“ბანკი აკვირდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას” – მასაცუგუ ასაკავა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ბპროცესებთან დაკავშირებით მოკლე შეფასებას აკეთებს.  როგორც ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა აცხადებს, არსებულ მდგომარეობას აკვირდება, ვინაიდან პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა სასურველი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

„აზიის განვითარების ბანკი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარს არ უნდა აკეთებდეს და ვერ გააკეთებს, მაგრამ ბანკი აკვირდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან  პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა სასურველი კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველია. ქვეყნის მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებრივი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია.

აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს სიღარიბეს, თუ სხვა საკითხებს. თავისთავად გვესმის, რამდენად კრიტიკულია როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რომ გაიზარდოს როგორც გამჭვირვალობა, ასევე ადგილობრივ დონეზე საკითხის გადაჭრის შესაძლებლობები. ამით მივაღწევთ მდგრად, მედეგ საზოგადოებას მომავლისთვის“ – განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.

 

მსგავსი თემები