ზამთრის პეკინი (ვიდეოკადრები)

პეკინი – სუფთა, კომფორტული, ტურისტული, სავაჭრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ქალაქი. ქალაქი სადაც ყველაფერი მორგებულია ადამიანზე – ტრანსპორტი, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სკვერები. აქ ზამთარში სეირნობაც კი სასიამოვნოა. ჰაერი სუფთაა, რადგანაც პრიორიტეტი ელექტრო მანქანებია. ველოსიპედები კი ერთ-ერთი სახალხო, მარტივი და ყველაზე იაფი ტრანსპორტია. ვერსაც ნახავთ ჩამოვარდნილ ხის ფოთოლსაც კი, ნაგავზე საუბარიც ზედმეტია. ეკა გულუა პეკინიდან       

მეტი...

იგორ გირკინს, ექსტრემიზმის ბრალდებით, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ცნო­ბი­ლი რუსი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი იგორ გირ­კი­ნი, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო აკ­რი­ტი­კებ­და ექ­სტრე­მიზ­მში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ მას 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. გირ­კი­ნი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. მის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის წინ 100-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. ცნობისთვის, სა­ნამ ბლო­გე­რი გახ­დე­ბო­და, გირ­კი­ნი რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (FSB) ოფი­ცე­რი იყო. ასე­ვე მსა­ხუ­რობ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად ე.წ. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში. მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ა­ში. გირ­კი­ნის სა­ხე­ლი, ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნა­ვის, MH17-ის ჩა­მოგ­დე­ბას­თან. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ იგი 2022 წელს დამ­ნა­შა­ვედ ცნო მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა.

მეტი...

იტალიაში 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

იტა­ლი­ა­ში და­ა­კა­ვეს ოთხი პირი, მათ შო­რის 1 სა­ქარ­თვე­ლოს და 3 ტუ­ნი­სის მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლი არი­ან იმ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში, რომ­ლის დრო­საც 25 წლის ტუ­ნი­სე­ლი ილი­ეს ამრი მოკ­ლეს. და­ნა­შა­უ­ლი ქა­ლაქ პი­ზა­ში მოხ­და. მკვლე­ლო­ბის­თვის კი­დევ ერთი, 32 წლის ქარ­თვე­ლი და­ნა­შა­უ­ლი­დან 24 სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. როგორც იტა­ლი­ე­ლმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბმა განაცხადეს, და­კა­ვე­ბუ­ლია ინ­ცი­დენ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი და­ა­კა­ვეს. მკვლე­ლო­ბა 8 იან­ვარს, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ფოს­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან მოხ­და. ახალ­გაზ­რდა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, თუმ­ცა გავ­რცელ­და რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, მათ­გან ერ­თის თა­ნახ­მად, კონ­ფლიქ­ტი, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა,…

მეტი...

ვინ არის ორბელიანის ქუჩაზე მოკლული 21 წლის ბიჭი

თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოკლული ახალგაზრდა ბიჭი 21 წლის ნიკიტა აგიევია. მას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე სასწრაფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, თავ­დას­ხმა ახალ­გაზ­რდა კაც­ზე ჯგუ­ფუ­რად მოხ­და და და­ნა­შა­უ­ლის ფი­გუ­რან­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ 4 პი­რია. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბას წინ და­პი­რის­პი­რე­ბა უძღო­და. და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­ჩა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნა­ხეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის” – ჯეიმს ო’ბრაიენი

,,გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის”, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცახდა. ,,გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის და უკეთეს მდგომარეობაში იქნება მისი მომავლის განსაზღვრისთვის. ეს მომავალი, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, არის, რომ ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

მეტი...

შვედეთის პრემიერი, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების განსახილველად, ორბანთან შეხვედრას დათანხმდა

შვედეთის პრემიერი ულფ კრისტერსონი, უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს, შეხვედრაზე დათანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრისტერსონმა ორბანს მომავალ კვირას, ბრიუსელში შეხვედრა შესთავაზა. მხარეები შეხვედრაზე შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასა და სხვა ორმხრივ საკითხებს განიხილავენ. ,,გეთანხმები, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური დიალოგი სასარგებლო იქნება”, – აღნიშნა შვედეთის პრემიერმინისტრმა. Ukrinform-ის ცნობით, 23 იანვარს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი ბუდაპეშტში მიიწვია, რათა განეხილათ შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ განაცხადეს. თურქეთის პარლამენტმა სამშაბათს რატიფიცირება მოახდინა შვედეთის წინადადებაზე NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რითაც…

მეტი...

სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა უცვლელია, ისევ აღინიშნება წონასწორობის კარგვა, შფოთვა და დეპრესია – კონსილიუმის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა შეცვლილი არ არის. ისევ აღინიშნება წონასწორობის კარგვა, შფოთვა და დეპრესია. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ განაცხადა. ,,სომატურად გაუმჯობესებულია, ცოტა კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური თვალსაზრისით დაახლოებით ისევ ისევეა, როგორც იყო, არ შეცვლილა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არასტაბილური რჩება და არ შეცვლილა. დეპრესიაც არის, შფოთვაც რჩება. მიმაჩნია რომ (ციხეში) მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია. რომ გადაიყვანო რამდენიმე დღეში თუ კვირაში შეიძლება უკან დასაბრუნებელი გახდეს. სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა ამჟამად პაციენტის სტაბილური მდგომარეობა. სახელმწიფო თუ CPT-ს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ჩემი აზრით, ოპტიმალური იქნება”, – ამბობს წულაძე.

მეტი...

,,დაზიანებულია ხერხემალი, ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება დასრულებულია. კლინიკა “ვივა მედი” სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, მედიკოსებმა სააკაშვილი პირველად გამოიკვლიეს. როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, პატიმარ პრეზიდენტს ხერხემალი აქვს დაზიანებული და ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა. ,,ძალიან სუსტადაა, თუ ადგება ბარბაცებს, ფეხის გულებში არ აქვს მგრძნობელობა. ყოველი ნაბიჯი საშიშია, ადამიანი წონასწორობას კარგავს. დაზიანებული აქვს ხერხემალი. ძირითადი მიზეზი მე მგონი, რომ ეს არის იმის, რომ ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა”, – თქვა ალასანიამ.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ხვდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ხვდება. კონკრეტულად რაზე მსჯელობენ აუდიენციაზე, ამ დროისთვის უცნობია. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსგან საქართველოში ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულების დემონტაჟის შეწყვეტას მოითხოვენ. პერსონალისთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობებიც, რომლის მიხედვითაც ახალი შენობის დასრულებამდე ექიმები მუშაობას სხვა კლინიკებში გააგრძელებენ. ექიმებმა დღეს საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაც გამართეს. მათ დააანონსეს, რომ პროტესტი კიდევ გაგრძელდება.

მეტი...

გამოსახლებისას დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. აქტივსტებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ხმის” თანადამფუძნებელი – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა კეკელიძის ქუჩიდან მოქალაქის გამოსახლებისას  სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან.    

მეტი...

თბილისის ცენტრში კაცი მოკლეს

თბილისის ცეტრში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალე. არსებული ინფორმაციით, მკვლელობისთვის ბრალდებული გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი იყო. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,შეფასდეს ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაცია უკრაინელი ხალხის გენოციდად”- ოლენა ზელენსკა

შეფასდეს ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაცია უკრაინელი ხალხის გენოციდად – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი სიტყვით მიმართვისას  განაცხადა. ოლენა ზელენსკმა მარიუპოლელი ბიჭის შესახებ ისტორია უამბო ანსამბლეის წევრებს. ,,მინდა გიამბოთ ბიჭზე მარიუპოლიდან, სხვა ბავშვებთან ერთად ის რუსეთში გადაასახლეს, სადაც 18 წელი შეუსრულდა და გაიწვიეს რუსულ ჯარში – რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ცინიკური? მძევლად აყვანილი ბავშვი, რომელსაც სახლი რუსებმა გაუნადგურეს, იძულებულს ხდიან დედისა და ძმების მკვლელს ემსახუროს. ბავშვის გადარჩენის პროცესში წარმოიშვა კიდევ ერთი პრობლემა – შედარებით უფროსებმა იციან, ვინ არიან მათი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, თუმცა, სრულიად…

მეტი...

თურქეთში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადამიანში ადგილობრივი დროით 17:04 საათზე იყო.  

მეტი...

,,საბჭოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა”- იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”საბჭოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და წლების განმავლობაში მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს”. ,,უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საბჭო, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაშიც, მითითებული პროცედურის დაწყება გამოწვეულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის 1-ლი პუნქტით საბჭოსათვის დაკისრებული ვალდებულებით, კერძოდ: აღნიშნული ნორმის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი…

მეტი...

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე  ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე  ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მას ცივი იარაღით მიაყენეს. დამატებითი დეტალები შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„ილ-76“-ის ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში თვითმფრინავში ასვლის საშუალება არ მისცეს – ანდრეი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ბელგოროდში ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მათ ბოლო მომენტში თვითმფრინავში ასვლის საშუალება არ მისცა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელის, ანდრეი იუსოვის განცხადებით,  უკრაინის დაზვერვამ ამის შესახებ ილ-76-ის ავარიის შემდეგ შეიტყო. იუსოვის თქმით, სამხედროებმა რუს მაშველებს არ მისცეს კატასტროფის ადგილის დათვალიერების უფლება, ინციდენტის შემდეგ ადგილობრივ მორგში კი მხოლოდ ხუთი ცხედარი გადაასვენეს. „ბორტზე ნამდვილად უნდა ყოფილიყვნენ რამდენიმე VIP ოფიციალური პირი აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან. მათი გვარები ცნობილია და დასახელებული იქნება, მასალები წარდგენილი იქნება საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში. თუმცა, ბოლო მომენტში „ფეესბემ“…

მეტი...

,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს გავათავისუფლოთ საქართველო და მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი დავიწყოთ”- გიორგი ვაშაძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2024 წელს გავათავისუფლოთ საქართველო და მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი დავიწყოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ბაზარი 500-მა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არცერთი შემოსულა. ვაშაძის განცხადებით, ინვესტიციების სულ რაღაც 5-7% პროცენტი რომ შემოსულიყო საქართველოში, ეს უკვე ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა. „ეს არის დაახლოებით 2 მლნ სამუშაო ადგილი ისეთ კომპანიებში, როგორიცაა – „მერსედესი“, „ფოლკსვაგენი“, „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „მიცუბიში“, „ფერარი“ და ა.შ. ჯამურად, ამ კომპანიების ღირებულება არის 266 მილიარდი დოლარი. ამ კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, სად წავიდნენ? აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში,…

მეტი...

,,თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული”- ოლაფ შოლცი

ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ,,2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე…თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ…

მეტი...

ბათუმში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

ბათუმში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდას მეუღლე ავრცელებს. ,,მეგობრებო ვიპოვეთ!!! უდიდესი მადლობა იმ ადამიანს ვინც დამიკავშირდა და მის შესახებ გაგვაგებინა ეს ინფორმაცია!!! – წერს მაგდა თევდორაძე.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 2,5მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ლახუშდში (მესტიის მუნიციპალიტეტი) იყო. მიწისძვრა თბილისის დროით, 14:33 საათზე მოხდა.  

მეტი...

,,ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი”- მანფრედ ვებერი

„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის, მანფრედ ვებერის განცხადებით, ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ აშშ-ში პრეზიდენტად, ევროპამ უნდა შეძლოს საგარეო პოლიტიკაში საკუთარი პოზიციის დაცვა და სამხედრო კუთხით თავდაცვაც. „ჩვენ გვინდა ნატო, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ ისეთი ძლიერები, რომ თავი დავიცვათ მის გარეშეც ან ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში“, – აცხადებს ვებერი. მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ევროპის მოქალაქეებს არსებული საფრთხეები არ უნდა დაუმალონ.  

მეტი...

,,გაცვლა ნამდვილად იყო დაგეგმილი”- ლუბინეცი ადასტურებს, რომ 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულის, დმიტრო ლუბინეცი ადასტურებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის, 24 იანვარს სამხედრო ტყვეების გაცვლა ნამდვილად იგეგმებოდა. მისივე თქმით, კომენტარს ვერ გააკეთებს, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში ტყვეთა გაცვლის პროცესი, გუშინ ბელგოროდში, ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ . ,,მე შემიძლია დავადასტურო ინფორმაცია, რომ გაცვლა ნამდვილად იყო დაგეგმილი და, როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ ჩვენი დაწესებულების წარმომადგენლები. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ გავაანალიზოთ ტყვეობიდან დაბრუნებული ჩვენი გმირების მდგომარეობა. ჩვენ ასევე ოფიციალურად ვაფიქსირებთ უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების დაკავების პირობებს, ვაკეთებთ ოფიციალურ ანგარიშს, რომელსაც შემდეგ ვაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოგვიანებით იურიდიულად უარვყოთ…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური მოქალაქეებს აფრთხილებს, რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ

დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური მოქალაქეებს აფრთხილებს, რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა არის მომავალი მოვლენების ნიშანი. „ჩვენმა წინამორბედებმა ვერ აღიქვეს ეგრეთ წოდებული ივლისის კრიზისის შედეგები 1914 წელს და ჩავარდნენ ყველაზე საშინელ ომებში. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ იგივე შეცდომა. უკრაინას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ეს ომი არ ეხება მხოლოდ დონბასის შავ მიწას და არც რუსეთის იმპერიის აღდგენას. ეს ეხება ჩვენი სისტემის და ცხოვრების წესის პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად დამარცხებას. როგორ ვპასუხობთ ჩვენ, როგორც ომამდელი თაობა, ისტორიაზე აისახება. უკრაინული სიმამაცე ახლა დროს ყიდულობს“, – განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა.

მეტი...

ბათუმში, მეეზოვეს მანქანა შეეჯახა და დაიღუპა

ბათუმში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ქუჩას ალაგებდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ერთ დღეში, პოლონეთში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს

23 იანვარს პოლონეთში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს, მათ ადგილობრივი სამართალდამცველები შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადების დარღვევას ედავებიან. სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მოლდოვისა ერთი და  კოლუმბიის ერთი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, 23 იანვარს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ქართველები არ დაემორჩილნენ  გაფრთხილებას, რომლის თანახმადაც, მათ პოლონეთის ტერიტორიის დატოვება ევალებოდათ.

მეტი...

უკრაინას სურს, რომ ევროკავშირის ახალმა მიგრაციულმა წესებმა უკრაინელების სამშობლოში დაბრუნება წაახალისოს – ”პოლიტიკო”

უკრაინა ევროკავშირის წარმომადგენლებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ისეთი მიგრაციული წესების დადგენასთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფდა მომავალ წელს სამშობლოში მეტი უკრაინელის დაბრუნებას. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი გაიქცა ევროკავშირში დროებითი დაცვის სრული დირექტივის საფუძველზე. ეს იყო განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც განკუთვნილი იყო ხალხის მასობრივი ნაკადისთვის, რომლებიც სახლში ვერ ბრუნდებიან. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნული დირექტივით სარგებლობს 4,2 მილიონი უკრაინელი. ხალხის უკან დაბრუნების წასახალისებლად, უკრაინა წინასწარ მოლაპარაკებებს მართავს იმის განსასაზღვრად, თუ როგორი იქნება ევროკავშირის წესები უკრაინელებისთვის 2025 წლის მარტის შემდეგ. დეკემბერში სამხედრო მეთაურებმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადეს, რომ არმიას სჭირდება საბრძოლო…

მეტი...

აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს. აღმოჩენილი უდიდესი მღვიმის სიღრმე 300 მეტრია. დანარჩენი მღვიმეების სიღრმე 15-დან 27 მეტრამდე მერყეობს.

მეტი...

ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დასრულების ეტაპზეა, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ,,კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

აშშ-ის სენატმა რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. კანონი აშშ-ის ხელისუფლებას უფლებას მისცემს, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. ამასთან, კანონის იძლევა შესაძლებლობას მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც აშშ ომში არ არის ჩართული. კანონს 20-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა. „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს ეკისრება მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ დააფინანსო უკრაინის აღდგენა, იმის ნგრევის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინაში უკანონო შეჭრამ და ომმა გამოიწვია“, – განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა. აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების ღირებულება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეტი...

კობახიძეს მისივე სიტყვებით ვუპასუხებ: ბუზი ყველგან ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის – ბუჩუკური

,,ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებდი ირაკლი კობახიძისვე სიტყვებით. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის,”- ამის შესახებ პარტია ”საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარია პირველი ლიდერია, არამხოლოდ ოპოზიციაში, არამედ სხვათა შორის. “ირაკლი კობახიძეს ვუპასუხებდი ირაკლი კობახიძისვე სიტყვებით. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ოპოზიციაში გიორგი გახარია არის პირველი ლიდერი და არამხოლოდ ოპოზიციაში სხვათა შორის. ეს იწვევს გაათმაგებულ, გაავებულ თავდასხმებს როგორც ოცნების მხრიდან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, გაგახსენებთ მის სიტყვებს 30 დეკემბერს, ასევე კოლექტიური ნაც-მოძრაობის მხრიდან”,- განაცხადა ბუჩუკურმა.

მეტი...

ბელგოროდში, “ილ-76”-ის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს

რუსული “ილ-76”-ის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს  ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. შავი ყუთები  გამოძიებას უკვე გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, შავ ყუთში ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი ინახებოდა.

მეტი...

„ქართული ოცნება“ როცა ამბობს, ვიგებთო, მაშინ აგებენ”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იმიტომ ამბობს, არჩევნებს ვიგებთო, რომ იციან, ეს ასე არ არის. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ როცა ამბობს, ვიგებთო, მაშინ აგებენ „რაზეც ოცნებობენ, იმაზე საუბრობენ. როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, ხალხში ჭარბი ნდობა მაქვსო, 60 პროცენტი მაშინ არ აუღიათ და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ იღებენ? – ხალხს აინტერესებს არა ლანძღვა და გინება, არამედ – როგორ შეიცვლება მათი ცხოვრების პირობები და როგორ აშენდება ქვეყანა. მათ როგორი სიძულვილი და ზიზღიც არ უნდა გვესროლონ, არ ავყვებით. „ქართული ოცნება“ როცა ამბობს, ვიგებთო, მაშინ აგებენ. ეს ისეა, მთვრალი არ ვარ, მთვრალიო. ბოლო…

მეტი...

ირანი თურქეთს ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს

ირანი თურქეთს წვიმის ღრუბლების ქურდობაში ადანაშაულებს. ყველაფერი რამდენიმე სურათით დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში, პლატფორმებზე ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია კონტრასტული ამინდის პირობები თურქეთსა და ირანში. ფოტოებზე ჩანს, რომ თურქეთში წვიმისა და თოვლის სახით ძლიერი ნალექი დაფიქსირდა, ირანში კი გვალვაა. გასული წლის დეკემბერში ირანის ვიცე-პრეზიდენტმა და გარემოს დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი სალაჯეჰმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ღრუბლების გაუჩინარების შემსწავლელი კომისია შექმნა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად,  თურქეთი რაღაცნაირად იპარავს ირანის ღრუბლებს. პროცედურა ღრუბლებში სპეციალური რეაგენტების შეყვანას ითვალისწინებს, რომლებიც ნალექის რაოდენობას ზრდის. მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული მეთოდი ყოველთვის…

მეტი...

,,ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და სალომე ზურაბიშვილი, ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება”- გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, რომ ოპოზიციას შეუერთდეს, ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას ერთი პოლიტიკური დირიჟორი ჰყავს, რომელმაც ერთი აგენტი დაუნიშნა „ნაცმოძრაობასაც“, „ლელოსაც“.” ,,სამწუხაროდ, აგენტის ხვედრი ასეთია – როცა უცხოური ძალის პროცესში შედიხარ, არავინ გეკითხება, სად იქნები და რას გააკეთებ. ოპოზიციამ რეგიონებში გასვლა და ხალხთან საუბარი დააანონსა, მაგრამ რეგიონების ნაცვლად, თავიანთი უცხოური ძალის წარმომადგენლებთან დადიან. რატომ? ისინი ეუბნებიან, სად მიდიხართ, თქვე უბედურებო, რეგიონებში მხარს არავინ გიჭერთ. ფული უნდა გადაგიხადოთ და ვინც…

მეტი...

,,ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას”- ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან

,,ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა,”- ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ. ,,ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება ცოტა დიდი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში რაღაც საკითხები არ განიხილება, ამიტომ აქციები მთავრობის სახლთან დაიგეგმება და შეიძლება, აქციებმა მკაცრი, რადიკალური სახე მიიღოს. ვაპირებთ სახელმწიფოს ყველა უწყებასტან მისვლას და აქციას. მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ პროტესტში. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და ექიმების საქმე, ეს საზოგადოებასაც ეხება, რადგან ქვეყანა შესაძლოა, დარჩეს მთავარი საავადმყოფოს გარეშე”, –…

მეტი...

,,ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი”- ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, ეს რა თქმა უნდა, მიუთითებს პანიკურობაზე, რომელიც სუფევს ოპოზიციის რიგებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ერთი დღე ვერ ძლებს, რომ არ ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის შესახებ. „პრინციპში, ამისთვის აქვთ მათ ძალიან კარგი მიზეზი და საფუძველი. მინდა გავიხსენო, რით დასრულდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. ასევე 2018 წელს მისი დაბრუნება პოლიტიკაში. გახსოვთ, 2011 წელს საკმაოდ მყარად იყო მათი შეხედვით „ნაცმოძრაობა“ და არაფერი ემუქრებოდა მათ პოზიციებს. გაგრძელდებოდა ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი,…

მეტი...