16 წლამდე მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე 51 წლის კაცს ბრალდება წარუდგინეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭი ცივი იარაღის მუქარით რამდენჯერმე გააუპატიურა. დაკავების დროს სავარაუდო მოძალადეს დანა უპოვეს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბიჭთან ფსიქოლოგები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, გამოკითხულია სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი. მან პოლიციას ვრცელი ჩვენებაც მისცა, სადაც მოზარდი ჰყვება, როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მისი თანასოფლელი 51 წლის მამაკაცის მხრიდან. მისივე ჩვენებით დგინდება, რომ 51 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდთან კავშირი დაამყარა სოციალური ქსელის მეშვეობით, მისი ნდობა მოიპოვა და რამდენჯერმე დაითანხმა შეხვედრაზე. მომხდარზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

ბაღში ბავშვის ცემის ფაქტზე, სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბაღში ბავშვის ცემის ფაქტზე, სახელმწიფოს 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. ,,აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა”, – ნათქვამია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

,,11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედაც ეხმარებოდა” – თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული

თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მა­მი­ნაც­ვალს 11 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბავ­შვის დედა პი­რა­დად ეხ­მა­რე­ბო­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც მე­ზო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა, რად­გან სახ­ლი­დან ყვი­რი­ლის ხმა ის­მო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა სახ­ლი­დან ხმა­უ­რი ის­მო­და და მე­ზობ­ლებს იქი­დან ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა სხვა დრო­საც გა­უ­გი­ათ. ბრალ­დე­ბულ ქალს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ძა­ლა­დე მა­მი­ნაც­ვალს, მას 19 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­უ­ფარ­დეს. არსებული ინფორმაციით, პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბულ კაცს ბრალს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­უმ­ძი­მე­ბენ, ამ­ჯე­რად, ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლით. ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კაცი სა­კუ­თარ გერს…

მეტი...

,,რა უნდა ეთქვა ნიკოლ ფაშინიანისთვის, ნამდვილად არ ვიცი, რაღაც მავნებლობას დააბრეხვებდა” – ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

,,რა უნდა ეთქვა ნიკოლ ფაშინიანისთვის, ნამდვილად არ ვიცი, რაღაც მავნებლობას დააბრეხვებდა”. ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ და გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანს უწოდებს. „შეშფოთებულ-აღშფოთებულ-ნაწყენია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს-ო“. ახლა ფოტო სურათის ან თუნდაც სელფის გადაღება თუ უნდოდა სხვა ქვეყნის ლიდერთან კიდევ გასაგებია, დანარჩენი რა უნდა ეთქვა ბატონი ფაშინიანისთვის ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, უკაცრავად როგორ არ ვიცი, რაღაც მავნებლობას დააბრეხვებდა, ჰოდა ამიტომაც არ ახვედრებენ. ისე, არც ფაშინიანი და არც სხვები…

მეტი...

9 თებერვალს ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 9 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდებიან. ინფორმაციას ბაიდენის ადმინისტრაციის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს. მისივე ცნობით, მხარეები შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ. „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ” – წერია ინფორმაციაში. ჟან-პიერის ინფორმაციით, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეების გადასარჩენად და…

მეტი...

თენგიზ აბულაძის 100 წლის იუბილე ეროვნული არქივის კინოთეატრში აღნიშნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმით – „თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე” გაიხსნა. ღონისძიებაზე სტუმრებს წარუდგინეს ქართული კინოს გამორჩეული რეჟისორის ფილმების აფიშების კოლექცია, ასევე, კინოკლასიკოსის შესახებ ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი – „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“. ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი 28-დან 31 იანვრის ჩათვლით იხილავს თენგიზ აბულაძის 6 ფილმს, რომელიც ციფრულად არის რესტავრირებული. რეტროსპექტივის პროგრამა: 28 იანვარი – 17:00 – ვედრება; 18:30 – „სამკაული ჩემი სერმინაზისათვის“; 29 იანვარი – 18:00 – „ნატვრის ხე“;…

მეტი...

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოსული ნალექის გამო, შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გზები გაიწმინდა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე და სოფელ ახალდაბაში. მერიიც ცნობით, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის, შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

მეტი...

ვალუტის კურსი 28 იანვრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 იანვარს 1  აშშ დოლარი 2.6393 ლარი ეღირება, ევრო – 2.8745 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2677 ლარი.

მეტი...

პროკურატურამ გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო…

მეტი...

მარტიდან, iPhone-ზე Android-ის აპლიკაციების გადმოწერა შესაძლებელი გახდება

Apple-მა გადაწყვიტა iPhone-ებზე შესაძლებელი გახადოს App Store-ის გარეთ არსებული აპლიკაციების გადმოწერა – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 25 იანვარს გაავრცელა. აღნიშნული სიახლე მიმდინარე წლის მარტიდან დაინერგება. აღსანიშნავია, რომ Apple-ს გადაწყვეტილება ევროკავშირის ახალმა რეგულაციამ გამოიწვია, სახელად „ციფრული ბაზრების აქტი“ (DMA). ცნობილია, რომ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, Apple აპირებს, რომ დეველოპერებსა და სხვადასხვა კომპანიებს დაუწესოს ე.წ. „ძირითადი ტექნოლოგიის საფასური“. ცნობისთვის, ისეთი ფირმები, როგორიცაა Epic და Spotify Technology, მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ Apple-ის მიერ დაწესებული საკომისიოები და შეზღუდვები მათ ბიზნესებს აფერხებდა. Apple-მა განაცხადა, რომ საფასურსა და გადასახადს ახლა უკვე მხოლოდ დიდი დეველოპერები გადაიხდიან. ასევე, გადასახადებს აღარ…

მეტი...

დედაქალაქში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა

დედაქალაქში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები სატესტო რეჟიმში მოძრაობს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცნობილია, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები, წლის ბოლომდე სრულად შემოვა დედაქალაქში და მოსახლეობას მოემსახურება.

მეტი...

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ერთობლივ წერილს ავრცელებენ

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ერთობლივ წერილს ავრცელებენ, რომელსაც ამ დროისათვის 63 ხელმომწერი ჰყავს. ისინი ჩიქობავასა და ხასაიას დაკავებას უსამართლო და საზოგადოების დამაზიანებელ გადაწყვეტილებად აფასებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ: ,,ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსესხებლებმა უპატიოსნოდ გამოიყენეს და ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს ურთულეს…

მეტი...

„ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები” – მეუფე შიო

„ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები” – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებაში თქვა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ადამიანებმა საკუთარი ცხოვრება უფალთან შეხვედრისთვის მზადებას უნდა დაუთმონ: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნინოობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. წმინდა ნინო ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია, წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რათა თავისი ქადაგებით და ღვაწლით ჩვენი…

მეტი...

„პროფესორები მზად არიან თავდებში დაუდგნენ აკაკი ჩიქობავას… მიუღებელია დესტრუქცია” – თსუ

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას” – ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე განცხადებით, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია” – იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია – საქმით სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ძალიან ერთგული მეგობარია” – ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შესახებ. ხვიჩია თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია. „არ მესმის, როგორ შეიძლება პრეზიდენტს ვინმემ დაუმალოს ვიზიტის შესახებ? ვიღაც თუ მალავს, როგორ შეიძლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ თვითონ გაარკვიოს ეს. ზოგადად, მგონია, რომ „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია. სალომე ზურაბიშვილს თუ მართლა აწუხებს, რომ მის უფლებამოსილებებს ზღუდავენ, არაერთხელ მივეცით რჩევა,…

მეტი...

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ” – მეუფე იაკობი

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ. ვერ მოერევით, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს” – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ბოდბეში ნინოობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ამ დიდ დღესასწაულს. ჩვენი დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენებას. ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ… ვერ მოერევით, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე რუსულიაო, გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას იძახის, მართლაც ეროვნული მოძრაობის წევრები რას ამბობენ მაგათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. ყველას ყველაფერი გვახსოვს და ძალიან გთხოვთ დაანებეთ თავი ეკლესიასთან ამ ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით…

მეტი...

„ჯაბა სამუშია ცდილობს სამართლიანი პროტესტის გაშავებას” – სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, რექტორი სამართლიანი პროტესტის გაშავებას ცდილობს და პროკურატურის პოზიციას იკავებს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „შემიძლია განვაცხადო, რომ ჯაბა სამუშია მიზანმიმართულად ცდილობს „მაისის სტუდენტური მოძრაობისა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სამართლიანი პროტესტის გაშავებას და შესაბამისად, ის იკავებს პროკურატურის პოზიციას. დღეს ისეთი სამარცხვინო ადმინისტრაცია არის უნივერსიტეტის მმართველობაში თავის რექტორთან ერთად, რომ მან სწორედ დაუშვა, რომ სტუდენტები უნივერსიტეტიდან გამოაძევონ ძალის საშუალებით. გრძელდება კანცელარიის ტერიტორიის დაკავება და აქციას ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად გავაგრძელებთ”, – ამბობს…

მეტი...

,,რუსი ბარიგის ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული მე, პოლიციის პოლკოვნიკი” – დიმიტრი ქვაჭრელიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის ღონისძიების სხდომას ბრალდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ესწრებოდა, ამირან ნაჭყებიამ კი პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ქვაჭრელიშვილმა სხდომის დასაწყისში საქმის გარემოებებზე ისაუბრა, რაც დარბაზიდან მისი გაძევების მიზეზი გახდა. ის მოსამართლის მოწოდებებს არ დაემორჩილა და პროკურორს უყვირა. ,,არც მტკიცებულებაა, არც არაფერი. რუსი ბარიგის ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული მე, პოლიციის პოლკოვნიკი. ჩუმად იყავი, ჩაიგდე ხმა”,- თქვა დაპატიმრებულმა ყოფილმა პოლიციელმა, რის შემდეგაც მან დარბაზი დატოვა. პროკურატურა ორივე მათგანისთვის აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსსა და მის…

მეტი...

თოვლი, ძლიერი ნისლი და ლიპყინული – ამინდი 27-28 იანვარს

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი, გზებზე – ლიპყინული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ვერონა-შუამთის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება ოფიციალურად დაასრულა. არსებული ინფორმაციით, სახდეპმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ უკვე აცნობა. ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.

მეტი...

„გაოგნებული ვუყურებდი ამ ყველაფერს… პატივი ეცით თსუ-ს ინსტიტუციებსა და პროფესურას” – ჯაბა სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებზე ისაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი არ არის ძალისმიერი მეთოდებისა და ულტრამოსაზრებების გამოხატვის ადგილი. „გაოგნებული ვუყურებდი ამ ყველაფერს. ჩვენ სადღაც რაღაც პროცესი უნდა დავამთავროთ, არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდები. არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ ვიღაცებმა თავიანთი ულტრამოსაზრებების გამო შეიძლება რაღაც პარალიზება მოახდინონ. პატივი ეცით თსუ-ს ინსტიტუციებსა და პროფესურას” – განაცხადა ჯაბა სამუშიამ. ცნობისთვის, უკვე ორი დღეა სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ბლოკირებული აქვთ. ისინი გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.…

მეტი...

,,ესეც ორდღიანი პროტესტი იქნება, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, რადგან სიცრუეზეა აგებული” – ნინო ფოჩხუა

,,ესეც ორდღიანი პროტესტი იქნება, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, რადგან სიცრუეზეა აგებული”. ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთა ნაწილის პროტესტს სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სიცრუეა, თითქოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაცვლად კორპუსები შენდება და ექიმების ნაწილიც სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებს, ვინაიდან ცნობილია, რომ ახალი, მრავალფუნქციური საავადმყოფოს აშენება იგეგმება. ,,როცა ასეთ უპრეცედენტო შეთავაზებას გიკეთებს სახელმწიფო, იცავს ყველანაირ ადამიანის და შრომის უფლებებს თუ არა საბოტაჟი, რა უნდა დაარქვა ექიმთა ნაწილის პროტესტს, თან არ დაგანგრევინებთ, რას ნიშნავს, სახელმწიფოს კუთვნილებაზე ასეთი მიდგომა? აშკარად იგრძნობა, რომ ექიმთა ეს ნაწილი მართულია. სიცრუეა, როცა ამბობენ, რესპუბლიკურის ადგილას კორპუსების…

მეტი...

ბათუმში სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში 3 წლის ბავშვი, მოულოდნელად ძილში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა 3 წლის იო. ტრაგედია დატრიალდა ბათუმში ზეცაში გაფრინდა პატარა 3 წლის ანგელოზი…. ვუსამძიმრებ ჩემს ბათუმს იოანე ქარცივაძის გარდაცვალებას. ეეჰ გული გამიჩერდა.. საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა… როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში… ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ვაჟკაცის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა. გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ“, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

შარლ მიშელი გადადგომას აღარ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს. შარლ მიშელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია, და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიშელი წერს, რომ სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს. ცნობისთვის, შარლ მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი.

მეტი...

ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა, სადაც პუტინს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს “ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლისთავის” ღონისძიებაში. ასევე, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება საკავშირო სახელმწიფოს საბჭოს სხდომაც, სადაც განიხილავენ 2024-2026 წლების გეგმებს, შეაჯამებენ 2021-2023 წლების შედეგებს. საუბარი იქნება “ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობის ყველაზე აქტუალურ და საერთაშორისო საკითხებზე”.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო ოფთალმოლოგიური ოპერაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

“მედიაცენტრ მთავარში” „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციიის“ ხელმძღვანელის  – სალომე ლოლუას განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ოფთალმოლოგიურ ოპერაციებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: 1.პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა 2.სხვა გლაუკომა 3.ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები 4.ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე 5.პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა 6.ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა 7.ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით 8.ტრამვული კატარაქტა 9.ბადურის ტრაქციული ჩამოცლა 10.სხვა ბადურის ჩამოცლა 11.მინისებრი სხეული პროლაპსი 12.რქოვანას წყლული 13.ბადურის სისხლჩაქცევები 14.ჩირქოვანი ენდოფთალმიტი 15.ეჭვი გლაუკომაზე 16.პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო…

მეტი...

ხასაიას და ჩიქობავას ადვოკატებმა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

თსუ-ის პროფესორ კაკო ჩიქობავასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ გიორგი ხასაიას ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. ადვოკატი გურამ იმნაძე ამბობს, სასამართლოს 72 საათი აქვს სამსჯელოდ, “რაც სავარაუდოდ ზეპირი მოსმენით არ შედგება.” შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ხმის” წევრები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით 22 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

“15 დეკემბრიდან ოფთალმოლოგიური ოპერაციები „დიარჯით“ არ ფინანსდება” – სალომე ლოლუა

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციიის“ ხელმძღვანელმა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც კლინიკებს „დიარჯის“ სისტემის დანერგვის შემდეგ შეექმნათ. „15 დეკემბრის შემდეგ, ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას „დიარჯით“ არ ფინანსდება. გუშინ დამიკავშირდნენ მაგალითად ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან „დიარჯის“ მუშაობით, რადგან 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, როგორიც არის გლაუკომა, ბადურის ათლა და რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას საერთოდ არ ფინანსდება ამ ეტაპზე. 15 დეკემბრის შემდეგ საერთოდ გათიშულია ოფთალმოლოგიური ოპერაციები“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით,  სამინისტრო აღნიშნული პრობლემით უნდა დაინტერესდეს. „მინდა პირდაპირ მივმართო ჯანდაცვის…

მეტი...

ვეკუას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივად წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია 25 იანვარს მომხდარ დანაშაულზე, რომელიც ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების…

მეტი...

,,არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს” – ზურაბიშვილი

​პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს X-ზე ეხმაურება. ,,ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდში დაზარალდნენ. არასდროს დავივიწყოთ მიღებული გაკვეთილები და ვიბრძოლოთ სამყაროსთვის, რომელშიც ტოლერანტობა ჭარბობს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტი...

არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს ეწვევა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი, ისრაელში ჩავა. ის ისრაელს რამდენიმე კვირაში ეწვევა. ,,მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში ახალი ნაწილი გახდება”, – განაცხადა მილეიმ. გარდა ამისა, ხავიერ მილეი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ “ჰამასის” ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება.

მეტი...

,,სავარაუდოდ, დაიწყება თანხის ხელზე აღება, რაც ვერ გაკონტროლდება” – სალომე ლოლუა

,,სავარაუდოდ, დაიწყება თანხის ხელზე აღება, რაც ვერ გაკონტროლდება”. ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. კერძოდ, მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სამშობიარო სახლებს „დიარჯი“ სისტემამ შეუქმნა. როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო პერსონალი გარუკვეველ მდგომარეობაშია, იღებენ პაციენტს და სამედიცინო მომსახურებას უწევენ უფასოდ, ან ძალიან დაბალი ანაზღაურებით. „შემიძლია ვივარაუდო, რომ მალე დაიწყება ხელზე თანხების აღება, რაც ვერ გაკონტროლდება. მაგრამ, ასეთი ექიმების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე აღიძრება. დარწმუნებული ვარ, ჯანდვის სამინისტრო ასეთ ექიმებს სათანადოდ დასჯის“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ პირველ…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 521 ბავშვი ემსხვერპლა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 521 ბავშვი დაიღუპა, 1 213-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში: დონეცკის რეგიონში – 505; ხარკოვის ოლქში – 326; კიევის ოლქში – 146; ჩერნიგოვის ოლქში – 72; ლუგანსკის ოლქში – 67; ნიკოლაევის ოლქში – 97; ხერსონის ოლქში – 132; ზაპოროჟიეს ოლქში – 99; დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777; ლუგანსკის ოლქში – 67. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.  

მეტი...

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ალკოჰოლური სასმელის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 41 წლის კაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 126 ევროს ღირებულების სასმელი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. კაცი პოლიციამ 26 იანვარს დააკავა, ის ბიუკებურგის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და რაიონული სასამართლოს წინაშე წარადგენენ.

მეტი...