ნაცემი ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა

ცოტა ხნის წინ ნაცემი ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა. შემოყვანილოა სახის ქალა ტვინის ტრამვით. უტარდება კლინიკოლაბორატორიული კვლევები. მიმდინარეობს მონიტორინგი. არის სახის ტრამვა. ამ ეტაპზე ვერ გეტვით დასჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა“ – აღნიშნა ეიმმა მედიასთან. შეგახენებთ, რომ  დიმა ჩიქოვანს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. „ვერაფერს ვხედავ“- ენმ-ს წევრს სასტიკად გაუსწორდნენ

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას”, – წერია ინფორმაციაში.

მეტი...

„ვერაფერს ვხედავ“- ენმ-ს წევრს სასტიკად გაუსწორდნენ

თბილისში, საკუთარ სახლთან სასტიკად ცემეს ენმ-ს წევრი დიმა ჩიქოვანი. მას სახე დასისხლიანებული აქვს და ძალადობის კვალი აღენიშნება. როგორც ჩიქოვანი ამბობს, ის თავდასხმის დროს სახლთან მარტო იმყოფებოდა. ჩიქოვანი მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს. “ვერაფერს ვხედავ. კარგად ვარ, მაგრამ ეს არის რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ. ეს არის წარმოუდგენელი. არაფერი არ დაგვემართება და „ქართული ოცნება“ დამთავრდება. „ქართული ოცნება“ ეს არის რუსები, რუსლი მეთოდით მომუშავე ხალხი. მარტო ვიმყოფებოდი სახლან, სოლოლაკში“- ამბობს დიმა ჩიქოვანი ჩიქოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

მეტი...

უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლიან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 7 მაისიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან მათთან შედის სატელეფონო ზარები, რომლებიც ე.წ. “რუსულ კანონს” უკავშირდება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.

მეტი...

ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები  მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მიემართებიან. როგორც შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ. პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ. ე.წ  „რუსული კანონი“  დღეს  ზუგდიდში, ქუთაისა და გორშიც გააპროტესტეს.

მეტი...

„ქვეყანაც დასაცავია, ოჯახიც და ღირსებაც“ – გიორგი ელოშვილი   

„სატახტო ქალაქიდან განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ლგბტ ჯგუფების ლიდერობა თბილისის ქუჩებში და წაქეზებული ახალგაზრდების გარედან დაკვეთილი, წაუკითხავი პროტესტი“ – აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი. მისი თქმით,  ქვეყანაც დასაცავია, ოჯახიც და ღირსებაც. „ნუთუ ასე დამოკიდებული გავხდით იმის მოლოდინში, რომ ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებზე აღიზრდებოდა თაობა. გავექეცით საბჭოთა დამოკიდებულებას და შევეჯახეთ იმ ფორმის პარტნიორობას, როცა აქამდე მოტანილი სუვერენიტეტიც საფრთხის ქვეშ დადგა. ქვეყანაც დასაცავია,ოჯახიც და ღირსებაც. საკუთარის ლანძღვა ტრენდად იქცა და სხვისი – უკითხავად უნდა მოვიწონოთ. თუ საჭიროა ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთ და თუ ვინმე ჩათვლის ომიც უსიტყვოდ უნდა დავიწყოთ. იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ…

მეტი...

“ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს“- გახარია

„ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას. ყველა, ვინც ამ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, პასუხს აგებს კანონის წინაშე!“- წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია. პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით „ქართული ოცნება“ მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. „განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდები ხაზს უსვამს ოცნების არაადეკვატურობას და მძიმე ზიანს…

მეტი...

„გამოვხატე მზაობა განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით“- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და სხვა წამყვან თანამდებობის პირებს შეხვდა. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბრისას მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი განუმარტა. მისივე თქმით, ის მზადაა ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. „ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა”, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

„ასე დაიწყო უკრაინაშიც და რით გაგრძელდა, ყველა ვხედავთ“ –  მიხეილ ბუჯიაშვილი

„თბილისში აქციები ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით იმართებოდა, ახლა კი ახალგაზრდების ნაწილი დამოუკიდებლობის ნაცვლად დამოკიდებულებას ითხოვს“ – აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილი. მისი შეფასებით,  სწორედ ასე დაიწყო უკრაინაში და როგორ გაგრძელდება ყველამ ვნახეთ. „სხვის წაკითხულს კმაყოფილდებიან და თავად წაუკითხავად აპროტესტებენ ქართულ კანონს. არც ქართველთა გეგმით მოქმედებენ და აკერმანის სცენარს ბრმად მიჰყვებიან. სანახაობრივი „პერფორმანსებით“, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მათ ხან ბურთს ათამაშებენ, ხან საქორწილო სცენებს ადგმევინებენ და წითელ კვერცხს აგორებინებენ. ასე დაიწყო უკრაინაშიც და რით გაგრძელდა, ყველა ვხედავთ. ახალგაზრდებს და ბავშვებს საქართველოს დასამორჩილებლად გარედან, „შავი ფულით” მართავენ ისე, რომ ბევრი…

მეტი...

”მანამდე სამი ზარი განხორციელდა, მითხრეს ბინასთან გელოდებითო, ცხადია აქციებს უკავშირდება“- კუპრაშვილი

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მასთან დროის სხვადასხვა მონაკვეთში, რამდენიმე ზარი განხორციელდა. კუპრაშვილის თქმით, უცნობმა პირებმა მას სახლის მისამართი დაუსახელეს და უთხრეს, რომ ბინასთან ელოდებოდნენ. ის აღნიშნულ ფაქტს საპროტესტო აქციებს უკავშირებს. „დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანამდე კიდევ სამი ზარი განხორციელდა. პირველი ზარი იყო უკრაინული ნომრიდან, შემდეგ უკვე დაახლოებით ათსაათიანი შუალედებით იყო ორი ზარი, გერმანიიდან. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ. ამდენი ადამიანი საუბრობს ამაზე და მე ვფიქრობ, უკვე უნდა ჰქონდეთ…

მეტი...

„რუსულ ჩექმაში არასოდეს დავბრუნდებით“- აქცია გორში

მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გორში, გმირთა მოედანთან შეიკრიბნენ. ისინი ე.წ „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის აქტივიზმი არამედ გადარჩენისთვის ბრძოლაა. ასევე აღნიშნავენ, რომ რუსული აგრესია განსაკუთრებით ახსოვთ გორში. მათ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ: „ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა“, „ამ ქალაქს რუსების ტყვიები ატყვია“, “რუსულ ჩექმაში არასოდეს დავბრუნდებით”.

მეტი...

საია საპროტესტო აქციებში ჩართულ მოქალქეებთან განხორციელებულ ზარებს ეხმაურება

საია ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს. როგორც არასამთავრებო ორგანიზაციაში აცხადებენ, ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. „2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. ეს ზარები,…

მეტი...

„ვისაც არ გინდათ რუსეთი, დარჩით გეი ევროპაში“ – ნიკოლოზ მჟავანაძე მოსკოვიდან (video)

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე მოსკოვიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც სუფრასთან ზის და რუსულ სტუმარ-მასპინძლობაზე საუბრობს. „მიგვიღეს რუსეთში, გვიმასპინძლეს რუსულად, სუფრა გაგვიშალეს რუსულად და პატივი გვცეს რუსულად. ვისაც არ გინდათ რუსეთი, დარჩით გეი ევროპაში“ – ამბობს უფლებადამცველი

მეტი...

”რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტრისტან მუშიკიშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან“- სუს-ი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან. ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სუს-ის ინფორმაციით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. უწყებაში ამბობენ, რომ მის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ…

მეტი...

სი ძინპინი სერბეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მართავს

პრეზიდენტი სი ძინპინი  მეუღლესთან ერთად, საფრანგეთის შემდეგ სერბეთში ჩავიდა.  პრეზიდენტს სერბი კოლეგა – ალექსანდრ ვუჩიჩი მასპინძლობს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტების სხდომა და  პლენარული შეხვედრა გაიმართა. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთსა და სერბეთს შორის რკინის მეგობრობამ გაუძლო გამოცდას. „ასეთ მეგობრობას ახასიათებს ღრმა ისტორიული ფესვები, მყარი პოლიტიკური საფუძველი, ფართო საერთო ინტერესები და ძლიერი სახალხო მხარდაჭერა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ორი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორმხრივი ურთიერთობები ისტორიულ პროგრესს მიაღწია. 2016 წელს, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, კერძოდ, ორმხრივი ურთიერთობა არსებითად გამდიდრდა და გაფართოვდა. ეს გახდა მაგალითი ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისთვის ევროპის სხვა ქვეყნებთან“ – აღნიშნა სი…

მეტი...

„არა რუსულ კანონს“ – აქცია ზუგდიდში იმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს“ ზუგდიდში აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ევროკავშირის უზარმაზარი ბანერი აქვთ გამოფენილი და აცხადებენ, რომ ეს სწორედ საქართველოს მომავალია. ზუგდიდელებს წალენჯიხიდანაც შეუერთდნენ.  

მეტი...

რაზე შეთანახმდნენ ჩინეთი და სერბეთი?!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და სერბეთის პრეზიდენტი ჩინეთ-სერბეთის თემის შექმნაზე შეთანხდნენ. პრეზიდენტი სი ძინპინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ერთობლივად აცხადებენ გადაწყვეტილებას ჩინეთ-სერბეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ამაღლების შესახებ და ახალ ეპოქაში ჩინეთ-სერბეთის თემის შექმნაზე. სი ძინპინმა ალექსანდრ ვიჩიჩთან მოლაპარაკება დღეს,  ბელგრადში, სერბეთის სასახლეში გამართა. ორმა პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაცხადეს გადაწყვეტილება ჩინეთ-სერბეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ამაღლების შესახებ და ახალ ეპოქაში ჩინეთ-სერბეთის საზოგადოების საერთო მომავლის აშენების შესახებ. შეგახენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა ტურნე გახსნა. ის ასევე იმყოფებოდა პარიზში.

მეტი...

სოფელ კავთისხევში მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარეში ჩავარდნილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ის გორში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ერთი გადარჩა, ერთ დაკარგულს კი ისევ ეძებენ.

მეტი...

,,პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში არ უნდა გაიმარჯვოს” – ბორის პისტორიუსი

აშშ-ში ვიზიტით მყოფი გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინის ომში წყდება საკითხი, შეუძლიათ თუ არა დემოკრატიულ ქვეყნებს, თავი დაიცვან. „პუტინმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას თავის აგრესიულ ომში. წყდება საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა დემოკრატიებს თავის დაცვა. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა ევროპისთვის, პუტინის ომი უდიდესი საფრთხეა მსოფლიო წესრიგისთვის“, – განაცხადა პისტორიუმა ნიუ იორკში ამერიკულ-ებრაული კომიტეტის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას. ბორის პისტორიუსი 9 მაისს აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება. 10 მაისს კი კანადაში გაემგზავრება, სადაც ის კანადელ კოლეგა ბილ ბლერთან გამართავს შეხვედრას.

მეტი...

,,ჩემი წამების ფაქტზე არსებობს პატიმრის ჩვენება, რომელსაც დაავალეს ჩემი ლიკვიდაცია, უარის შემდეგ კი, მორგში დააბეს” – ვახტანგ მაისაია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო წამების იმ ფაქტს, რომელიც ხორციელდებოდა ჩემ მიმართ გლდანის ციხეში 2009 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით, განსაკუთრებით დაეყრდნო 2010 წლის შემთხვევას, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა. მისი თქმით, წამების ფაქტზე არსებობს პატიმრის ჩვენება, რომელსაც დაავალეს მისი ლიკვიდაცია, უარის შემდეგ კი მორგში დააბეს. მაისაიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე მიიღო სტრასბურგმა აღნიშნული გადაწყვეტილება. „ბუნებრივია, ეს განაჩენი დაეყრდნო იმ სარჩელს, რომელიც შეიტანა ჩემი სახელით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ადვოკატმა თამარ ავალიანმა. შესაბამისად, განაჩენი დაეყრდნო წამების იმ ფაქტს, რომელიც ხორციელდებოდა გლდანის ციხეში – დაწყებული 2009 წლის…

მეტი...

ვაშინგტონმა გაამხილა, რომ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის ადამინისტრაციის ეს გადაწყვეტილება, ისრაელის რაფაჰში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა. საუბარია ბომბებზე, რომლებიც შტატებს ისრაელისთვის უნდა მიეწოდებინა. ისრაელის მთავრობაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. შეერთებული შტატები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ანკლავის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქში, სამხედრო მოქმედებები ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ოპერაციის გარეშე „ჰამასზე“ სრული გამარჯვება ვერ მოხერხდება.

მეტი...

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში (ვიდეო)

შსს-მ საგანგებო ბრიფინგი ევროპასა და აშშ-ში დარბევების ვიდეოკოლაჟის საჩვენებლად გამართა.  

მეტი...

პუტინი ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

პუტინი ქართველ ხალხს ,,დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 79 წლისთავს ულოცავს. „მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების, ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა”- წერს პუტინი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია “შემდეგი თაობებისთვის იმ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა, რაც ჩვენს მამებსა და ბაბუებს ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა “. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ,,დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობა იქნება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“.

მეტი...

ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ლანჩხუთში, ლადო აფხაზავასა და მის შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა. კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე…

მეტი...

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

ისრაელმა ღაზის სექტორთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ქერემ შალომი ჰამასის მიერ 5 მაისს ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო იყო ჩაკეტილი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნასთან ერთად, განახლდება ღაზაში ამ მარშრუტით ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც. ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება ღაზის სამხრეთში მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აკონტროლებენ. ამის გამო, ეგვიპტიდან რაფაჰის გავლით, ანკლავში, მეორე დღეა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება.

მეტი...

ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი ,,ოცნებას” – ლექსმანი კრიტიკოსების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც შანტაჟში, ძალადობაში მუქარაში არიან ჩართულები. ასევე, ამ ბაზაში მოახვედრებენ იმ პირებსაც, რომლებიც ,,ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ”. ,,ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. მათ, ვინც მას ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების შესაძლებლობას აძლევს”, – წერს ლექსმანი.

მეტი...

ზელენსკიზე დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე მისივე დაცვის ორი წევრი დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე კიევში მისივე დაცვის ორი წევრი დააკავეს. ორ პოლკოვნიკს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას და ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებას ედავებიან. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზელენსკიზე თავდასხმა გუშინ აღკვეთა. მათივე ცნობით, ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაციას კრემლი პუტინის ინაუგურაციის დღეს გეგმავდა. ,,ახლა ბრძოლის ყველაზე ცხელი წერტილები, პოკროვსკი, კურახოვე, კრამატორსკი, ლიმანი, ვრემივკა და კუპიანსკის მიმართულებებია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეომრები და შევმატოთ უკრაინას ბრძოლის უნარი. ვაგრძელებთ მზადებას ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის. ჩვენი მხრიდან ყველა დეტალი 100%-ით იქნება შესრულებული. უკრაინამ თავისი ვალდებულებები შეასრულა და პარტნიორებისგან…

მეტი...

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა. დღეს, 8 მაისს, 17:00 საათზე,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს. რა თემასთან დაკავშირებით ჩაინიშნა ბრიფინგი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

,,ეს არის მტრების სიის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს” – გვარამია “ოცნების” მონაცემთა ბაზაზე

37 წელი, ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა, – ასე აფასებს “ახალის” თანათავმჯდომარე “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ რეპრესიებს. როგორც მან აღნიშნა, ჩვენ უკვე დიქტატურის პირობებში ვცხოვრობთ და ახლა ხალხმა უნდა მიიღოს მთავარი გადაწყვეტილება: ,,ის, რასაც ოცნება აკეთებს 37 წელი, არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა. წარმოუდგენელი რამეა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს როგორც ჩანს. შეუძლებელია უბრალოდ ვილაპარაკოთ ქვეყანაზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ჰყავს, რომ ის დაუახლოვდება ევროპას რამით. ეს არის შეუძლებელი აბსოლუტურად. ეს არ მომხდარა ბოლო პერიოდში არსად…

მეტი...

,,კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა… ვეღარ მოვასწარი, დინებამ გაიყოლა” – ადიდებულმა კავთურამ, მამას შვილი თვალწინ გასტაცა

კავთისხევში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის თვითმხილველი დაკარგულის მამაა, რომელსაც შვილი ადიდებულმა მდინარემ თვალწინ გასტაცა: ,,ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა”, – ამბობს დაკარგულის მამა. შეგახსენებთ, რომ ტრაგედია შიდა ქართლში გუშინ დატრიალდა. ადიდებულმა მდინარე…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად “მშობლების მარში” გაიმართება. ისინი წერეთლის გამზირზე, “ექსპო ჯორჯიასთან” შეიკრიბებიან, 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდებიან უკვე დაანონსებულ აქციას ევროპის მოედანზე. ,,11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება. შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს! ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ! #არარუსულკანონს ! #კიევროპას ! 19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე. #შინევროპისკენ #არარუსეთს #არარუსულრეჟიმს”, – წერენ ორგანიზატორები.

მეტი...

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოზე ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად, გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა. გარდაცვლილი 31 წლის ნინი შემაზაშვილია, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს. მის 6 წლის ქალიშვილს კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და თბილისში გადმოიყვანეს. „სიცოცხლე ისე გიყვარდა, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩემო ნინიკო“; „ნინი… გული გაგვიჩერე… სული და გული წაიღე, ჩვენო ცქრიალა, გულიანო და საყვარელო გოგო.. ვერც ვიაზრებ უშენობას და შენი ნიტატოს უდედოდ ყოფნას, ოღონდ ეს არა..“; „ნინ, უფალმა ნათელში გამყოფოს, საუკეთესო ადამიანი იყავი და უფალსაც საუკეთესოები მიჰყავს, უფრო და უფრო ვრწმუნდები… მუდამ ასეთი მომღიმარი მემახსოვრები“, – წერენ სოციალური…

მეტი...

„უნგრეთი არის ჩინეთის მთავარი საინვესტიციო ადგილი და სავაჭრო პარტნიორი“ – სი ძინპინი

„ოქროს მოგზაურობის დაწყება ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობებში“ – აცხადებს პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც პრეზიდენტი ტამაშ სულიოკისა და პრემიერ ვიქტორ ორბანის მიწვევით საფრანგეთის შემდეგ უნგრეთში გაემგზავრება. „ეს იქნება ჩემი მეორედ ჩამოსვლა ამ სილამაზისა და სიმრავლის ქვეყანაში 15 წლის მანძილზე“ – აცხადებს სი ძინპინი. მისივე თქმით, მოუთმენლად ელის უნგრეთში დაბრუნებას,  ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების ახალ ეპოქაში გადასაყვანად. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ქვეყანა გეოგრაფიულად შორს არის ერთმანეთისგან, ჩვენი ორი ხალხი საუკუნეების მანძილზე მეგობრობდა. ჩვენი დიდი ხნის მეგობრობა ტოკაჯის ღვინოსავით ნაზი და მდიდარია. წელს ჩინეთ-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 75 წლისთავი აღინიშნება. ჩვენ პატივს ვცემთ და ვეპყრობით ერთმანეთს, როგორც…

მეტი...

სასაფლაოზე მანქანა დაგორდა და დედა-შვილს დაეჯახა – ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

6 მაისს, ტინისხიდის სასაფლაოზე მანქანა დაგორდა და ქვეითად მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ბავშვი თბილისშია გადაყვანილი. ამის შესახებ „მოზაიკას“ სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა. „ჩვენ არ გვაქვს ბავშვთა პროფილი, ამიტომ აქ მხოლოდ პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ. ბავშვი თბილისში „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, გადაყვანისას მისი მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე“, – აცხადებენ ჰოსპიტალში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა იმის მიერ, ვინც ამ…

მეტი...

,,უფალს გამორჩეულები მიჰყავს” – სვანეთში, საბა გვარმიანს ემშვიდობებიან

სვანეთში, 2 მაისს სამი მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მაისობის დღესასწაული აღინიშნებოდა. სავარაუდოდ, მანქანა სველ გზაზე მოსრიალდა, მართვა დაკარგა და მდინარე ნაკრაში გადავარდა. ეკა ვიბლიანი, საბა გვარმიანი, გიორგი ვიბლიანი მეთორმეტეკლასელები იყვნენ, მალე ბოლო ზარი უნდა ეზეიმათ.. „ეს ის სიყვარულით სავსე ბავშვია, ტყეში პატარა, უმწეო არჩვი რომ იპოვა და საკუთარი შვილივით უვლიდა. საბამ თავის ორ მეგობართან ერთად დაგვტოვა. მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები“, – წერს ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.

მეტი...

როგორ მივცეთ ხმა ნუცა ბუზალაძეს სხვადასხვა ქვეყნიდან

„პირველი არხი“ მაყურებელს უზიარებს, თუ როგორ შეიძლება „ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოსთვის. შესაბამისი ნომრები ერთიან ბანერზეა მითითებული. ნუცა ბუზალაძე მსოფლიოს წინაშე სიმღერით Firefighter 9 მაისს, მე-11 ნომრად წარდგება.

მეტი...