლება იყოს, შეიძლება „ვივამედს“ სახურავზე ეზოს განთავსება მოუწიოს, რომ მსგავსი ფუნქციები შეასრულოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას და ტელეეთერებს უნდა დაუბრუნდეს. „სხვათა შორის, უკან დენდროლოგიური პარკია და შეთანხმება თუ იქნება, ეკოლოგიურად სწორ გარემოში პატიმრებს დასვენების საშუალება ექნებათ. მიხეილ სააკაშვილი ამის შემდეგ სრულიად იდეალურ მდგომარეობაში იქნება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას და ტელეეთერებს უნდა დაუბრუნდეს. თავის დროზე იტყუებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა…

მეტი...

,,სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა”- პროკურორი

პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბიძის ჩართულობა და როლი გამოიკვეთა, მათ არ უსაუბრიათ. დედის მოტივზე თავად დედამ უნდა ისაუბროს, საქმეში ლოგიკური კავშირით რაც დადგენილია, არის ის, რომ ბავშვმა დედას…

მეტი...

ჩუმად იყვნენ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა – მდინარაძე

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს. მისი თქმით, ისინი ”აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება”. „კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი”: ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ქონდა კონტრაქტორთან.…

მეტი...

,,თავის ძმაზე რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ის არის”- 14 წლის აითაჯის დედა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც  მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დები დაიკითხნენ. ერთ-ერთმა დის თქმით, შეთანხმების მიხედვით, ქორწილი მაშინ გაიმართებოდა, როცა აითაჯი 18 წლის გახდებოდა. ,,ნიშნობაზე ვიყავით მე, ჩემი და და ოჯახის სხვა წევრები. იქ დაგვხვდა ხალხი. მარტო დედა ვიცანი. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის რომ გახდებოდა აითაჯი, დაქორწინდებოდნენ, თუ ერთმანეთში ვერ მორიგდებოდნენ, დაშორდებოდნენ. ჩვენთან ნიშნობა ასე ხდება. ოჯახების მოლაპარაკებაა ეს. აითაჯთან არ მისაუბრია….ჩვენი წესების მიხედვით, დანიშვნის მიუხედავად, 18 წლის სანამ არ გახდება გოგო, მას არ აქვს ვალდებულება სადმე იაროს ბიჭთან…

მეტი...

სირიის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ იორდანიის ავიადარტყმებს ათი ადამიანი ემსხვერპლა

სირიის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ იორდანიის ავიადარტყმებს ათი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა  შორის არიან  ორი ბავშვი, ხუთი ქალი და სამი მამაკაცი. სირიული მედიის ინფორმაციით, იორდანიის საჰაერო დარტყმები იორდანიის საზღვართან, სუვაიდის პროვინციის ქალაქ არმანში ორ სახლზე განხორციელდა. სირიის სამხრეთის დიდი ნაწილს დაჯგუფება „ჰეზბოლა“ და სხვა პროირანული ჯგუფები აკონტროლებენ.

მეტი...

“ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეზე ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, “ბერძნული მაფიის” ორი ძლიერი წევრის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი ქართველი დააკავეს. მედიის ცნობით,დაკავებულები 29 და 39 წლის პირები არიან. საუბარია იანის სკაფტურუს, ვასილი რუბეტისისა და მისი მარჯვენა ხელის, დიონისე მუზაკიტის მკვლელობაზე, ასევე მკვლელობის მცდელობაზეპიეირაში. პირველი მათგანი 2022 წელს აპრილში მოკლეს, საკუთარ აგარაკზე, მკვლელობის მომდევნო ორი შემთხვევა კი 2023 წლის ივნისში მოხდა. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, დანაშაული 2023 წლის ივლისით თარიღდება. პოლიციამ სულ ხუთი ადამიანის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ გაიქცა და ახლა წითელი ცირკულარით იძებნება, ერთი კი უკვე ციხეში იხდის სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის. პოლიციის…

მეტი...

,,შინაარსობრივი სხვაობა ხაბეიშვილს, გვარამიას, ხაზარაძესა და პირობით ლომჯარიას შორის არ არსებობს”- თამარ ჩერგოლეიშვილი

წლებია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ხალხს გაერთიანებას ჰპირდება და წლებია, ამაშიც ლუზერია. ანუ ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნიან, თითქოს გაერთიანებაა პანაცეა და მერე ამ ცრუ მოლოდინსაც უცრუებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ”შინაარსობრივი სხვაობა ხაბეიშვილს, გვარამიას, ხაზარაძესა და პირობით ლომჯარიას შორის არ არსებობს.” „სინამდვილეში, მიზნის გარშემო ერთიანობა ამ პოლიტიკოსებს არ სურთ. მათ სურთ საკუთარი ფიგურის გარშემო ერთიანობა. მიზნის გარშემო ერთიანობა რომ სურდეს მაგალითად გვარამიას – ცალკე ძალას რატომ შექმნიდა? მიშას მიზნებთან დაპირისპირებულია გვარამია? თუ დაპირისპირებულია, რატომ არ იძახის რაშია დაპირისპირებული? თუ მიშას არ უპირისპირდება, ცალკე…

მეტი...

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ შეფასება კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილი „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას”- ”ნაციონალური მოძრაობა”

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ‘სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა.” „პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა დააანონსა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს და საქმეების არაღძვრის წინაპირობად საჯაროდ მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ…

მეტი...

აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა არკანზასში, ილინოისში, კანზასში, მისისიპში, ნიუ იორკში, ორეგონში, პენსილვანიაში, ტენესსა და ვისკონსინში უკიდურესი ყინვააა რამდენიმე შტატში, დიდთოვლობა და ქარბუქია,  ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშიც. ტენესის შტატში, სადაც ამ დრომდე დაფიქსირდა ამინდთან დაკავშირებული დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა ორშაბათს საღამოს, როდესაც მან მანქანა კონტროლი დაკარგდა თოვლიან  გზატკეცილზე. რამდენიმე შტატში 85 მილიონზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  

მეტი...

,,საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

ორი წლის  წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, – 7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება.  „დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს, მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.  საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა…

მეტი...

,,აღნიშნულია, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა”- ბექა ძამაშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა. მისივე  თქმით, ექსპერტები აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ კლინიკა „ვივამედში“ შექმნილია ყველანაირი პირობა, რათა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს. „პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა. ასევე, ექსპერტების შეფასებით, იმ მსჯავრდებულთა უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა „ვივამედში“, არიან კმაყოფილი მიღებული სამედიცინო სერვისით და თავად ექსპერტებიც აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ კლინიკა „ვივამედში“ შექმნილია ყველანაირი პირობა, რათა…

მეტი...

,,უკრაინა მეორე ავღანეთი არ გახდება” – მაიკ ჯონსონი

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა მეორე ავღანეთი არ გახდება” – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინის დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ გვჭირდება, ჩვენ მოვითხოვეთ საჯაროდ, კერძოდ, ყველა ფორუმზე პასუხები კრიტიკულ შეკითხვებზე. რა არის საბოლოო შედეგი და სტრატეგია უკრაინაში? როგორ გვექნება ანგარიშვალდებულება სახსრებზე? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა მეორე ავღანეთი არ გახდება. ნახეთ, რომ ბევრ ამერიკელს აქვს შეკითხვები, რატომ გაგრძელდება ეს შესაბამისი პასუხების გარეშე. ვიდრე უკრაინაზე ვისაუბრებთ, მე ვაპირებ, პრეზიდენტს ვუთხრა ის, რასაც გეუბნებით ყველას და რაც ჩვენ ვუთხარით ამერიკელ ხალხს: საზღვარი, საზღვარი, საზღვარი. ჩვენ…

მეტი...

პუტინმა  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს “დაპყრობილი” უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს “დაპყრობილი” უწოდა. მუნიციპალიტეტის მეთაურებთან 16 იანვარს გამართული შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესი არის მცდელობა, რუსეთს ათქმევინონ უარი “იმ დაპყრობაზე”, რასაც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში მიაღწია. “რაც შეეხება ამ მოლაპარაკებების პროცესს – ეს მცდელობაა, უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელთა რეალიზაციაც ჩვენ ბოლო წელიწად ნახევარში შევძელით. ეს შეუძლებელია. ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია: და მათ, ამ მმართველ წრეებს უკრაინაში ესმით, დასავლურ ელიტებსაც ესმით ეს. ყველას ესმის, უბრალოდ ეს ეგრეთ წოდებული მსოფლიოს ფორმულები, რომელზეც საუბრობენ უკრაინასა და დასავლეთში – ეს არის რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის…

მეტი...

,,მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით, დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით,  ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ამის კულმინაცია იყო  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – „დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში“. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ევროპელ ლიდერს, როლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორ განვავითაროთ ეს კორიდორი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რაც გულისხმობს პორტების გაფართოებას, მათი შესაძლებლობების გაფართოებას, აეროპეორტები, რკინიგზა, გზების ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.…

მეტი...

,,ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია”- ნათია თურნავა

ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის სტაბილიზაცია არის მთავარი პრიორიტეტი. „ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი…

მეტი...

უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, შევძელით, მიგვეღწია მშვიდობის, სტაბილურობის უწყვეტი ათწლედისთვის – პრემიერი

უსაფრთხოების  გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მშვიდობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო და უწყვეტი ათწლედისთვის, რომელმაც საქართველოს მოუტანა კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელზე განაცხადა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია, როგორიც ახლაა, არ გვქონია. „რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მდგომარეობას, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, თქვენ გახსოვთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და გუშინ გვქონდა ამაზე დისკუსია. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი, ამის შემდეგ რუსეთმა ააშენა სამხედრო…

მეტი...

,,სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია”- ”წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. ანგარიშის თანახმად, ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით. „თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა, ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავისი 2023 წლის 12…

მეტი...

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტომ 2 კომპანია დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს უწყების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ შპს „ფარმასის“ და შპს „პიქსელ ტაჩის“ მხრიდან უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებები არ შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ ორივე კომპანიას  – შპს „ფარმასს“ 4269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ – 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო…

მეტი...

ის მე შეურაცხმყოფს – ნატა ფერაძე სამების ტაძარზე

“ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში… ის მე შეურაცხმყოფს” – ასე მოიხსენიებს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამების საკათედრო ტაძარს ინტერნეტ გამოცემა Sova.news-სთან ინტერვიუში. შეკითხვაზე, როდესაც ქვეყნის მთავარ ტაძარში მივიდა და სტალინის გამოსახულებით ხატს საღებავი შეასხა, ალბათ ესმოდა, რომ ხდებოდა რადიკალური ჯგუფების სამიზნე, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაფიქრდა თუ არა რისკებზე, ნატა ფერაძე პასუხობს: „ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მთავარი ტაძარი, რადგან ის აშენებულია აბსოლუტურად კორუმპირებულად, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული თბილისის განაშენიანება, ის დომინირებს ისტორიულ თბილისზე. ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში, ასე ვიტყოდი. როდესაც ახალ სახლს ვყიდულობდი, ჩემი კრიტერიუმი იყო,…

მეტი...

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს – მედია

“უკრაინსკა პრავდა” უკრაინის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ღამით უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუსეთის ლენინგრადის ოლქსი ნავთობის საცავზე თავდასხმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. ,,ეს არის თავდაცვის სადაზვერვო ოპერაცია, უკრაინის თანამედროვე საშუალებების ჩართულობით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები. ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში – უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია”, –  განუცხადა წყარომ მედიას.

მეტი...

,,ალბათ მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს”- კალაძე გახარიაზე

„რეალურად ვიცით, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია და მათთან თანამშრომლობს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს. „არ ვიცი რამდენად სწორი იქნება კომენტარის გაკეთება იმაზე, გახარია რამდენჯერაც გამოვა და რაღაცას იტყვის. ალბათ მისი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია. რეალურად ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია, მათთან თანამშრომლობს. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც…

მეტი...

,,ზოგადად, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა”- კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხად განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში – იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. „მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელისა ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა. „სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა…

მეტი...

,,მამუკა ხაზარაძემ ჩემი ვიდეო მიჭრა-მოჭრა და იმის „ერთი ადგილიც“ არ ეყო, ის ბოლომდე განეთავსებინა”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და როგორი წარსული აქვს. დედაქალაქის მერმა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გუშინდელ ვიდეოსა და განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, „ლელოს“ ლიდერი თბილისის მერს სასამართლოში უჩივის. „ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა. ყველამ ხომ კარგად იცის, რომელი ვიდეოა? აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა…

მეტი...

,,როგორც იქნა, გახარიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში გადამგდებია”- გურამ მაჭარაშვილი

“როგორც იქნა, გახარიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში გადამგდებია. როგორც მისმა თანაპარტიელმა თქვა, „ქართულ ოცნებაში“ იყო და „ქართული ოცნება“ გამოიყენა, ახლა „ნაცმოძრაობაშია“ და აღიარეს, რომ „ნაცმოძრაობაც“ გამოიყენა – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის” ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. ,,ვინ ვინ გამოიყენა, ეს შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ მათ საკრებულოებში კოალიციები შექმნეს და ახლა ამბობენ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო. ამას პოლიტიკაში გადაგდება ჰქვია. როცა პოლიტიკური პარტია აღიარებს, რომ პოლიტიკურად გადამგდებია, ეს ნიშნავს, რომ ან არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ან სურვილი არ აქვს, ორი პროცენტი მაინც აიღოს. რაც უფრი მეტი დრო გავა, მით უფრო…

მეტი...

19-20 იანვარს საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18…

მეტი...