დროთა განმავლობაში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 3+3 ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატს, რომელშიც მოსკოვს საქართველოს ჩართვის მოლოდინიც აქვს, დიდი პერსპექტივები აქვს.

მისი თქმით, დასავლელი მეგობრების რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის მიმართულია დასაველთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ.

,,ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარდეს თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო და მათი სამი უახლოესი მეზობელი – რუსეთი, თურქეთი და ირანი. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს ფორმატი გახდება პერსპექტიული, მით უმეტეს, რომ ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ის თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური თამაშებისგან, რომელსაც ახლა ავითარებს ვაშინგტონი ბრიუსელში პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები