ქრისტე აღსდგა

ქრისტე აღსდგა – ჭეშმარიტად აღსდგა. აღდგომას საქართველოში  განსაკუთრებულად აღნიშნავენ. აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, რომელიც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ნიშნავს. ის გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას აღინიშნება და მოძრავი დღესასწაულია. წელს აღდგომა 5 მაისს დაემთხვა. აღდგომას წინ უსწრებს ბზობის დღესასწაული, როდესაც ყველა ოჯახი ტაძრიდან სახლში ნაკურთხი ბზის რტოს მიაბრძანებს და მთელი წლის განმავლობაში ინახავს. აღდგომის დღესასწაულისთვის, წითელ პარასკევს, კვერცხებს წითლად ღებავენ, რაც ქრისტეს ვნების სიმბოლოა, ასევე მთავარი ატრიბუტია პასკა (სპეციალური სააღდგომო ნამცხვარი) და ჯეჯილი, რომელიც ყველა (სინზე დათესილი ხორბალი), რომელიც მწვანედ ბიბინებსდ და ოჯახში სუფრას ამშვენებს.   ჯეჯილი სიცოცხლესა და  განახლებას უკავშირდება. რაც შეეხება წითელ…

მეტი...

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ღამეს, მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.  ამავე ცნობით,  მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III…

მეტი...

აქციის მონაწილეები დღეს ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბებიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს სხვანაირი ფორმატით ჩატარდება. ახალგაზრდები ქაშუეთის ეკლესიასთან, ღამის 23:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების  ინფორმაციით, თანამოაზრეებთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშუეთის ეკლესიაში შეხვდებიან.

მეტი...

„კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან“- ამირან გამყრელიძე

„კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან – უკან დახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი“- წერს სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძე.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ. ბოლო დღეების განმავლობაში არაეთი გამოხმაურება მოჰყვა მმართველი პარტიის მიერ მეორე  მოსმენით ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და ახალგაზრდების პროტესტს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ გაიწვიოს კანონი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო7 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია ტრამვირებულია

ქართველი ფეხბურთელი, „ნაპოლის“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. მისი ტრამვიდან გამომიდნარე, ეს „უდინეზესთან“ დაგეგმილ  მატჩში თამაშს ვერ შესძლებს. „ნაპოლის“ ინფორმაციით, ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული. თამაში კი დაგეგმილია 6 მაისს.  

მეტი...

„განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება“ – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელი განცხადებას ავრცელებს. „ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა, ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს, იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ​ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა. მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემი ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული…

მეტი...

„NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება“ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მორიგ განცხადებას ავრცელებს და NATO-ს რუსეთთან დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაუებს. „ცივი ომის“ შემდეგ, ნატო-ს ყველაზე დიდი წვრთნები – „მტკიცე მცველი“ რუსეთის საზღვართან ახლოს ტარდება. მათი სცენარით,  რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ქმედებები ყველა ინსტრუმენტის, ჰიბრიდული და ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით ხორციელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ „ნატო“ ჩვენთან პოტენციური კონფლიქტისთვის სერიოზულად ემზადება“, – აცხადებს  მარია ზახაროვა.    

მეტი...

აფხაზეთიდან დევნილ 430 ოჯახს ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში პროდუქტები გადაეცა

 დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია  განხორციელდა. აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტები სენაკის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში განთავსებულ 430 ოჯახს გადაეცა. პროდუქცები მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ჯემალ საჯაიამ, თემურ მჟავიამ  და აპარატის წევრებმა დინარა დარსალიამ, ნანა კვარაცხელიამ, გიგა შელიამ, ზურაბ კობახიძემ, ნიკა ქადავამ  გადასცეს. დევნილ ოჯახებთან  შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და  ადგილობრივ  ხელისუფლებასთან  თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  საპატიო და მადლობის სიგელებით სხვადასხვა…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტზე ძებნა გამოაცხადეს

რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ”რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.

მეტი...

“სპორტსმენები ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე აზრის დაფიქსირება ვინმეს სასარგებლოდ“- იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი განცხადებით, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება. იოსელიანის თქმით, სპორტსმენები ქვეყნისთვის გაცილებით ბევრს აკეთებენ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ აზრის დაფიქსირება. „სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის…

მეტი...

„პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია“- სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბოლო  დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეებს წიხლით გაუსწორდა, რაც ომბუდსმენისთვის მიუღებელია. ასევე მან აღნიშნა, რომ შეკრების მონაწილეების მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფა დაუშვებელია. „ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ…

მეტი...

„ახალგაზრდებზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული“- ომბუდსმენი

„მაქვს განცდა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მშობლების თაობაა და ის მომავალიც, რაც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ომბუდსემენისთვის მიუღებელია ახალგაზრდების შეურაცხყოფა ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა. „მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს,…

მეტი...

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:10 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ.

მეტი...

ყირგიზეთი საკუთარ მოქალქეებს რუსეთში მოგზაურობისკენ თავის შეკავებას ურჩევს

ყირგიზეთის სახელმწიფო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ რუსეთში შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ შემოწმების ზომებია გაძლიერებული და საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ,  ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2 მაისს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მოცემული სიტუაცია საკონცერტო დარბაზ “კრუკუსზე” მომხდარ სისხლიან თავდასხმას უკავშირდება.

მეტი...

„ივანიშვილის განცხადება პროვოკაციული იყო“- ზურაბიშვილი

„ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში,- განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა,  ელჩებს მიმართა თხოვნით, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოში ბევრი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდეს. „ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები, ასევე, ცოტათი პროვოკაციულია, ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო და ამის ნაცვლად საწინააღმდეგოდ…

მეტი...

„კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია „-პრეზიდენტი

„პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის მეორედ ინიცირება ასევე იყო თავდასხმა ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირს ყოველთვის აღიქვამდნენ ქვეყნის გრძელვადიანი თავდაცვის საშუალებას და დაცვის მექანიზმს რუსეთის შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ. “დღევანდელი დღის გზავნილი არის, რომ ნამდვილად საქართველოს ევროპული გზა ნარჩუნდება, როგორც ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის და ეს არის კონსტიტუცია, რომლის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ელჩებს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილის  სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.      

მეტი...

უკრაინა სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს ზაფხულამდე ვერ მიიღებს

აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი  ზაფხულამდე ვერ ჩავა. შესაძლოა ამ თარიღმა კიდევ გადაიწიოს. ინფორმაცაის „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამხედრო დახმარების დარჩენილი ნაწილი უფრო გვიან ჩავა უკრაინაში, არის ლოგისტიკა. როგორც ირკვევა, უკრაინამ 28 აპრილს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჭურვები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები უკვე მიიღო შეერთებული შტატებისგან. დახმარების მეორე პარტია კი 29 აპრილს ჩავიდა უკრაინაში.

მეტი...

„სპორტსმენებზე არის ზეწოლა“ – ვიქტორ სანიკიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, სპორტსმენებზე სეზოლა და ბილინგი ხორციელდება. „უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა“  აცხადებს სანიკიძე. მისი შეფასებით, ბულინგია, როცა მათ მოუთითებენ, რომ პოზიცია დააფიქსირონ. „პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე…

მეტი...

„შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს“ – კალაძე კვარაცხელიაზე

„გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე“ – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე მისი თქმით, განსაკუღტებილად ბულინგი ხვიჩა კვარაცხელისა მისამართით ხორციელდება. „ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს. ხვიჩა კვარაცხელია   იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა – ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს  საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და…

მეტი...

„ხვიჩა კვარაცხელია იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად“ – კახა კალაძე

„ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად – ხვიჩას განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა“ – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. მისი შეფასებით, სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტად გრძელდება. „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა. სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია. აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება…

მეტი...

„ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება“ – პრემიერი

 „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა“ – ირაკლი კობახიძე.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც – 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. „ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ…

მეტი...

„უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში“ – პრემიერი

„ფრაზა “ხიდი მომავლისკენ“ საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს – ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა  აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობაა რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად. „ამავე დროს, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს – ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის…

მეტი...

წმინდა ცეცხლი 23:40 საათზე ჩამოვა

იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 23:40 საათზე ჩამოვა.  ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება. „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება. ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, რომელიც შემდეგ მთელს საქართველოში განაწილდება.    

მეტი...

სვანეთში მდინარეში გადაჩეხილ მოსწავლეებს ამ დრომდე ეძებენ

სვანეთში, მდინარე ნაკრაში, სამაშველო ღონისძიებები 24 საათზე მეტია მიმდინარეობს.მაშველები სამ მოზარდს ეძებენ. მე-12 კლასელები სოფელ ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, მანქანა მოუსრიალდათ და მნინარეში გადავარდნენ. მაშველებმა ავტომობილი უკვე ამოიტანეს. მოსწავლეების ძებნა კი ამ დრომდე სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს. თუ ამინდმა ხელი შეუწყოთ, მდინარეში მყვინთავებიც შევლენ.  

მეტი...

„უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ  ჩართული“- კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც პრემიერი სოციალუ ქსელ  X-ში წერს, საუბარი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და  არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტებზე იყო. გარდა ამისა, მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. “გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ,…

მეტი...

„ჯერ კიდევ არის გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომერლიც ქართველელ ხალხს სურს“- დერეკ შოლე

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი იმ გზაზე დაბრუნება, რომელიც ქართველ ხალხს სურს. „საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს. საქართველო გარდამტეხ მომენტშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, – წერს დერეკ შოლე X-ზე.

მეტი...

“არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს”- კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

„მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს, – ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ამბობს, რომ  ყოველთვის იდგა და მუდამ იდგება იქ სადაც საქართველოა. აქვე წერს, რომ არ სურს მისი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს. “ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და…

მეტი...