რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე

ბათუმში ქმარმა 37 წლის ცოლი მოკლა. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ოჯახი ქედიდან იყო და ბათუმში ისინი ქირით ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ქალს რამდენიმე ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. ქალს ორი შვილი ჰყავდა, ისინი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ,,გადმოვიდა ხაზეიკა, იძახდა რაღაც მოხდა, ჩხუბიო და მე ვერ ავდივარ, მეშინიაო, გაიქეცით იქნებ დაეხმაროთო. მეც ვერ ავედი, იმიტომ რომ შემეშინდა. მერე ხალხი რომ ავიდა ყველა, შიგნით იყვნენ, მერე ავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. ორი შვილი ჰყავთ, ერთი 20 წლისაა, ერთი მგონი…

მეტი...

„14 წლის შვილი დარჩა, მანქანა დაეჯახა შარდენთან“ – მარი ბაბეტას მეგობარი

თბილისში მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა ქალი ავტოავარიას ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. „გუშინ მოხდა ავარია, 14 წლის შვილი დარჩა, მანქანას შეუვარდა შარდენთან, „სტელასთან“ სხვა არაფერი ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი. ცნობისთვის, ახალგაზრდა მოცეკვავე, პირველად, “X-ფაქტორში” გაიცნო მაყურებელმა. წლების განმავლობაში, რეპერ “შავი პრინცის” მეუღლე იყო. წყვილს საერთო შვილი გოგონა ჰყავთ. განქორწინების შემდეგ, ბაბეტა, მშობლებთან და შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა.

მეტი...

ავდეევკაში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

ავდეევკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დონეცკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დაახლოებით 11 საათზე რუსებმა ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს. ოკუპანტებმა იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, რის შედეგადაც 51 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 50 წლის ქალი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 230 ადამიანი გაათავისუფლა

რუსეთის ტყვეობიდან 230 მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მათგან 213 ჯარისკაცი, 11 ოფიცერი და 6 უბრალო მოქალაქეა. ,,ჩვენი ხალხი სახლშია. დღეს ჩვენ დავიბრუნეთ 200-ზე მეტი მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ტყვეობიდან. ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, საზღვაო ძალებიდან და მესაზღვრეები. ზოგიერთი დამცველი მარიუპოლსა და აზოვსტალში იბრძოდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენს ხალხს სახლში აბრუნებს. მადლობელი ვარ ჩვენი მცველების. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავიბრუნოთ ყველა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი, რუსულ FSB-სთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი

კიევში ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობასა და რუსული FSB-ს აგენტობაშია ეჭვმიტანილი. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება, თუმცა აღნიშნულია, რომ ის წინა წლებში ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა და მხარს უჭერდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთის როსტოვის ოლქთან შეერთებას. ასევე ეწეოდა საინფორმაციო დივერსიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ,,2014 წელს, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც „პოლიტიკურმა ექსპერტმა“ და პუბლიკაციების ავტორმა, სადაც ადიდებდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ამ დროიდან იგი უშუალო კავშირში იყო FSB-ის მე-5 სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა მის საინფორმაციო და დივერსიულ საქმიანობას უკრაინის წინააღმდეგ. რუსი…

მეტი...

ირანში, ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 73 და დაშავდა 170 ადამიანი

ირანის ქალაქ კერმანში ორმაგი აფეთქების შედეგად მინიმუმ 73 ადამიანი დაიღუპა, 170 დაშავდა. თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. თავდასხმა ქალაქ კერმანში 2020 წელს მოკლული სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან მოხდა, სადაც მომლოცველები შეიკრიბნენ. პირველი აფეთქება საფლავიდან 700 მეტრში მოხდა, ხოლო მეორე კილომეტრით იყო დაშორებული. ირანის „ჩრდილოვანი მეთაურის“ სახელით ცნობილი სოლეიმანი, რომელიც 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ყუდსის ძალებს, ოთხი წლის წინ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მოკლეს.ის იყო ირანის სამხედრო ოპერაციების განმახორციელებელი ერაყსა და სირიაში.

მეტი...

შვედეთში, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

შვედეთში, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -43.6 გრადუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი (SMHI) ავრცელებს. SMHI-მა გამოსცა ყვითელი და ნარინჯისფერი გაფრთხილებები ქარისა და თოვლის შესახებ სამხრეთ შვედეთისა და სტოკჰოლმის რაიონებში. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. შეფერხებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა. სამხრეთ და ცენტრალურ შვედეთში, უამინდობამ ოთხშაბათს დილით რამდენიმე ავარია გამოიწვია. ბოლო დღეებში ქარიშხალმა დააზარალა დანია და ნორვეგიაც, ჩაიკეტა გზები და გაუქმდა სარკინიგზო რეისები.

მეტი...

„თიბისი“ ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა. ბანკში სიგნალიზაციის ჩართვის გამო მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. ამ წუთებში ბანკის ფილიალში სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის ადგილიდან მიიმალა. მისი ძებნა კი გრძელდება. ამოღებულია კამერის ჩანაწერებიც, სადაც ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი. ადგილზე ბანკის თანამშრომლების გარდა, მომხმარებლების იმყოფებოდნენ, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბანკის ფილიალი დალუქულია. ადგილზე კინოლოგებიც მუშაობენ.

მეტი...

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, TBC ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა. კაცმა თანხის წაღება ვერ შეძლო და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხა. დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

მეტი...

ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს  სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ მკვლელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ის მიმალვას არ აპირებდა. პროკურორის განცხადებით, 45 წლის მამაკაცი ადრეც იყო ნასამართლევი. მამაკაცი  ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალწინებს  

მეტი...

ევროკავშირმა ბრილიანტების მწარმოებელი რუსული კომპანია დაასანქცირა

ევროკავშირის სანქციებს ბრილიანტების მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანიაც დაემატა. სიაში მოხვდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც.  ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში – ჯოზეფ ბორელი ადასტურებს. „ბრილიანტების აკრძალვის შესაბამისად, რომელიც ჩვენ სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად დავაწესეთ, ევროკავშირი  Alrosa-ს, მსოფლიოში ბრილიანტების მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიას და მის აღმასრულებელ დირექტორს, სანქციების სიაში ამატებს“, – აცხადებს ჯოხეფ ბორელი.  

მეტი...

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაცია *303# სერვისით მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი  სერვისით – *303#-ით ჯამში 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. სერვისი მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მობილურ ტელეფონზე *303# OK-ის აკრეფით,  მიიღონ  ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია. *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურ ტელეფონზე. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მოქალაქეებს შეუძლიათ *303#-ის საშულებით  კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი. მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, …

მეტი...

„პირველი ახალი წელია, როცა კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა“ – ივანე ჩხაიძე

„პირველი ახალი წელია, როცა კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა“. ამის შეესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანამდევი. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როცა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის…

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა

იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ელჩი მიწისძვრის დროს ოჯახთან ერთად მატარებლით გადაადგილდებოდა იმ ზონაში, სადაც სეისმური ბიძგები იყო. მგზავრებს ღამის გატარება ვაგონებში მოუწიათ. ,,რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და…

მეტი...

,,რუსეთი პასუხს აგებს სამხედრო დანაშაულებზე” – ბორელი

,,რუსეთი პასუხს აგებს სამხედრო დანაშაულებზე”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წერს. ,,რუსეთმა ახალი წელი დაიწყო კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ასზე მეტი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის გასროლით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნების განადგურებითა და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განადგურებით.  რუსეთი პასუხს აგებს თავის სამხედრო დანაშაულებზე. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ”, – წერს ბორელი.

მეტი...

მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ავტოავარიას ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ” – რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმას ეხმაურება: ,,ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ბოლო თავდასხმას უკრაინაზე პუტინისთვის გასაგებ ენაზე: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შეძლოს კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღის დამზადება და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რათა მას გაშვების ადგილებისა და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალება მიეცეს”, – დაწერა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 72 განადგურდა.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დაიწერა

იმ მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც 2014 წლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირნენ, წმინდა გიორგის ხატი დაიწერა. ხატზე დატანილია საქართველოსა და უკრაინის დროშები. მას დღეს ქაშვეთის ეკლესიიდან უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მებრძოლი, გია შიოშვილი გადააბრძანებს. ხატს კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში დააბრძანებენ. ეს ის ეკლესიაა, სადაც ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდები იმართება ხოლმე. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლებს აქვთ სურვილი, რომ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, ხატი უკვე კიევის ტაძარში იყოს, სადაც მოეწყობა ქართული სამლოცველო კუთხეც.

მეტი...

გლდანში ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს, ერთი დანით, ერთი არბალეტით

თბილისში, გუშინ ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს. ერთი ძაღლი დანით, ხალხმრავალ ადგილზე, ერთ-ერთ პარკში დაჭრეს, მეორე შემთხვევაში ცხოველს დაზიანება არბალეტით მიაყენეს. ამჟამად ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში არიან გადაყვანილები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. თანაზ ელიზბარაშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე არის სათვალთვალო კამერები და პოლიციას დამნაშავეების ვინაობის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს.

მეტი...

ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა

ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა. დაკავებულია 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები მძიმეა. ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 62 ადამიანი. ეს არ არის საბოლოო  ციფრები, რადგანაც არიან დაკარგულებიც. იშიკავას  მთავრობის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომლებიც კლინკაში იმყოფებიან. ნაწილის მდგომარეოა კი საკმაოდ მძიმეა. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია სახლები, დაზიანებლია ინფრასტრუქტურა. უსახკაროდ დარცა  31 000-ზე მეტი ადამიანი.

მეტი...

„იუ ბაღი“ შანხაიში „ღმერთის ტაძრის“ გვერდით

Yu Garden – „იუ ბაღი“ შანხაის ცენტრალურ ნაწილში, ძველ ქალაქში მდებარეობს.  ის აერთიანებს ისტორიულ,  კულტურულ ნაწილს,  ტურიზმსა და ვაჭრობას. „იუ ბაღი“ არის  ჩინური ბაღი, რომელიც  ქალაქის ღმერთის ტაძრის გვერდით, შანხაის  ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. იუ ბაღი შედგება დეკორატიული დარბაზებისგან, პავილიონებისგან, ბრჭყვიალა აუზებისგან, ზიგზაგის ხიდებისგან, კუნძულისგან, რომელიც სავსეა ე.წ. ოქროს თევზებით. იუ ბაღი ორ ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშლილი და დატვირთულია  არქიტექტურული საოცრებებით. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ ჩინეთის უძველეს არქიტექტურას გაეცნონ, ივაჭრონ, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და მთელი დღე გაატარონ. აქ  ნახავთ როგორც არქიტექტურულ შედევრებს, ისე უნიკალურ ხის შენობებს, განსხვავებული და გამორჩეული ორნამენტებით, რომელიც წყალზე დგას.…

მეტი...

საფრანგეთის პრეზიდდნტი ისრაელს მოუწოდებს

ემანუელ მაკრონი ისრაელის ხელისუფლებას ისევ მიმართავს და მოუწოდებს, ესკალაცია თავიდან აიცილოს. ის განსაკუთრებულ აქცენტს ლიბანზე აკეთებს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი განმარტავს, საფრანგეთის ძალ-ღონეს არ დაიშურებს ამ დაპირისპირების შესაჩერებლად. „აუცილებელია ყოველგვარი ესკალაციული განწყობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით ლიბანში. საფრანგეთი გააგრძელებს ამ გზავნილების გადაცემას ყველა მოთამაშისთვის, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად ჩართულნი არიან ამ საკითხში“, – აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი. შეგახსენებთ, რომ  ლიბანის დედაქალაქში თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულთა შორიაა  „ჰამასის“ ლიდერი, რის გამოც ჰამასი ანგარიშსწორებით იმუქრება.  

მეტი...

„ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ მკვლელები დაისჯებიან

ლიბანში  ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ  „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება და იმუქრება. „მიმდინარე ომის პარალელურად,  ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა მტერსა და წინააღმდეგობის ღერძს შორის. ეს მკვლელობა უპასუხოდ არ დარცება. წინააღმდეგობის მოძრაობას თითი ჩახმახზე გამოდებული აქვს“, – იმუქრებიან ისინი. მკვლელობა კი გუშინ მოხდა.  ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორისაა „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

მეტი...