,,სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს”- თარხან-მოურავი

,,ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს,”- დავით თარხან-მოურავი უარყოფს, რომ ხატმწერმა მატრონას ხატზე ის და ირმა ინაშვილი გამოსახა.

მისი  თქმით, ხატზე გამოსახულს მანდილოსანს, ირმა ინაშვილს ვერანაირად ვერ მიამსგავსებ.

,,მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი – მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, ვერ ცხვირით, თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება”, – განუცხადა დავით თარხან-მოურავმა ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები