ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების თანახმად, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა.

მათგან 76 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულად. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც.

მსგავსი თემები