პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფის შესახებ. განკარგულება ვრცელდება რუსეთის ყოფილი იმპერიისა და საბჭოთაკავშირის ქონებაზე.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, საზღვარგარეთ ქონების მართვის სახელმწიფო კომპანია მიიღებს ფინანსურ უზრუნველყოფას ხარჯებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის უძრავი ქონების მოძიებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით.

უძრავი ქონების ძიების გარდა, კომპანიას დაევალება რუსული ქონების სამართლებრივი დაცვა, ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

11 იანვარს ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რიგის „მოსკოვის სახლის“ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას. ჩამორთმეული ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხის გადაცემას ლატვიის მთავრობა უკრაინისთვის გეგმავს. იმავე დღეს რუსეთის საელჩომ სეიმის ამ ნაბიჯს „კანონიერი თვითნებობა და სახელმწიფო ძარცვა“ უწოდა. დეპარტამენტმა აცნობა ლატვიურ მხარეს გარდაუვალი საპასუხო ზომების შესახებ

მსგავსი თემები