ძალიან მნიშვნელოვანია მძევლების სწრაფად დაბრუნება – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბრიუსელში იმყოფება, რათა განიხილოს ორი საკითხი – „ჩვენი მძევლების დაბრუნება“ და ისრაელის მიმართ მხარდაჭერის მოპოვება „ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გასანადგურებლად“. მან ასევე ისაუბრა მძევლებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს გადაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწრაფად გაკეთება და მათი დაბრუნება“.

მეტი...

ვინ არის პედაგოგი, რომელიც ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 67 წლის პედაგოგი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ლია კუტუბიძეა, რომელსაც მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც იგი გზის გადაკვეთას ცდილობდა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო ვერ მოხერხდა. შსს-მ გამოძიება 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა ,,ჰამასთან” დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასთან” დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ფინანსისტებსა და პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ლიდერებს, სანქციები დაუწესა. ,,ეს სანქციები მკაფიო შეტყობინებას უგზავნის “ჰამასს” – დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ არ იყოს დამალული ადგილი მათთვის, ვინც აფინანსებს ტერორისტულ ქმედებებს”, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ზუჰეირ შამლახს, რომელიც ცნობილია როგორც ჰამასის “მთავარი ფულის შემცვლელი” და მთავარი ფიგურა, რომელიც დაეხმარა დიდი თანხების გადაცემას ირანიდან ჰამასში 7 ოქტომბერს ჯგუფის ისრაელზე თავდასხმების წინ. სანქციები, ასევე, დაუწესდა პალესტინის ისლამური ჯიჰადის, კიდევ ერთი მებრძოლი ჯგუფის…

მეტი...

პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გადასცა. ზუსტად რას შეიცავს დახმარების პაკეტი, ამ დროისთვის უცნობია. ,,არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ვაფასებთ თქვენს მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინული საჭიროებისთვის იარაღის უფრო მასშტაბური შესყიდვის მიზნით – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობის მეთაური დონალდ ტუსკი უკრაინაში დღეს, 22 იანვარს ჩავიდა.

მეტი...

დიდუბის ნაწილს გაზის მიწოდება 24 იანვრამდე შეუწყდება

გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დიდუბეში 12 000-ზე მეტ აბონენტს გაზი 23 იანვრის 13.00 საათიდან 24 იანვრის 12:00 საათამდე შეუწყდება. გაზის აღდგენა 24 იანვრის 12.00 საათიდან დაიწყება და 22.00 საათამდე დასრულდება. “სპირიდონ კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს კედიას 10-ს, შპს GD GROUP-ს და ალისფერი აფრების საცხოვრებელ კორპუსებს, სპ. კედიას ქ. 8-ში მდებარე შპს კლასიკ დეველოპმენტს, კახოვკის ქ. 9, თევდორე მღვდლის ქ. 13, 15, 16, 38, 40, 42, 44, 48, 48ა, 49, 51-53, ცაბაძის ქ. 8, ზუგდიდის ქ. 3, 12, ცემის, სოხუმის ქ. 4-6ა, 7, 7ა, 8, დავით ბაქრაძის ქ.…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით

,,რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით”. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12…

მეტი...

ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვა დაწესდა – გაფრთხილება მძღოლებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ოზურგეთში ავარიას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა

ოზურგეთში ავარიას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი სკოლიდან სახლში მიმავალ ხანდაზმულ პედაგოგს დაეჯახა. ,,გურია ტვ”-ის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო ვერ მოხერხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა  განიხილეს საქმე, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2023 წლის 23 აპრილს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს ხის ნაჭერი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის დანაშაულის საგანი და ბრალდებულის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის…

მეტი...

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების კომპესაციას გადაუხდის

ჯანდაცვის სამინისტრო, დაახლოებით, 650 თანამშრომლის კომპენსაციას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება მედიასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ გააკეთა. მისი თქმით, კომპენსაცია შეეხება, როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს. „მას შემდეგ, რაც მთავრობის განკარგულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ მოხდა, ილია ღუდუშაური და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. შეხვედრას  კლინიკის თანმაშრომლების უმეტესობა ესწრებოდა, სადაც მთავრობის განკარგულება გაგვაცნეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოიტანეს კომპენსაციის პაკეტი, რითაც სამინისტრო გეგმავს დაახლოებით 650 თანამშრომლის კომპენსაციას“,-ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსურლებელი. მისივე თქმით,  კომპენსაცია შეეხება როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს. „აქ საუბარია 4-12 თვემდე ხელფასის ტოლ კომპენსაციაზე,…

მეტი...

ჯანდაცვა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებასა და ღირსეულ კომპენსაციას ჰპირდება

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია“ – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში და შეთავაზების პაკეტზე საუბრობენ. „მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით“ – განმარტავენ უწყებაში. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი. თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები საკომპენსაციო პაკეტებს მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდნენ და ის საკომპენსაციო პაკეტები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა  ნინო კვერნაძემ მედიასთან განაცხადა, აღნიშნულ პაკეტზე სამინისტრო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 4 ტიპის საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზა, ხოლო არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე აქვთ განსაზღვრული. „საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია იმაზე, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს. ბევრი თანამშრომელია, ვისაც აქვს გარკვეული სენსიტივები  ამ კლინიკასთან დაკავშირებით. ამის  შესაბამისად, მათთვის  საკმაოდ დიდი პაკეტის შემუშავება მოხდა. თანამშრომელი, რომელიც  მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, მისთვის  განსხვავებული პაკეტის შეთავაზება მოხდება.   ხოლო…

მეტი...

კახა კალაძე მერიაში საგამოძიებო უწყებების შესვლას უარყოფს

თბილისის მერი კახი კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში საგამოძიებო უწყება შევიდა. მისი თქმით, ეს არის არასწორი ინფორმაცია,  რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. მერი ამტკიცებს,  რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება. „ეს არის ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუსი და ფინანსური პოლიცია. ეს არის დიდი  ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. წერეთლის გამზირზე ახლა ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. დღის და ღამის განმავლობაში, შეუსვენებლად მუშაობენ. ქვედა ფენებში ასფალტი უკვე დაგებულია, არის ტროტუარების მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის…

მეტი...

არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის  გაუპატიურების  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიზე, ბრალდებულმა 13 წლის  არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მეტი...

,,უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება და გაგრძელდება”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და მომავალშიც გაგრძელდება”,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, “უკრაინას ახლა უფრო მეტი და სწრაფი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება”. ,,ის ფაქტი, რომ ჩართულები ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენ უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორელმა.  

მეტი...

ოდესაში უკრაინელი ბიზნესმენის შვილი დააკავეს

ოდესაში საზღვარგარეთ გასვლის მცდელობისას უკრაინელი ბიზნესმენის შვილი რომან გრინკევიჩი დააკავეს. გრინკევიჩი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფიგურანტია. მამამისი, ბიზნესმენი იგორ გრინკევიჩი გასული წლის დეკემბერში დააკავეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მას ბრალად  შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი თანხების მასშტაბური მიტაცება ედება. „მსურს, გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე. ყველას ახსოვს რეზონანსული საქმე, რომელშიც ლვოველი ბიზნესმენი და მისი თანამოაზრეები არიან ეჭვმიტანილები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ერთი მილიარდი გრივნის ღირებულების უხარისხო ტანსაცმლის მიწოდებაში. ოთხი ფიგურანტი ახლა პატიმრობაშია, მეხუთე დღეს, დილით დააკავეს ოდესაში სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას. მეხუთეზე ძებნა იყო გამოცხადებული“, – განაცხადა უკრაინის გერენალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.  

მეტი...

დაიღუპა 92 ადამიანი – შტორმი და ქარბუქი აშშ-ში

აშშ-ში გასული კვირის განმავლობაში შტორმისა და ქარბუქის გამო, 92 ადამიანი დაიღუპა. 25 ადამიანი დაიღუპა ტენესის შტატში, 16 კი – ორეგონში, სადაც ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა. უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა მისისიპის, ილინოისის, პენსილვანიის, ვაშინგტონის, კენტუკის, უისკონსინის, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებში. ორეგონის ქალაქ ორტლენდში სამი ადამიანი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, იმ დროს, როდესაც ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა. ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასს ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 45 ათასი ადამიანი ორეგონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მეტი...

პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს, შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“ დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით, ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, შერჩეული ავტომანქანების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღო. ამ გზით ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით)…

მეტი...

,,ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრისკენ”- ანდრეი ერმაკი

,,უნგრეთი – ჩვენი მეზობელია. ის ევროკავშირისა და NATO-ს წევრია, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და დავამყაროთ კონსტრუქციული დიალოგი”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ერმაიკი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრას შესაძლებლად მიიჩნევს. ,,ჩვენ ნამდვილად მივიწევთ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრისკენ”, – განაცხცხადა ანდრეი ერმაკმა. მისივე თქმით, ეს იქნება მთავარი საკითხი, რომელსაც დმიტრო კულებასთან ერთად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, 29 იანვარს, უჟგოროდში შეხვედრის დროს განიხილავს.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დაახლოებით 30 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე დაახლოებით 30 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და პატრონთან დააბრუნეს.  

მეტი...

,,თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ”- რატი ბრეგაძე

თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც – ამის შესახდებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნის იმ ნაწილს  ეხმაურება, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის სამარტოო პალატაში ყოფნაზეა. ,,დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოსდა ის არის მარტო და ფაქტობრივად სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოება. რას ნიშნავს მარტო ყოფნა – ეს არის მისი სურვილი, რომ საკანშიც და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. მას დღეის მდგომარეობით ჰყავდა 3 ათასი ვიზიტორი არასრულ 2 წელიწადნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს,…

მეტი...

ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა – ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 190 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ბოლო ერთ დღის განმავლობაში, არაბულ ანკლავში დაბომბვისა და სხვა სახის საბრძოლო მოქმედებების შედეგად 340 ადამიანი დაშავდა.  

მეტი...

,,მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”- პრეზიდენტი

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე, – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში მომხდარ ხანძარს. მისი თქმით, ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. „ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ოკუპირებულ სოხუმში, ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების შესასწავლად რუსი რესტავრატორები…

მეტი...

,,გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა”- ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. მისი თქმით, დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ამ კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯთეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. ,,ძალიან ბევრი, ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, შეიქმნას რწმენა, რომ პოლონეთი არის უკრაინის ყველაზე სანდო, სტაბილური მოკავშირე ბოროტებასთან ბრძოლაში”- ტუსკი

ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას რწმენა, რომ პოლონეთი არის უკრაინის ყველაზე სანდო, სტაბილური მოკავშირე ამ სასიკვდილო ბრძოლაში ბოროტებასთან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონლად ტუსკმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თმით, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საომარ ძალისხმევაში. „არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საომარ ძალისხმევაში, ეს უდავოა, ნომერ პირველია. ასევე, არის ბევრი ორმხრივი საკითხი, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ყველამ ვიცით, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და მათზე ვისაუბრებთ, მაგრამ მეგობრობის სულისკვეთებით ვისაუბრებთ, რაც მიზნად ისახავს პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას, რომ არ გამრავლდეს. ეს არ არის მხოლოდ…

მეტი...

ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახის წევრები ისრაელის პარლამენტში შეხვედრაზე შეიჭრნენ. მძევლების ოჯახის წევრები ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ. ,,აქ არ დასხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან!”;”გაათავისუფლეთ ახლავე!”,- სკანდირებდნენ მომიტინგეები. მათ თან ჰქონდათ მათი ოჯახის წევრების ფოტოები. ცნობისთვის, “ჰამასის” ტყვეობაში დაახლოებით 130 ადამიანი რჩება.

მეტი...

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე,  საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური  სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. „სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა…

მეტი...

ფინეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი ამაში ერთიანი იყოს – ელინა ვალტონენი

,,ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამაში ერთიანი იყოს,”- ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. ,,ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამაში ერთიანი იყოს და თითოეულმა ქვეყანამ შეიტანოს წვლილი. როგორი საშუალებაც არ უნდა იყოს საჭირო იმ დაუყოვნებლივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პოზიციაც ამ მხრივ ძალიან მტკიცეა,”- განაცხადა ელინა ვალტონენმა.

მეტი...

„თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი მაქვს და არც შესაძლებლობა – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. ,,დინამოს” გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება, რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება, პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს.…

მეტი...

ოკუპირებულ სოხუმში, ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების შესასწავლად რუსი რესტავრატორები ჩავლენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან. რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლუბიმოვის განცხადებით,  ჯგუფში შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხეოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. „უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა“, –…

მეტი...

,,წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შემოსულა”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შესულა. „რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. კეთილი ინებეთ და საზოგადოებას მოუხადეთ ბოდიში, რომ ცრუ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. რაც შეეხება წერეთლის გამზირს, სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, დღე…

მეტი...

,,ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს დეპრესიის რისკს”- მაია ბუწაშვილი

,,ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს სოციალური იზოლაციის განცდას, ამცირებს დეპრესიის რისკს და ზოგადად დაკავშირებულია უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობასთან,”- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ძალიან ბევრ ადამიანს ყავს სახლში ცხოველი. “ბევრ მშობელს უკითხავს, ბავშვისთვის ძაღლის ან კატის სახლში ყოლა ხომ მავნეაო? ამ კითხვაზე პასუხს მცირე სტატისტიკით დავიწყებ:  იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ძალიან ბევრ ადამიანს ყავს სახლში ცხოველი. აშშ-ში ოჯახების 70%-ს ყავს ძაღლი ან…

მეტი...

,,მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული”- გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

„დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“- კახა კალაძე

„დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა. „დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე პარტიული ინტერესებია”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იბრძვიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა კი მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. დედაქალაქის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს. „ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და კარგად ვიცით, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკაში – რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი დღეს…

მეტი...