,,განვიხილეთ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება”- ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს,, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას, უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, დეტალები და პერსპექტივები განიხილეს.

“განვიხილეთ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, დეტალები და პერსპექტივები. შესაბამისად, განვიხილეთ, თუ რა უნდა შევიდეს თავდაცვის ახალ პაკეტში, რომელსაც ამჟამად საფრანგეთი ამზადებს. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური სანქციების საკითხზე. ყველა ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ჩვენმა პარტნიორებმა უფრო აქტიურად უპასუხონ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევას. საკითხი მოიცავს იმას, თუ როგორ აწარმოებს ტერორისტული სახელმწიფო იარაღის, მათ შორის რაკეტებს. რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ნიშნავს, ტერიტორიების დაბლოკვას. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები