საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. ,,თქვენი შრომა ჩვენი ერის სამსახურში სამაგალითო იყო ყოველდღიურად. თქვენ განახორციელეთ ჩვენი პროექტი სიმამაცით, ერთგულებითა და მონდომებით. მთელი გულით მადლობას გიხდით”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

მეტი...

ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მეტსახელად კაიზერი ფრანცი, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო მოღვაწედ ითვლება. მას მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგშიც აქვს მოგებული.  

მეტი...

ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” მეთაური

ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში მოკლულია ჰეზბოლას უფროსი მეთაური. უცხოური მედიის ინფორმაციით, ელიტარული ძალების Radwan-ის მაღალი თანამდებობის პირი იმ დროს დაიღუპა, როდესაც რაკეტა მის მანქანას მოხვდა.

მეტი...

,,ისრაელის თავდაცვის ძალები ომის შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებს” – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ომის ინტენსიური მანევრირების ეტაპიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადაინაცვლებს. ,,ჩვენ ახლოს ვართ მომდევნო ფაზასთან ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელის ჯარებმა დიდწილად დაამყარეს კონტროლი, ყოველ შემთხვევაში მიწის ზემოთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას”, – ამბობს გალანტი.

მეტი...

,,გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს” – ბორელი

,,გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა X-ზე დაწერა. ,,ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მე მოვიწვიე პრინცი ფეისალი FAC-ში ბრიუსელში 22 იანვარს”, – წერს ბორელი.

მეტი...

ტოკიოში იაპონიის ყოფილი პრემიერის რეზიდენცია დაიწვა

ტოკიოს ცენტრში, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, კაკუეი ტანაკას რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ორსართულიან სახლს გაუჩნდა. სახლი და მის მიმდებარედ არსებული ტყე მთლიანად დაიწვა. პოლიციის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, საკმევლის ანთებულმა ჯოხებმა გამოიწვია. ამჟამად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ რაკეტას, აფრენიდან რამდენიმე საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა

აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ რაკეტას, აფრენიდან 7 საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს და ამბობს, რომ კოსმოსურ ხომალდს “ანომალია” აღმოაჩნდა, რამაც მას მზისკენ მიმართული სტაბილური ორიენტაციის მიღწევაში ხელი შეუშალა. ,,სამწუხაროდ, მაშინ მოხდა ანომალია, რამაც ხელი შეუშალა Astrobotic-ს მზისკენ მიმართული სტაბილური ორიენტაციის მიღწევაში. გუნდი რეაგირებს რეალურ დროში სიტუაციის განვითარებასთან ერთად და მოგაწვდით ინფორმაციას დამატებითი მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რაკეტა დღეს გაუშვეს, ის მიზნად ისახავს გახდეს პირველი ამერიკული მისია ნახევარ საუკუნეში, რომელმაც მთვარეზე რბილი დაშვება განახორციელა – აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კომერციული მცდელობაა.

მეტი...

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა. 323 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. სამაშველო სამსახურის ჯგუფებს გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ. ცნობისთვის, პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა. მისი სიღრმე 4.6 კმ. იყო. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

დიდთოვლობის და უამინდობის გამო, კიშინოვის აეროპორტში ფრენები გაუქმდა

დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, კიშინოვის აეროპორტში ფრენები გაუქმდა. აეროპორტის განცხადებით, “ინტენსიური თოვისა და ქარის ქარის გამო, მათ არ ჰქონდათ დრო, გაესუფთავებინათ თვითმფრინავები ყინულისგან”. ფრენები გაუქმდა ბუქარესტის, ვარშავის, ვენის, სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით.  

მეტი...

,,ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,  ისრაელი ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს. “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის. ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

ბოლნისში, ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მანქანა დაეჯახა

ბოლნისის სოფელ ბალახაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას, გადაჭარბებული სიჩქარით  მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. წყარო: მთავარი არხი

მეტი...

რუსეთმა უკრაინულ ქალაქში, რომელსაც თავად აკონტროლებს ბომბი ჩამოაგდო

რუსეთის ძალებმა ბომბი, უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში ჩამოაგდეს, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „საბრძოლო ამოცანების შესრულებისას“ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის(ФАБ-250) „არასაშტატო ჩამოსვლა“,- განაცხადა ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მეთაურის, ლეონიდ პასეჩნიკის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით.

მეტი...

ტრამპი ბაიდენს მოუწოდებს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო დაპატიმრებულები გაათავისუფლეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია დაკავებულებს ცუდად ეპყრობოდა, “მათ საკმარისად იტანჯეს. მე მათ მძევლებს ვეძახი, ზოგი მათ პატიმარს უწოდებს”. ,,მე ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ მე გავაპროტესტე არასწორი არჩევნები. გაათავისუფლეთ  მძევლები, ჯო, გაათავისუფლე ისინი. შენ შეგიძლია ამის გაკეთება ძალიან მარტივად, ჯო”, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

სამხრეთ ლიბანში, სავარაუდოდ, ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანში, სავარაუდოდ, ისრაელის თავდასხმის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა. მედიის ცნობით, „ჰეზბოლას“ მეთაური იმ დროს დაიღუპა, როდესაც რაკეტა იმ მანქანას მოხვდა, რომლითაც ის მგზავრობდა.  

მეტი...

ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 38 დაშავდა – რუსეთის იერიში უკრაინაზე

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 8 იანვრის ღამეს და დილას, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 38 დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ნოვომოსკოვსკსა და კრივოი როგშია. იქ ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ორი ​​ადამიანი დაიღუპა ხმელნიცკიში, ერთი ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში. დაბომბვის შედეგად დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში ელექტრო ქსელები დაზიანდა.

მეტი...

გორის ავტობანზე უაქციზო სიგარეტით დატვირთული მანქანის მძღოლი დააკავეს

“ქართლის ამბების” ინფორმაციით, გუშინ, 7 იანვარს, გორის ავტობანზე კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. მათივე ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით სიგარეტი “მანჩესტერი.” ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან მოსამართლის წინაშე დღეს წარსდგა. ის ბრალს არ აღიარებს. პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, ავტომანქანა თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა. თუმცა, საიდან შემოიტანეს უაქციზო სიგარეტი, ჯერჯერობით უცნობია. “როგორც ბრალდებულმა თქვა, უაქციზო სიგარეტი თბილისში, მისთვის უცნობი პირისგან შეიძინა და ახალციხეში მიჰქონდა. რაოდენობა ძალიან ბევრია, დაახლოებით 2 ათას ლარამდე ღირებულების,” – აღნიშნავს პროკურორი.

მეტი...

ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება. ,,გვქონდა ხანგრძლივი თათბირი ჩვენი გეგმების შესახებ NATO-სა და ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებზე, ჩვენს კომუნიკაციასა და ნაბიჯებზე. ასევე იმ სამუშაოებზე, რომელსაც არასაჯაროდ ვაწარმოებთ მათთან. მკაფიოდ ფორმულირებული გვაქვს ამოცანა – ჩვენი პრიორიტეტებია, სრულად მოვახდინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების რეალიზება და შევიმუშაოთ ალიანსის წევრებთან კომუნიკაციებისა და ურთიერთობების ისეთი სისტემა, რომ ყველა სახელმწიფო 100%-ით იყოს დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

„მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით“- ზურაბ აზარაშვილი

„მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ფარმაცევტულ რეფორმაზე მუშაობისას, საერთაშორისო ექსპერტებმა რეკომენდაცია გასცეს, რეფერენტული ფასწარმოქმნა, ძვირადღირებულ, ონკოლოგიურ მედიკამენტებს არ შეხებოდა და სახელმწიფოს, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, უშუალოდ მწარმოებლებისგან შეესყიდა. „უკვე კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვაქვს, მნიშვნელოვნად ვზოგავთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოთ ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტებით. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, ასევე, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. შესაბამისი ბიუჯეტი და პროცედურული ნაწილი…

მეტი...

ვრცელდება გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრებს, ”მთავარი არხი” ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს თავდამსხმელები. შემთხვევა 5 იანვარს საღამოს, ორბელიანის მოედანზე მოხდა.  შსს-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. „მეგობრებო ყველას დიდი მადლობა, ყველას ასეთი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ შევძელი პასუხების გაცემა ამ ეტაპზე. ახლა ისევ ვიმყოფები განყოფილებაში და სხვა დეტალებს ეტაპობრივად გაგაგებინებთ!! დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“,- დაწერა გიორგი ნაზღაიძემ მომხდართან დაკავშირებით.

მეტი...

მესამე პოლუსი – აუცილებელი რეკომენდაცია ტიბეტში მოგზაურებისთვის

ტიბეტი, ეს არის წმინდა ადგილი, მიწა ცასთან და ღმერთებთან ახლოს, სადაც მოგზაურობასაც ბევრი ოცნებობს. თუმცა, ტიბეტში მოგზაურობას ახლავს გარკვეული წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია, რომ ჯანმრელობის პრობლემები არ შეგექმნათ და უფრო მეტეც, მოგზაურობა ცუდად არ დასრულდეს. როგორც წესი, ტიბეტში მოგზაურებს გარკვეული ინსტრუქცია გამგზავრებამდე უტარდებათ. რეკომენტაცია 1 – ტიბეტში გამგზავრებამდე რემდენიმე დღით ადრე არ არის რეკომენდირებული ბანაობა; რეკომენდაცია 2 – ტიბეტში მოგზაურობა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს; რეკომენდაცია 3 – ტიბეტში ყოფნის პერიოდში არ შეიძლება ბანაობა, დუშის მიღება; რეკომენდაცია 4 – არ შეიძლება შიმშილი; რეკომენდაცია 5 –…

მეტი...

რუსულმა ძალებმა უკრაინას 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს. მისი თქმით, თავდასხმისას რუსეთის ძალები ფრთოსან, ბალისტიკურ, მართვად საჰაერო რაკეტებსა და “შაჰიდის” ტიპის დრონებს იყენებდნენ. მისივე თქმით, უკრაინელებმა 18 რაკეტა და 8 დრონი გაანადგურეს. ,,ჩვენმა დამცველებმა “შაჰიდის” ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს,” – განაცხადა ზალუჟნიმ.

მეტი...

„ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“- ზურაბ აზარაშვილი

„ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა მოსახლეობას უფასო სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შემოიტანა და სამინისტრომ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიით არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვაქცინა მარაგშია და ყველა მსურველს შეუძლია უფასოდ აიცრას. ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, რომელიც გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში იანვრის თვეში აღწევს. ვირუსი ძირითადად ბავშვებშია გამოხატული. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებს,კლინიკები არაა გადავსებული და არც ამის საშიშროება არ…

მეტი...

,,მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი”- 9 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 – 11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი,  (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს),  ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი  შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს. პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ტაქსის მძღოლმა მგზავრს დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, მას დანით დაემუქრა. შემთხვევა გდანსკში მოხდა. პოლიციამ, ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინა.

მეტი...

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბოლო 14 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 578 განაცხადი განიხილა

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი – 84 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 22 საქმეზე  21 283 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. –          ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 27 საქმეზე – 14 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია. საანგარიშო პერიოდში,   სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 161 საქმეზე – 98 შეთანხმება გააფორმა.…

მეტი...

ოჩამჩირეში, ხანძარს ქალი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ხანძარს 60 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლი სოფელ ჭლოუში მდებარე სახლს გაუჩნდა. მეხანძრე – მაშველების მისვლამდე ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

მეტი...

ხაშურში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდი და პატარა სატივეს (სოფლების) დამაკავშირებელ გზის ნაპირას [მიწის] მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა. “პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტი...

პალესტინელი მცირეწლოვანი გოგონა თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა – ისრაელის სასაზღვრო პოლიცია

ისრაელის სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, პალესტინელი მცირეწლოვანი გოგონა მანქანიდან თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა. ისრაელის პოლიციის ცნობით, ისრაელის სასაზღვრო პოლიციაზე მანქანიდან თავდასხმაა, რასაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხა. პოლიციამ მანქანაში მყოფი ორი პირი გაანეიტრალა. შემთხვევა დასავლეთ სანაპიროზე მოხდა.

მეტი...

სენაკში, კაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა. კაცი  ადგილზე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მძღოლი დაკავებულია. წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

მომხმარებელთა საჩივრების მხრივ პირველ ადგილზე საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორია

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის  სააგენტომ ბოლო 14 თვეში  მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით  578 განაცხადი განიხილა.  საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი – 84 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 22 საქმეზე  21 283 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 27 საქმეზე – 14 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია. საანგარიშო პერიოდში,  …

მეტი...

იტალიაში, მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ახალგაზრდა მამაკაცი იტალიის ქალაქ პიზაში დააკავეს. 32 წლის საქართველოს მოქალქე 25 წლის ტუნისელი მოქალაქის  მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნული მკვლელობასთან დაკავშირებით  საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იძებნება.

მეტი...

ექიმები ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ

ვირუსული ინფექციის გვრცელების მაღალი რაოდენობის გამო, ექიმები ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. როგორც ისინი განმარტავენ, სასწავლო პროცესების დაწყების პარალელურად, შემთხვევების რაოდენობაც გაიზრდება. „ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით ყოველ შემთხვევაში. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ. სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრისკენ. ამიტომ ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებედი, რომ ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია“, – გაცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

მეტი...

ავადობის შემთხვევები მზარდია

საქართველოში რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მზარდია, შესაბამისად, კლინიკებიც გადატვირთულია და მიმართვიანობაც მაღალია. როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე განმარტავს, ასევე გამოვლენილია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც. „ამ პერიოდში, ყველაზე მეტად გავრცელებულია A ტიპის გრიპის ვირუსი. სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში. გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონხიოლიტის დიაგნოზით. ასეთ პაციენტებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“ – აცხადებს მაია ჩხაიძე. მისივე ინფორმაციით, დადასტურებულია კორონავირუსის შემთხვევები. „ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები…

მეტი...