„ჰამასის“ ლიდერმა მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, „ჰამასს“ იარაღი მიაწოდონ

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, „ჰამასს“ იარაღი მიაწოდონ. კატარში მუსლიმ სწავლულთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ისრაელმა “ვერ მიაღწია ვერცერთ მიზანს” ღაზაში მიმდინარე ომში. მისი თქმით, „ჰამასი“ მძევლებს მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება. ჰანიამ მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, “მხარი დაუჭირონ პალესტინურ წინააღმდეგობას იარაღით, რადგან ეს არ არის მხოლოდ პალესტინელი ხალხის ბრძოლა”.

მეტი...

ახალი კანონით, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება. სამხრეთ კორეის პარლამენტი კანონზე უკვე შეთანხმდა, ახლა კი ცვლილებები პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა უნდა დაამტკიცოს. ახალი კანონის მიხედვით, ვინც ძაღლებს ხორცის მისაღებად ამრავლებს და შემდეგ კლავს, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან $23,000-ით დაჯარიმება ემუქრება. სასჯელი შეეხება იმათაც, ვინც ძაღლების ტრანსპორტირებაში ან ცხოველის ხორცისგან დამზადებული საკვების გაყიდვაში ჩართულია. ამ ეტაპზე სამხრეთ კორეაში დაახლოებით ძაღლის 1100 ფერმა ფუნქციონირებს, რომლებშიც ნახევარი მილიონი ძაღლი ცხოვრობს. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის საკვებად მოხმარებას დიდხნიანი ისტორია აქვს. ტრადიციულად, სამხრეთ კორეაში…

მეტი...

წალენჯიხაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

სამეგრელოში, ქ. ჯვარის ჩაის ფაბრიკის დასახლებაში, ბობოხიების საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ფიფიების ოჯახიც. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ჩვეულებრივი სეზონია“ – პაატა იმნაძე

,,ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ჩვეულებრივი სეზონია”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველ არხს განუცხადა. „კორონას პერიოდში, ჭარბობდა კორონავირუსი და შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასიურად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ. ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია, ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია.…

მეტი...

ესპანეთმა უკრაინას სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები გადასცა

ესპანეთი უკრაინაში სამედიცინო დახმარებისა და პაციენტების ევაკუაციისთვის ორ ჯავშანმანქანას აგზავნის. ,,ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში, ვიდრე ეს საჭირო იქნება,” – წერია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობამ 46 მილიონ ევროს გადააჭარბა. ასევე, ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის წვრთნებს უტარებს.

მეტი...

რუსეთში, ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით შეტევა იყო. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი საწვავის ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს შეეჯახა, თუმცა ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს. ტელეგრამ არხებით გავრცელებული ცნობებით, ნავთობსაცავს უკრაინული დრონებით შეუტიეს. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

,,შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”. ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ,,ამ წუთებში პირველი სკოლის წინ მიმდინარეობს აქცია გუშინ მარნეულში სასტიკად მოკლულ ძაღლზე მოძალადის დასჯის მოთხოვნით. ასეთ ადამიანს არ უნდა შეეფარდოს გირაო და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.ჩვენი გუნდის წევრები ვუერთდებით აქციას”, – წერს ორგანიზიაცია ,,ჩემი ქალაქი მკლავს”. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მარნეულიდან ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. კაცი პოლიციამ დააკავა.

მეტი...

ბლინკენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა

ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდა. ,,ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. როგორც ისრაელის სახელწმიფო მედია წერს, განცხადებაში არის იმის ნიშნები, რომ მხარეებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემს ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი არ გათავისუფლდება. ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე “განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის მიმდინარე ძალისხმევები და ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა”.

მეტი...

სამებაში ხატის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

სამების საკათედრო ტაძარში გამომძიებლები იმყოფებიან და საგამოძიებო პროცედურები ტარდება. საუბარია მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელსაც ლურჯი საღებავი შეასხეს. ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა შესწირა.    

მეტი...

მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს

სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. ეს სწორედ ის ხატია, რომელზეც სტალინია გამოსახული და  რომელთან დაკავშირებითან ხმაური შობის ღამეს ატყდა.

მეტი...

საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთის მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი, როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. ,,დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება…

მეტი...

რუსეთის მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს საათებში, რუსეთის ძალებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი – 56 წლის კაცი და 63 წლის ქალი დაშავდა. ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კულტურის ცენტრი და საწყობები. ,,პროკურორები, პოლიციის გამომძიებლებთან თანამშრომლობით, იღებენ ყველა ზომას აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დასაბუთებისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ”- ისააკ ჰერცოგი

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ, რადგან ეს არის ომი, რომელიც გავლენას ახდენს თავისუფალი სამყაროს საერთაშორისო ღირებულებებზე,”- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა. ,,ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და ვაფასებ შტატების ურყევ ერთგულებას ჩვენს მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ, რადგან ეს არის ომი, რომელიც გავლენას ახდენს თავისუფალი სამყაროს საერთაშორისო ღირებულებებზე. რეალურად, ჩვენი მტერი მხოლოდ ჰამასია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიბრძოლოთ ისე, რომ სამოქალაქო პირები იყვნენ უსაფრთხოდ. მათ გასაფრთხილებლად ყველა საშუალებას ვიყენებთ. საპასუხოდ, ჰამასის წევრები ბინძურად გვებრძვიან. სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სადაც მშვიდობიანი…

მეტი...

,,ჯერ კიდევ არ ჩანს ოპოზიციის სტრატეგიის კონტურები, როგორ წარდგებიან 2024 წლის გარდამტეხ არჩევნებზე”- თეონა აქუბარდია

ჯერ კიდევ არ ჩანს ოპოზიციის სტრატეგიის კონტურები, როგორ წარდგებიან 2024 წლის გარდამტეხ არჩევნებზე. საუბარია არა პარტიულ პროგრამებზე, არამედ საერთო ხედვაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში შინაარსის დეფიციტი არის და შინაარსი უნდა უკავშირდებოდეს მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებს. „ერთპარტიული სიით არავინ გადის და ეს სწორია. 5-პროცენტიანი ბარიერის არსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და თუ გამსხვილება არ მოხდება, ეს „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას მისცემს, გადაუნაწილებელი მანდატები თავის ყულაბაში წაიღოს და უმრავლესობა შეინარჩუნოს. ამიტომ კონსულტაციები დროზეა დასაწყები, რათა არ იყოს შესაძლებლობა, პარტიები ხუთი პროცენტის მიღმა დარჩნენ და ეს ხელისუფლებისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს.…

მეტი...

შოიგუს განცხადებით, უკრაინამ გასულ წელს 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ გასულ წელს 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ,,რუსული ჯარები მეთოდურად ამცირებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს. გასული წლის განმავლობაში მტერმა 215 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 28 000 საბრძოლო იარაღი დაკარგა. რუსი სამხედროები სტრატეგიულ ინიციატივას ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებენ. ამავდროულად, უკრაინის ჯარები რესურსების ამოწურვას განიცდიან და ბრძოლის ველზე არანაირი შედეგი არ აქვთ”, – აცხადებს შოიგუ.

მეტი...

ნოემბერში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან – შემცირდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 43.8%-ით დაიკლო და 292.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.5%-ით, 31.3 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. „ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 76%-ით, 75 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 41.6%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 71.3%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ნოემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 85.7%-ით და 17.7%-ით.…

მეტი...

,,რუსული რეჟიმის პირობებში, სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით იყოს გამოყენებული”- ბოკუჩავა

რუსული რეჟიმის პირობებში, სერიოზული საფრთხე და არაერთი ფაქტი არსებობს, რაც მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორია შესაძლებელია, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სანქციებთან, აუცილებელია რუსული რეჟიმის ცვლილება და პროდასავლური მთავრობის ფორმირება. „ის, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად საქართველოს ტერიტორიის გამოყენების კუთხით, ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტები, რაც საქართველოში განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან. ამაზე მიუთითებს არაერთი წყარო და ფაქტი, თუმცა მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო წნეხი, რასაც „ქართული ოცნება“ გრძნობს, რადგან კარგად…

მეტი...

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა – ირაკლი ზარქუა

გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა, რადგან როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო, არც ხმა ამოუღია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას. მისი თქმით, არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ. „ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა, მანამდე სად იყვნენ ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ, არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ. ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მეტი...

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა. მანამდე ატალი განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ქვეყნის ისტორიაში ატალი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.  

მეტი...

ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს – ზელენსკი

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ბერნს, სავარაუდოდ, 15 იანვარს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. გამოცემის ცნობით, ვიზიტის დაგეგმვა ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.  

მეტი...

,,ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია”- პაატა იმნაძე

ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. „კორონას პერიოდში ჭარბობდა კორონავირუსი და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ზამთრის ვირუსები ნაკლებად ცირკულირებდა. კორონავირუსის პერიოდში ნიღბების მასობრივად ტარება ვირუსების გავრცელებასაც უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსები ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებენ. ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის…

მეტი...

,,ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“- ირაკლი ზარქუა

ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. კრიმინალების, ხელმოცარულების გაერთიანებაა, რასაც „დამარცხების“ პლატფორმა უნდა დაარქვან, „ჭიჭეს“ თამადობით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია უთავმოყვარეოა და ახლა ლიდერობას იჩემებს. „სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკო? – ნიკა მელია უთავმოყვარეოა და ახლა ლიდერობას იჩემებს. ხაბე რომ ჩამოგაგდებს, პარტიიდან ძალით გაგდებენ და შემდეგ იტყვი, უმრავლესობით უნდა მოვიდეო, ეს მხოლოდ სასაცილოა. იმუშაონ და იქნებ, თავიანთ ქვეყანას რაიმეში მაინც გამოადგნენ. აქამდე მათი შედეგი ნული იყო, სამარცხვინო შედეგები ჰქონდათ. ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს პარტიაში. წარმოუდგენელია, ამ…

მეტი...

მოსკოვის ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერის რესურსები გატეხეს და სერვერები გაანადგურეს. წყაროების თანახმად, Blackjack ჯგუფის ჰაკერებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია SBU-სთან [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური], გატეხეს მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერი M9kom და დააზიანეს მისი სერვერები. „საუბარია 20 ტერაბაიტ წაშლილ მონაცემზე: კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი, ფილიალის ვებსაიტები, ფოსტის სერვერი, კიბერდაცვითი სერვისები და ა.შ. შედეგად მოსკოვის მაცხოვრებლების ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა“, – აცხადებს წყარო.

მეტი...

,,ძაღლმა ქათმები შეჭამა, ძალიან გამწარდა და ამიტომ სცემა, ტყუილია, რომ ბავში სექსუალურად შეავიწროვა”- მარნეულში დაკავებულის დედა

მარნეულში, ძაღლის ცემით მოკვლის გამო დაკავებული კაცის დედა აცხადებს, რომ შემთხვევა ორი თვის წინ მოხდა. მისივე თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა არასრულწლოვანი გოგო სექსუალურად შეავიწროვა. ,,მთელი ჩვენი ქათმები შეჭამა ამ ძაღლმა და ძროხაც დაკბინა, ვერ გავაგდეთ სახლიდან, ორი თვის წინ მოხდა ეს ამბავი, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ამიტომ სცემა. ეს ვიდეო ვიღაცამ გადაიღო და ახლა გაავრცელეს. ჩემი შვილი გუშინ წინ მოტყუებით ხევში წაიყვანეს და იქ 5-მდე პირმა სასტიკად სცემა. ჩემმა შვილმა მითხრა, დანას ეძებდნენ, ჩემი მოკვლა უნდოდათო, სასტიკად ნაცემი სახლში დააგდეს, პოლიციელები რომ მოვიდნენ, ჩემი შვილი იწვა,…

მეტი...

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა. 27 წლის ქალი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ”ფორმულას” ინფორმაციით, კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მეტი...

ევროკავშირს დრო აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ორბანის დანიშვნა თავიდან აიცილოს – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირს უამრავი ბერკეტი და საკმარისი დრო აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ორბანის დანიშვნა თავიდან აიცილოს. არჩევნები ივნისშია დაგეგმილი. როტაციის წესით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა უნგრეთი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევენ, სხდომებს ვიქტორ ორბანი გაუძღვება.

მეტი...

გორში, იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა და არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო

გორში, იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა და არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო. ამის შესახებ „ტვ მონიტორინგს“ კლინიკაში განუცხადეს. „დედამ მუცლის არეში, მოვლითი ხასიათის ტკივილებით მოგვმართა. თავადაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო. შეეძინა ვაჟი, წონით 3,500. ამჟამად, დედისა და ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – აცხადებს ექიმი.

მეტი...

,,მგონი, სააკაშვილი უნდა გამოფხიზლდეს, კარი გაუღოს და უკან დააბრუნოს ყველა, ვინც „ნაცმოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განდევნილია”- იაგო ხვიჩია

მგონი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოფხიზლდეს, კარი გაუღოს ყველას და ვინც „ნაცმოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განდევნილია, უკან დააბრუნოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „ჩვენ გეგმა საიტზეც გვიდევს და ყოველ დილით ამაზე ვსაუბრობთ. ყველამ უნდა გაარკვიოს, რა უნდა, როგორ ქვეყანაზე ოცნებობს და მის წვლილად რის გაკეთებას აპირებს. რაც შეეხება ე.წ. პრონაცურ ძალებს, ჩემი აზრით, ნიკა მელია იქნება, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია თუ სხვა ადამიანი, მგონი, მათ ძალიან გაუჭირდებათ არსებულ კონტექსტში პოზიციონირდნენ, როგორც არა „ნაცები“, რადგან შეუძლებელია, გვარამია დაინახოთ და გაგახსენდეთ რაიმე სხვა, გარდა „ნაცებისა“. ზუსტად ასევე, როცა…

მეტი...

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა, 120 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარადგინოს. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

მეტი...

პუტინს არც კონფლიქტის გაყინვა სურს და არც მშვიდობა – კულება

უკრაინის საგარე საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პუტინს არც კონფლიქტის გაყინვა სურს და არც მშვიდობა. ,,ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, რადგან დემოკრატია, უსაფრთხოება და მსოფლიოს კეთილდღეობა საფრთხეშია. უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიაზე – თუნდაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან [უკრაინისადმი] მხარდაჭერა შეწყდეს. თუნდაც რაციონალური თვალსაზრისით, წმინდა რეალისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია დახმარების გაწევა ახლა, რათა მომავალში კრიზისი თავიდან ავიცილოთ,”- განაცხადა კულებამ.

მეტი...

ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ადოლფო მასიას ვილიამარი გაუჩინარდა

მედიის ინფორმაციით, ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა. ადოლფო მასიას ვილიამარი, ზედმეტსახელად „ფიტო“მ ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა. ფიტო იმყოფებოდა ქალაქ გუაიაკილის საპატიმროს განსაკუთრებით დაცულ საკანში. ფიტო ცნობილი გავლენიანი მაფიოზია. ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. პრეზიდენტ დანიელ ნობოას განცხადებით,  საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მისცემს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას, სრული კონტროლი აღადგინონ ქვეყნის ციხეებზე. პოლიციის ცნობით, მათ მსჯავრდებულის საკანში არყოფნა კვირას აღმოაჩინეს.    

მეტი...

ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით ვაგრძელებთ ოპერირებას – საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტის განცხადებით, ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა და საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას. „კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, – აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.

მეტი...

პარტია „საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია, რომ პარტია გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად წარმართავს. „ბატონო ირაკლი, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი. შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. ასევე, მოგმართავთ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოთ ინკლუზიურად“, – ნათქვამია მიმართვაში.

მეტი...

სუროგაცია სამწუხარო ფაქტია, რომელიც ბავშვს ვაჭრობის საგნად აქცევს – რომის პაპი

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, სუროგაცია სამწუხარო ფაქტია, რომელიც ბავშვს ვაჭრობის საგნად აქცევს. “სამწუხაროდ მიმაჩნია ეგრეთ წოდებული სუროგატული დედობის პრაქტიკა, რომელიც წარმოადგენს ქალისა და ბავშვის ღირსების სერიოზულ შელახვას, დედის მატერიალური საჭიროებების ექსპლუატაციის საფუძველზე. შესაბამისად, გამოვთქვამ ჩემს იმედს საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რათა ეს პრაქტიკა საყოველთაოდ აიკრძალოს“, – განაცხადა მან.

მეტი...

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებობს შეთანხმება დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ – სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

4 იანვარს სომხურმა მხარემ უპასუხა აზერბაიჯანის მხარის წინადადებებს „სამშვიდობო ხელშეკრულებაზე“, არსებობს შეთანხმება დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ, – ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა. „ახლა ველოდებით აზერბაიჯანის პასუხს. დინამიკას ჩვენც დადებითად ვაფასებთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც ზეპირი მოლაპარაკებების დროს მივედით შეთანხმებაზე, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში რეგრესი დავინახეთ. ჩვენ ველით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე მიიღებს საბოლოო სახეს. ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზეა და რასაც სომხეთი სთავაზობს აზერბაიჯანს, სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

მეტი...