ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით

ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ხელმოწერილი დეკლარაცია მოიცავს ერთობლივი კვლევის დასრულებას ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი შვეიცარიის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ. ორმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2013 წელს მოაწერა ხელი. თუმცა, მისი განახლების მცდელობები შეფერხდა ჩინეთში ადამიანის უფლებების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების ფონზე. შვეიცარიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიალოგი მიმდინარე წელს განახლდება და ადამიანის უფლებებსაც მოიცავს.

მეტი...

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირისგან უკრაინის მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების დაწესებას ითხოვენ

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირისგან უკრაინის მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების დაწესებას ითხოვენ. უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბულგარეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გაუგზავნეს წერილი ევროკომისიას ზომების მიღების მოთხოვნით, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქტები მათ საექსპორტო ბაზრებზე ხვდება. მინისტრები აღნიშნავენ, რომ ბრიუსელმა უნდა შემოიღოს ზომები, რომელიც დაიცავს უკრაინის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრებს და დაეხმარება მათ გამოიყენონ საექსპორტო პოტენციალი. მინისტრები ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას, შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა უკრაინის წარმოების გაიდლაინები ევროკავშირის სტანდარტებს.

მეტი...

,,2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული იყო” – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული იყო, თუმცა კიდევ უფრო გამორჩეული იყო 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. ,,2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 6 მილიონს მიაღწია. პანდემიამდელი მგზავრთნაკადი აღდგა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო ის გამონაკლისი გასულ წელს, სადაც მგზავრთა რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. 2023 წელს, არსებობის მანძილზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 700 მდე მგზავრს. რაც იმის საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 2024 წელი ქუთაისის აეროპორტისთვის კიდევ…

მეტი...

,,ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის, სწრაფად უნდა წავიდეთ წინ” – კრისრიან ბუჩმანი

,,ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის, სწრაფად უნდა წავიდეთ წინ”. ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კრისრიან ბუჩმანმა განაცხადა. „გაფართოება ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილებები, მაგრამ ამავე დროს ქმედებები წევრი სახელმწიფოებიდან. სწრაფად უნდა წავიდეთ წინ. უამრავი ნაბიჯია ამ პროცესში, ეს იციან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმაც და აპლიკანტმა სახელმწიფოებმაც. ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის. თუ ყველა ერთად გაფართოების მიმართულებით წავალთ, მაშინ სტაბილურობას მოვუტანთ იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც გაწევრიანება სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება არასტაბილურობა“, – აღნიშნა კრისრიან ბუჩმანმა.

მეტი...

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი ავრცელებს. მისი თქმით, ქვეყანამ, რუსული ფესვების მქონე უძრავი ქონების მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება ზაფხულში დაიწყო. მოგვიანებით კი ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შესახებ შეზღუდვები გაამკაცრა, სექტემბერში კი რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

მეტი...

გაერომ უკრაინაში 2024 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა წარმოადგინა

გაერომ უკრაინაში 2024 წლის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა წარმოადგინა. გაეროს გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის 8,5 მილიონი მოქალაქის დახმარებას, რაც მოითხოვს 3,1 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსებას. რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, ზოგადად, გაეროს გეგმა ითვალისწინებს დაახლოებით 10,8 მილიონ უკრაინელს უკრაინასა და ევროპის რეგიონში, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ დახმარება. ,,ასობით ათასი ბავშვი ცხოვრობს ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე თემებში, ტრავმირებული და მოკლებულია ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების უნარს. მხოლოდ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინას მეტი ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ”, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა მარტინ გრიფიტსმა. დროებით…

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. პეტრ პაველი ისრაელში დღეს ჩავიდა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა. მისი მოგზაურობა უსაფრთხოების მიზეზების გამო ცნობილი არ ყოფილა. შეხვედრას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი, დიპლომატიური მრჩეველი, ოფირ ფალკი და ჩეხეთში ისრაელის ელჩი, ანა აზარი ესწრებოდნენ. ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელის შემდეგ კატარს ეწვევა.

მეტი...

„არც ვიცოდი, მოხვდა თუ არა, დილით პოლიცია, რომ დამადგა მაშინ გავიგე” – რას ამბობს ძაღლის დაჭრაში ბრალდებული

გორის სასამართლომ ძაღლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს 4 000 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ცხოველი მეურნეობას უზიანებდა, რის გამოც ესროლა, თუმცა მოხვდა თუ არა ტყვია, მისივე თქმით, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა. „არც ვიცოდი, მოხვდა თუ არ მოხვდა ძაღლს. ეგ გავიგე დილით, პოლიცია რომ დამადგა“, – თქვა სასამართლოზე ბრალდებულმა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა. ცხოველთა უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე დარბაიძემ აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე ღონისძიება გამოიყენა.

მეტი...

„ეს ხატი შეცდომა არ არის და ის უნდა დარჩეს“ – თარხან მოურავი მატრონა მოსკოველის ხატზე

წმინდა მატრონას ხატზე, სადაც სტალინია გამოსახული, ხატის შემწირველი დავით თარხან-ნოურავი აცხადებს, რომ მისი შეცვლა არ უნდა მოხდეს. „ხატი არის 2,5 მეტრის. ხალხს საერთოდ წარმოადგენა არა აქვს ამაზე და 10 სამტიმეტრიანი ფიგურაა სტალინის. ჩანაცვლდება ეს ფიგურამ მეტი არაფერი. ნახევარი საათი უნდა ამის შეცვლას. მთავარია ის, რომ ეს ხატი შეცდომა არ არის და ის უნდა დარჩეს, მაგრამ რადგამ საპატრიარქომ გადაწყვიტა, კი ბატონო, ბრძოლას ხომ ვერ დავიწყებთ.  არის ხალხი, საერთოდ ვერ აცნობიერებს რაზეა საუბარი. მორწმუნე ადამიანმა ამ ხატში ღმერთის სისდიადე უნდა დაინახოს, რომელმაც მოდრიკა ყველა ბოროტი მმართველი. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხატს არც ერთ…

მეტი...

„ხატიდან სტალინი არ უნდა ამოიხატოს“ – თარხან მოურავი მატრონა მოსკოველის ხატზე   

“ხატი დაწერა ქართველმა ხატმწერმა. ხატი იწერებოდა 2018 წლიდან. ხატის ესკიზები ინტერნეტში არაერთხელ გამოქვეყნდა და ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ხატი იქმნება მოძღვართან ერთად. ჩვენ ხატმწერისთვის არ მიგვითითებია, რა სცენები უნდა გამოესახა მას. ეს მისი არჩევანია” – აცხადებს დავით თარხან-მოურავი. მისივე თქმით, სტალინის მატრონასთან ნამდვილად  იყო. “ჩვენ ვთხოვეთ მას მატრონა მოსკოველის ხატის დაწერა, რომელიც არის გამორჩეული წმინდანი. ყველაზე დიდი წმინდანი. მე თვითონ მაქვს წმინდა გიორგის ხატი დაწერილი, ასევე წმინდა ნინოს ხატი და შეწირული ტაძრისთვის. უფრო სწორედ, ჩემი შეკვეთით დაწერილი. კიდევ მრავალი ხატი. ეს არის 30-ე ხატი. ახლაც ვამბობ, რომ არანაირი შეცდომა…

მეტი...

ბაქოში მსხვერპლი გაიზარდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროეისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია  6 ადამიანი. აფეთქება დღეს, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მოხდა. დაშავებულია 24 ადამიანი.  

მეტი...

ისრაელში ტერორისტული აქტი მოხდა, არის მსხვერპლი

ისრაელიში, კერძოდ კი ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 17-მდეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა რიგითი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ, სხვადასხვა მონაკვეთში 3 მანქანა გაიტაცა და ხალხში შევარდა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია პალესტინის 2 მოქალაქე. ფაქტი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი.

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში საჰაერო იერიშის საფრთხის გამო,ზოგიერთ რეგიონში განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა შეინიშნება.  

მეტი...

,,პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ”- ნიკა გვარამია

,,პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ.ერთად შევცვალოთ.  პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ,”- ამის შესახებ ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მომხრეა ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ,,ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ: მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის…

მეტი...

,,გასაკვირი ის რეაქციებია, რომელიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან მართავს შეხვედრებს”- ლევან დავითაშვილი

,,გასაკვირი ის რეაქციებია, რომელიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან მართავს შეხვედრებს”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც „ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში. საქართველო და ჩინეთი ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, აქ, პირველ რიგში, იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, ამას სჭირდება ხოლმე და ყოველთვის ლოგიკურად მოჰყვება საპარლამენტო ჯგუფებს შორის თანამშრომლობა, რადგან გვესმის, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებსაც მთავრობები ახორციელებენ, საჭიროებენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შორის პარლამენტების…

მეტი...

დირექტორი, რომელმაც სკოლაში სროლისას მოსწავლეები თავდამსხმელისგან იხსნა, გარდაიცვალა

დირექტორი, რომელიც იცავდა მოსწავლეებს, აიოვას სკოლაში შეიარაღებული თავდამსხმელისგან, გარდაიცვალა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დენ მარბურგერი “მოქმედებდა თავდაუზოგავად და თავი სახიფათო მდგომარეობაში ჩაიგდო”, როდესაც სტუდენტმა ცეცხლი გახსნა პერის საშუალო სკოლაში დე მოინის მახლობლად. მისი ქალიშვილის განცხადებით, ის ცდილობდა თავდამსხმელისთვის ყურადღების გადატანას, მანამ სანამ დაიჭრებოდა, რამაც მოსწავლეებს მისცა გაქცევის საშუალება. ოჯახმა კვირას თქვა, რომ “10 დღის შემდეგ მან ბრძოლა წააგო და ამ ტრაგედიამ სიცოცხლე შეიწირა”. 4 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაიჭრა, 11 წლის ბავშვი კი დაიღუპა. სროლა სკოლის კაფეტერიაში დაიწყო, სადაც მოსწავლეები საუზმობდნენ. დირექტორი მივიდა შეიარაღებულ მოსწავლესთან და ცდილობდა…

მეტი...

სრუტის გადალახვის მცდელობისას 5 მიგრანტი დაიღუპა

საფრანგეთიდან ინგლისში ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას ხუთი ადამიანი დაიღუპა.  გარდაცვლილი მიგრანტების სხეულები სანაპიროზე გამოირიყული იპოვეს. 72 წევრიანი მიგრანტთა ჯგუფი ნავით ლა-მანშის სრუტის გადალახვას ცდილობდნენ. ნავზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ. 72-ვე მიგრანტი, მათ შორის 10 ბავშვი, საფრანგეთში, ქალაქ კალეში დააბრუნეს. სამაშველო ჯგუფებმა წყალში ექვსი ადამიანის გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ექვსი მიგრანტი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.  

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა დონეცკის ოლქში, კრასნოჰორივკას დასახლება დაბომბა. დაბომბის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა  ერთი ადამიანი. დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. მისივე თქმით, ადგილზე  მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.  

მეტი...

,,ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია”- აფეთქება ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ავეჯის მაღაზიაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინციდენტის შედეგად 24-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. დაშავებულებიდან ექვსი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო მომსახურება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.  

მეტი...

ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით,  ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს დავოსის ფორუმზე. ,,ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, ქალბატონ პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან.  მე ასევე ვისაუბრებ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე, სანქციებზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმების ძიებაზე, ჰუმანიტარულ განაღმვით თანამშრომლობაზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და უკრაინის აღდგენაზე”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება. დეკანოიძე არ ადასტურებს, რომ საუბარია „ლელოსთან“ რაიმე სახის ალიანსზე. „ალბათ, მარტის დასაწყისამდე კონფიგურაცია გამოჩნდება. მარტი ალბათ საბოლოო ათვლის წერტილი იქნება, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს, რომ მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები უნდა შედგეს. ეს უნდა იყო სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება, არამედ იქნება სინერგია, რომელიც ხმების რაოდენობას გაზრდის. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არსებობს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები და ვიქნები. კონსულტაციები, საუბარი…

მეტი...

ჩინეთში კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია – ვოლსკი

საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების – ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჩინეთში განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება. „საუბარი შეეხო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში საქართველოს მონაწილეობას. მიუხედავად ჩინეთსა და საქართველოს შორის რესურსებში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, აქ შენარჩუნებულია. ძალიან საინტერესო შეხვედრები…

მეტი...

3 დაღუპული და 24 დაშავებული – ძლიერი აფეთქება ბაქოში

ბაქოში ავეჯის მაღაზიაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ ერთობლივად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გატარებული აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების გამო ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი გამოძიების თანახმად, ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინციდენტის შედეგად 24-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. დაშავებულებიდან ექვსი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო მომსახურება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ცნობისთვის, აფეთქება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში  მოხდა.

მეტი...

კოლუმბიაში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაშავდა 35 ადამიანი დაშავებულია, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეწყერი 13 იანვარს მოხდა.

მეტი...

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა. ,,კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით  მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს…

მეტი...

ძლიერი აფეთქება ბაქოში – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაშო, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე 15 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.  

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

მეტი...

უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით,  უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო თვითმფრინავი – მზვერავი A-50 და ბომბდამშენი Іл-22М – ჩამოაგდეს. ,,უკრაინის საჰაერო ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის A-50, შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის Іл-22М,” – წერს ზალუჟნი.

მეტი...

,,ბავშვებს სჭირდებათ “დედა და მამა” და არა “მშობელი 1 და მშობელი 2”- საბერძნეთის ყოფილი პრემიერი

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გეი-ქორწინების შესახებ შემუშავებული კანონპროექტის წინააღმდეგია. მისი თქმით, ბავშვებს სჭირდებათ “დედა და მამა” და არა “მშობელი 1 და მშობელი 2”. “საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ამ საკითხზე მკაფიო აზრი აქვს და როცა მოვა დრო, პარლამენტში ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ბავშვებს სჭირდებათ “დედა და მამა” და არა “მშობელი 1 და მშობელი 2”, – აცხადებს ანტონის სამარასი.

მეტი...

პუტინი, შესაძლოა, ახლო მომავალში ჩრდილოეთ კორეას ეწვიოს – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ახლო მომავალში ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდეს. ,,ვლადიმერ პუტინს აქვს მოწვევა, რომ ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვიოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი შედგება და ახლო მომავალში რუსეთის პრეზიდენტი ფხენიანს ეწვევა”, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

,,რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანი უერთდება”- სკიბიცკი

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანი უერთდება. ,,რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100, თვეში კი დაახლოებით 30 000 ადამიანი უერთდება. ეს გამოიყენება როგორც დანაკარგების ასანაზღაურებლად, ასევე სარეზერვო პოლკების ფორმირებისთვის. თუმცა ამას ფარულ მობილიზაციას ვერ ვუწოდებთ. უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. ის ვაგნერელები, რომლებმაც კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს, სამხედრო სამსახურს რუსეთის შეირაღებულ ძალებში  აგრძელებენ”, – განაცხადა სკიბიცკიმ.

მეტი...

გურჯაანში კაცი დაჭრეს

14 იანვარს გურჯაანში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ”ფორმულას” ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა. დაჭრილი კაცი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.  

მეტი...

დეკემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 42.4 პროცენტით შემცირდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 828.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით, ანუ 227.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა. ყველაზე მეტი თანხა – 70.58 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია 49.68 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 46.19…

მეტი...

,,უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ ომის ეს რთული გზა გადალახოს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ ომის ეს რთული გზა გადალახოს. მისი თქმით, ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკრაინას ძალა და შესაძლებლობები უკვე შემატა. ,,ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკრაინას ძალა და შესაძლებლობები უკვე შემატა. გვაქვს ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი მეომრებისთვის. არსებობს ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე. განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები, რომლებიც კიდევ იქნება. ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. ჩვენ მხედველობაში გვაქვს როგორც რაკეტები, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც უფრო მეტი იქნება. თვიდან თვემდე ვაძლიერებთ ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას საკმარისი…

მეტი...

გორში კატას სცემეს

შიდა ქართლში კატას სცემეს და აწამეს. გავრცელებული ინფორმაციით, კატას  დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნებოდა. ვეტერინარებმა კატის გადარჩენა შეძლეს.   წყარო: ”მთავარი არხი”

მეტი...