2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა

2023 წელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მიზნით “თავიანთ ყველაზე გავრცელებულ იარაღად იყენებენ ექსტრემიზმის და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებს.”

მსოფლიოს ქვეყნებიდან დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ჩინეთზე, სადაც 44 ჟურნალისტია ციხეში, მას მოჰყვებიან ბირმა (43) და რუსეთი.

მათივე მონაცემებით, დაპატიმრებულ ჟურნალისტთა 65%-ზე მეტს ედავებიან “ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს”, “ყალბი ცნობების გავრცელებსა” და “ტერორიზმს”.

მსგავსი თემები