ალილოს მსვლელობა საქართველოში

საქართველოში შობის დღესასწაულს განსაკუთრებულად ხვდებიან. შობის დღესასწაულისთვის წინა ღამეს ემზადებიან, სადაც ყველა ოჯახში ცხვება საშობაო, იგივე გურული ღვეზელები. ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა აქვს, შიგთავსი კი მოხარშული კვერცხისა და ყველისგან შედგება. როგორც ამბობენ, ოჯახში იმდენი ღვეზელი უნდა გამოცხვეს, რამდენი  წევრიცაა. შობის დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია ალილოს მსვლელობა, რომელიც კოსტუმირებული წარმოდგენით მიმდინარეობს და რომელიც შობის ღამეს ასახავს. მოგვებისა და მწყემსების სამოსით შემოსილი მსვლელობის მონაწილეები იკრიბებიან ყველა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საიდანაც იწყება მსვლელობა. მსვლელობა ნიშნავს  ქალაქის ცენტრალური ნაწილის ფეხით შემოვლას, სხვადასხვა დაწესებულებებთან შეჩერებას და საჩუქრებისა და ნობათის აგროვებას. მსვლელობის მონაწილეები გადაადგილდებიან როგორც ფეხით, ისე…

მეტი...

,,ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება” – ბორელი

,,ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საუბრობს, რომელიც ბეირუთში დღეს ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, აბდალა ბუ ჰაბიბის შეხვდა. ,,ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს”, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.

მეტი...

,,ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად, კონცერტებზე მაინც გამოდიოდა… ენით აღუწერელი მეგობრობა იცოდა” – გია გოგორიშვილი

59 წლის მომღერალი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა. თუმცა, როგორც მუსიკალური პროდიუსერი, გია გოგორიშვილი ამბობს, ავადმყოფობას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ კონცერტებში მონაწილეობა მიეღო. ,,კაკულიმ იავადმყოფა. მძიმე სენს ებრძოდა, წონაში საგრძნობლად დაიკლო. თუმცა, იმედი გვქონდა მაინც, მაგრამ… ისე მედგრად იყო, ტკივილებს ებრძოდა ვაჟკაცურად. ტკივილებით კონცერტებზეც გამოდიოდა. ბოლო წელიწად-ნახევარი განსაკუთრებით დიდ ბრძოლაში იყო სენთან და ტკივილებთან, მაგრამ გასტროლებზე დადიოდა. დაახლოებით ერთი წლის წინ იყო საქართველოში, ზუსტად არ მახსოვს, ნიკა არაბიძესთან იყო, თუ ვანო ჯავახიშვილთან. კაკული და მერაბ სეფაშვილი ძმებივით იყვნენ. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ. ცუდად რომ იყო, მერაბი ორი კვირის წინ ჩასული…

მეტი...

,,ახლა გონებრივად ჩამორჩენილი პრეზიდენტის ყოლის დრო არ არის” – დონალდ ტრამპი ბაიდენზე

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ,,მისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის გამო, ჯო ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის”, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში. ,,ახლა გონებრივად ჩამორჩენილი პრეზიდენტის ყოლის დრო არ არის”, – დასძინა მან. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ამერიკული დემოკრატია. ,,დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. ის მზად…

მეტი...

შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. გთავაზობთ შობის დადგომისას წასაკითხ ლოცვას: „მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას. ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს. ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაათავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ გამირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ. შემიწყალე ჩემი სისუსტეების გამო, დამიფარე ვნებების,დემონებისა და ბოროტი ადამიანებისგან. ხილულ თუ უხილავ მტრებს ნუ მისცემ უფლებას, გადარჩენის გზაზე გადამეღობონ. მომიყვანე შენამდე. გლოცავ საუკუნოდ შენ, ჩემს…

მეტი...

რუსეთი ხერსონისა და დნეპრის დასახლებულ რაიონებს ბომბავს

რუსეთი ხერსონისა და დნეპრის დასახლებულ რაიონებს ბომბავს. ხერსონის ოლქის სოფელ ინგულეცში სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი აგრარული საწარმო განადგურდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. პარალელურად, რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტზე ძალისხმევას აძლიერებს. ავდეევკის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქალაქზე მასირებული შტურმი დაიწყეს, რამაც ვითარება უკიდურესად გაართულა, თუმცა როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, პუტინი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს და მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ავდეევკის აღებას ვერ შეძლებს. ფრონტის ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტიც.

მეტი...

ჯანმოს პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო კვირებში ბევრ ქვეყანაში COVID19-ის, გრიპის და სხვა რესპირატორული დაავადებების ფაქტებმა იმატა. ვირუსის ფაქტების მატების ტენდენცია დღესასწაულების შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ტედროს გებრეისუსმა X-ში დაწერა. მისი თქმით, სიმპტომების შემთხვევაში ადამიანებმა მაშინვე სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ, რათა ვირუსის მწვავე და ლეტალური შედეგი თავიდან იყოს აცილებული. „გამოიყენეთ პირბადეები, ხშირად გაანიავეთ ოთახები, დაიცავით დისტანცია, და დარწმუნდით, რომ თქვენმა ახლობლებმა COVID19-გან და გრიპის ვირუსისგან ვაქცინაცია ჩაიტარეს“,- წერს ტედროს გებრეისუსი. მან მოუწოდა მთავრობებს, რომ უზრუნველყონ მოსახლეობის წვდომა ტესტებისა და ვაქცინებისადმი, განსაკუთრებით ეს რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს ეხება.  

მეტი...

რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან 5 იანვარს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, 4 ადამიანი კი დაშავდა.

მეტი...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The New York Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო. პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდაცვის მდივანი გამოჯანმრთელების პროცესშია და დღეს ელოდება, რომ სრულფასოვნად განაახლებს მოვალეობის შესრულებას. პენტაგონში ასევე განაცხადეს, რომ ლოიდ ოსტინის საავადმყოფოში ყოფნის დროს, კეტლინ ჰიქსი, თავდაცვის მდივნის მოადგილე, “მზად იყო ემოქმედა და განეხორციელებინა მდივნის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში”.

მეტი...

გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „მეგობრებო ყველას დიდი მადლობა, ყველას ასეთი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ შევძელი პასუხების გაცემა ამ ეტაპზე. ახლა ისევ ვიმყოფები განყოფილებაში და სხვა დეტალებს ეტაპობრივად გაგაგებინებთ!! დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“,- წერს გიორგი ნაზღაიძე. შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანს, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ თავს დაესხა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

მეტი...

ნორვეგიაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ამინდზე მთელი დაკვირვების ისტორიაში, ყველაზე დაბალი -31,1 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. ნორვეგიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ცნობით, რეკორდი ღამის საათებში დაფიქსირდა, ხოლო დღისით ტემპერატურა -21 გრადუსს შეადგენს. ოსლოში მსგავსი ყინვები ანომალიურია. პროექტის, „ეკოლოგიური ინფორმაციის ნაციონალური ცენტრები“-ს ცნობით, იანვარში ნორვეგიის დედაქალაქში საშუალო ტემპერატურა -10 გრადუსს შეადგენს. ძლიერი ყინვა ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. შვედეთის ერთ-ერთ რეგიონში ტემპერატურამ -43 გრადუსი შეადგინა, ხოლო ფინეთის ლაპლანდიაში ის -44 გრადუსამდე დაეშვა.

მეტი...

იტალიაში 39 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, მოდენას პროვინციაში, ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით 39 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის გვიან ღამით, ავტოფარეხის მფლობელმა იპოვა, თავად დააკავა და პოლიციას გადასცა. დაკავებული ციხეში გადაიყვანეს. მას მოდენას პროვინციაში ცხოვრების უფლება აეკრძალა.

მეტი...

7 იანვარს ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან…

მეტი...

ქუთაისში, ბუნებრივი აირით მოწამლულ 5 პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ქუთაისში, ბუნებრივი აირით მოწამლულ 5 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებიან და სამედიცინო დაწესებულებებს უახლოეს დღეებში დატოვებენ. ექიმების თქმით, პაციენტებს ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ. მათი ინტოქსიკაცია წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ,,პაციენტი მოყვანილია 112-ის მიერ. უჩიოდა თავბრუსხვევას, გულის რევის შეგრძნებას, წონასწორობის დარღვევას. პაციენტის და 112-ის ექიმის გადმოცემით, ინტოქსიკაცია, ანუ მოწამვლა მიიღო გაუმართავი გამათბობლით…ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია”, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ერთი ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირით მოიწამლა. მათგან ერთი არასრულწლოვანია. ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები და მათ ოჯახს ბუნებრივი…

მეტი...

ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების ტაძარში ჩატარდება

ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მსახურება 00:00 საათზე დაიწყება. ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღასრულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 7-8 იანვარს საქართველოში

7 – 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7-8 იანვარს…

მეტი...

,,ალასკის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავს, ფრენის დროს, კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა

,,ალასკის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავს, ფრენის დროს, კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა. Boeing 737 Max 9 კალიფორნიაში ასრულებდა რეისს, როდესაც გაფრენიდან 35 წუთში მას გარე კორპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა. შემთხვევის დროს თვითმფრინავი 4 876 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა და ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ დროებით შეაჩერებენ კომპანიის კუთვნილი Boeing 737 Max 9-ის ტიპის 65 თვითმფრინავის გამოყენებას, რათა შემოწმება ჩაუტარონ ლაინერებს.

მეტი...

ქუთაისში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში, ბუნებრივი აირით  ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ხუთივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები და მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

მეტი...

,,ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს” – ზელენსკი

,,ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს”. ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,მადლობა ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც სახელმწიფოს ეხმარება, უფრო ძლიერი გახდეს, ჩვენს მებრძოლებს – მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ. ასევე, მან გერმანიას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა: ,,საჰაერო თავდაცვის რაკეტები, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

გორში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გორში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დანაშაულში 2 პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს იარაღის მუქარით 600 ლარამდე თანხა წაართვეს და მიიმალნენ. დამნაშავეები ქარელში იპოვეს. ვინაიდან საქმის ფიგუტანტებიდან ერთი არასრულწლოვანია, პასუხისგებაში მხოლოდ სრულწლოვანი პირი მისცეს. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

,,ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს” – ღარიბაშვილი

ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. მთავრობის მეთაური მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს. ,,ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყველასთვის, ვინც გულითა და სულით ზეიმობს ამ დიდ დღესასწაულს. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას!”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

ხერსონის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

5-6 იანვარს ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, მტერმა რეგიონში 112 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან. რუსი სამხედროების სამიზნეს დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები და საწარმო წარმოადგენდა.

მეტი...

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

მეტი...

ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ფინეთი 2025 წლიდან რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ,,არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა, კაი მიკიანენმა. მისივე თქმით, ეს შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა შეათანხმეს. რეფორმა EU-ს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელარუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. თუმცა, ამასთან, აკრძალვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. შესაბამისი დადგენილება ძალაში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევა. ცნობისთვის, რუსეთის…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 515 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 515 ბავშვი დაიღუპა, სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით დაშავდა 1 182-ზე მეტი მეტი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში: დონეცკის რეგიონში – 498; ხარკოვის ოლქში – 306; კიევის ოლქში – 143; ჩერნიგოვის ოლქში – 72; ლუგანსკის ოლქში – 67; ნიკოლაევის ოლქში – 97; ხერსონის ოლქში – 132; ზაპოროჟიეს ოლქში – 99; დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777; ლუგანსკის ოლქში – 67. უწყების თქმით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს მიუახლოვდა

იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს მიუახლოვდა. დაკარგულთა რიცხვი 211-მდე შემცირდა, ხოლო ევაკუაციის ცენტრებში 34,000 ადამიანი რჩება. ,,აშშ არის აქ, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს მეგობარს და მოკავშირეს მიწისძვრის საპასუხოდ. მზადდება სამხედრო ლოგისტიკური დახმარება, საკვები და სხვა მარაგი”, – დაწერა აშშ-ის ელჩმა იაპონიაში, რაჰმ ემანუელმა X-ზე. შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.

მეტი...

საქართველოს ფოსტამ ამანათების ტარიფები გაზარდა

საქართველოს ფოსტამ ამანათების ტარიფები გაზარდა. არსებული ინფორმაციით, ფასები გაიზარდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ამანათებზე. ცნობილია, რომ განახლებული ტარიფები ძალაში 3 იანვრიდან შევიდა. საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია, რაც აქამდე არსებულს (8.5 ლარი) 124%-ით აღემატება. გაიზრდილია ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და ის ახლა 14 ლარია. ასევე, გაუქმდა მცირე პაკეტები და შესაბამისად, მინიმალური თანხა რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს, 14 ლარია. გაძვირებულია საერთაშორისო ტარიფებიც. მაგალითად, აშშ-ის მიმართულებით 1 კგ ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის,…

მეტი...

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე, სოფელ გულებთან, მეწყერი ჩამოწვა

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ,,ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ. აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ნაძალადევის ნაწილს წყალი არ აქვს – აღდგენის დრო

ნაძალადევის რაიონში, ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩების კვეთაზე ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ბუაჩიძის , გუდამაყრის , ჩარგლის N61-67 (კენტები) N48-50 (ლუწები), გურამიშვილის N25-33(კენტები) და სანზონის N9,10,11,12,13,14,15,19,20,21 კორპუსებს და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თქმით, წყალმომარაგება აღდგება 18:00 საათზე.

მეტი...

,,ორბელიანის მოედანზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა” – გიორგი ნაზღაიძე

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაესხა მას და მის ორ მეგობარს. ,,დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა,…

მეტი...

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული მხედველობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მეტი...