,,დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის”- რობ ბაუერი

 ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის განცხადებით, დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის. მისი თქმით, ალიანსი რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება.

„უნდა დავიწყოთ გაცნობიერება, რომ ყველაფერი არ არის გეგმის მიხედვით, ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. მე არ ვამბობ, რომ სიტუაცია გართულდება ხვალ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან მდგომარეობაში და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ თავისთავად ვიღებთ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეგმები, ვემზადებით რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის. თუ თავს დაგვესხმებიან. ჩვენ არ ვეძებთ რაიმე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა რობ ბაუერმა.

მსგავსი თემები