,,ვლადიმერ პუტინი ერთხელაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებსაც დაესხას თავს”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის,  ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა, რამდენიმე წელში დაესხას თავს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს შესაძლოა, ხუთი-რვა წლის შემდეგ მოხდეს“, – აცხადებს  პისტორიუსი.

მსგავსი თემები