,,მოდით არჩევნებზე! ჩვენ ამ საშინელ ადამიანებზე დიდი გამარჯვება გვჭირდება” – ტრამპი

მოდით არჩევნებზე! ჩვენ ამ საშინელ ადამიანებზე დიდი გამარჯვება გვჭირდება, – ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა მოსახლეობას. აშშ-ის ექსპრეზიდენტმა თავის ამომრჩევლებს პრაიმერიზში აქტიურობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ამერიკას თავის სიდიადეს დაუბრუნებს და მექსიკის საზღვარს დაკეტავს. „სამშაბათს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნდება. მჯერა, რომ ნიუ ჰემფშირი თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის, ამიტომაც უნდა შეკრიბოთ ყველა პატრიოტი, ვისაც იცნობთ და რეკორდული რაოდენობის ხმა მოვაგროვოთ. ჩვენ დიდი სხვაობით უნდა მოვიგოთ და ძლიერი სიგნალი მივცეთ ნოემბრის არჩევნებს. მთელი სამყარო გვადევნებს თვალს და ახლა რესპუბლიკელების, ჯანსაღი აზროვნების პარტიის დროა და ამიტომ უნდა გავერთიანდეთ.…

მეტი...

,,მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს” – ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს, მას არასდროს სურდა მშვიდობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. „თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს, იმისთვის, რომ ეს აგრესია რამდენიმე წელიწადში არ განმეორდეს, მაშინ ჯობია ახლავე გავუმკლავდეთ მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი” – შალვა პაპუაშვილი

,,უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი” . ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ,,2 წელზე მეტი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს. სამწუხაროდ, ბევრმა შეირცხვინა თავი ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ მხარს უჭერდნენ ტირანიისა და ადამიანის ჩაგვრის სისტემის შემქმნელს და მეორე, მოქმედებდნენ ანტიქართული ფარული გეგმებით; იმით, რომ მას ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში აფარებდნენ და სხვადასხვა სტრუქტურების დერეფნებში თავისუფლად დადიოდა. ვიცით, რომ უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა მას შემოსვლა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შემოაპარეს, რათა საქართველოში მომხდარიყო არეულობა, ქართველები ერთმანეთს დავრეულიყავით, ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა,…

მეტი...

,,ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით” – ირაკლი კობახიძე

ყოველ ჯერზე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როდესაც საუბარია, ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ არ ესაუბროთ ამ ფაქტზე – ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ყოველ ჯერზე,…

მეტი...

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში მკურნალობა მხოლოდ რუსული პასპორტითაა შესაძლებელი

ახალი წლიდან, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ რუსული პასპორტის ქონის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი” ავრცელებს. ,,წლის დასაწყისიდან ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტის არქონის გამო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. გამონაკლისია მხოლოდ სასწრაფო დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში. ამ გზით, ოკუპანტებმა, ლეგალურად, TOT-ის მაცხოვრებლები მშობლიურ მიწაზე “უცხოელებთან” გააიგივეს”, – განაცხადეს აქტივისტებმა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მტერმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი პასპორტირებისა და კონტროლის ახალი მეთოდი გამოიგონა. ოკუპანტები გეგმავენ ინტერნეტმომხმარებელთა პასპორტით სავალდებულო გადამოწმების შემოღებას. ანუ, ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს რუსეთის ფედერაციის პასპორტი, რათა შეძლოს…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მეტი...

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში: “ბათუმი მოლი”, “გრანდ მოლი”, “მეტრო მოლი” და “ბათუმი პლაზა” კინოლოგები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ცოტა ხნის წინ შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა. შენობებიდან გამოიყვანეს როგორც იქ მომუშავე ადამიანები, ისე რიგითი მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება, კერძოდ: ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან; ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან; ავტობუსი N333 „თბილისი მოლის“ მიმართულებით, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“, რის შემდეგაც დაუკავშირდება ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და იმოძრავებს…

მეტი...

სანქტ-პეტერბურგში წარმოშობით ქართველი რეპერი დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში წარმოშობით ქართველი 15 წლის რეპერი Baby Melo (გოგა მელაძე) კონცერტის შემდეგ დააკავეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულია 15-18 წლის 23 პირი. მათ აკრძალულ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას, არასრულწლოვანთა მიერ ინტოქსიკაციას, ალკოჰოლური და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების მოხმარებისა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან. გამოკითხის შემდეგ ყველა მოზარდი მშობლებს გადასცეს. ერთ-ერთზე არავინ მისულა და არასრულწლოვანთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხის დროს დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 იანვარს ლუკაშენკო მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა, სადაც თქვა, რომ “80 კილოგრამიანი მორი ტერფზე დაეცა”. ,,შეშას ვჩეხავდი და 80 კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე. ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი”, – ამბობს ლუკაშენკო. მიღებული დაზიანების გამო, ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში დაგეგმილ ჰოკეის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.

მეტი...

რომის პაპმა ჰაიტიზე გატაცებული ექვსი მონაზვნის გათავისუფლება ითხოვა

რომის პაპმა ფრანცისკემ ჰაიტიზე გატაცებული ექვსი მონაზვნის გათავისუფლება ითხოვა. „როდესაც მათ გათავისუფლებას ვითხოვ, ვლოცულობ ქვეყანაში სოციალური ჰარმონიისთვის და მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტოს ძალადობა, რომელიც ამ ძვირფას ხალხს ამდენ ტანჯვას აყენებს“, – განაცხადა რომის პაპმა შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტობუსში მყოფი წმინდა ანას დების კონგრეგაციის ექვსი მონაზონი გაიტაცეს. მათთან ერთად გაიტაცეს ავტობუსში მყოფი სხვა პირებიც, მათ შორის მძღოლიც. ჯერჯერობით უცნობია გატაცებაში ბრალდებულის ვინაობა.

მეტი...

,,ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას” – ზელენსკი

,,პირადად მე, ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ,,პირადად მე ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხის გაცემა და ვინმეს მოწონება მინდა. ეს არ არის მხოლოდ ცხოვრება, ცხოვრება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მეორე ამბავია – შესაბამისი მოქმედებები, ოპერაციები. ჯერ არ მინახავს იმდენი მკაფიო დეტალი, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო. მესამე ფულია. მთელი ეს ფინანსები – ეს ნამდვილად არ მოდის პარტნიორებისგან, მინდა ეს ყველამ გაიგოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთში, ბადახშანის მთებში, კერძო რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა – 2 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. როგორია მათი მდგომარეობა, უცნობია. თვითმფრინავი რადარებდან 20 იანვრის ღამეს გაქრა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები. ,,თვითმფრინავი ეკუთვნის შპს “ატლეტიკ ჯგუფს” და კერძო პირს. ხომალდი ასრულებდა ჩარტერულ რეისს გაია (ინდოეთი) – ტაშკენტი (უზბეკეთი) – ჟუკოვსკი (რუსეთი) მარშრუტზე,” – ნათქვამია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც რუსული სააგენტო TASS წერს, წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.

მეტი...

,,ვიპოვეთ გვირაბი, სადაც ,,ჰამასს” 20 მძევალი არაადამიანურ პირობებში ჰყავდა” – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც “ჰამასს” მძევლები ჰყავდა. ,,ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შევიდნენ გვირაბში, სადაც მათ ტერორისტები შეხვდათ… ბრძოლა ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. გვირაბში განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები”, – განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა. როგორც ჰაგარმა აღნიშნა, გვირაბში მათ მძევლები არ დახვდათ, თუმცა როგორც ირკვევა “ჰამასს” დაახლოებით 20 მძევალი არაამიანურ პირობებში ჰყავდა.

მეტი...

გერმანიაში, გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა

ბავარიაში, ერთ-ერთ გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე ხის შენობას გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, პარკის გვერდით მდებარე სასტუმროდან მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. პარკის ტერიტორია დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრია. პოლიციამ ზარალი მილიონ ევროდ შეაფასა.

მეტი...

ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში კაცი დაჭრეს. როგორც რეგიონული გამოცემა “აჭარა თაიმსი” წერს, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

ტიბეტი – როგორ გხვდებიან ტიბეტში და რას ნიშნავს ხატა?!  

ტიბეტი, წმინდა მიწა – იგივე “მსოფლიოს სახურავი“. ის ჩინეთის ავტონომიური ოლქია და “მესამე პოლუსსაც” უწოდებენ, რადგანაც წყლისა და ყინულის სიდიდით მსოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ მოდის. ტიბეტში ჩასულ დელეგაციებსა და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულდ ხვდებიან. შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, როცა ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, ბერებთან, დალაი ლამას სასახლეში თუ სერას მონასტერში თეთრ ე.წ. შარფს მოგახვევენ. ეს უბრალო შარფი არ არის. ეს  არის სპეციალურად დამზადებული, სპეციალური ორნამენტებით გაფორმებული „შარფი,“ რომელსაც „ხატა“ ჰქვია. ერთ-ერთ ფოტოში დალაი ლამა ჩანს, რომელსაც რომელსაც სწორედ ხატა აქვს ხელზე მოხვეული. ხატას საკმეველთან ერთად ჩუქნიან საპატიო სტუმრებს. ის არის  სიწმინდის, პატივისცემის, თანაგრძნობის,…

მეტი...

კახეთში მომხდარი უმძიმესი ამბის ახალი დეტალები – რას ჰყვება გოგონას ბებია?

კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 14 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ბი­ძამ, მა­მი­დის ქმარ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. შემ­თხვე­ვა სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ფერ­მა­ში მოხ­და, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნამ ოჯახს საშ­ვე­ლად და­უ­რე­კა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გო­გოს ნა­თე­სა­ვებ­მა 45 წლის მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. დაჭ­რი­ლი კაცი სა­გა­რე­ჯოს სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის და ის ქვე­ყა­ნა­ში მისი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ჩა­მო­ვი­და. ,,ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 10 დღის წინ, მისი შვი­ლე­ბი და ქმა­რი აქ დარ­ჩნენ ჩვენს ოჯახ­ში. ჩვენ ვუვ­ლი­დით, ვაჭ­მევ­დით და ვი­ნა­ხავ­დით. იმ დღეს კი ქელე­ხის სუფ­რას ვამ­ზა­დებ­დით და ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ჩა­ვა­ბა­რეთ ფერ­მა­ში მაგ უნა­მუ­სო კაცს, მან კიდე…

მეტი...

დღის მეორე ნახევრიდან ამინდი იცვლება – შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, ხანძარი იყო

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზი დაიწვა

სოხუმში დაიწვა ცენტრალური საგამოფენო დარბაზი, სადაც აფხაზეთის ეროვნული გალერეის ფონდი ინახება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე ღამის 4 საათზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობაში 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა, თუმცა ის მთელ შენობაზე მაინც გავრცელდა და ,,ოქროს ფონდი” მთლიანად დაიწვა. განადგურებულია 4000 ნამუშევარი. მათი გადარჩენა, სავარაუდოდ, შენობაში მაღალი დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდა.

მეტი...

სლოვაკეთი რუსეთსა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის განაახლებს გეგმავს

სლოვაკეთი რუსეთსა და ბელორუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის განაახლებს გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყების ხელმძღვანელმა, მარტინა შიმკოვიჩოვამ, მიიღო. ,,მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტია და, ჩვენი აზრით, ამის გამო ხელოვანები და კულტურა არ უნდა დაზარალდნენ,” – განაცხადა შინკოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან და ბელარუსთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში შეაჩერა. მაშინ სლოვაკეთის კულტურის მინისტრი ნატალია მილანოვა იყო. კულტურის სამინისტროსა და მის თანამშრომლებს ამ დრომდე ეკრძალებოდათ აგრესორი ქვეყნების კულტურის სამინისტროებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. თანამშრომლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეებთან, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ რუსულ და ბელარუსულ ხელისუფლებასთან და მხარს არ…

მეტი...

გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა

გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს ზომებს იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი. „დოიჩე ველეს” ცნობით, ახალი კანონის მიზანია უზრუნველყოს, რომ მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. ის ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ადამიანების კონტრაბანდაში მონაწილე პირებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის დეპორტაციის მოლოდინში არალეგალი ემიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადის 10-დან 28 დღემდე გახანგრძლივება. გარდა ამისა, პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც. ეს ქმედებები ღამის საათებშიც დაიშვება, თავად…

მეტი...

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ,,ყვირილი იყო, ხანძარიაო და მეც გამოვედი, სახლში ვიყავი. როდესაც მოვედი ხალხი იყო და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. ქალბატონმა გამოიყვანა თვითონ შვილები, გარეგნულად დამწვრობა აღენიშნებოდა, რომ შევხედე. მე, რომ მოვედი უკვე გამოსულები იყვნენ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ შვისევსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა დედა-შვილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებდნენ, რომ ისინი სხეულზე მიყენებული დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

ისრაელში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა. მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას. ასევე, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა. კესარიაში, ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციის წინ შეკრებილი მომიტინგეები სკანდირებდნენ ,,შეთანხმება, ახლავე!“ ცნობისთვის, „ჰამასი“ ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

მეტი...

რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. „უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, – წერს ის. რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. ასევე, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„დედას ჩააკვდა ხელებში“ – ბაკურიანში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაღუპულ 36 წლის გი­ორ­გი ტუხაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან. წარმატებული სტარ­ტა­პე­რი დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა კაცი დედას ჩააკვდა ხელებში. „ჩემი კლასელი იყო და ის პირველი კლასიდან წესიერებით, სიბეჯითით და სიკეთით გამოირჩეოდა! დღეს მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ და კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ამბავს. ღმერთმა აცხონოს მისი სული. იშვიათი ადამიანი!“. „მინდა გულის ტკივილი გამოვხატო ამ არაჩვეულებრივი ადამიანის დაკარგვაზე, რომლის შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა და უდიდესი მოტივაციით და პოზიტივით უმკლავდებოდა ყველა დაბრკოლებას. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო…

მეტი...

ბერლინში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბერლინში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბრანდერბურგის კარიბჭესთან მათ 500-მდე სატვირთო დააყენეს. აქციის მონაწილეებმა საგზაო გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის პარლამენტმა საწვავზე მომუშავე სატვირთო მანქანებისთვის გადასახადი გასული წლის ოქტომბერში გაზარდა, ელექტრო და წყალბადზე მომუშავე მანქანებს, კი საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხო.

მეტი...

,,გასული დღის განმავლობაში მტერთან 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა” – უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის მიმართულებით უტევდნენ. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ,,გასული დღის განმავლობაში 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო და 4 საჰაერო დარტყმა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. განადგურდა და დაზიანდა 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მეტი...

ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ

ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ. საავიაციო ბაზა აინ-სა-ასადზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა. სამხედროებმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზის მიმართულებით, რომელსაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციური ძალები იყენებენ, 10-მდე რაკეტა გაისროლეს. ცნობისთვის, ერაყში ამერიკულ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როდესაც სირიის დედაქალაქზე დარტყმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 5 წევრი მოკლეს. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაიმუქრა.

მეტი...

იტალიაში საქართველოსა და ლიეტუვის მოქალაქეები დააკავეს

იტალიაში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს 3 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მეპატრონე სახლში დახვდათ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. დაკავების დროს კი პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. დაკავებულების ჩხრეკისას ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

,,თუ ჩვენ განზე გადავდგებით, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს?” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის ქალაქების მერებთან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინელებს. ,,თუ ჩვენ განზე გადავდგებით და რუსეთი შეძლებს შეტევის გაგრძელებას და უკრაინის დაპყრობას, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს? რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე ორბანთან ერთად?”, – თქვა ბაიდენმა. ცნობსთვის, აშშ-ის კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია უკრაინის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი, რადგან რესპუბლიკელები, რომლებიც აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, მას ეწინააღმდეგებიან და სანაცვლოდ პრეზიდენტისგან იმიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრებას ითხოვენ.

მეტი...

ბათუმში ხანძრის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ბათუმში, ხანძრის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. შემთხვევა სვიშევსკის ქუჩაზე მოხდა, დაიწვა საცხოვრებელი სახლი. ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დედა-შვილი სხეულზე მიყენებული დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...