გერმანია არალეგალებისთვის დეპორტაციის ზომებს ამკაცრებს

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ.

აღნიშნული  კანონი პარლამენტმა 18 იანვარს მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატების მხარდაჭერით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ჩხკრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით, მეტი უფლებამოსილება ექნება.

ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

 

მსგავსი თემები