იემენის „ჰუსიტები“ ტერორისტთა სიაში ბრუნდებიან

ამერიკის შეერთებული შტატები იემენის „ჰუსიტებს“ ისევ ტერორისტთა  სიაში მოაქცევს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი „ჰუსიტების“ მხრიდან წითელ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებია. ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენეის „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა გამახორციელეს.  „ჰუსიტების“  განცხადებით, ისინი პალესტინელების  მხარდასაჭერად მოქმედებენ. ამერიკული სანქციები ფინანსური ინსტიტუტების მიერ „ჰუსიტების“ ანგარიშების გაყინვასა და მათი ოჯახის წევრებისისთვის ამერიკაში შესვლას კრძალავს.    

მეტი...

რუსეთი და ირანი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის –  მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი და ირანი სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადებიან. ზახაროვას განმარტებით, ხელშეკრულებაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და ის რუსულ-ირანული მრავალმხრივი კავშირის გამყრებას ეხება. „შეთანხმებას ხელი რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების უახლოესი შეხვედრაზე მოეწერება“ – დასძინა ზახაროვამ.

მეტი...

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ტყვიის კონტროლი გამკაცრებულია

„2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა ვაკონტროლოთ სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს“ – აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. როგორც პრემიერი-მინისტრმა აღნიშნა, მიღწევების შესანარჩუნებლად საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ. „პოტენციური რისკების გასანეიტრალებლად, საქართველომ გააძლიერა სათამაშოებში ტყვიის მიგრაციის  შესახებ მარეგულირებელი ჩარჩო. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სამთავრობო რეგულირების დაწესებაზე, რათა უსაფრთხო იყოს ამ პროდუქტების გამოყენება. უზრუნველვყოფთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას და ვიცავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ატმოსფერული ჰაერის…

მეტი...

„ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევაა – ირაკლი ღარიბაშვილი

„ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე,  სახელწოდებით – “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია. “მინდა აღვნიშნო, რომ ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა! ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ…

მეტი...

მეუღლეზე ძალადობისთვის დაკავებულ მერიის თანამშრომელს გირაო შეუფარდეს

ტყიბულის მერიის თანამშრომელს, რომელიც მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიან გირაოს. სხდომას დაკავებულის მეუღლეც, დაზარალებულიც ესწრებოდა და მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ბრალდების ინფორმაციით, 15 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიულად დააკავეს.

მეტი...

ხატი, სადაც სტალინიც იყო გამოსახული, ტაძრის დაცულ სივრცეში გადაიტანეს

წმინდა მატრონას ხატთან დაკავშრებით, რომელზეც სტალინია გამოსახული, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ხატი დაცულ სივრცეში გადაიტანეს. „ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ“,- აცხადებს  სასულიერო პირი. შეგახსენებთ, რომ ხატს საღებავი შეასხეს და მის ტაძრიდან გატანას და სტალინის გამოსახულების წაშლას ითხოვენ. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ხატის გადაწერა მოხდება, სადაც სტალინი არ იქნება.  

მეტი...

ჩინური ქორწილი და მთავარი კერძი – კუს წვნიანი (ვიდეო)

ჩინური ქორწილი ჩვეულერბრივ ხალხმრავალია. პატარძალი საპატარძლო კაბაშია გამოწყობილი, სიძეც საზეიმოდ – პიჯაკში. მაყრიონი პატარძალს სახლიდან მიჰყვება. მანქანაც შესაბამისად ყვავილებით ირთვება. საქორწილო დარბაზი მორთულია ყვავილებით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. რაც შეეხება სუფრას, მთავარი კერძი კუს წვნიანია, რომელიც დელიკატესად ითვლება. აღნიშნული ქორწილი ერთ-ერთი პროვინციაში გაიმართა. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

,,შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება“- პაკისტანი ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს. უწყების პრესსპიკერის, მუმტაზ ზაჰრა ბალოჩის თქმით, ისლამაბადი ირანიდან ელჩს გამოიწვევს. ამასთან, ირანის ელჩს პაკისტანში, რომელიც ამჟამად ირანში იმყოფება, პაკისტანში არ შეუშვებენ. „ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და არავითარი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას და შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება“, – განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მეტი...

,,მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ და აბა მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია”- ლევან ხაბეიშვილი

,,მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ და აბა მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი საკრებულოში დაიბარა. ,,მე მინდა, კალაძეს, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით რომ გამოირჩევა თითქოს და მთავრობის სხდომაზე თავის მოურავებთან ერთად ზის ხოლმე, კახი, შემდეგ საკრებულო სხდომაზე, უახლოესი იქნება რამდენიმე დღეში, გთავაზობ, თუ მატყუარა არ ხარ, თუ აფერისტი არ ხარ, თუ კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, რაც მთავარია, აი კითხვები, რაც გვაქვს, მე ვაპირებ, რომ საკრებულოს სხდომაზე მოვიდე და თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, თუ მტყუანი არ…

მეტი...

ძალადობის მსხვერპლ ქალებს ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეეძლებათ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, მენტალური, სექსუალური, ფიზიკური ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეეძლებათ. იმ შემთხვევაში თუ ქალები ლტოლვილის სტატუსისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ,  შეეძლებათ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში მოხვედრა მაინც შეეძლებათ,  თუ მათი მოკვლის ან მათზე ძალადობის რეალური რისკი არსებობს. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ  ქურთი წარმოშობის თურქი ქალის საქმეზე მიიღო. ქალი თავშესაფარს ბულგარეთში ითხოვდა და აცხადებდა, რომ ოჯახმა ძალდატანებით გაათხოვა და ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა თუ ოჯახი თურქეთში დააბრუნებდა. ბულგარეთის სასამართლომ საქმე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადააბარა, რომელმაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილება შეიტანა…

მეტი...

,,2023 წლის პირველი ცხრა თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკისა და ფრიმენ-სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (FSI) დირექტორის, ელჩი მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით ახალი კვლევა მოამზადეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მიერ განადგურებული ან ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში აღმოჩენილია 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები. „რუსეთის იარაღის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვა არის საკვანძო. სწორედ ეს მიმაჩნია ნომერ პირველ პრიორიტეტად სასანქციო პოლიტიკისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ჩვენი ჯგუფის…

მეტი...

უხვი ნალექი გერმანიაში – ასობით ავიარეისი გაუქმდა

უხვი ნალექის გამო გერმანიის რეგიონებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. მიუნხენის აეროპორტმა 250 რეისი გააუქმა შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც. მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში ძლიერად თოვს, ზოგან კი წვიმს. ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო, წვიმის სახით მოსული ნალექი მალევე იყინება და გზებზე სახიფათო მდგომარეობას ქმნის. ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილით სარგებლობისგან თავის შეკავებისკენ და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  

მეტი...

,,პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას, რომ გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ მან გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ექნება პოლიტიკური შეხვედრები და პარალელურად, იქნება შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. „ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა, საქართველო გამოჩნდეს და მოხდეს ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პოზიციონირება. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ მან გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ხოლო…

მეტი...

სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ კიდია

სამების საკათედრო ტაძარში მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, აღარ კიდია. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. “რადიო თავისუფლებასთან”  საუბარში “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა,  განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“. უცნობია დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში.

მეტი...

მასშტაბური გამოსვლები ბაშკირეთში – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსეთში შემავალ ბაშკირეთის რესპუბლიკაში, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც გარემოსდამცველი აქტივისტისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბაიამაკის სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ადამიანები ბაშკირელი აქტივისტისთვის, ფაილ ალსინოვის და ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული ყველა აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს მანქანისთვის, რომლითაც მსჯავრდებული გადაჰყავდათ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. The Moscow Times-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის ადგილას სამართალდამცველები მიიყვანა და აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დარბევა დაიწყო. აქციის დაშლის მცდელობა კი ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულებიც.…

მეტი...

რუსთავში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციაა “ინფო რუსთავი” ავრცელებს. ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლელა ლუარსაბიშვილის ინფორმაციით, დაღუპული კომპანიის თანამშრომელია. ,,პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანავუგრძნობთ. ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე ინახება ამორტიზებული ტექნიკაც. ერთ-ერთი ასეთი იყო ძველი ავტობუსის რკინის კარკასი, რომელშიც გაჩნდა ცეცხლი. ამ დროს ჩვენი თანამშრომელი იმყოფებოდა ამ ადგილას და ცეცხლს ემსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა მიზეზს დაადგენს”, – განუცხადა ლუარსაბიშვილმა “ინფო რუსთავს”.

მეტი...

ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით,  სასამართლოს  კანონით დადგენილ…

მეტი...

,,პირადად ჩემი ხელმძღვანელობით განვახორციელებ ამ პროექტს”- მერიაში წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ახალ კონტრაქტორებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ახალი კონტრაქტორი კომპანიების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების დეტალები განიხილეს. „ბლექ სი გრუპის“ დირექტორის, ამირან მამუჭაძის განცხადებით, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს. „ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 იანვრის ჩათვლით, წერეთლის გამზირზე, სტანისლავსკიდან ერისთავის ქუჩის მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. არაერთხელ ჩატარებულა გამოკითხვა ფასთა კვლევის მიზნით, მიგვიღია მონაწილეობა როგორც მერიის მხრიდან გამოკითხვაში, ისე სხვა დამკვეთებისგანაც. ამ გამოკითხვის დროს შეირჩა ჩვენი კომპანია. ამჟამად, არ…

მეტი...

,,ერთი სული ჰქონდათ კალაძეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი ან ორი თვით წერეთლის რეაბილიტაციის დასრულებამო, ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან დაგეშილები” – ზარქუა

“ერთი სული ჰქონდათ, კახი კალაძეს დღეს ეთქვა, რომ გადაიწია ერთი თვით ან ორი თვით წერეთლის რეაბილიტაციის დასრულებამო. ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან ახლა აქცენტირებული და დაგეშილები,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ”ყველა ფრონტი აქვთ გახსნილი ამ ხელმოცარულებს”. ,,დედაქალაქის მერი გამოვიდა დღეს და წერტილი დაუსვა და თქვა, როგორც იყო დაგეგმილი თავიდანვე, იანვრის ბოლომდე წერეთლის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება გაგიჟებულები არიან, რა ქნან არ იციან. ვიღაცამ თქვა, რომ ნაცების დროს დამთავრებული იქნებოდაო. კი, მეც გიდასტურებთ, იმიტომ რომ ზედაპირულად აკეთებდნენ. ჩვენ არა ერთი პროექტი გვინახავს ბატონი უგულავასი,…

მეტი...

,,ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”- ხაზარაძე კალაძეს

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის  მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ხაზარაძე 3კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლებს. “ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენი სასამართლოში”,  – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ,,ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს”- კალაძე „ლელო საქართველოს“ წარმომადგენლებს

მეტი...

ბლინკენის თქმით, მოცემულ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას ვერ ხედავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მოცემულ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. მას კითხვა დაუსვეს, ხედავს თუ არა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას, რაზეც ბლინკენმა განაცხადა: „მოცემულ მომენტში ამას ვერ ვხედავთ“. „ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამ საკითხთან მიმართებით. ყველაზე მეტად ეს უკრაინელ ხალხს სურს, მაგრამ უნდა იყოს სურვილი რუსეთის მხრიდან, ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად, ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, თუმცა მისი აგრესია ძირს უთხრის ფუნდამენტურ პრინციპებს, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. რუსეთი თუ მზად არის, მოლაპარაკებები აწარმოოს ამის საფუძველზე, ის აღმოაჩენს უკრაინელებს, რომლებსაც სურთ ამის გაკეთება და…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. “ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”, – წერს დეპარტამენტი.

მეტი...

,,სისულელეზე თავის მართლებას არ ვაპირებ, მამუკა გამყრელიძემ რა იცის, ბრიუსელში იყო?”- პაატა მანჯგალაძე

სისულელე და ბოდვაა, დადასტურდა, რომ ასე არ არის. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ არ შეხვედრია ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციიდან ამას იტყოდა. არ ვიცი, გამყრელიძეს ისეთი რა აქტივობა აქვს, რომ მის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ?, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე  „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანის, მამუკა გამყრელიძის  განცხადებას. მისი თქმით, არ აინტერესებს, ვინ რა თქვა. „ცხრა რეკომენდაცია შევასრულოთ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა. მაინტერესებს, რეკომენდაციებს როგორ ვასრულებთ. მიზანმიმართულად ამოწეული საკითხია, რომ სისულელეზე თავი მამართლებინოთ. სისულელეზე თავის მართლებას არ ვაპირებ. ეს ეტაპი გავიარეთ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს. ახლა რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ, ამაზე…

მეტი...

,,მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში”- რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ირანის მიერ ერაყზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. მან მხარეებს მოუწოდა,  თავი აარიდონ კონფლიქტის ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. „კარგი ურთიერთობა მეზობლებს შორის არ არის მსგავს ქმედებებზე დაფუძნებული, არამედ დიალოგსა და თანამშრომლობაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა რომის პაპმა.

მეტი...

,,საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა გლობალური მასშტაბის ურთიერთობებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს”- გია ვოლსკი

“ეს არის გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის თემა, რომელშიც საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვან შენატანს გააკეთებს” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჩინეთში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ჩინეთში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. “დღევანდელ შეხვედრაზე საგანგებოდ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, არამედ კონტინენტების ურთიერთობის რაკურსით, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში, საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობაზე, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა. საკითხი მნიშვნელოვანწილად ეხებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მაგრამ ამავე დროს, რასაკვირველია, ყველაფერ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობა არ გამოიხატება…

მეტი...

ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით – ირაკლი კობახიძე

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა როგორი წარუმატებელიც იყო მათი მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს“ – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოუყოფს – შოლცი

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინას წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს. საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო. შოლცმა და ბაიდენმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას. “2024 წელს გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო საქონლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია” – დიმიტრი მედვედევი

უკრაინის არსებობა უკრაინელებისთვის სასიკვდილოდ საშიშია – ამის შესახებ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე წერს. მისივე განმარტებით, “არის 100%-იანი ალბათობა ახალი კონფლიქტის, მიუხედავად იმისა, რა უსაფრთხოების დოკუმენტებს მოაწერს ხელს დასავლეთი მარიონეტ კიევის რეჟიმთან. ამას ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა შეუშლის ხელს. ეს შეიძლება მოხდეს ათ ან ორმოცდაათ წელიწადში.” “მე ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ უკრაინაზე. რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახლა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უკრაინის სახელით სიმსივნური ზრდის სათავეში, ეს არ შემატებს მის მმართველობას…

მეტი...

ჰუსიტები თავს დაესხნენ ბერძნულ გემს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს, სადაც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებდა. მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი, საქართველოს მოქალაქე, უკრაინის 20 მოქალაქე და ფილიპინების სამი მოქალაქე იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი ჯანმრთელი და უვნებელია. ,,ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟი გაფრთხილებას არ დაემორჩილა. იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გადაწყვეტილების განხორციელებას წითელ და არაბეთის ზღვაში ისრაელისკენ მიმავალი გემების დაბლოკვის შესახებ, სანამ არ შეწყდება ომი ღაზას სექტორში”, – განაცხადა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა.

მეტი...

,,ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო” – მამუკა გამყრელიძე

“ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა მამუკა გამყრრლიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

მეტი...

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მონიტორინგის სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ვაკანსიებს აცხადებს

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე მიღება გამოაცხადა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კატეგორიების მიხედვით, მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 1862-დან 3325 ლარამდეა. „სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია, მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგის სამსახურში დასაქმდეს“, – განაცხადა…

მეტი...

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ოთხ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება – ირაკლი ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ოთხ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ. „მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი. ეს დოკუმენტაცია დაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო, შესაბამისად გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მდგომარეობით, უკვე ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიები არიან კომპანია „ენკო“, კომპანია „პარმა“, კომპანია „ჯეო გრუპი“ და კომპანია „ბლექ სი გრუპი“, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად სამუშაოები, – განაცხადა ბენდელიანმა.

მეტი...

,,გახარია ცუდ მდგომარეობაშია, პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს”- მაჭარაშვილი

გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთან 10:0 წააგო. „არც „ნაცმოძრაობასთან“ მიტმასნება უნდა იმას, ვინც უკვე კოალიციაშია ან „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტია, იქნება ეს გიორგი გახარია, „ლელო“ და ა.შ. თან ვერც იმას ახერხებენ, რომ თავად რაღაც ნიშა დაიკავონ. გახარიას პარტიის წევრმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთან 10:0 წააგო. ეს  ნიშნავს, რომ თავად გახარია ცუდ მდგომარეობაშია. პოლიტიკურად განულებული ხარ, როცა წითლიძე 10:0-ს მოგიგებს. ქუდი უნდა დაიხურო და პოლიტიკიდან წახვიდე. „ლელო“ ამბობს,…

მეტი...

,,ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს”- კალაძე „ლელო საქართველოს“ წარმომადგენლებს

„ვინაა ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე? თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილი? თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს უკვე ორმხრივად იქნება აღდგენილი, ხოლო საზოგადოება მიზანმიმართულ ისტერიკას პასუხს 2024 წლის არჩევნებზე გასცემს. „შეიძლება მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და „ხელის…

მეტი...

ირანის საჰაერო თავდასხმას 2 ბავშვი ემსხვერპლა – პაკისტანი

პაკისტანის განცხადებით,  ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა დაჯგუფება ჯაიშ ალ ადლის ორ ბაზაზე. პაკისტანი არ აკონკრეტებს თუ რა ტიპის საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა და კონკრეტულად სად მოხდა ინციდენტი. მათი ცნობით, საპროტესტო ნოტა გამოეცხადა თეირანს და ისლამაბადში ირანის მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ისლამაბადის  თქმით, ინციდენტს შეიძლება მოჰყვეს “სერიოზული შედეგები” და “სრულიად მიუღებელი” იყო პაკისტანის საგარეო უწყების სპიკერის მიერ ოთხშაბათს დილით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

მეტი...

,,გუშინ ვხალისობდი ოპოზიციის ისტერიკაზე, ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას”- კახა კალაძე

დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს, ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, გამოწვევები, გადაადგილების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად ხომ შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. ,,გუშინ მთელი დღე ვაკვირდებოდი და ვხალისობდი მათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას სადაც იმყოფებით,…

მეტი...