​რუსეთის თავდასხმის შედეგად, ხერსონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ 18 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთმა ოლქს 67 ჭურვი ესროლა.

ჭურვების სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები და კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა.

 

მსგავსი თემები