ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია განახორციელა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი კარგად იმყოფება და პოსტ-ოპერაციულ პერიოდს გადის. ოპერაცია ადამიანის ტვინზე “ქირურგმა რობოტმა” ჩაატარა. კომპანია Neuralink-ს მსგავსი ოპერაციების ჩატარების ნებართვა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2023 წელს მისცა. „პირველმა შედეგებმა იმედის მომცემი ნეირონული აქტივობა აჩვენა”, – თქვა ილონ მასკმა. Neuralink-ის მკვლევრები პაციენტის ტვინში არსებული ჩიპის აქტივობას დააკვირდებიან და შეაფასებენ მის უსაფრთხოებას. სტარტაპის მთავარი მიზანი ისეთი პაციენტების დახმარებაა, რომლებსაც სენსო-მოტორული დარღვევები და სხეულის პარალიზება აწუხებთ.

მეტი...

,,ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ” – ნეთანიაჰუ

,,ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ,,ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული გამარჯვება – ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულნი არიან, ხალხის სრული უმრავლესობა ამის ერთგულია. სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ. აქედან არაფერი არ მოხდება, რა მოხდება? სრული გამარჯვება!”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. კერძოდ, 29 იანვარს ისრაელის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც…

მეტი...

ავარია ბათუმში

ბათუმი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორემ სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას

Bloomberg-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას. მედიის ცნობით, ბაიდენი კვლავ ირანის პასუხიმგებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არ სურს დაპირისპირება რეგიონში ისედაც არსებული დაძაბულობის ფონზე. „მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ” – განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 3 ამერიკელი ჯარისკაცი, 34 კი დაშავდა.

მეტი...

,,ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან” – კულება

,,ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის დასავლეთსა და უკრაინაში გაჩენილ განცხადებებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს პრორუს პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ. ,,ეს რომ დადასტურებულიყო, რომ ორბანი და სიიარტო პრორუსულად არიან განწყობილი, დიდ პრობლემებს მოიტანდა ევროკავშირისთვისაც და უნგრეთისთვისაც, მაგრამ ვფიქრობ, ისინი პროუნგრულად არიან განწყობილნი. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ პეტერი სიიარტო ახლანდელ შეხვედრაზე არ განაცხადებდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს…

მეტი...

„სომხეთის ჰიმნი უნდა შეიცვალოს. შესაცვლელია გერბიც” – ალენ სიმონიანი

„სომხეთის რესპუბლიკის [ეროვნული] ჰიმნი, ადრე თუ გვიან, უნდა შეიცვალოს. ის უნდა იყოს სომხური, ჰქონდეს კავშირი ჩვენს სახელმწიფოსთან და სომხურ მუსიკასთან” – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა. „არ ვამტკიცებ, რომ ის უნდა ჩანაცვლდეს დიდი [სომეხი კომპოზიტორის] არამ ხაჩატურიანის მუსიკით, რომელიც, ჩემი აზრით, ბრწყინვალე, უბადლო და მაქსიმალურად სომხურია, მაგრამ არსებული, უცხოეთში დაბადებული ჰიმნის შეცვლის აუცილებლობა აშკარა… ჩემი აზრით, უნდა ვიმსჯელოთ გერბის შეცვლის საკითხზეც. ყოველ შემთხვევაში, სომხეთი არ შეიძლება იყოს წყლის ქვეშ (როგორც ეს გერბზეა გამოსახული), რაც კაცობრიობის სასჯელი იყო. ლომი არ შეიძლება იყოს Facebook-ის სიმბოლოსავით (ე.წ. “ემოჯივით”), ხოლო…

მეტი...

ესტონეთში საქართველოს მოქალაქეს, XIX საუკუნის წიგნების ქურდობისთვის, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესტონეთის ბიბლიოთეკიდან XIX საუკუნის წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ტარტუს საოლქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ბექა ცირეკიძე დამნაშავედ 2022 წლის გაზაფხულზე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნის მოპარვაში ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ესტონეთიდან დეპორტაცია მიუსაჯა. მას 158 000 ევროს მატერიალური ზიანის, ასევე 2 712 ევროს იურიდიული ხარჯების გადახდაც დაევალა. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ პროკურატურამ ცირეკიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ის ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ყალბი დოკუმენტებით, მკითხველად დარეგისტრირდა და 2022 წლის აპრილში, ჯერ კიდევ უცნობ ეჭვმიტანილთან ერთად, ბიბლიოთეკიდან რვა ძვირფასი წიგნი მოიპარა. მოპარულ ტომებს შორის, რომლებიც ყალბებით…

მეტი...

„უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს გაზრდის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის: „როგორც NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში. დღეს შევხვდი ანდერს ფოგ რასმუსენს, NATO-ს გენერალურ მდივანს 2009 წლიდან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე კიევის უსაფრთხოების შეთანხმების შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც ემსახურებოდა G7 ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველს და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს. ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე” – წერს ზელენსკი.

მეტი...

ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება

ბელგიაში ფერმერების გაფიცვა გრძელდება. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს ხუთშაბათს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა ბრიუსელის საავტომობილო გზები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ჩახერგეს, რამაც ბელგიის დედაქალაქში სერიოზული შეფერხება გამოიწვია. ფერმერები ევროკავშირის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა პესტიციდების და სასუქების გამოყენება უნდა შეამცირონ. ასევე, 2030 წლისთვის მიწის ზედაპირის, სულ მცირე, 20% ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნების შესრულება სასოფლო სამეურნეო მიწების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მეტი...

რუსებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსმა სამხედროებმა ხერსონის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები. ცნობილია, რომ დაშავებულ 47 წლის ქალს დაზიანებები თავის, მუცლის და ფეხის არეში აღენიშნება. მას სჭირდება თითის ამპუტაციაც. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ოკუპანტებმა, ღამით ხერსონის ოლქში ბელოზერის თემიც დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მისი მეუღლე კი დაშავდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

თბილისის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, 31 იანვარს საბაგირო მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება.

მეტი...

,,ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა” – ტუსკი

,,ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ევროპაში, ომის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა ბრძოლის ველზე, ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ასე აშკარად ანტიუკრაინულია”, – განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპელი ლიდერების მტკიცე გადაწყვეტილებაა. ,,ჯერ არ მინახავს ისეთი მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება, როგორც ამ მომენტში ომის დროს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად – ორბანით თუ მის გარეშე.…

მეტი...

„დიდ ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ“ – დავით ქაცარავა

ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია. ინფორმაციას „ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ამ წუთებში საკმაოდ დიდი ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში. სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ ოკუპანტებს ჩვენი ბუნების წვის ამბავი – ერთი სახანძრო მანქანაც კი არ შეინიშნება ახლომახლო” – წერს დავით ქაცარავა.

მეტი...

„უნგრეთი თანახმაა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას დათანხმდეს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა გაიმეორა ბუდაპეშტის პოზიცია, რომ ის ღიაა უკრაინის დახმარების საკითხზე, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. მისი თქმით, დაფინანსება უკრაინას გადაეცემა იმ პირობით, „თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას” „ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კომპრომისული შეთავაზება: კარგი, არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო [უკრაინას] მივცეთ, რაც ძალიან დიდი თანხაა. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წელი იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. უნგრეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდ ქვეყნის გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას. და…

მეტი...

დანია საქართველოში ევროპის საბჭოს ღონისძიებებს დააფინანსებს

დანიამ საქართველოში ევროპის საბჭოს  2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 3 მილიონი კრონა გამოყო. ინფორმაციას საქართველოში დანიის საელჩო ავრცელებს. „მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ, რომ დანიამ ხელი მოაწერა ახალ, ნებაყოფლობით კონტრიბუციას, ევროპის საბჭოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, საქართველოში. დანიის მიერ წელს გამოიყო 3 მილიონი კრონა, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დააფინანსებს. მოსალოდნელია, რომ დანიის მხრიდან ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. დანია მრავალი წელია მხარს უჭერს ევროპის საბჭოს მუშაობას ევროპის სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში და, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას” –…

მეტი...

„წამლები, რომლებიც აწერია „იმუნიტეტის გაძლიერება“ მარკეტინგული ხრიკია“ – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მედიკამენტებთან დაკავშირებულ მარკეტინგულ ხრიკებზე საუბრობს და ამბობს, რომ იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატები რეალური არ არის. “პაციენტები ხშირად ითხოვენ, რომ დავუნიშნოთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები“. რადგანაც ეს მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, ამ ტიპის „წამლებიც“ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხშირად რუსული წარმოების პრეპარატების სახით. სინამდვილეში „იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები“ (იმუნოსტიმულატორები, იმუნომოდულატორები) ძალიან მწირად გაგვაჩნია. ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ იმუნიტეტზე ზრუნვა. ოღონდ ურჩევნიათ ეს მარტივად, წამლის დალევით მოხდეს და არა რეალურად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, რაც სინამდვილეში ჩვენი…

მეტი...

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 31 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6827 ლარი ეღირება, ევრო – 2.9080 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4019 ლარი. დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.6773 ლარი ღირდა, ევრო – 2.8963 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4002 ლარი.  

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, კვირაში ერთხელ 36 საათით შიმშილობს. მისი თქმით, კვირას 17:00 საათიდან სამშაბათს დილის 05:00 საათამდე არაფერს ჭამს. „ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში ტკბილეულის მიღება თამამად შემიძლია“, – აცხადებს სუნაკი. ამასთან, სუნაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის კოკა-კოლაზე იყო დამოკიდებული და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მექსიკური კოკა-კოლა მოსწონს, რადგან ის ლერწმის შაქრით მზადდება.  

მეტი...

,,მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია. მისი თქმით, დონალდ ტრამპი საერთაშორისო არენაზე ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსია. „დღეს მე ვერ ვხედავ სხვა ლიდერს ევროპაში ან ამერიკაში, რომელიც საკმარისად ძლიერია ომის შესაჩერებლად. მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია“, –  განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მეტი...

ინახავდა პისტოლეტებს, ასევე 17  ცალ საბრძოლო ვაზნას – ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ  გ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  ინახავდა ,,მაკაროვი”-ს სისტემის და ,,ბერეტა ბრევ.950’’ მოდელის  პისტოლეტებს, ასევე 17  ცალ საბრძოლო ვაზნას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 25 იანვარს,  ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან იქნა ამოღებული. სამართალდამცველებმა  გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო…

მეტი...

,,არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს”- ჯოზეფ ბორელი

არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. „ნამდვილად არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ძლიერი ქვეყნები ცვლიან საზღვრებს ისე, როგორც მათ სურთ და სუსტებს ძლიერები ჩაგრავენ. რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის გამარჯვება…

მეტი...

რა შემთხვევაში დათანხმდება უნგრეთი უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას – ორბანი პირობას ასახელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მხარს დაუჭერს ევროკავშირის მიერ, დახმარების სახით უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას, ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დათანხმდება. ორბანი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდება  იმ შემთხვევაში, თუ ექნება გარანტია, რომ კიევისთვის “ფულის მიწოდების გაგრძელების გადაწყვეტილება ყოველწლიურად გადაიხედება.” “სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყნის მიერ აღიქმება ან ინტერპრეტირებულია, როგორც ყოველწლიური შანტაჟის ინსტრუმენტი. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არ არის ვეტო შანტაჟისთვის, არამედ მიმართულია ევროკავშირის ერთიანობის აღდგენისა და შენარჩუნებისაკენ”, – განაცხადა ორბანმა.  

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც”- რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელს თან ერთვის საბუთი, რომელსაც კლინიკის 200-მდე თანამშრომელი აწერს ხელს. „შემოვიტანეთ სარჩელი და ვასაჩივრებთ იმას, რასაც ვასაჩივრებდით ბოლო დღეების განმავლობაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ მთავრობამ სრულიად უსაფუძვლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვაქვს თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომელიც ერთვის სარჩელს. დაახლოებით 200 თანამშრომელი აწერს ხელს. ჩემი აზრით, პროცესი უკავშირდება ბიზნესინტერესს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს. ეს გახდა საფუძველი უსაფუძვლო გადაწყვეტილების მიღების. მივმართეთ სამართლებრივ ფორმას, მაგრამ არ გამოვრიცხავ პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც, მათ შორის ქუჩის აქციებს, მიტინგს, შიმშილობას. ეს არის ჩვენი მკაფიო რეაქცია…

მეტი...

ვითარება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია და საჭიროა ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია და საჭიროა ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის. „საერთოდ, დაძაბულობის დონე ახლა მაღალია და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის. ეს არის ერთადერთი რამ, რაც დაგვეხმარება კონფლიქტის შეჩერებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან არიდება და დეესკალაციის მიღწევა“, – განაცხადა  პესკოვმა.

მეტი...

,,ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის”- შალვა პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, პრემიერ-მინისტრი პირველად შეირჩევა პარლამენტის წიაღიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის სახით, აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში. „ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ, მისი სახით, აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური…

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციი, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ მირნოგრადზე. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ,,გამოძიების თანახმად, 2024 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, რუსეთის არმიამ მირნოგრადზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტზე თავდასხმისას S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. 38 წლის კაცი, რომელიც სამსახურიდან სახლში ველოსიპედით მიდიოდა, მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დაშავდა 50 წლის ქალიც. იგი სისხლჩაქცევებით საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ,” – იტყობინება პროკურატურა.

მეტი...

სემეკში, ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის წევრები და ქ. რუსთავის მერის მოადგილე. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შესრულების ვადებსა და ხარისხს სემეკი დროის პირდაპირ რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს. „ვაკონტროლებთ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ რამდენად სრულდება ტარიფში ასახული საინვესტიციო გეგმები. ამ ეტაპზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს გეგმების…

მეტი...

ჩინეთში ქართველი მოცეკვავე ჯიმი ჟვანია გარდაიცვალა

ჩინეთში ქართველი მოცეკვავე ჯიმი ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ავრცელებს. „ძალიან გვატკინე გული.. კეთილი და უბოროტო ადამიანი.. თეთრი ტალღა უშენოდ არავის წარმოედგინა!“ – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.

მეტი...

მოსკოვი ახალ იარაღს განათავსებს კურილიის კუნძულებზე – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით,  მოსკოვი ახალ იარაღს განათავსებს კურილიის კუნძულზებზე. “კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის ახალი იარაღის განლაგება იქ”, – დაწერა მედვედევმა VKontakte-ზე.

მეტი...

,,კარგად მომზადებული და თბილად ჩაცმული ჩამოვალ”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს პასუხობს და აცხადებს, რომ  შევედეთში კარგად მომზადებული ჩავა. „ძვიფასო ულფ, მადლობა ინფორმაციისთვის. კარგად მომზადებული და თბილად ჩაცმული ჩამოვალ. ერთი სული მაქვს თქვენთან ერთად ფიკა მივირთვა“, – წერს მაკრონი. ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ემანუელ მაკრონს ქვეყანაში მოგზაურობამდე რამდენიმე რჩევა მისცა.

მეტი...

,,ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით,ვმთავრობის დამტკიცების რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში ხდება, შემდეგ – პლენარულ სხდომაზე. ,,განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო. მისი თქმით, დასავლეთი ვერ წყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით. „უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მაჩვენებლები ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათი პროექტი „უკრაინის“ ჩაშლის თავიდან აცილება. უფრო მეტიც, მათ უკვე ესმით, რომ ჩაშლა დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერებენ და არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც. შევდივართ კონტაქტებში შესაბამის ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთი არწმუნებს, უკრაინას სწრაფად გადასცეს იარაღი ისე, რომ არაფერი გვითხრას ჩვენ, როგორც იარაღის ამა თუ იმ პარტიის მიმწოდებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ…

მეტი...

,,რატომ ვარ ამერიკაში? შეხვედრები მაქვს „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონის“ წრეებთან”- გიორგი ვაშაძე

რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონისა“ და ჰარვარდის ბიზნეს ქსელის წრეებთან შეხვედრებს მართავს. „ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, არამედ საინვესტიციო წრეებსა და ძალიან წარმატებულ ქართველ თანამემამულეებს ვხვდები. ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კერძო სექტორში არიან, საინვესტიციო ბანკებში მუშაობენ ან წამყვან საფინანსო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და…

მეტი...

,,აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორ სიგნალს გავუზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს კი გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის რწმენას, რომ შეუძლია, დაძლიოს უკრაინა და გაგვიმკლავდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.

მეტი...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ. მისი თქმით, რუსეთის გამარჯვება ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს წაახალისებს. “ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალი”- ვინ არის ჭავჭავაძეზე გარდაცვლილი კაცი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო. ,,პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...