ნავალნის სიკვდილს ეწოდება „მკვლელობა“ – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპის პარლამენტმა ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მასში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილს ეწოდება „მკვლელობა“, რომლისთვისაც „სისხლის სამართლისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება. 547 დეპუტატიდან რეზოლუციას 506-მა დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა მოითხოვა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ რუსეთის ყველა პოლიტპატიმარი. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ათობით მათგანი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში პოლიტიკურ სისტემას აკონტროლებს „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი დაუოკებელი კორუფციით“, რომელიც ხელისუფლებაში ჩერდება ფალსიფიცირებული არჩევნების წყალობით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“. მისი სიკვდილის თაობაზე დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. სიკვდილამდე…

მეტი...

22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ახალგაზრდა ქალს 59-მდე ჭრილობა აქვს ცივი იარაღით მიყენებული. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აპრილს 12 საათზე გაიმართება. “პირველების ინფორმაციით” ლილოს დასახლებაში 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს – ხელბორკილები 21 წლის ოთარ ცინდელიანს დაადეს. ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი მკვლელობის შემდეგ კაცი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა. “პირველების” ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფვრის შემდეგ გავიდა.

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილმა ესეც მოახერხა, პატრიარქს დაესხა თავს” – მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილმა ესეც მოახერხა, პატრიარქს დაესხა თავს, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და, მინიშნების კონტექსტში, საპატრიარქოში მართვის პროევროპულ და რუსულ განსხვავევებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით თავს დაესხა ეკლესიასა და პატრიარქს, რაც ამ დრომდე რადიკალურ ოპოზიციაშიც კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იკადრა. „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ თავისუფლად შეიძლება, კომენტარის გარეშე დაგვეტოვებინა, რადგან მგონია, რომ ზედმეტი კომენტარიც არ სჭირდება ამას. რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა,…

მეტი...

“სენატშიც სააკაშვილის მეგობრები არიან” – ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა სენატში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ამბობს: “ახლა ისევ ახალი სცენარი დაიწყეს – იქ, სადაც სჯერათ, იქ წაიღეთ ეს ინფორმაცია. სენატში, როგორც ევროპარლამენტში ამათი რეჟიმის მოკავშირეები არიან, მაგალითად, ქალბატონი შაჰინი, მოკავშირეა რეჟიმის, ის არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, მასავით არიან იქ უამრავი ადამიანი, ვინც სააკაშვილის მეგობრები არიან, რეჟიმის მეგობრები. ჩვენი ქვეყნის მეგობრები რომ ყოფილიყვნენ, გამოვიდოდნენ, იტყოდნენ, ბოდიშს ვიხდით იმ არასწორი ცილისწამებების გამო და ვულოცავთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურებასო,” – ამბობს ზარქუა.

მეტი...

ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, ოთხი წლის ნაცვლად შესაძლოა სამწლიანიც გახდეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამა, ოთხი წლის ნაცვლად, სამწლიანი გახადონ. შესაბამისი ცვლილება განათლების მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის ბრძანებაში შევიდა. აქამდე სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ ხელოვნების მიმართულებით მოქმედებდა. გიორგი ამილახვრის ახალი ბრძანება ძალაში უკვე შევიდა.

მეტი...

“არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა” – მამუკა მდინარაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. „კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლის თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები. თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან  პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა. თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და…

მეტი...

საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობამ მოიმატა – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობამ მოიმატა. უწყების ვარაუდით, ეს შესაძლებელია, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყოს გამოწვეული. სააგენტოში აცხედებენ, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. უწყების ინფორმაციითვე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

მეტი...

მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე დანით მუქარაში ადანაშაულებს

მცხეთის ერთ-ერთ სკოლაში პოლიციამ გამოძიება დაიწყო, დაპირისპირება მოზარდებს შორის მოხდა, – ინფორმაციას tvpirveli.ge ავრცელებს. 12 წლის მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე ბულინგსა და დანით მუქარაში ადანასაულებს. “მედიასაშუალებასთან  დედა ამბობს, რომ მის შვილს ერთი და იგივე მოზარდი რამდენჯერმე დახვდა სკოლაში და დაემუქრა, როგორც დანით, ისე სიტყვიერად. მშობლის ინფორმაციით, მეცხრე კლასელი ბიჭი მეშვიდე კლასელ მოზარდს საქმეებს ხან სკოლის საპირფარეშოში ურჩევს, ხანაც საჩხუბრად სარდაფში ჩაჰყავს. მომხდარზე უკვე ინფორმირებულია პოლიცია, თუმცა საგამოძიებო უწყების ჩარევის მიუხედავად, დაზარალებული ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ დაპირისპირება არ წყდება.

მეტი...

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. „ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მომავალ წელს მიესალმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა იტალიელ დიპლომატთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა შემდგომი ინტეგრაციის პროცესში იტალიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკურ, აგრეთვე თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. გამოითქვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა. ირაკლი კობახიძემ მასიმილიანო დ’ანტუონოს საქართველოს ევროპული მომავლის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მეტი...

დაკავებული ოთარ ცინდელიანი ახალგაზრდა გოგოს ფულს სძალავდა – ადგილობრივები ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულზე

სამგორის რაიონში მომხდარი 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ადგილობრივები მედიასთან საუბრობენ და ამბობენ, რომ დაკავებული ოთარ ცინდელიანი გარკვეული დროის განმავლობაში მოკლულ ქეთი ჯავახიშვილთან ერთად, ესპანეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა. მათი თქმით, გარდაცვლილი გოგო ესპანეთიდან ოჯახით მანამდე დაბრუნდა, ხოლო ოთარ ცინდელიანი საქართველოში რამდენიმე თვის წინ, ასევე ემიგრაციაში მყოფ დედასთან კონფლიქტის შემდეგ ჩამოვიდა. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ოთარ ცინდელიანი ახალგაზრდა გოგოს ფულს სძალავდა. მათივე ვარაუდით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა 21 წლის გოგოს მხრიდან თანხის გაცემაზე უარი გახდა: „ესპანეთში ერთად იყვნენ, ოჯახებით. ეს გოგო და ბიჭი დაკავებული ერთ სკოლაში დადიოდნენ. ამბობენ ერთმანეთიც უყვარდათო… ბიჭი სვანია, იქიდანაა წარმოშობით…

მეტი...

ცინდელიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება – პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე მესამე პირი ზუგდიდში დააკავეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე მესამე ბრალდებული თ. კვეკვესკირი, ზუგდიდში დააკავეს. შსს-ს ცნობით, კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 236-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული. თემურ კარბაიას საქმეზე 12 თებერვალს, ორი “მილიციელი” დააკავეს. შეგახსენებთ, 2023 წლის 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა. კარბაიას მკვლელობაზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ…

მეტი...

ნავალნის დაკრძალვაზე მისვლის შემთხვევაში, რუსეთში სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან

რუსეთში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან. ინფორმაცია Telegram არხებით ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინებაში სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ 29 თებერვალს და პირველ მარტს “ფრთხილად იყვნენ” და მოერიდონ ნებისმიერ აქციასა თუ შეკრებას. ალექსეი ნავალნის პარასკევს მოსკოვში დაკრძალავენ. ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია არ გამორიცხავს, რომ ხვალ რუსი ოპოზიციონერის გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები დააკავონ კიდეც.

მეტი...

სანქციების შესაძლო დარღვევაზე ამერიკელი სენატორების განცხადებებს შემოსავლების სამსახური პასუხობს

სენატში გამართულ მოსმენასა და სენატორ  რიჩარდ ბლუმენთალის განცხადებას რომ საქართველო შესაძლოა რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებით პასუხობს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამერიკულ მხარეს განმარტებებიც მოსთხოვა: ,,მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთის მიერ, ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების – რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს,  შემდეგს: კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ…

მეტი...

ცდილობენ პლაცდარმი მოუმზადონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – მიხეილ სარჯველაძე

„როგორც ჩანს, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ასეთი უცნაური ინიციატივა იყო რეალურად ერთი ფუნქციის განსახორციელებლად და შესასრულებლად გაკეთებული. გამეხარდება თუ მეშლება მაგრამ ყველაფერი ამაზე მიანიშნებს. ცდილობენ პლაცდარმი მოუმზადონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში ანა ფოტიგას ინიციატივით შესულ შესწორებას. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რეალურად საქართველოში ყველამ იცის, რომ როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს სააკაშვილის შეწყალებას და ის უბრალოდ მძევალია მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების, რაც მისი შეფასებით მართებული იყო. „ახლა, როდესაც მას გადაწყვეტილი აქვს შეცვალოს ეს პოზიცია…

მეტი...

მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი დააკავეს

მოსკოვში დღეს დილით, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს. მის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“. მედიის ინფორმაციით, საქმე გაზეთის ერთ-ერთ პუბლიკაციას უკავშირდება. სოკოლოვს შესაძლოა 50 ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდა დაეკისროს. საქმეს პეროვსკის სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომის დრო ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,დიახ, კითხვის ნიშანია” – ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ნავალნი არ არის. ის ციხეში არის იმის გამო, რასაც აკეთებდა პრეზიდენტობის დროს და არა როგორც დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტი, – ამის შესახებ BBC-ის ეთერში, სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. ,,ვფიქრობ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა იყოს თუ არა ის ციხეში, ეს ქართველი მოსამართლეებისა და საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კი თვლის, რომ პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი აჭარბებდა უფლებამოსილებებს და სწორედ ამიტომ არის ის ციხეში. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარეს, მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, როგორ მიდის მისი მკურნალობა და როგორია მისი მდგომარეობა”. ჟურნალისტი: ამბობენ, რომ…

მეტი...

ექიმებმა შემამოწმეს, შიშობენ, რომ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ – ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამედიცინო შემოწმება უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გაიარა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ როგორ ჩაიარა სამედიცინო შემოწმებამ და როგორ აფასებენ ექიმები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ,,ექიმებმა შემამოწმეს, შიშობენ, რომ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ”, – იხუმრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან. ექიმების დასკვნით, აშშ-ს 81 წლის პრეზიდენტი ჯანმრთელი და ენერგიულია. ბაიდენის თქმით, წინა წლის სამედიცინო შემოწმების შემდეგ არაფერი შეცვლილა. იმის ფონზე, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, საზოგადოებაში გაზრდილია კითხვები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მეხსიერების შესახებ.

მეტი...

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ცოლს უცხო წყვილებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ცოლს უცხო წყვილებთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ქალს მობეზრდა მამაკაცის მხრიდან დაშინება და გადაწყვიტა, რამდენიმე მეგობრისთვის მოეყოლა ყველაფერი და რჩევა ეთხოვა. მათ კი დაარწმუნეს, რომ საჩივარი შეეტანა. ქალმა მიაღწია სამართლიანობას, რადგან ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და 7 500 ევრო კომპენსაცია. ქმარი არის 50 წლის მამაკაცი, რომელმაც ცოლისგან მალულად გადაიღო ის შიშველი და აშკარად სექსუალურ პოზებში. ამ ფოტოებით მამაკაცი ცოლს აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ შეასრულებდა მის ყველა მოთხოვნას, დაბეჭდავადა და გამოაქვეყნებდა მის შიშველ ფოტოებს და ყველაფერს მოუყვებოდა ქალიშვილებს.

მეტი...

„ორი შვილი დარჩა“ – 26 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

26 წლის ლანა მურადიანს 4 თვის წინ ,,იმედის კლინიკაში” საკეისრო კვეთა ჩაუტარადა. რამდენიმე დღეში კი ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ლანა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “იმედის კლინიკა” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სამეანო-გინეკოლოგიური კუთხით ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ ეტაპზე საკითხს შესაბამისი უწყებები და სფეროს ექსპერტები სწავლობენ. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რა გახდა პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი”, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის წარმომავლობის წყაროს დაფარვის და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხები საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში, მათივე სახელზე გახსნილ ანგარიშებზე განათავსეს. აღნიშნულის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე მობილიზებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილი საზღვარგარეთ პირად საბანკო და მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე გადარიცხეს, ხოლო თანხის ნაწილით შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განახორციელეს დაახლოებით 15 000 000 აშშ…

მეტი...

სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ – ანალენა ბერბოკი

სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ბერლინში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ გვჯერა, რომ 30-წლიანი მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადეს, რომ მზად არიან მშვიდობისთვის, რათა მოაგვარონ გადაუწყვეტელი საკითხები მშვიდობიანი გზით და ძალის გამოყენების გარეშე, რაც აუცილებელია. პირდაპირი დიალოგი, როგორც დღეს, ისევე ხვალ, არის საუკეთესო გზა გრძელვადიანი პროგრესისთვის“, – განცხადა ბერბოკმა. შეგახსენებთ, რომ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი და სამმხრივი…

მეტი...

თემქაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლში გაჩნდა

თემქაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ბერი ნიკოლოზი განცხადებას ავრცელებს

მდუმარე ბერი, მამა ნიკოლოზი, იგივე მეფე ნარიმანი, ახალ განცხადებას ავრცელებს: „წყალი წავიდა. დარჩენილი მაქვს მხოლოდ ერთი ვედრო წყალი. ლუიზა ჯაფარიძეს! შენ მოდიხარ გრაფიკით 29 თებერვალს.  ამიტომ აუცილებლად მომიტანე ბანანი! არაჟანი“.

მეტი...

ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება ასეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები აზიანებს არსებულ ურთიერთობებს, მით უმეტეს, რომ არსებობს გამოცდილება, თუ როგორ ინიღბება ისინი დემოკრატიისა და ლობიზმის სახელით. „ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია არსებული ურთიერთობებისთვის. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადებები. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რამეები ეწერა, მოგვიანებით კი გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა მათი მიღება – ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ეს ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისას ის ეყრდნობა აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA). „ალბათ მოგვიანებით…

მეტი...

ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს – კახა კალაძე

„საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და არეულობის მცდელობის შესაძლებლობა არავის მიეცემა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მან კომენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ გააკეთა, სადაც პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის პროპაგანდასა და შესაძლო ჩარევებზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს არეულობის შემოტანას. „არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არცერთ ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და არეულობის მცდელობა ჰქონდეს. სხვათა შორის, ამის მაგალითი გვქონდა 2020 წლის არჩევნებზე. კონკრეტულად გვახსოვს…

მეტი...

სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას კი არ აზიანებს, იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მის მსგავსად მოექცეს მოსახლეობას – კახა კალაძე

ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სალომე ზურაბიშვილის მიერ Chatham House-ში გაკეთებულ განცხადებებს. დედაქალაქის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. „ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა. წინა მმართველობა, რაც მოსახლეობისთვის უბედურების მომტანი იყო, ინიღბებოდა დემოკრატიით, ხალხს ამას აჯერებდნენ. ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის…

მეტი...

პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 თებერვალს რუსთავში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს ბასრის საგნის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მეტი...

,,არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს” – ფოტიგა ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

,,მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანნა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერის შესახებაცაა საუბარი. როგორც ირკვევა, რეზოლუციაში ჩასწორებები სწორედ მისი მოთხოვნით შეიტანეს და ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას. ასევე, ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში ცვლილებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც შევიდა. ,,მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ დავუშვებთ,…

მეტი...

ამ შეწყალებით, ის პრაქტიკულად შეეხიდება და ,,ვივამედში” დაჯდება სააკაშვილთან – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

ის პრაქტიკულად შეეხიდება და “ვივამედში” დაჯდება სააკაშვილთან, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშზე. ,,ამ რეზოლუციას ჰქვია ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. თუ რამე აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ტიპის რეზოლუციები, ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება რომ კანონის დარღვევით გამოუშვან პატიმარი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად ანტიევროპული განწყობა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის შეკავებაზე, ეს არის ზუსტად, შეიკავოს თავი ევროპარლამენტმა ასეთი რეზოლუციების მიღებისგან და აღარ იქნება ანტიდასავლური განწყობები. ამ შეწყალებით პრეზიდენტი პრაქტიკულად შეეხიდება და ვივამედში დაჯდება სააკაშვილთან ამ გადაწყვეტილებით, იქნება თუ კი…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაზარეს დედა ავრცელებს. ,,გამარჯობათ მეგობრებო! ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის ამბები…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება 22 მარტს”, – წერს თამთა კალანდაძე შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას…

მეტი...

მოქალაქეს იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში პოლიციელი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა.…

მეტი...

მოსწავლის დედა სკოლაში შეიჭრა და მასწავლებელს თავს დაესხა – პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს

31 წლის ლინზინა სატონის ქალიშვილი ნიუ-იორკის საშუალო სკოლის მოსწავლეა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გოგონას შენიშვნა მისცა, რომ გაკვეთილი გააცდინა და ამ პერიოდში თავისი ადგილსამყოფელის შესახებ ტყუილს ამბობდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მოსწავლის საპოვნელად მასწავლებელმა დაცვა გამოიძახა. მომხდარის გამო გოგონა მასწავლებელს დაემუქრა და უთხრა, რომ საქმე დედამისთან ექნებოდა. მეორე დღეს სატონი, მოსწავლის დედა, სკოლაში შეიპარა და ბავშვების მასას შეერია. ქალიშვილის კლასში შევიდა და შეშინებული ბავშვების თვალწინ მასწავლებელს ყვირილი დაუწყო. შემდეგ გაბრაზებულმა სატონმა რამდენჯერმე მუშტი სახეში დაარტყა და ცხვირი ცხვირი გაუტეხა მასწავლებელს, რომელმაც ტვინის შერყევაც მიიღო. სატონი დააკავეს. მოგვიანებით იგი სასამართლოს სხდომამდე…

მეტი...

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება. მისი თქმით, ლევანს რუსეთში ცხოვრება ურთულეს პერიოდში მოუწია, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის. „მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია ამ სიმღერის და დაგიტოვე კითხვა – როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება უშენოდ. ვუყურებ ამ ჩანაწერს და ვფიქრობ – უნდა ვიამაყოო ??? ძალა აღარ შემწევს, არადა თურმე უნდა შევძლო… ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, ბეწვის…

მეტი...

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ოპტიკის მაღაზიიდან სათვალეების და აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების პროდუქციის ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 33 წლის ქართველმა 42 წლის თანამზრახველთან ერთად, რამდენიმე ასეული ევროს ღირებულების სათვალეები ერთ-ერთი მაღაზიიდან მოიპარა, ხოლო შემდეგ ახლომდებარე აფთიაქში წავიდა, საიდანაც 50 ევროს ღირებულების ელექტრონული აქსესუარები მოიპარეს. ქართველი ადგილზე დააკავეს, მისი თანამზრახველი კი მიიმალა. ჩხრეკისას დაკავებულ ქართველს ცივი იარაღი აღმოუჩინეს. გამოძიება კი იარაღის დახმარებით ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

მეტი...